"დგომა აკრძალულია" _ გადაინაცვლებს თუ არა დავა სასამართლოში

საზოგადოება

"დგომა აკრძალულია" _ გადაინაცვლებს თუ არა დავა სასამართლოში

18 დეკ. 2018, 15:57:40

ქალაქ ოზურგეთში, შპს "ჭალა საყდარის" დირექტორი ზურაბ გობრონიძე, როგორც "გურია ნიუსთან" აცხადებს, იჯარის მფლობელია და დიდი ხანია, სამართალს ეძებს _ იგი აკონკრეტებს იჯარით აღებული ტერიტორიის ადგილსამყოფელს, სადაც დადგეს საგზაო ნიშანი _ "დგომა აკრძალულია". გობრონიძეს იჯარით აქვს აღებული ქალაქ ოზურგეთში ერისთავისა და რამიშვილის ქუჩაზე არსებული 150 კვმ ფარ

_ 2007 წელს, მაშინაც კოტე შარაშენიძე იყო გამგებელი, ერისთავის ქუჩაზე პარკირებისთვის აღებული მქონდა 90 კვმ. ტერიტორია, სადაც 2013 წელს დამიდგეს ურნები. ამიტომ დროიდან ვერ ვსარგებლობდი. იჯარას 2018 წლის მაისში გაუვიდა ვადა და, ფაქტობრივად, ექვსი წლის განმავლობაში ვერ ვისარგებლე ამ ტერიტორიით, გადასახადს კი ვიხდიდი. ხელშეკრულებაში წერია, რომ ხელი უნდა შეეწყოს მოიჯარეებს, ანუ დამირღვიეს ეს პირობა. ამის შემდეგ, პარკირებისთვის იჯარით ავიღე ფართობები 20 წლის ვადით _ 2032 წლამდე. ამათგან ერთ-ერთზე, რამიშვილის ქუჩაზე, რომელიც საჯარო რეესტრის შენობასა და სასტუმრო "გურიას" შორის მდებარეობს (60 კვმ.), ხელშეკრულება მაქვს გაფორმებული, რომელიც საჯარო რეესტრშია გატარებული. სანამ ამ ტერიტორიის სარგებლობას დავიწყებდი, დააყენეს საგზაო ნიშანი _ "დგომა აკრძალულია". მივმართე მერიას და ვუთხარი, რომ, სანამ ნიშანს დგამდნენ, უკვე გაცემული იყო ჩემზე ეს ტერიტორია. არც მკითხეს, არც დამიძახეს. უკიდურეს შემთხვევაში, უნდა გაუქმებულიყო ეს ხელშეკრულება და ალტერნატიული ფართი უნდა მოეცათ. აქაც იგივე ვალდებულება დამირღვიეს _ 2013 წლიდან უკვე ვეღარ ვსარგებლობ. მე ვითხოვ პასუხს, რომელიც დღემდე ვერ მივიღე, _ ამბობს ზურაბ გობრონიძე.

როგორც ზურაბ გობრონიძე განმარტავს, ერისთავისა და რამიშვილის ქუჩებზე, ის სულ 150 კვმ. მიწის ფართს ფლობს იჯარით და აქ ამკრძალავი ნიშანი მისი ნებართვის გარეშე არ უნდა დაედგათ, სანამ ალტერნატიულ ფართს არ მისცემდნენ. დანარჩენ შემთხვევაში კი, უნდა აუნაზღაურონ ის თანხა, რაც ამ ფართის სარგებლობის შემთხვევაში მიიღებდა. ის აცხადებს, რომ დაანგარიშებული აქვს კიდეც, რამდენი ეკუთვნის და, უკიდურეს შემთხვევაში, სასამართლოს მიმართავს.

ზურაბ გობრონიძეს ხელთ აქვს დოკუმენტაცია _ განცხადება, პასუხები და უპასუხოდ დატოვებული განცხადებების პირველი პირი თუ ქსეროასლები, რაც ამ ხნის მანძილზე დავის პროცესში დასჭირდა. ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უპასუხოდ დატოვებული განცხადების თაობაზე საუბრობს, რომელიც 2018 წლის იანვარში წარადგინა, მანამდე კი 2017 წელს ჰქონდა განცხადება შეტანილი მერიაში, როცა ქალაქ ოზურგეთის მერი ჯერ კიდევ ბეგლარ სიორიძე იყო. გობრონიძე ამბობს, რომ მაშინ სიორიძე სრულყოფილად გაეცნო გობრონიძის განცხადებას და პირდებოდა დახმარებას, თუმცა, ეს პროცესი ვერ დასრულდა.

მალე მერის პოსტზე კონსტანტინე შარაშენიძე მოვიდა და გობრონიძე დაუსრულებელი საქმის სამართლიანად დამთავრებას უკვე ახალ მერთან ითხოვს. კერძოდ, 2018 წელს, როცა მერიას განცხადებით მიმართა, ითხოვდა, რამიშვილის და ერისთავის ქუჩაზე არსებულ, იჯარით აღებულ ტერიტორიებს დანიშნულებისამებრ რაკი ვერ იყენებს, მოხდეს ამ ტერიტორიების ჩამოწერა და შეცვლა ახალი ტერიტორიებით.

გობრონიძე ამბობს, რომ ეს საკითხი მაინც არ გაიტანეს საკრებულოს სხდომაზე და დღემდე უპასუხოდაა დატოვებული.

იგი საგანგებოდ უსვამს ხაზს იმ ფაქტს, რომ მუდამ იყო კეთილსინდისიერად გადამხდელი მოიჯარე, მისი ორგანიზაცია მრავალჯერაა დაჯილდოებული ნაციონალური ბიზნესრეიტინგის კავშირის მიერ, ერთხელ _ ვერცხლის და ორჯერ ბრინჯაოს მედლით.

"გურია ნიუსმა" ზურაბ გობრონიძის საქმესთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას კითხვით მიმართა. მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან კი მივიღეთ პასუხის ტექსტი, რომელიც მერიიდან გობრონიძეს აპრილში გაუგზავნეს:

 "შპს "ჭალა საყდარის" დირექტორს, ზურაბ გობრონიძეს!

თქვენ მიერ, ქალაქ ოზურგეთის მერიაში 2017 წლის 14 ივნისს შეტანილია #21 წერილი, რომელიც ეხება ქალაქ ოზურგეთის ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომების იჯარით აღების საკითხს.

გაცნობებთ, რომ მუნიციპალიტეტის მერია ქალაქის განაშენიანების გეგმის შესაბამისად, აპირებს ავტოსადგომის მოწყობისა და მომსახურების საკითხი განახორციელოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. ამდენად, ამ ეტაპზე თქვენი თხოვნა ვერ დაკმაყოფილება", _ პასუხს ხელს აწერს მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე სურგულაძე.

ალექსანდრე სურგულაძემ "გურია ნიუსთან" თქვა, რომ მას ზურაბ გობრონიძესთან ამ თემაზე საუბარიც ჰქონდა:

_ მე არ ვარ დაინტერესებული და არც არავინ მერიაში, რომ ზურაბ გობრონიძეს საქმიანობაში ხელი შეეშალოს. იმ ტერიტორიებზე, რომელიც მას იჯარით აქვს, დღემდე აგრძელებს საქმიანობას. სადაც დაუმთავრდა იჯარის ვადა, იქ მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია. მე, კანონიერების ფარგლებში, ყოველთვის მზად ვარ დიალოგისთვის. ასევე, ზურაბ გობრონიძეს, თუ ჩვენი პასუხი არ ან ვერ აკმაყოფილებს, შეუძლია ცივილური ფორმა გამოიყენოს და მიმართოს სასამართლოს, _ გვითხრა სურგულაძემ.




 ახალი ამბები
  • რიონში მამაკაცის ცხედარი იპოვეს4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა, მდინარე რიონში, 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ცხედარი იპოვეს. მამაკაცი რამდენიმე დღის წინ გაუჩინარდა და ახლობლებმა მისი ტანსაცმელი რიონის ნაპირზე აღმოაჩინეს. სამძებრო სამუშაოებში აქტიურად იყვნენ ჩართული სამტრედიისა და ქუთაისის სამაშველო ... ...
  • ქართველი ფოლკლორისტი, მომღერალი, ლოტბარი - დღეს ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეადღეს ქართველი ფოლკლორისტის, მომღერალის, ლოტბარის, ქართული საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი ფუძემდებელის, პირველი ქართველი პროფესიონალი მომღერალის (ბანი), ქართული სახალხო გუნდების ორგანიზატორის და ლოტბარის ფილიმონ ქორიძის დაბადების დღეა. იგი პირველი ქართველი მუსიკოსი იყო, ვინც ქართული მრავალხმიანობა ნოტებზე გადაიტანა. ფილიმონ ქორიძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის შუა საუკუნეების ქართული საგალობლების თავმოყრაში, ჩაწერასა და გავრცელებაში. XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიული ხელისუფლება და არაკანონიკური საეგზარქოსო-საეკლესიო მმართველობა ებრძოდნენ ქართულ გალობასა და სიმღერას, ეროვნულ მუსიკალურ ენა-აზროვნებას. ქართული გალობა, რომელიც შუა საუკუნეების უნიკალური პოლიფონიური ტრადიციაა, განადგურების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. გალობა, ქართულ ენასთან ერთად, იდევნებოდა ლიტურგიიდან, ეკლესიებიდან, სასწავლებლებიდან. გალობის მცოდნე ძალიან ცოტაღა იყო საქართველოში - ძირითადად მოხუცი მგალობლები. ფილიმონ ქორიძემ უარყო წარმატებული საოპერო კარიერა, უარი სთქვა მატერიალურ კეთილდღეობაზე და ცხოვრება შესწირა ქართული გალობის გადარჩენას. ქორიძესთან მელქისედეკ ნაკაშიძის მეთაურობით მივიდნენ ცნობილი ქართველი მგალობლები და ჰკითხეს, შესაძლებელი იყო თუ არა ქართული საგალობლების ნოტებზე გადაღება? ქორიძისგან რომ დადებითი პასუხი მიიღეს, გაუკვირდათ და ეჭვის თვალით შეხედეს მას. ქორიძემ მგალობლები მეორე დღეს დაიბარა, უგალობა და ფორტეპიანოზე მოასმენინა. მგალობლები დარწმუნდნენ რომ გალობის ნოტებზე გადატანა შესაძლებელი იყო. ფილიმონის ვაჟის, მიხეილ ქორელის მოგონებების თანახმად ფილიმონს ხშირად იწვევდნენ სუფრებზე, სადაც ის სხვადასხვა სიმღერებს ისმენდა. ქორიძე ამბობდა, რომ ზოგიერთ სიმღერას ვერ ცნობდა, რადგან მათ ადრე სხვანაირად ამბობდნენ, ახლა კი ელფერი შეცვლიაო. სწორედ ამიტომ გაუჩნდა ქორიძეს სურვილი, ნოტებზე ჩაეწერა ძველი გალობის კილოები. 1882 წელს მელქისედეკ ნაკაშიძემ და ნესტორ კონტრიძემ ფილიმონ ქორიძესთან ერთად დაიწყეს ქართული საგალობლების გურული კილოს ნოტებზე გადატანა. საქმე იდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ქორიძემ საოპერო კარიერა მიატოვა და აღარც უცხოეთში წასულა. აკაკი წერეთლისაგან და მელიტონ ბალანჩივაძისგან ის საგალობლების ზემო იმერულ კილოს იწერდა. 1883 წელს ფილიმონმა დაასრულა იოანე ოქროპირის წირვის წესის ჩაწერა. 1884 წლისთვის უკვე არსებობდა სასტამბოდ გამზადებული ხელნაწერი. ეგზარქოს პავლეს მიერ გალობის აღმდგენი კომიტეტის მუშაობის ჩაშლამ შეუძლებელი გახადა ნოტებზე გადატანილი საგალობლების დაბეჭდვა თბილისში. მალე ქორიძე ინახულა ჟურნალ „მწყემსის“ რედაქტორმა დავით ღამბაშიძემ, რომელმაც აცნობა ქორიძეს, რომ იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი დაინტერესებული იყო ქართული საგალობლების ნოტებზე ჩაწერითა და გამოცემით. 1884 წლის ნოემერბში გაიმართა იმერეთის სამღვდელობის კრება, რომელმაც აირჩია სპეციალური კომიტეტი. კომიტეტმა 1885 წელს კონტრაქტი გაუფორმა ფილიმონ ქორიძეს. მას გურიასა და იმერეთში ცნობილ მგლობელთაგან 400 საგალობელი უნდა ჩაეწერა. ქორიძემ ნოტებზე გადაიღო ბასილი დიდისა, იოანე ოქროპირის წირვის და სხვა საგალობლები. საგალობლებს ის დიმიტრი ჭალაგანიძისგან, რაჟდენ ხუნდაძისგან და სხვათაგან იწერდა. 1887 წელს ქორიძემ ეპისკოპოს გაბრიელს 400 საგალობლისგან შემდგარი კრებული ჩააბარა. სამუშაოს დასრულების შემდეგ ქორიძე ქუთაისში დარჩა და საეკლესიო საგალობლების ჩაწერა განაგრძო, ხელმძღვანელობდა სასულიერო სასწავლებლის გუნდს. 1889 წელს ქორიძის მეორე მეუღლე გარდაიცვალა. მცირეწლოვანი ქალიშვილი ვალენტინა მან კიევში, მეუღლის ოჯახში გაგზავნა, ვაჟი მიხეილი კი გიმნაზიის პანსიონში სახელმწიფოს ხარჯზე ცხოვრობდა. 1890 წელს მეგობრების რჩევით ქორიძე თბილისში დაბრუნდა. 1893 წელს ქორიძე მაქსიმე შარაძის, არისტო ქუთათელაძისა და ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით ოზურგეთში გაემგზავრა საგალობლების ჩასაწერად. მათვე შუძინეს ფისჰარმონია. ოზურგეთში ის 16 ივნისს გაემგზავრა: „დღეს, ამ თვის 16, მიემგზავრება ბატონი ფილიმონ ქორიძე ქ. ოზურგეთს. მაშასადამე, ხვალ ორი მამულიშვილი, ბატონი ფილიმონ ქორიძე, რომელსაც ფოტოგრაფსავით სისწორით გადააქვს ჩვენი გალობა, და ბატონი ანტონ დუმბაძე, რომელიც სრული და შეუდარებელი მგალობელია მთელს საქართველოში, ერთად შეიყრებიან“ გარდაიცვალა 1911 წელს ბახმაროში. დაკრძალეს ოზურგეთის ბაღში, სადაც იდგა ეკლესია. ამჟამად საფლავი დაკარგულია. მისი ხელნაწერები დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. მისი მოსწავლე იყო ქართული საეკლესიო საგალობლების მოამაგე, და საზოგადო მოღვაწე წმინდა ექვთიმე აღმსარებელი (ერისკაცობაში — ესტატე კერესელიძე). სწორედ წმიდა ექვთიმემ გადაარჩინა ქორიძის ხელნაწერები, გადაწერა ისინი, სისტემატიზაციაში მოიყვანა და გაამდიდრა კიდეც ახალი მასალით. 1990 წლის 21 მაისს ოზურგეთში დაიდგა მისი ბიუსტი (მოქანდაკე ირაკლი რევაზიშვილი, არქიტექტორი გულღია სალუქვაძე). ეკლესიისა და სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის, საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა, 2011 წლის 20 დეკემბერს შერაცხა წმინდანთა დასში, წოდებით: წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული. წყარო: ... ...
  • აჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდააჭარაში კორონავირუსი თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 50 წლის კაცი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ვირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით ის ბათუმის „ცხელების ცენტრში" მოათავსეს, სადაც კორონავირუსი დაუდგინდა. უწყების ცნობით, ცხელების ცენტრიდან კაცს საკუთარი სურვილით თურქეთში გადაიყვანენ, სადაც მკურნალობას განაგრძობს. აჭარაში, კორონავირუსის დიაგნოზით 7 პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა სტაბილურია. საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 ... ...
  • ბებო კახეთიდან, რომელიც ლანჩხუთის ქუჩებში შემწეობას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალამოხუცი ქალბატონი, რომელიც წარმოშობით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაჩხაანიდან იყო და წლების განმავლობაში ლანჩხუთის ქუჩებში მოწყალებას ითხოვდა, უპოვართა სახლში გარდაიცვალა. ეთერ ნატროშვილის ოჯახი ლანჩხუთში კახეთიდან რამდენიმე წლის წინ ჩამოვიდა შვილთან და მეუღლესთან ერთად. მეუღლე ორიოდ წლის წინ გარდაიცვალა და ლანჩხუთშია დაკრძალული. მოხუცი ქალბატონი შვილთან ერთად ზამთრის ცივ დღეებში, თოვლსა თუ წვიმაში, წლების განმავლობაში ქუჩაში იდგა მოწყალების მისაღებად და თავს სხვადასხვა ნაგებობებსა და მიტოვებულ ავტობუსს აფარებდა. ლანჩხუთის მერიამ მას არაერთხელ შესთავაზა ქირავნობის პროგრამა, მაგრამ სახელმწიფოს მიერ დაქირავებულ სახლებში, გარკვეულ მიზეზთა გამო, დიდხანს არ ჩერდებოდა. სამიოდ თვის წინ კი, პრობლემა ნაწილობრივ იმით მოგვარდა, რომ მოხუცი ქალბატონი საგარეჯოს უპოვართა სახლში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ, იგი გარდაიცვალა, ლანჩხუთში ჩამოასვენეს და მეუღლის გვერდით ე.წ. "ატეკის სასაფლაოზე" ... ...
  • სპეცოპერაცია ზუგდიდში _ დაკავებულია ბიზნესმენის შვილიზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე, სპეცოპერაციიყო. სამართალდამცავები დაკავებული მოქალაქის ავტომანქანას ჩხრეკენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებული ბიზნესმენ დათო შენგელიას შვილია. შს სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...