ეკონომიკის მინისტრი შრომის მოსახლეობას შეხვდა _ 12 თვეში ყველაფერს დავამთავრებთ

საზოგადოება

ეკონომიკის მინისტრი შრომის მოსახლეობას შეხვდა _ 12 თვეში ყველაფერს დავამთავრებთ

2019 ივლ 9 17:24:40

ამ წუთებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში ეკონომიკის მინისტრი იმყოფება. ადგილობრივებთან საუბრისას ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ ამ სოფლის მოსახლეობის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა გაზიფიცირება მალე მოგვარდება.

მინისტრის თქმით, ერთ თვეში პროექტირება დაიწყება:_ ერთ თვეში დაიწყება პროექტირება და 12 თვეში ყველაფერს დავანთავრებთ, _ აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, გაზიფიცირება მთლიანად შრომის თემს მოიცავს, რომელშიც 6 სოფელი შედის.




 ახალი ამბები
  • სოფელ ტაშისკართან ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახახაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაშისკართან ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტვ ბორჯომი ავრცელებს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.  ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები  ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.  შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება ... ...
  • პოლიციელზე და მის ავტომანქანაზე თავდასხმაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯარუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმაში ბრალდებული ს.ჭ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 21 ივლისს, გარდაბნის რაიონის, სოფელ აგთაკლიაში, რესტორან „ე.-ს" მიმდებარედ, შსს გარდაბნის რაიონული სამმართველოს გაჩიანის პოლიციის განყოფილების თანამშრომლები, დ.გ. და ნ.გ. სამსახურებრივი ავტომანქანით შესაძლო დანაშაულის შესახებ შეტყობინების საფუძველზე გამოცხადნენ. პოლიციის თანამშრომლები ადგილზე მყოფ უ.ჭ.-ს და ს.ჭ.-ს სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ, რა დროსაც ს.ჭ. თავს დაესხა დ.გ.-ს, ძალადობით დაუზიანა სამსახურებრივი უნიფორმა და ქვები ესროლა მის სამსახურებრივ ავტომანქანას, რის შედეგადაც  წინა საქარე მინა დაუზიანა. სამართალდამცველებმა ს.ჭ. 2019 წლის 21 ივლისს, გარდაბნის რაიონის სოფელ აგთაკლიაში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353'-ე მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ ს.ჭ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • „ისე არ წვიმს, როგორც ქუხს"_აჟიოტაჟი ლანჩხუთში ჩინელების ჩამოსვლის გამოსაავტომობილო გზების დეპარტამენტმა მის მართვაში არსებულ პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპანიებს ჩინეთიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოთხოვა. უწყების განმარტებით, შეზღუდვა გაგრძელდება იმ დრომდე, სანამ შესაბამისი სამსახურები არ დარწმუნდებიან, რომ კომპანიები სათანადოდ იცავენ დაავადების პრევენციისთვის საჭირო ყველა სტანდარტსა და რეკომენდაციას. „ასეთი შეზღუდვის დაწესება განაპირობა 22 თებერვალს ჩინეთიდან ჩამოსული ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლების განთავსებასთან დაკავშირებით გაჩენილმა კითხვებმა,“_ აღნიშნულია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. როგორც სოციალურ ქსელში საინფორმაციო საშუალებების მიერ კვირას,  23 თებერვალს გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, გასულ დღეებში ჩინელების ჩამოსვლა ლანჩხუთშიც მოხდა, „სინოჰიდროს“ ოფისში, რომელიც ყოფილი "ატეკის" მიმდებარედ მდებარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას  ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, ვლადიმერ ჩხაიძეც ადასტურებს. ჩხაიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ჩინეთიდან დუბაის გავლით ლანჩხუთში 15 მოქალაქე ჩამოვიდა. ჩხაიძისვე ინფორმაციით,  მათი შემოსვლის თაობაზე ოფიციალურად ინფორმაცია ლანჩხუთის ჯანდაცვის ცენტრს არ მიუღია. „სანამ ეს ხალხი ჩამოვიდოდა, ვიყავი მათთან ოფისში და მქონდა საუბარი მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელთან. ვთხოვე მას, რომ აუცილებლად ჩავეყენებინე საქმის კურსში. მიუხედავად ამისა, ყურადღება ნულია. არავითარი რეაქცია არ ყოფილა. მერე შემთხვევით, ქალაქის რწმუნებულის მოადგილესგან გავიგე, რომ ვიღაცები ჩამოსულან. იმავე დღეს მივედი მათ ოფისში და დამიდასტურეს, რომ ხალხი ჩამოსულა. წავუყენე მათ პირობა, რომ  ორი კვირის განმავლობაში იზოლირებულად ჰყოლოდათ, დაკვირვებოდნენ  ტემპერატურას და რაიმე სახის გართულების შემთხვევაში დამკავშირებოდნენ. მოვითხოვე იმ ხალხის სია, რომელიც შემოვიდა, ასევე არიან თუ არა ნამყოფები ეს პიროვნებები უხანის პროვინციაში, ამის გარდა უნდა მომხდარიყო ტემპერატურული კონტროლი დღეში ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში, ასევე თვითონვე უნდა აიყვანონ ექიმი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი, თუ რა ხდება ამ ადამიანებთან დაკავშირებით და სანდო წყარო იქნებოდა ჩემთვის. ჩემი მოთხოვნები წერილობით ოფიციალურად გადავეცი და იმედი მაქვს, რომ ამჯერად მაინც ექნებათ რეაქცია და საქმის კურსში ჩამაყენებენ. ამ ეტაპისთვის რაიმე საგანგაშოს ვერ ვხედავ, მაგრამ თუ მცირედითაც გამოვლინდა რაიმე, ჩვენი რეაქცია იქნება ადეკვატური“,_ ამბობს ჩხაიძე. სოციალურ სივრცეში გავრცელებულ ინფორმაციას ბოლო დღეებში ლანჩხუთში,  „სინოჰიდროს“ ოფისში  ჩინელების ჩამოსვლასთან დაკავშირებით აჟოტაჟის გარეშე არ ჩაუვლია.  ერთ-ერთი „სინოჰიდროს“ ოფისში მომუშავე ადგილობრივი ნინი რუხაძეა, რომელიც ამბობს, რომ კომპანიაში ამ მხრივ უსაფრთხოების ზომები დაცულია. „ის პირები, ვინც ჩამოვიდა თვითიზოლირებულები არიან. ამ კომპანიაში ვმუშაობ და ვიცი მათი მიდგომა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. იზოლაციის შესახებ მითითება ჩინეთიდან მიიღეს და როდესაც ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები გვესტუმრნენ, კომპანიას უკვე შეძენილი ქონდა სადეზინფექციო ხსნარები, პირბადეები, სპირტი და სხვა მრავალი. თუმცა, აქ ყველაზე მთავარი ის კი არაა ჰყავს თუ არა კომპანიას საკუთარი ხარჯით დაქირავებული ექიმი, უფრო საინტერესოა, რატომ შემოვიდა ეს ხალხი საზღვარზე თუ ასეთი საშიშროება იყო და თუ შემოვიდა და ჯანმრთელები არიან, რა პრობლემაა მაშინ იყვნენ, გააგრძელონ მუშაობა“, _ წერს „სინოჰიდროს“ ლანჩხუთელი თანამშრომელი. გავრცელებულ ინფორმაციას, ლანჩხუთში კომპანია „სინოჰიდროში" მომუშავე ჩინელების ჩამოსვლის შესახებ, რომელსაც თან ახლდა ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ვლადიმერ ჩხაიძესის კომენტარიც, თავად  ვლადიმერი სოციალურ ქსელში კომენტარით გამოეხმაურა: „ყველას გასგონად ვამბობ, მიუხედავად იმისა, რომ ჩინური კომპანიიდან არ იყო დღემდე მოწოდებული სათანადო ინფორმაცია, ლანჩხუთი საზოგადოებრივი ჯანდაცის ცენტრს ერთი წუთითაც არ მოუდუნებია ყურადღება და აღნიშნული საკითხი მკაცრ კონტროლზე ყავს აყვანილი. ასე გაგრძელდება ამ ორკვირიანი იზოლიაციის პერიოდში. დღეს, 23 თებერვალს,  19 საათსა და 25 წუთზე მივიღე ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, კერძოდ ,  სიცხის გაზომვებზე და არცერთ ჩამოსულს მაღალი ტემპერატურა არ აღენიშნება. იმედია, ხვალაც გამოიჩენენ კეთილ ნებას და მოგვაწვდიან ახალ შეტყობინებას. ასევე ხვალ დილით პირადად გამოვცხადდები მათ ოფისში და მოვიპოვებ სათანადო ინფორმაციას. აქ ადგილობრივი ხელისუფლების და ჯანდაცვის სამსახურის დადანაშაულება არის სიცრუე და მავნებლობა. თუ ვინმეს პანიკის ატეხა უნდა, ეს მათ სინდისზე იყოს. რაც შეეხება ჩინურ კომპანიას, კეთილი ინებეს და დაგვდეს პატივი მიგვეღო მათგან ჩვენთვის სასურველი ინფორმაცია. იმედია, შედეგშიც გაგრძელდება ინფორმაციის მოწოდება. ვთხოვ ყველას, ნუ შევქმნით პანიკას. ისე არ წვიმს, როგორც ქუხს"_  წერს ვლადიმერ ... ...
  • "არსად არასდროს იქნება ისეთი თავშესაფარი, სადაც ძაღლს დაამწყვდევენ და იქნება პატიმარი!"ოზურგეთში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია რამდენიმე დღის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ თითქოს, ზუგდიდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თავშესაფარში ძაღლებს შემოიყვანდნენ და იქვე დატოვებდნენ. რადიო "ათინათის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, თითქოს ზუგდიდიდან მიუსაფარ ძაღლებს ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში არსებულ თავშესაფარში გადაიყვანდნენ და ამის ორგანიზატორი იქნებოდა 30 ათასლარიან ტენდერში გამარჯვებული, ქუთაისში რეგისტრირებული კომპანია "ვექტრა", რამდენიმე უზუსტობას მოიცავდა, რაზეც არავინ დაფიქრებულა _ კერძოდ, ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში არანაირი თავშესაფარი არ არსებობს. ხოლო სოფელ ოზურგეთში მოქმედ თავშესაფარში, რომლის მფლობელიც სწორედ "ვექტრაა", ძაღლები მხოლოდ აუცილებელი პროცედურების ჩასატარებლად შემოჰყავთ და შემდეგ უკანვე მიჰყავთ. _ თავშესაფარი გვაქვს და აქაურ ძაღლებს ვეღარ უვლიან? სავსეა ქალაქი. სადაა ეს თავშესაფარი და ვის ემსახურებიან? რა ხდება? _ ასეთი და კიდევ მრავალი კითხვით არა ერთმა მოქალაქემ მოგვმართა. "გურია ნიუსი" არა ერთი სამსახურის თუ კერძო ორგანიზაციის ხელმძღვანელს და ვეტერინარს ესაუბრა, რომ მკითხველამდე კიდევ ერთხელ დაზუსტებული ინფორმაცია მივიტანოთ. ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსი, თენგიზ ქუტიძე ამბობს, რომ ოზურგეთში ძაღლები არ შემოჰყავთ: _ ეს არის სრულიად მცდარი ინფორმაცია. ოზურგეთში ძაღლებს არც ზუგდიდიდან შემოიყვანენ და არც სხვა ქალაქიდან. მე გეტყვით, რაც ვიცი _ ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთში არსებული თავშესაფარი, საჭიროების დროს, ახდენს მიუსაფარი ძაღლების ვაქცინაციას, აცრას, ასევე, კასტრაციას (როცა ამის საჭიროებაა), ყურზე "კლიპის" დადებას, რომელზეც ინფორმაციაა დატანებული. როცა სხვა რეგიონიდან შემოჰყავთ ძაღლები, ხსენებული პროცედურების ჩატარების შემდეგ, მიჰყავთ უკან. ასეთ დროს ძაღლები დათვლილია. ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციას რომ მოჰყავს და ხელფასს უხდიან, ის ვალდებულია, უკან წაიყვანოს და აქ დატოვებას ვერავინ გაბედავს. თუ ვინმე ასე ფიქრობს, ეს არის ძალიან პრიმიტიული მსჯელობა. ახლა იკითხავენ, აქ რატომ მოჰყავთო. ჯერჯერობით, ასეთი მოწესრიგებული თავშესაფარი, სადაც საჭირო დახმარებას უწევენ ძაღლებს, არის მხოლოდ ოზურგეთში. სულ ეს არის! _ გვითხრა თენგიზ ქუტიძემ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ოზურგეთში არსებული თავშესაფრის, ა(ა)იპ "ცხოველთა სამყაროს" ხელმძღვანელი ლერი ჩხარტიშვილი "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ ეს ერთი კერძო თავშესაფარია დასავლეთ საქართველოში, რომლის მფლობელი ქუთაისში რეგისტრირებული კომპანია "ვექტრაა": _ მე აქ ვმუშაობ, ვარ კონკრეტულად ამ თავშესაფრის მესაკუთრე და ყველას ვემსახურებით, საქართველოს მასშტაბით, ვინც მოგვმართავს. ასევე, მუნიციპალური თავშესაფრებიც არსებობს ქუთაისსა და ბათუმში. ახლა რაშია საქმე _ ვიღაცამ დაწერა ნახევარი სიმართლე, რაც ტყუილზე უარესია. სოფლის სახელი რომ შეეშალათ და სოფელ ოზურგეთის ნაცვლად, დვაბზუ რომ მოიაზრეს, ეს სხვაა. ჩვენ ტენდერში გამარჯვებულ ყოველ ორგანიზაციას ვემსახურებით, ვისაც ძაღლები სათანადო პროცედურების ჩასატარებლად შემოჰყავს. ეს არის ცოფზე აცრა უკლებლივ ყველასთვის, სტერილიზაცია, კასტრაცია, ყურზე "კლიპის" დადება, ჭიებზე დამუშავება. მერე კი მიჰყავთ უკან. ძაღლები შემოჰყავთ დათვლილი, მათზე პასუხისმგებელ პირს ეძლევა ხელფასი, არსებობს მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც თვალს ადევნებს ამ ყველაფერს. პასუხისმგებელ პირს, თუნდაც ერთი ძაღლის დაკარგვის შემთხვევაში, პასუხს მოთხოვენ. ვინ მოიფიქრა, ან ვინ მოიგონა, რომ რომელიმე მუნიციპალიტეტიდან ძაღლებს აქ შემოიყვანენ და დატოვებენ?! ჩემთან ერთად მუშაობს ანესთეზიოლოგი დიმა ბაქანიძე. თავშესაფარში ძაღლი თუ ავად არის ან მას რომელიმე პროცედურის გავლა გაუჭირდა, მაქსიმუმ, ათი დღის ვადით შეიძლება, დავტოვოთ. უნდა ვუმკურნალოთ, რომ გამოჯანმრთელდეს, დატოვება კი არ შეიძლება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ რამდენი თავშესაფარიც უნდა აშენდეს, ძაღლს იქ სამუდამოდ არავინ დაამწყვდევს, რადგან, როგორც ადამიანს ვერ დააპატიმრებ უდანაშაულოდ სამუდამოდ, ვერც ძაღლს. რას აშავებს ძაღლი? _ არაფერს! არსად, არასდროს იქნება ისეთი თავშესაფარი, სადაც ძაღლს დაამწყვდევენ და იქნება პატიმარი! მომსახურების პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება, _ გვითხრა ლერი ჩხარტიშვილმა. პროფესიით ვეტექიმი გოგი მაღლაფერიძე, რომელიც ოზურგეთის სერვისცენტრში მუშაობს, თავისი მრავალწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე, ახლანდელ ვითარებაზე გვესაუბრება: _ ადრე იყო სხვა მიდგომა. მაშინ ძაღლებს აძინებდნენ. დღეს ძაღლს, როგორც ადამიანს , ისე უყურებენ. ნორმალური ადამიანი სულ ასე უყურებდა, მაგრამ ახლებური მიდგომით, ძაღლი ყოველმხრივ მოვლილი და "დაბირკული" უნდა იყოს. ხალხი ადვილად იჯერებს ჭორს. ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა: თელავიდან შემოსულ ჯგუფს, სათანადო პროცედურების გავლის შემდეგ, ერთი ძაღლი მოუკვდათ, რასაც ხმაური მოჰყვა და პასუხისმგებელ პირს საყვედური უთხრეს. ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ძაღლებს არავინ დაამწყვდევს _ ეს იქნება პატიმრობა. ცოფზე აცრილი, ჰუმანური მეთოდით (კასტრაცია, სტერილიზაცია) დამუშავებული ძაღლები ნაკლებად გამრავლდებიან და ამავე დროს საშიში არანაირად არ იქნებიან. ოღონდ მათ პური ყველამ უნდა მიაწოდოს. ასეთია დღევანდელი მსოფლიო და ჩვენც, როგორც უძველესი ცივილიზაციის მქონე ხალხი, ასე უნდა მოვიქცეთ, _ გვითხრა გოგი მაღლაფერიძემ. კითხვაზე, თუ რამდენი მიუსაფარი ძაღლი დადის დღეს ოზურგეთის ქუჩებში და აქვს თუ არა ჩატარებული ყველას სათანადო პროცედურა, ლერი ჩხარტიშვილმა გვიპასუხა, რომ დათვლის მონიტორინგი არ ჩატარებულა: _ სრულ უმრავლესობას, 80% -ს ყურზე "კლიპი" აქვს და აცრილია. თუ არის ისეთი ცხოველი, რომელსაც ყურზე კლიპი არ ადევს, ეს აუცილებლად ახლად დასმული იქნება, მოსახლეობიდან პირდაპირ ქუჩაში ტოვებენ ან უშვებენ ძაღლებს, რომელთა თავშესაფარში გადაყვანა კვირაში ერთხელ ხდება, რომ ჩაუტარონ საჭირო პროცედურები. ასევე, ნებისმიერი სატელეფონო ზარის დროს, ჩვენ მზად ვართ ადგილზე გასასვლელად, _ გვითხრა ... ...
  • უწყება ბავშვთა ნახატების კონკურსს აცხადებს (R)ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური აცხადებს ბავშვთა ნახატების კონკურსს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა 5-დან 16 წლამდე ასაკის შვილები და შვილიშვილები. კონკურსი 1 მარტამდე გაგრძელდება. საუკეთესო ნახატებს (როგორც ფერწერულ, ისე გრაფიკულ ნამუშევრებს) გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, რომლის თავმჯდომარეც, ომის ვეტერანი, მხატვარი, გიგა არველაძეა. გამარჯვებული ნამუშევრები განთავსდება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ბრენდირებულ სასაჩუქრე კატალოგში. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკუთარი ნამუშევრები უნდა გამოაგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@veterans.gov.ge, ან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ოფიციალურ facebook გვერდზე: https://www.facebook.com/veteranebi/?ref=bookmarks კონკურსში მონაწილეობის მიღება ავტომატურად გულისხმობს ავტორთა თანხმობას, მათი ნამუშევრების კატალოგში განთავსების თაობაზე, ნახატის ავტორის სახელის, გვარისა და ასაკის მითითებით. კონკურსში გამარჯვებულმა ავტორებმა შემდგომში ნახატების ორიგინალები უნდა წარმოადგინონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურში მისამართზე: ვახტანგ გორგასლის შესახვევი N 12 ა. საკონკურსო ნაშრომს თან დართული უნდა ჰქონდეს შემდეგი ინფორმაცია: კონკურსანტის დაბადების მოწმობა, ვეტერანი ოჯახის წევრის ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობა, საკონტაქტო ტელეფონის ნომრები (მობილური და სახლის). ... ...

არქივი

ზაფრანი

15 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს

ხშირად ვამბობთ, რომ ტანსაცმელს აფუჭებს...

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...