„ეს ნამდვილად ღვთის მიწაა!“_საქართველოზე შეყვარებული იტალიელის ექსკლუზიური ინტერვიუ

gurianews.com

საზოგადოება

„ეს ნამდვილად ღვთის მიწაა!“_საქართველოზე შეყვარებული იტალიელის ექსკლუზიური ინტერვიუ

2018 აპრ 10 12:32:07

 „საქართველო _ ქვეყანა, რომელიც ღმერთს თავისთვის უნდოდა“,_ ასე ჰქვია იტალიელი მწერლის ფრანჩესკო ტრეჩის, საქართველოს შესახებ დაწერილ რიგით მეორე წიგნს.

მას საქართველოსთან და ქართველ ხალხთან დიდი სიყვარული აკავშირებს.

რატომ დაარქვა წიგნს ეს სახელი, როდის შედგება საქართველოში წიგნის პრეზენტაცია და რა ენატრება საქართველოში, ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებულ იტალიელს _ამ საკითხებზე „გურია ნიუსთან“ ფრანჩესკო ტრეჩი ექსკლუზიურად საუბრობს.

_ „საქართველო_ქვეყანა რომელიც ღმერთს თავისთვის უნდოდა“, _ ასე ჰქვია თქვენს ახალ წიგნს, რომელიც საქართველოს შესახებ დაწერეთ. რატომ გადაწყვიტეთ ასე დასათაურება?

_ გადავწყვიტე, რადგან ყოველთვის მხიბლავდა ლეგენდა, რომლის თანახმადაც, ღმერთმა ქართველებს მიწა უბოძა. საქართველოს გააჩნია მრავალფეროვანი ლანდშაფტი და კლიმატი: ძალიან მაღალი მთები, ზღვა, ტყეები, გორაკები, მრავალი ისტორიული ქალაქები, შთამბეჭდავი ტაძრები (ალავერდი, ნინოწმინდა, საფარა, შუამთა) უძველესი ისტორია, ენა და უნიკალური ანბანი მსოფლიოში. ეს ნამდვილად ღვთის მიწაა!

_ რაზეა წიგნში ყურადღება გამახვილებული?

_ ამ წიგნის ამბიციური მიზანია საქართველო იტალიელებისთვის ცნობილი გახადოს. შევეცადე მეწერა ქვეყნის ყველა კუთხე, თუნდაც, 50 ფოტოსურათით. გმირები, რომლებმაც შექმნეს ისტორია, მხატვრები, ტრადიციები, ადგილები, რამაც  ეს ბრწყინვალე ერი შექმნა. ასევე ვცადე გადმომეცა ის ემოციები, რაც საქართველოში 5- ჯერ ჩასვლის შედეგად ვიგრძენი. ხალხი, რომლებსაც შევხვდი და ცვლილებები, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობის მიღების შემდგომ განიცადა. საქართველო ღიაა მსოფლიოსთვის და ეს იტალიელებმა უნდა იცოდნენ და ეწვიონ მას.

_როდის აპირებთ საქართველოში წიგნის პრეზენტაციას?

_ წიგნის პრეზენტაცია უკვე ჩავატარე მილანში, რომში, ფლორენციაში, ბოლონიაში, ბარიში, მანტუაში. იტალიაში კიდევ 12 პრეზენტაცია მაქვს დაგეგმილი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან უამრავი ადამიანი მიკავშირდება. მოდიან პრეზენტაციაზე და შემდეგ საქართველოში მიემგზავრებიან.  ბევრ იტალიელს უკვე შევურჩიე მარშრუტი, რას უნდა ეწვიოს საქართველოში. რაც შეეხება წიგნის პრეზენტაციას, მომავალი წლის ზაფხულში, ივნისში ან ივლისში ვაპირებ.

_რა გენატრებათ საქართველოში?

_ ყველაფერი მენატრება. 20 წლის წინ აღმოვაჩინე საქართველო ერთ-ერთ ჟურნალში და მას შემდეგ ამ ქვეყანაზე შეყვარებული ვარ. ყოველთვის მაოცებდა ანტიკური ენა, ანბანი, ადამიანების სტუმართმოყვარეობა და ტრადიციები, რომლებმაც ქვეყანაში ბევრ დამპყრობელს გაუძლო და დღემდე ცოცხალია.  საქართველოზე ყოველდღე ვფიქრობ.

_ რომელია საქართველოს ისტორიის ყველაზე საინტერესო პერიოდი  თქვენთვის?

_ისტორიული პერიოდი, რაც ძალიან მხიბლავს „ოქროს ხანაა“, როდესაც  ქვეყანა იტალიაზე 2 საუკუნით ადრე, რენესანსის ეპოქაში ცხოვრობდა და ძალიან მაღალ კულტურულ დონეს მიაღწია. კიდევ ერთი პერიოდი არის 1918 წელი: საქართველოში  თავისუფლებისა და დემოკრატიის შთამბეჭდავი ექსპერიმენტი, იმ პერიოდში,  როდესაც დასავლეთში (იტალია, პოლონეთი, უნგრეთი, ესპაეთი, გერმანია) დემოკრატია რეპრესირებული იყო ფაშიზმისგან.


ნახვა: 1359


 ახალი ამბები
  • ქმრის სახლთან მიახლოების გამო ცოლი დააკავესშს სამმართველოს თანამშრომლებმა, შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო, 51 წლის ქალი დააკავეს. შემთხვევა გორში, სოფელ ატენში მოხდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. საქმის მასალების მიხედვით, 2018 წლის 21 სექტემბერს მეუღლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ქალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. ქალმა მოსამართლეს განუცხადა, რომ ქმრის სახლში მხოლოდ ტანსაცმლის წამოსაღებად მივიდა. მოსამართლე ნინო შარაძემ ქალს ამჯერად სიტყვიერი შენიშვნა მისცა და გაათავისუფლა. ასევე ირკვევა, რომ ქმარს, ოჯახში ძალადობის მუხლით, პატიმრობა აქვს მოხდილი. მოსამართლის კითხვაზე, თუ სად ცხოვრობს ამჟამად ქალი, უპასუხა, რომ მეზობლად, დის სახლში. ,,ჩემი დაც დაჭერილია და სახლი მე დამიტოვა," - განუცხადა ქალმა მოსამართლეს. პროცესზე, გამომძიებელმა მაკა კაპანაძემ აღნიშნა, რომ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, გორის შს სამმართველოს თანამშრომლებს ხან ერთი და ხან მეორე მხარე ხშირად ... ...
  • რა ქონებას ფლობს თვალავაძე, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავესსახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო დააკავეს. 2018 წელს საჯარო მოხელის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2017 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თვალავაძის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 58 400 ლარი შეადგინა. თვალავაძის საკუთრებაშია თბილისში 100 კვმ. ბინა და 150 კვმ. საცხოვრებელი სახლი,  რომელიც 2010 წელს შეიძინა და რომლის ღირებულება 80 000 ლარია. დეკლარაციის მიხედვით, თვალავაძე სხვა უძრავ ქონებას არ ფლობს. გია თვალავაძის შვილის თამთა თვალავაძის სახელზეა გაფორმებული 2016 წელს ნასყიდობის ხელშეკრულებით  შეძენილი ავტომანქანა „mazda cx72016“, რომლის ღირებულება 6 000 აშშ დოლარია. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს: გია თვალავაძეს „თიბისი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე განთავსებული აქვს 2 004 ლარი. საჯარო მოხელეს სხვა ანგარიშები გახსნილი არ აქვს. გია თვალავაძის მეუღლეს, ირმა ჩხარტიშვილს, რომელიც  სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მთავარი სპეციალისტია,  ,,თიბისი ბანკის“ ანგარიშზე განთავსებული აქვს 10 000 აშშ დოლარი, ასევე, 5 000 - 5 000 აშშ დოლარი, ხოლო ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე 200 ლარი.   თვალავაძე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსად 2012 წელს დაინიშნა. 2006 წელს იყო საქვეუწყებო დაწესებულება, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი. 2004-2006 წლებში _ სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის უფროსი. 2003-2004 წლებში ლანჩხუთის, მიხეილ ჩაჩავას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი. 2001-2003 წლებში _ ლანჩხუთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი. 1998-2001 წლებში _ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრის ... ...
  • თბილისში საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე ცეცხლი გაჩდათბილისში,  სამგორის რაიონში,  აბაშვილის ქუჩაზე  საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე ცეცხლი გაჩნდა. უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი სახლიდან მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ხანძრის შედეგად 2 ოთახი,  40 კვ.მ-ის ფართობი დაიწვა. ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ ... ...
  • “არჩევნები რომ ჩატარდეს, იმის ოთახი არ არის ხვარბეთში“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვარბეთის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილობრივების თქმით, მათ სოფელში არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ ტარდება და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ “რას ვითხოვთ? გვაქვს რამე? - არჩევნების დროს კარგად მოდიან და ათას რამეს გვპირდებიან. პირველ რიგში, გვინდა გზა, შემდეგ კი ბაღის შენობა და სხვადასხვა პრობლემების მოგვარება, რომელიც უხვად არის. ხალხი არის აღელვებული და ამიტომ გამოვედით ქუჩაში. არჩევნები რომ ჩატარდეს, იმის ოთახი არ არის ხვარბეთში. არც თხილი არ არის, მანდარანი არ ვარგა, სიმინდი არ არის, პატრონი არავინ არ გვაყვს და რა გვეშველება არ ვიცი, ეს არ არის ცხოვრება. საერთოდ, ხვარბეთი თუ არის ადგილობრივ რუკაზე, აი, ეს არის საკითხავი!“- გვითხრეს აქციის მონაწილეებმა. აქციის მონაწილეებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა და მოისმინა ის პრობლემების შესახებ, რაც ადგილობრივებს ... ...
  • გურულების სიძე ოზურგეთის ცენტრში შიმშილობსამ წუთებში ქალაქ ოზურგეთის საპატრულო პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ფიროსმაში მცხოვრები გელა ფუტკარაძე შიმშილობს. “ორი დღის წინ, გრიგოლეთში დამაკავეს პოლიციელებმა და გუშინ გამათავისუფლეს. გადავკვეთე ღერძულა ხაზი და ამისთვის გამომიწერეს 200-ლარიანი ჯარიმა, წამართვეს მანქანა და საბუთები, რასაც ჩემი მხრიდან მოყვა პროტესტი _ ვცდილობდი გზის გადაკეტვას, რის შემდეგ დამაკავეს პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო. ლანჩხუთის პოლიციაში გადამიყვანეს და იქ ვიყავი 10 საათის განმავლობაში. ამდენხანს არ მაქვს პასუხი - რატომ წაიყვანეს მანქანა და არც ის ვიცი, სად გადაიყვანეს. ორჯერ დავრეკე სამინისტროში, იყვნენ მოსულები და არანაირი შედეგი სახეზე არ არის.  მანქანაში მქონდა ფული და არც მიბრუნებენ? ოზურგეთში მითხრეს პატრულის თანამშრომლებმა რატომ დარეკე შსს-შიო. მხოლოდ ეს აწუხებს, ის რატომ არ აწუხებთ, სოციალურად დაუცველი რომ ვარ და მანქანაში დატოვებული ფულით ბავშვებისთვის პროდუქტების ყიდვას ვერ ვახერხებ. ამ ქვეყანაში ერთი ადამიანის შიმშილობა არავის ადარდებს. ვიდრე არ დამიბრუნებენ მანქანას და საბუთებს, მანამ ვიშიმშილებ, _ გვითხრა გელა ფუტკარაძე. შსს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საბუთები პატრონს დაუბრუნდა და მანქანაც უახლოეს დროში დაუბრუნდება. უწყების ცნობით, ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა და პატრულის თანამშრომლებს გელა ფუტკარაძის უფლებები არ ... ...

არქივი

ზაფრანი

იურული პერიოდის დინოზავრების კლდე ბოლივიაში

ბოლივიის დედაქალაქთან ახლოს, სალ კლდეზე...

არაჩვეულებრივი გამოგონება

"Lifestraw" არაჩვეულებრივი გამოგონებაა, მან დიდი...

სასიკვდილო საფრთხე ბუნებაში

ადამიანი სულ უფრო და უფრო...

რა ემუქრება დედამიწას მზე რომ ჩაქრეს

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადრე თუ...

შეცდომით აღმოჩენილი გენიალური გამოგონებები

პენიცილინი _ მედიკამენტი, რომელმაც გადატრიალება...

უცნაური სინდრომები

ფეთქებადი თავის სინდრომი  ესაა საკმაოდ...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...