„ერთად დავძლიოთ სუიციდი“_ საქართველოს რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს

საზოგადოება

„ერთად დავძლიოთ სუიციდი“_ საქართველოს რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს

11 სექ. 2019, 13:17:06

10 სექტემბერს, მსოფლიოში სუიციდის პრევენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. წლევანდელი წლის დევიზია: _ „ერთად დავძლიოთ სუიციდი“.

ზოგადი ფაქტები სუიციდზე, მითები და რეალობა, სუიციდის პრევენციის ეფექტური მექანიზმები, საქართველოს მედია სივრცეში სუიციდის გაშუქების პრობლემები_  ეს ის საკითხებია, რის შესახებაც  Frontline Georgia Club-ში სუიციდის პრევენციის დღესთან დაკავშირებით ჩატარებულ საჯარო დისკუსიაზე ორგანიზაციამ  „ალიანსი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის“  და  „საქართველოს სუიციდის პრევენციის ასოციაციამ“ ისაუბრეს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, წელიწადში დაახლოებით 800 000 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი სუიციდია, რომელთა დიდი ნაწილი 15-დან 29 წლამდე ასაკობრივ ჯგუფშია.

ყოველ 1 სუიციდზე სუიციდის 25 მცდელობა მოდის, გავლენას კი 135 ადამიანზე ახდენს. ასეთი თანაფარდობის გამო კი ყოველწლიურად 108 მილიონი ადამიანი განიცდის სუიციდის შედეგებს.

თვითდაზიანება კი სიკვდილის გამომწვევი მეორე ძირითადი მიზეზია გოგონებში.

კვლევებმა დაადასტურეს,  რომ იმ ადამიანების 90%, რომელთაც სუიციდით დაასრულეს ცხოვრება, ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა, თუმცა, მოცემულ მომენტში არ მკურნალობდა.

ფსიქიკური პრობლემების გარდა სუიციდს შეიძლება სხვადასხვა გამომწვევი მიზეზი ქონდეს.

სასიამოვნო საქმიანობის მიმართ ინტერესის დაკარგვა, გამუდმებული მოწყენილობა, კვებისა და ძილის ჩვევების ცვლილება, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისაგან გამიჯვნა, საუბარი თვითმკვლელობაზე_ აღნიშნული ჩამონათვალი ფსიქოლოგების მტკიცებით, საკუთარი სიცოცხლის ხელყოფის ნიშნებად მიიჩნევა, რაც შეიძლება ბევრი ფაქტორით იყოს გამოწვეული.

საქართველოს, როგორც ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრი ქვეყნის პასუხისმგებლობაა სუიციდით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირება, რისთვისაც იმ ადამიანების გვერდით ყოფნაა საჭირო, ვისაც მხარდაჭერა სჭირდება.

როგორც „საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების“ თავმჯდომარე, ეკა ჭყონია „გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, საქართველოს სუიციდის სტატისტიკის მიხედვით რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს.

„მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემით საქართველოს 87-ე ადგილზეა 182 ქვეყანას შორის, მართალია არ არის პირველ ათეულში მაგრამ საკმაოდ შემაშფოთებელი რიცხვია და საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად ითვლება სხვა ქვეყნებთან შედარებით და რეგიონში სამწუხაროდ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს“,_ ამბობს ჭყონია და აღნიშნავს, რომ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვადასხვა დონეზე სხვადასხვა რამ არის გასაკეთებელი.

„საქართველოს ფსიქიატრთა საზოგადოების“ თავმჯდომარის თქმით, სახელმწიფო დონეზე უნდა შემუშავდეს სუიციდის პრევენციის ეროვნული პროგრამა, რომელშიც ჩაერთვება ყველა პასუხისმგებელი უწყება, საზოგადოებაში მოხდეს ამ პრობლემის გაცნობიერება. უფრო მეტი თანადგომაა საჭირო  იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც  გლოვობენ ახლობელის სუიციდით გარდაცვალების გამო, რადგან ითვლება, რომ ასეთ შემთხვევაში რისკი არის ძალიან მაღალი.

როგორც „საქართველოს სუიციდის პრევენციის ასოციაციის“ თავმჯდომარე, გიორგი დონაძე ამბობს, იმისთვის, რომ სუიციდის რიცხვი შემცირდეს, საჭიროა მედიამ უარი თქვას სკანდალურ გაშუქებაზე.





 ახალი ამბები
  • „ხელფასების მომატებაზე უარს ამბობენ“ - „გულისტანის“ მუშები მორიგი აქციისთვის ემზადებიანოზურგეთში მდებარე წისქვილკომბინატ „გულისტანის“ მუშების პროტესტი ისევ გრძელდება. ისინი უკვე მერვეა დღეა გაფიცულები არიან. მათი მთავარი მოთხოვნა  ხელფასების მომატება და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაა. „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს,  ერთ-ერთი მუშა,  გელა ქადეიშვილი ამბობს, რომ მიუხედავად არაერთი შეხვედრისა, „გულისტანის“ დირექცია ხელფასების მომატებას არ გეგმავს. „რადგან ხელფასებს არ გვიმატებენ, ჩვენი პროტესტი არ შეწყდება. ხვალ, დღის 2 საათზე დავგეგმეთ აქცია“, - გვითხრა გელა ქადეიშვილმა. აქციის განმავლობაში სოციალურმა მოძრაობამ „ხმა“ ინტერნეტით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უმუშევრად დარჩენილი მუშებისთვის დახმარებოდა. ამ დროისთვის, მუშების დასახმარებლად 1700 ლარზე მეტია ... ...
  • როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი ლანჩხუთის ბაგა-ბაღებშილანჩხუთში ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 17 მაისიდან განახლდება. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრი ავრცელებს. უწყებისვე ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე   ბაგა-ბაღებში ჩატარდება სადეზინფექციო და ეზოს გაწმენდითი  სამუშაოები. გარდა ამისა, სკოლამდელი ცენტრის ინფორმაციით,  ბაგა-ბაღების თანამშრომელთა სავალდებულო  ტესტირება კორონავირუსზე  ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. "ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული გათვალისწინებით განახლდება სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი,რათა დაცული იყოს როგორც აღსაზრდელების, ისე დასაქმებულთა ჯანმრთელობის უსაფრთხოება,"- განმარტავენ ლანჩხუთის სკოლამდელ სააღმზრდელო ... ...
  • "არსებობდა საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება" - ვითარება თბილისში თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ბოგდან-ხმელნიცკის ქუჩაზე შეინიშნებოდა ხანძარი და საჭირო იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფების დახმარება. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ცეცხლი გავრცელებული იყო პლასტმასის ნივთების ერთსართულიან სასაწყობე შენობაში. გარდა ამისა, არსებობდა შენობის გვერდით არსებულ საწარმოზე ხანძრის გავრცელების საშიშროება. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა შენობის ნახევარზე მეტი ფართობის გადარჩენა და სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხის სწრაფად აღკვეთა. ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 13 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი“,_ ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • 2 დაღუპული და 5 დაშავებული _ ავტოსაგზაო შემთხვევა ქედაშიცოტა ხნის წინ  ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქედაში. ავარიის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ხუთი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ წონიარისთან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა. დაშავებულთაგან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაჰყავთ. ექიმების თქმით, პაციენტს სხეულზე მრავლობითი, მძიმე დაზიანებები აღენიშნება. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში 7 მგზავრი იმყოფებოდა. მათივე თქმით, დაშავებული მგზავრები ქედის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათ შორისაა მცირეწლოვანი. ადგილზე შესაბამისი სამსახურები არიან მობილიზებული. წყარო: ... ...
  • სამგორის რაიონში ძლიერი ხანძარიასამგორის რაიონში ძლიერი ხანძარია. როგორც "გურია ნიუსს" ატყობინებენ, ცეცხლი ყოფილი 31 ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ პლასტმასის საამქროს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ბრიგადები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

"ქართული თექა ჩემი გატაცებაა!"

ქართულ თექაზე მუშაობას, უმეტესად, ჩვენი...

გავაშენოთ საადრეო ჯიშის მანდარინი

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკული ზონის კლიმატი,...

თხილის წამლობა აპრილის შუა რიცხვებიდან

აპრილის დასაწყისიდან, როცა თანდათან მატულობს...

როგორ გამოვკვებოთ და გამოვზარდოთ ქათმის წიწილები

საქართველოში ქათმის და, ზოგადად, შინაური...

დავთესოთ ბოსტნეული და გამოვიყვანოთ ჩითილები

წლევანდელი გაზაფხული,  გურიაში, განსაკუთრებით, საკმაოდ...

საგაზაფხულო ფხალეული კვერცხით და ნედლი სანელებლებით

საქართველოს სამზარეულო კულტურა ფხალეულის ორასამდე...

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...