დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება

საზოგადოება

დღეს ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება

7 აპრ. 2021, 18:40:53

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა მოხდეს სოციალური პოლიტიკის ძირითადი მიზნების განხორციელება, რათა სამყარო გახდეს უფრო სამართლიანი და ჯანდაცვა - ხელმისაწვდომი

ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღსანიშნავად, ჯანმო მოუწოდებს ყველა ქვეყნის მთავრობებს დააყენონ სამართლიანობა COVID-19-ის პანდემიის შედეგებისაგან აღდგენის ძალისხმევის ცენტრში.

“გურია ნიუსი“ გთავაზობთ ინფორმაციას, რომელიც EURO WHO Office in Georgia-მ მოგვაწოდა.

"COVID-19-მა ყველა ჩვენგანზე იქონია გავლენა, თუმცა საზოგადოების ნაწილისთვის ის კიდევ უფრო მეტი უარყოფითი შედეგების მომტანი გამოდგა, მათი საქმინობის, უსაფრთხო საცხოვრებელი პირობებისა და საარსებო წყაროების არარსებობის გამო. მაგალითად, COVID-19-ის გავრცელების შეჩერებაზე მიმართული ღონისძიებების შედეგები არათანაბრად ნაწილდება მოსახლეობაში, ამასთან დაბალშემოსავლიან ჯგუფებში სამუშაო ადგილების დაკარგვის რისკი უფრო მაღალია. შეფასებების თანახმად, პანდემიის მხოლოდ პირველი თვის განმავლობაში არაფორმალურმად დაქირავებულმა მუშაკებმა, მათ შორის საწყობებისა და ქოლ-ცენტრების თანამშრომლებმა, შინამოსამსახურეებმა, სეზონურმა მუშაკებმა და ჯანდაცვისა და სოციალურ სექტორებში დასაქმებულმა დაბალანაზღაურებადმა მუშაკებმა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში დაკარგეს შემოსავლის 70%.

 ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს, რომელიც ყოველწლიურად 7 აპრილს აღინიშნება, ჯანმო მოუწოდებს მსოფლიო ლიდერებს უფრო სამართლიანი და ჯანმრთელი სამყაროს შესაქმნელად დააყენონ ინკლუზიურობისა და სამართლიანობის პრინციპები აღდგენითი ღონისძიებების ცენტრში. ”რატომ არის, რომ ზოგიერთ ადამიანზე, სხვებისგან განსხვავებით, COVID-19-მა კიდევ უფრო უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა? ამ ადამიანებს არ ჰქონდათ იგივე შესაძლებლობები სამუშაო ადგილების, საცხოვრებლის, თემის, სოციალური დახმარების და ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. დროა აღვადგინოთ სამართლიანობა, ჩვენ უნდა შევძლოთ პანდემიიდან გამოსვლა, მათი სიცოცხლის გადარჩენა და ყველა ადამიანისთვის ღირსეული ცხოვრების გარანტიის მიცემა“ - თქვა ჰანს კლუგემ, ჯანმოს ევროპის რეგიონალური ოფისის დირექტორმა.

მაგალითად, მსოფლიო მასშტაბით, ქალები ჯანდაცვისა და სოციალური სექტორის მუშახელის 70% -ს შეადგენენ და უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ ისინი პანდემიასთან წინა ხაზზე იბრძოდნენ. გერმანიის, იტალიისა და ესპანეთის ბოლოდროინდელი მონაცემები ცხადჰყოფს, რომ COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევები ქალ ჯანდაცვის მუშაკებში 2-3-ჯერ მეტია, მათ მამაკაც კოლეგებთან შედარებით.

საქართველოში ქალები ექიმების უმრავლესობასა და ჯანდაცვის მუშაკთა 62%-ს შეადგენენ, რაც მათ კოვიდინფიცირების, სტრესისა და შფოთვის უფრო მაღალი რისკის ქვეშ აყენებს. რისი გაკეთება შეუძლიათ სახელმწიფოებს უფრო სამართლიანი და ჯანმრთელი სამყაროს მისაღწევად? დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო ჯანდაცვის სექტორის და ზოგადად ხელისუფლების მხრიდან, თითოეული ადამიანისათვის სამართლიანი და ჯანმრთელი ცხოვრების უზრუნველყოფისთვის არსებული დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად. ევროპელების 80% მიიჩნევს, რომ მათ ქვეყნებში სახელმწიფოს დღის წესრიგის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი უთანასწორობის შემცირება უნდა იყოს. მთავრობის მხრიდან სწორი პოლიტიკის გატარების შემთხვევაში, ჯანდაცვის სექტორის ხარვეზების აღმოფხვრა სულ რაღაც 4 წელიწადშია შესაძლებელი. ჯანმოს სპეციალისტების მიერ შემუშავებული ჯანმრთელობის სამართლიანობის პოლიკიტის ინსტრუმენტის (WHO Health Equity Policy Tool) გამოყენებამ აჩვენა, რომ შემდეგ სფეროებში გატარებულ სტრატეგიულ ღონისძიებებს აქვთ ყველაზე მაღალი პოტენციალი ჯანდაცვის ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რაც დადებითად აისახება ჯანმრთელობაზე და კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ერთდროულად ხორციელდება: 1. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ჯიბიდან გადახდების შემცირება და ყველასთვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვის დანერგვა; 2. სოციალური დაცვის გაძლიერება შემოსავლის უთანასწორობის შესამცირებლად და ბაზისური შემოსავლის უსაფრთხოების გარანტია; 3. ინვესტიციების ზრდა ხარისხიან და ხელმისაწვდომ საცხოვრებელ სახლებში, უსაფრთხო და აქტიურ უბნებში; 4. წვდომა ღირსეულ და ჯანსაღ სამუშაო ადგილებზე და უმუშევრობის შემცირება; 5. განათლების სისტემების გაძლიერება, ცოდნისა და უნარების შეძენა მთელი ცხოვრების განმავლობაში; წიგნიერება ზრდის ადამიანებისთვის მათი ცხოვრების კონტროლის შესაძლებლობას; 6. სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, დანაშაულის შემცირება და სოციალური კავშირების წახალისება;

”COVID-19-მდელი მსოფლიო ძალზედ უთანასწორო იყო და პანდემიამ ეს უთანასწორობა კიდევ უფრო ხილვადი გახადა“ - ამბობს სილვიუ დომენტე, ჯანმოს წარმომადგენელი საქართველოში - ”ჯანდაცვასთან დაკავშირებული უთანასწორობა არასამართლიანია, მაგრამ მისი თავიდან აცილება - შესაძლებელი. სახელმწიფომ და საზოგადოებამ უნდა უზრუნველყონ ღირსეული საცხოვრებელი და სამუშაო პირობები, რათა ყველას ჰქონდეს ჯანსაღი ცხოვრებისა და განვითარების საშუალება. საქართველოში პანდემიამ ბიძგი მისცა პირველადი ჯანდაცვის რეფორმას, რომლის მიზანია უთანასწორობის აღმოფხვრა ჯანდაცვის მუშაკთა აღჭურვით, დისტანციური სერვისების ხელმისაწვდომობის გაფართოებითა და ფინანსური დაცვის გაუმჯობესებით.”

„სამინისტრომ დაიწყო ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც ჩვენი მოქალაქეებისთვის პირველადი ჯანდაცვის ხარისხიან სერვისებზე წვდომას მნიშვნელოვნად გაზრდის, შეამცირებს ჯიბიდან გადახდებს, მოხდება სოფლის ექიმების და ექთნების როლის გაზრდა და სერვისების ჰარმონიზაცია როგორც ქალაქში ასევე სოფლებში. პირველადი ჯანდაცვა იქნება საყრდენი ჯანდაცვის სისტემისთვის,” - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია.

ამასთან ერთად, საქართველოს პარლამენტმა გამოხატა სურვილი გადახედოს სამკურნალო საშუალებების მარეგულირებელ სამართლებრივ ჩარჩოს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფასების უკეთესი რეგულირება, ხარისხის უზრუნველყოფა და აუცილებელ მედიკამენტებზე უფრო სამართლიანი წვდომა. შედეგად, შესაძლებელია შემცირდეს ჯანდაცვასთან დაკავშირებული ჯიბიდან გადახდების წილი და მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. ერთად აღებული ეს ინიციატივები ადასტურებს სწრაფვას საქართველოში სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებული უთანასწორობის შემცირებისკენ, _ ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.





 ახალი ამბები
  • პოლიციელის კბენისთვის სამოქალაქო აქტივისტი 4-წლიანი პატიმრობის მოლოდინში"მოძრაობა საქართველოსთვის" სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი მუმლაძე, განაჩენის მოლოდინშია. პოლიციელის კბენისთვის მას 4-წლამდე პატიმრობა ემუქრება. "ქართული ოცნების" ოფისთან დაკავებული 5 აქტივისტიდან, ოთხს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, ხოლო ერთს, გიორგი მუმლაძეს, სისხლის სამართლის დანაშაულს. კერძოდ, მას პოლიციელზე ძალადობას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო, დაკავებული აქტივისტთან, გიორგი მუმლაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მუმლაძე პოლიციის თანამშრომლობისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. "გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გ.მ.-მ პოლიციის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა",-ნათქვამია განცხადებაში. დანაშაული 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი მუმლაძე წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. "მოძრაობა საქართველოსთვის" აქტივისტები დღეს დააკავეს. ცნობისთვის, სამოქალაქო აქტივისტი,  გიორგი მუმლაძე თანამოაზრეებთან ერთად "ქართული ოცნების" ოფისთან  5-დღიანი კარანტინის გაუქმებას მოითხოვდა. აქტივისტები დღეს მათი თანამებრძოლებისთვის დაკავებას 6 საათზე შსს-სთან აქციით გააპროტესტებენ. ისინი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოუწოდებენ, დაინტერესდეს აქტივისტების დაკავებებით. დაკავებული აქტივისტები ამ დროისთვის საქალაქო სასამართლოში იმყოფებიან. სხდომა რამდენიმე წუთში ... ...
  • მიხეილ დაუშვილი: არც ერთი უკანონო ბრძანება 20 ივნისს არ გაცემულა,,არც ერთი უკანონო  ბრძანება 20 ივნისს არ გაცემულა და გადაცდომები, რომელიც არსებობდა, რა თქმა უნდა უნდა მოხდეს და ხდება შესაბამისი რეაგირება“  - ამის შესახებ  გიორგი გახარიას თანაგუნდელმა და მისი მომავალი პარტიის წევრმა მიხეილ დაუშვილმა  ,,მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა. ,,ერთია, ვინ რას ლაპარაკობს და მეორეა, პირდაპირ ეთერში რაც გადაიცემოდა... თუ კარგად გავიხსენებთ, რა მოხდა, 2 საათზე მეტი დროის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც დაიწყო ძალადობრივი შტურმი პარლამენტზე, პოლიცია პარლამენტის შენობას, საკანონმდებლო ორგანოს იცავდა აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენების გარეშე და მხოლოდ მას შემდეგ, რაც შეუძლებელი გახდა ამ ძალადობრივი შტურმის მოგერიება,  დაიწყო პოლიციამ აქტიური საშუალებების გამოყენება." - განაცხადა დაუშვილმა. დაუშვილის  თქმით,  20 ივნისის ღამეს პოლიციამ თანაზომიერი და ლეგიტიმური ძალა გამოიყენა. ,,იყო გადაცდომები და ამ გადაცდომებზე პასუხისმგებლობა უნდა დადგეს და შესაბამისი საქმეებიც მიმდინარეობს სასამართლოში, მაგრამ საბოლოო ჯამში. ეს პროცესი იყო ლეგიტიმური და გამოყენებული ძალა იყო თანაზომიერი" . - განაცხადა  მიხეილ ... ...
  • “არაფერი მიზეზი აქ არ არის, თითიდან გამოწოვილი ამბავია“მეორე დღეა ნასაკირალის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სასკოლო ტრანსპორტი არ ემსახურებათ. როგორც “გურია ნიუსი“ წერდა, მძღოლები ხელფასების მომატებას ითხოვენ და აქედან გამომდინარე, ისინი უარს ამბობენ დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე. გაფიცულმა ადამიანებმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას აღნიშნეს, რომ მოითხოვენ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანას. “ხელფასები არის მინიმალური და გვინდა, მისი გაზრდა. საშუალო დღიური ანაზღაურება არის 30 ლარი, ამ თანხაში შედის მანქანის მოვლა-პატრონობა.  ყველაფერი გაძვირდა ამ ქვეყანაში და აქედან გამომდინარე, ის თანხა, რაც გვეძლევა ყოველდღიურად და ხელფასად, არის მინიმალური. ვითხოვთ, რომ მოხდეს ხელშეკრულებაში ცვლილებები, ეს იყო და ეს, მეტი არაფერი. მხოლოდ მანქანის ხარჯზე ვმუშაობდით და აღარ გამოდის. კომპანიის წარმომადგენლებს გავესაუბრეთ და მათგან არ მიგვიღია პასუხი, რომ მოხდებოდა ხელფასის ზრდა. არც არავის უკითხავს ამ საუბრის შემდეგ ჩვენი ამბავი. 2013 წლიდან ერთსა და იმავე ხელფასზე ვმუშაობთ. არაერთხელ გვიფიცეთ და გვპირდებოდნენ, რომ ხელფასს გაგვიზრდიდნენ. მანქანის ხარჯის გამო, არ ღირდა მუშაობა. არავინ გვყავს პატრონი და რაც უნდათ იმას აკეთებენ“. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ მძღოლებს ხელშეკრულება საგანმანათლებლო სისტემასთან არ აქვთ. „სამწუხაროდ, პრობლემა, რომელიც ნასაკირალის საჯარო სკოლაშია, სატრანსპორტო კომპანიას და მძღოლებს შორისაა. მძღოლები არ არიან ჩემი თანამშრომლები და აქედან გამომდინარე, მათთან ხელშეკრულება ჩვენს სისტემას არ აქვს. მძღოლების ურთიერთობასა და მათ ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია ის კომპანია, რომელსაც გაფორმებული აქვს ხელშეკრულება მათთან. მეორე დღეა, მძღოლებს ბავშვები ტრანსპორტით არ გადაუყვანიათ, მაგრამ ამას სასწავლო პროცესზე გავლენა არ მოუხდენია. მინდა მადლობა გადავუხადო მშობლებს და ბავშვებს _ მიუხედავად ამ შეფერხებისა, მოახერხეს სკოლაში მისვლა“. კომპანია “თაიმ სერვისის“ დირექტორი სულეიმან ჩიხლაძე გვეუბნება, რომ კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ დროულად მოხდეს მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა. “კომპანია მუშაობს, რომ ეს საკითხი უახლოეს დროში მოაგვაროს. მიდის მოლაპარაკებები ახალ მძღოლებთან და ბავშვების გადაყვანა ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე ისევ ტრანსპორტით მოხდება. თქვენს მიერ ნახსენები 30 ლარი არ არის ხელფასი, ეს არის მომსახურების ღირებულება. ეს ადამიანები არიან ინდმეწარმეები, რომლებიც უწევენ მომსახურეობას კომპანიას. შესაბამისად, მომსახურების ტარიფი და ოდენობა მათთან შეთანხმებულია. ყველა დეტალი გავიარეთ, როდესაც ახალი ხელშეკრულებები იდებოდა და ასე ხდებოდა ყოველ წელს. არაფერი მიზეზი აქ არ არის. თითიდან გამოწოვილი ამბავია და მეტი არაფერი. ერთ დილას გაიღვიძა 15 მძღოლმა და გადაწყვიტა გაჩერებულიყვნენ, თავის მოვალეობაზე უარი თქვეს და მოაწყვეს გაფიცვა. ხელშეკრულების დადების დროს რატომ არ გააპროტესტეს? _ აღნიშნა სულეიმან ჩიხლაძემ ჩვენთან საუბრის დროს. დღეს დილით სოციალურ ქსელში  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ბესო ქათამაძემ შემდეგი სახის ინფორმაცია გაავრცელა.  “ქვეყანაში სრული ვაგხანალია და უპატრონობაა. ორი დღეა დაბა ნასაკირალის სკოლაზე მომუშავე 14 მიკროავტობუსის მძღოლი გაფიცულია, პროტესტის ნიშნად არ გადაყავს სკოლაში ხუთასამდე ბავშვი, მომკითხავი კაცი არაა და არც არავის აღელვებს,“ - დაწერა ბესო ქათამაძემ ... ...
  • ვარლამ გოლეთიანი: ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ,,ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ“, - ეს მიმართვა  ,,რიონის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გააკეთა. ვარლამ გოლეთიანმა მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ ძალადობა არასდროს არაა გამართლებული და ყველამ გვერდით მდგომს პატივი უნდა სცეს. იგი საზოგადოებას სხვადასხვა ქალაქებში მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ,,თუ იქნება თქვენი ნება სურვილი, ვაჩვენოთ ხელისუფლებას ჩვენი ძალა და დავრჩეთ დღევანდელი ღამე აქ, გავათიოთ დღევანდელი ღამე აქ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მეგობრებო, უკვე ჩვენ შევძლებთ ხვალინდელ დღეს, რომ გამოვაცხადოთ მთელი საქართველოს მასშტაბით გამოსვლა ადამიანების სხვადასხვა ადგილებში და ბლოკირება მთელი ქვეყნის. თუ არ იქნება შესმენილი ჩვენი ნება, ჩვენ არ უნდა გადაგვძლიოს იმან, რომ ახლა დავიძრათ ბარიკადებისკენ და გავაფუჭოთ ყველა ის მიღწევა, რაც სახეზე გვაქვს აქ, ამ მოედანზე. ჩვენ გვაქვს მთელი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია ვიმოქმედოთ მათზე. ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ავტობანი, ჩვენ შეგვიძლია დავკეტოთ ყველა ქალაქი, ყველგან გამოვიდეთ“,  – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა. ... ...
  • მიხეილ დაუშვილი: მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი"მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი, იგივეს ვფიქრობ გიორგი რურუაზეც“, _ ამის შესახებ გიორგი გახარიას გუნდის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა "მთავარი არხის" ეთერში  განაცხადა. დაუშვილის თქმით,  ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს. "ბატონი ნიკა მელია, თქვენ კარგად იცით, რასთან დაკავშირებით არის ბრალდებული. ეს არის საკანონმდებლო ორგანოზე შტურმის ორგანიზება. მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი. ანალოგიურად, ბატონი გიორგი რურუას მიმართ არსებობს კონკრეტული საქმე, სასამართლო პროცესი გრძელდება და რაც შეეხება პოლიტპატიმრობას, დიახ, ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი რურუა არ არის პოლიტპატიმარი",  - განაცხადა  დაუშვილმა. ცნობისთვის, გიორგი გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...