"გაავრცელონ გადამოწმებული ინფორმაცია“

საზოგადოება

"გაავრცელონ გადამოწმებული ინფორმაცია“

26 მარ. 2020, 13:56:51

სოციალურ ქსელში მომღერალმა თიკა ჯამბურიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პაციენტი #54-ის მეგობარი მამაკაცი თბილისიდან ოზურგეთში აფარებდა თავს. “გურია ნიუსმა“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა და  ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში“ გადაამოწმა აღნიშნული ინფორმაცია.

“სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება დეზინფორმაცია. ასევე მინდა დავამშვიდო ყველა, რომ ყველა შეტყობინებაზე არის რეაგირება,"_ გვითხრეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.

 “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორის, მაია ქუტიძის თქმით, მოხდა თიკა ჯამბურიასთან დაკავშირება.

“საუბარი იყო სოფელ ნაღობილევის ფაქტზე. როგორც მოგეხსენებათ ამ დღეებში მარნეულიდან ოზურგეთში 6 ადამიანი ჩამოვიდა. ყველა მათგანი არის გადაყვანილი კარანტინში. მოვუწოდებ ყველას, რომ უფრო მეტად გააცნობიერონ, რა ვითარებაში ვართ და გაავრცელონ გადამოწმებული ინფორმაცია,“_  გვითხრა მაია ქუტიძემ.

"მართლა ვერ ვხვდები, რა გგონიათ, რომ კორონა რამე სასჯელია? რომ მირბიან და იმალებიან? რა ჰგონიათ, რომ ამ დაავადების გამო ვინმე სადმე დასჯის ამ ხალხს და საშინელებას უზამს? რას ნიშნავს ოზურგეთშია გაქცეული და იმალება პაციენტი #54-ის მეგობარი მამაკაცი? მართლა ამიხსნას ვინმემ, თორემ გავგიჟდი უკვე… ამდენი შეგნება როგორ არ უნდა გქონდეს ადამიანს? სად იზრდებიან? რა აზროვნება აქვთ ? თბილისიდან რამდენიმე საათში მცხოვრებ ხალხს? ან რად უნდა რამდენიმე საათი, თბილისში უარესი არ ხდებოდა 2 დღის წინ ? და გუშინ კიდევ ლისზე?”_ ასეთი შინაარსის ტექსტი გაავრცელა სოციალურ ქსელში თიკა ჯამბურიამ.

ამავე თემაზე:

თიკა ჯამბურია თავის გავრცელებულ ინფორმაციაზე დეტალებს არ ფლობს




 ახალი ამბები
  • ირიშკა ქავჟარაძე გურამ რჩეულიშვილის კონკურსის გამარჯვებულიაახლახან, გამოვლინდა გურამ რჩეულიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსის - "ზამთარი მოდის" - გამარჯვებულები. კონკურსი წელს მესამედ ჩატარდა, რომელიც მხოლოდ სტუდენტთა მონაწილეობისთვის იყო განსაზღვრული. კონკურსში  ოზურგეთელმა ირიშკა ქავჟარაძემ  მეორე ადგილი დაიმსახურა ლექსით: „ფიფქები მატარებელში“. რჩეულიშვილის  კონკურსი მაღალი დონისაა და აქ გამარჯვება გამორჩეულ  ნიჭს  და შესაძლებლობებს მოითხოვს.  ახლა, როგორც კონკურსის ორგანიზატორები აცხადებენ, ქვეყანაში არსებული ეპიდემოლოგიური სიტუაციის გამო, დაჯილდოება არ გაიმართება. რაც გახდა მიზეზი იმისა, რომ გამარჯვებულების გამოვლენა მოხდა სოციალური ქსელით. როგორც კი სიტუაცია დასტაბილურდება, კონკურსის ორგანიზატორები და გამომცემლობების წარმომადგენლები შეხვდებიან ერთმანეთს. ირიშკა ქავჟარაძემ გასულ წელს დაამთავრა ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლა და რესპუბლიკაში ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც უმაღლესი ქულებით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  საზოგადოება დიდი ხანია, კარგად იცნობს უნიჭიერეს გოგონას, რომლის პოეტური კალამი „საზღვრებს  გადასცდა ფრენით“ და მას დიდ მომავალს უწინასწრამეტყველებენ. „გურია ნიუსი“ კვლავ მრავალ წარმატებას უსურვებს ახალგაზრდა ნიჭიერ ... ...
  • როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა„კახი კავსაძე ჩვენთან გუშინ, დაახლოებით 14:00 სთ-ზე შემოიყვანეს. შემოყვანისას მდგომარეობა კრიტიკული იყო. ჩატარდა ყველა ღონისძიება. დადასტურებულია კოვიდინფექცია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ კოვიდინფექციის მძიმე ხარისხი ამ ეტაპზე არ იკვეთება. კლინიკურად მასთან სახეზე იყო ძირითადი დაავადება, რომელიც დააპროვოცირა კოვიდ ინფექციამ და მისმა გართულებამ. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე დადებითი დინამიკა გვაქვს. გემოდინამიკა უფრო სტაბილური გახდა. სუნთქვის პარამეტრები გაუმჯობესებულია. ვიმედოვნებთ, ღონისძიებები, რომელიც უკვე ჩატარდა და მომავალში ჩაუტარდება, პაციენტის გამოჯანმრთელებას გამოიწვევს“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა,   ლევან ... ...
  • აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტზე 2 ობიექტი დაჯარიმდა, 2 309 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერდაშრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით, იმ დაწესებულებების შემოწმება განახორციელა, რომლებიც საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322-ე დადგენილებით აკრძალულ საქმიანობას ახორციელებდნენ. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქ. ბათუმში შპს ,,ონლაინ მეჯიქ" ე. წ "რეფორმერი ფიტნესი" აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა, ფაქტის ადგილზე დაფიქსირების შემდეგ, დარღვევების შესაბამისად, იურიდიული პირი 10 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, სპორტული დარბაზი საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. შრომის ინსპექციამ განმეორებითი დარღვევის ფაქტის დაფიქსირების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა. N322-ე დადგენილებით დამტკიცებული "იზოლაციისა და კარანტინის წესების" მოთხოვნების განმეორებით დარღვევაზე პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248 I მუხლის შესაბამისად. ასევე, აკრძალული საქმიანობის გამო 10 000 ლარით დაჯარიმდა ქ. ბათუმში რესტორანი შპს "დიანა" - ე.წ. "კიდობანი". ობიექტი N322-ე დადგენილებით აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა. გარდა ამისა, შრომის ინსპექციის მიერ ქ. თბილისში ღამის კლუბების შემოწმებაც განხორციელდა. შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ 10 000 ლარით დაჯარიმებული ობიექტი შპს ,,და ჰაუს რეკორდს”აკრაძალულ ეკონომიკურ საქმიანობას კვლავ განაგრძობდა. აღნიშნულის შესახებ შრომის ინსპექციამ შემდგომი რეგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ აცნობა. ბოლო ორი დღის განმავლობაში შრომის ინსპექციამ გაფრთხილება 2738 ობიექტს მისცა, 2  დააჯარიმა და 2309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა. შეგახსენებთ, რომ შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შრომის ინსპექცია ქვეყნის მასშტაბით გამკაცრებულ კონტროლს ... ...
  • უბედური შემთხვევა ჩოხატაურში _ ბიჭი ე.წ. "დრაბილკაში" ჩავარდაუბედური შემთხვევა მოხდა ჩოხატაურში. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, მდინარე სუფსის ნაპირზე მდებარე ქვის სატეხი საამქროს ე.წ. დრაბილკაში ბიჭი ჩავარდა. იგი მძიმე დაზიანებებით ჩოხატაურის "მედალფას" სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. სადაც ჩვენივე ინფორმაციით ოპერაცია ჩაუტარდა. თუმცა ახალგაზრდის გადარჩენა ვერ მოხერხდა. „პაციენტს ჰქონდა მუცლის და გულ-მკერდის ძლიერი ტრავმა ჰქონდა. მუცლის დახურული ტრავმა. დიდი რაოდენობით სისხლი ჰქონდა დაკარგული. ოპერაციები ჩაუტარდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს დაზიანებები შეუთავსებელი იყო სიცოცხლესთან“, _ გვითხრა მედალფას ჩოხატაურის ცენტრის ხელმძღვანელმა ანტონ ხუნდაძემ. დაღუპული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგოლესუბანში ცხოვრობდა. ის 33 წლის ... ...
  • უწყლობა ხიდისთავში- როდის მიეწოდება მოსახლეობას წყალიჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ხიდისთავის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. სოფელში უწყლობის პრობლემა წყალსადენი მილის დაზიანებას უკავშირდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მერის წარმომადგენელმა ხიდისთავის თემში, ზურა მათითაიშვილმა განუცხადა. „დილიდან ამ პრობლემის მოგვარებით ვარ დაკავებული. უკვე მესამეჯერ მივდივარ გორთაფონში. ხვალ დილისთვის სოფელს წყალი ექნება“,_ გვითხრა მერის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...