ეროვნული გამოცდები: მღელვარე აბიტურიენტები და გულშემატკივართა სიჭრელე ოზურგეთის საგამოცდო ცენტრთან

საზოგადოება

ეროვნული გამოცდები: მღელვარე აბიტურიენტები და გულშემატკივართა სიჭრელე ოზურგეთის საგამოცდო ცენტრთან

6 ივლ. 2020, 09:59:40

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო.

გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაშია განთავსებული.

რეგისტრაციის დაწყებამდე აქ  თავი მოიყარეს აბიტურიენტებმა  გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან. ღელავენ  მათი მშობლები. ბევრ აბიტურიენტს ის თანაკლასელები გულშემტკივრობენ, ვისაც დღეს არ აქვს გამოცდა. ზოგს მამიდა ახლავს, ზოგს კიდევ _ მეზობელი.

 უგულშემატკივროდ  მოსული აბიტურიენტი  ვერ ვნახეთ.

საგამოცდო ცენტრის წინ ასევე, მრავლად არიან მიუსაფარი ძაღლები, რომლებსაც დრო და დრო აბიტურიენები  ეფერებიან, რაო, თქვენც ჩვენი გულშემატკივრები ხართო?

ლიკა კვაჭანტირაძე, აბიტურიენტი, რომელმაც ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლა დაამთავრა:  _ პირველი გამოცდა ქართულ  ენასა და ლიტერატურაში მაქვს. სტომატოლოგობას ვირჩევ.  _ რატომ? _ შემოსავლიანი პროფესიაა, ამავე დროს თეთრ ხალათზე  ვარ ძალიან  შეყვარებული.  ახლა , მარტო შემოსავლზე რომ ვფიქრობდე, ისე არ გამიგოთ. რა თქმა უნდა, მიყვარს ეს  პროფესია, თან _ გამორჩეულად, _ ღიმილით დაასრულა   მან თავისი   ორიგინალური პასუხი.

მირანდა ქილიფთარი, აბიტურიენტი:   ცხემლისხიდის  საჯარო  სკოლა დავამთავრე.  ეკონომიურზე  ვაბარებ. არ ვღელავ. პირიქით. საკმაოდ ენერგიული და მშვიდი განწყობით ვარ მოსული.

ანა დოლიძე, თამარ ყაზაიშვილი, თამარ თავართქილაძე, აბიტურიენტები: დღეს  ჩვენ არ გვაქვს გამოცდა. ვგულშემატკივრობთ კლასელებს. ჩვენ 9 ივლისს გვექნება პირველი გამოცდა და მაშინ უფრო ვინერვიულებთ.  სამაგიეროდ, სხვები გვიგულშემატკივრებენ, _ თქვეს მათ.

_ აუუ, ვისაც ვიცნობ, ყველას ვგულშემტკივრობ. ამიტომ მოვედი და აქ ვიქნები მთელი დღე. მე მათემატიკურზე ვაბარებ და პირველი გამოცდა 9 ივლისს მაქვს, _ გვითხრა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ლუკა ცხომელიძემ.

ნინო ცქვიტინიძე, მშობელი: ჩემი ვაჟი აბარებს. ეკონომისტობა სურს. პროფესია თავისით აირჩია. არ ჩავრეულვართ. გაგვაცნო ოჯახში თავისი მიზნები და რა თქმა უნდა, მოვუწონეთ.

ეროვნული გამოცდების  დაწყებისას,  თავის პოზიტიურ განწყობას გვიზიარებს, მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, ფატი სიორიძე:

_ ყველაფერი არის ძალიან კარგად. ორ ბავშვს ემოციის ფონზე ჰქონდა სიცხე. ახლა კარგად არიან.  სიგრილე მაქსიმალურად არის.  განწყობა საუცხოოა, - გვითხრა ქალბატონმა ფატიმ.

ახლახან დასრულდა  რეგისტრაცია მეორე საჯარო  სკოლაში განთავსებულ ცენტრში და პირველი გამოცდაც დაიწყო.

ვრცლად  გურიაში ეროვნული  გამოცდების დაწყების შესახებ, საგაზეთო სტატიაში გიამბობთ.




 ახალი ამბები
  • რატომ არ ფიქსირდება გეოგრაფიაში უმაღლესი ქულა?ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ქვეყნდება, სამტრედიელმა იოანე მახარაძემ გეოგრაფიაში ერთ-ერთი უმაღლესი შედეგი აჩვენა, ის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეა, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობებზე სურს ჩაბარება. იოანე ოთხ საგანს აბარებს: ქართული ენა, ისტორია, გეოგრაფია და უცხოური ენა.  "გურია ნიუსი" დაუკავშირდა იოანე მახარაძეს- " გეოგრაფიაში 60-დან  50 ქულა დავაგროვე, ერთი შეხედვით, ეს ციფრი არ არის ძალიან მაღალი, თუმცა ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიაში გეოგრაფიაში მაქსიმალური ქულა არ დაფიქსირებულა, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველი არის ის, რომ ადამიანებს ჩამოუყალიბდათ სტერეოტიპი, თითქოს გეოგრაფია 1 თვეში მოსამზადებელი საგანია და მეორე ის, რომ ამ საგნის ტესტის სირთულე ძალიან მაღალია. ჩემი შედეგი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში, ჩაბარება კი საერთაშორისო ურთიერთობებზე მსურს, სულ ოთხი საგანი ჩავაბარე, რომელთაგან ორის შედეგი უკვე ცნობილია, სიმართლე რომ ვთქვა, ველოდი ამ შედეგს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პედაგოგებს, დირექტორსა და ოჯახს, რომელთა დამსახურებითაც მე დღეს, 6 აგვისტოს, შევძელი მიმეღწია დასახული ... ...
  • "ჩვენს თვალწინ 12 წლის ბავშვი იხრჩობოდა" _ რა მოხდა გრიგოლეთშიცოტა ხნის წინ, "გურია ნიუსს" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაუკავშირდა ფეისბუქმომხმარებელი თაკო შარუხია, რომელმაც ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის წაშლა ითხოვა იმ მოტივით, რომ აღწერილი სიტუაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. კონკრეტულად, საქმე ეხება სტატიას ("ლანჩხუთელმა მაშველებმა დილით ცოლი იხსნეს დახრჩობისგან, საღამოს _ ქმარი), რომელიც "გურია ნიუსმა" მაშველის მონათხრობზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. როგორც შარუხიამ მოგვწერა, საქმე სულ სხვაგვარად იყო, რაზეც აღნიშნულ სტატიაში საუბარი არაა. "რეალურად ის მოხდა, რომ მართლაც აფრთხილებდენ მაშველები ხალხს, არ შესულიყვნენ სიღრმეში, მაგრამ მაინც შედიოდნენ. წითელი ალამიც იყო აღმართული, _ ეს სიმართლეა, მაგრამ დილით ცოლი იხსნეს დახრჩობისგან და საღამოს _ ქმარი, ეს ტყუილია. ჩვენ 5 საათზე მივედით და უკვე წამოსვლას ვაპირებდით, რომ ჩვენს თვალწინ 12 წლის ბავშვი იხრჩობოდა. ჩემმა მეუღლემ მოახერხა ბავშვს დახმარებოდა, თითონ კი ვერ გამოდიოდა და მაშველებს ვთხოვე დახმარება. ეს იყო სიმართლე. მადლობის ნიშნად მივართვით ტორტი და სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ (შარუხიამ აღნიშნული ფოტოებიც მოგვაწოდა) ეს იყო სიმართლე _ ჩემმა ქმარმა სხვისი სიცოცხლე იხსნა, თითონ კი ეწირებოდა", _ გვწერს თაკო ... ...
  • კოვიდგადატანილი უსიმპტომო პაციენტები _ საქართველოში მასშტაბური კვლევა დაიწყებასულ მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა საქართველოში, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც აქვს კოვიდი გადატანილი უსიმპტომო ფორმით, - ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, თუმცა სტაბილური, რადგან მისი მართვა ხდება. მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას დამყოლობისკენ. „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაეებს დამყოლობაზე, რადგან ვიცით, კიდევ არის რეგიონები, სადაც მოქალაქეებთან თანამშრომლობა ძალიან რთულდება. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად აისახე ვირუსის გამოვლენაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ. მისივე თქმით, მაღალი დამყოლობის შედეგადა სწორედ საქართველოში დადებითი დინამიკა და მნიშვნელოვანია ამ კუთხით აქტივობების გაგრძელება. „ჩვენ დღესაც ვგეგმავთ შერჩევით ტესტირებას და სულ მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა საქართველოში, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც აქვს კოვიდი გადატანილი უსიმპტომო ფორმით“, - განაცახდა მინისტრმა. საქართველოში კორონავირუსის კიდევ 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 206 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 987-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7071 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 294. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • ფეისბუქი პოლიტიკური რეკლამის რეგულირების სტანდარტებს აქვეყნებსფეისბუქი 32 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც საარჩევნო და პოლიტიკურ რეკლამაზე შეზღუდვების გამკაცრების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის გავრცელების საშუალება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს შეეძლებათ. კერძოდ კი, აუცილებელი იქნება რეკლამის განმთავსებელმა მიუთითოს რომელი ორგანიზაცია ან პიროვნებაა პასუხისმგებელი კონრეტულ რეკლამაზე.  ამ მიმართულებით პირველი გადაწყვეტილება სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ 2019 წლის ივნისში მიიღო, როდესაც მან მსოფლიო მასშტაბით გამჭვირვალე გახადა სარეკლამო ინსტრუმენტები. ფეისბუქის ახალი შეზღუდვის თანახმად, პოლიტიკური რეკლამის ყველა განმთავსებელი ავტორიზებული უნდა იყოს იმ ქვეყანაში, სადაც მისი სამიზნე აუდიტორია ცხოვრობს. შეზღუდვა ეხება ნებისმიერ რეკლამას, რომელიც შექმნილია საჯარო სამსახურის წარმომადგენლის, პოლიტიკური ფიგურის, პარტიის, კომიტეტის ან მისი წარმომადგენლის სახელით და მიზნით, რომ შემდგომში რეკლამამ გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე ან პირის მოღვაწეობაზე საჯარო სამსახური. ასევე, რეკლამა ეხება ნებისმიერ არჩევნებს, რეფერენდუმს, კენჭისყრას, მოწოდებას "ხმა მიეცი" და საარჩევნო საინფორმაციო კამპანიას.  რეკლამის განმთავსებელმა მომხმარებელმა ავტორიზაცია პირადობის მოწმობით უნდა გაიაროს. ასევე, უნდა მიუთითოს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი რეკლამის ხარჯის ანაზღაურებაზე. აქ იგულისხმება საკუთარი თავი, გვერდი რომელსაც მართავს ან ორგანიზაცია, სადაც მუშაობს. ორგანიზაციის შემთხვევაში აუცილებელია ორგანიზაციის დამატებითი მონაცემების: მისამართის, ტელეფონის ნომერის, ელ ფოსტისა და ვებ გვერდის მითითებაც.  ამ პროცედურების გავლას შესაძლოა რამდენიმე დღე დაჭირდეს.  რეკლამის ავტორიზებულ განმთავსებლებს საკუთარი რეკლამისა და მასზე პასუხისმგებელი პირის ან ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის შენახვა შვიდი წლის განმავლობაში შეეძლებათ.  აღსანიშნავია, რომ ფეისბუქის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს მსოფლიო ქვეყნების საარჩევნო პროცესების დაცულობაზე. ამისთვის კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საჯარო წვდომას სარეკლამო ბიბლიოთეკის აპლიკაციასთან Ad Library API, რომელსაც მალე საქართველოში განთავსებული რეკლამებიც დაემატება. ასევე, სარეკლამო ბიბლიოთეკის ანგარიშიდან Ad Library Report შესაძლებელი იქნება საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამების ... ...
  • "სოლიდური თანხის სანაცვლოდ ინფორმაცია მომაწოდონ" _ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ შიმშილობა დაიწყოგარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ შიმშილობა დაიწყო. ოჯახი გენერალურ პროკურატურასთან იმყოფება და მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. „ემიგრანტებმა მომწერეს, რომ ფულს აგროვებენ და სოლიდური გასამრჯელოს ფასად, ჩემი შვილის მკვლელობის შესახებ თუკი ვინმემ რამე იცის, ინფორმაცია მომაწოდონ. არ მჯერა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არიან მატყუარები დარბიან და, ალბათ, ღამე არ სძინავთ იმაზე ფიქრით, სად რა გამოთხარონ, რათა თვითმკვლელობის ვერსია გაამყარონ. თვითონ არიან გარეულები და გასვრილი აქვთ ხელი ჩემი შვილის მკვლელობაში. აქ იმიტომ მოვედი, რომ განვაცხადო, მივმართავ პროტესტის რადიკალურ ფორმას და ვიწყებ შიმშილობას“, _ განაცხადა ბაჩალიაშვილის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...