#გადაარჩინეხადა - ხადის ხეობის დასაცავად პეტიცია შეიქმნა

საზოგადოება

#გადაარჩინეხადა - ხადის ხეობის დასაცავად პეტიცია შეიქმნა

9 ივლ. 2020, 17:19:15

ხადის ხეობის გადასარჩენად საერთაშორისო პეტიცია შეიქმნა. პეტიცია “გადავარჩინოთ უნიკალური ხადის ხეობა” საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ბანკებს მოუწოდებს, რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთი ხადის ხეობის გავლით არ აშენდეს.

“უნიკალური ისტორიულ-კულტურული ღირებულებისა და ტურისტული პოტენციალის მქონე ხადის ხეობას საფრთხე ემუქრება”, - ნათქვამია პეტიციაში, რომლის ინიციატორებიც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, ბიომრავალფეროვნების ექსპერტები და გარემოს დამცველები არიან.

საქართველოს მთავრობასთან ერთად,  პეტიციის ადრესატები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და აზიის განვითრების ბანკი - ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის პროექტს აფინანსებენ.

პეტიციის ხელმომწერები ითხოვენ: დაუყოვნებლივ შეჩერდეს ქვეშეთი-კობის გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები; საზოგადოების ფართო ჩართულობით შემუშავდეს ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის მონაკვეთის ალტერნატივა; პროექტის შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ჩატარდეს აუცილებელი წინასწარი კვლევები; ხადის ხეობა დაცულ ლანდშაფტად გამოცხადდეს, რათა დაცული იყოს ხადის ბუნებრივ-კულტურული გარემო და ხელი შეეწყოს მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებას.

 “ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირ ოფიციალურ მეთოდს მივმართეთ იმისათვის, რომ ხადის ხეობა გადაგვერჩინა, მაგრამ იმის ნაცვლად რომ მთავრობას ჩვენთვის და სპეციალისტებისთვის მოესმინა, მშენებლობა დაიწყო. ვფიქრობთ, ეს არ  არის მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლა. ხადის ხეობა თუ დავკარგეთ, მას მთელი საქართველო დაკარგავს. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ხადის ისტორიული კულტურული მემკვიდრეობისა და მდიდარი ბიომრავალფეროვნების დასაცავად ყველა გავერთიანდებით”,_ ამბობს ხადის მკვიდრი გიგა ჩოხელი.

ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილი: „ხადის ხეობის მცირე ტერიტორიაზე თავმოყრილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გასაოცარი სიმრავლე, ტიპოლოგიური მრავალფეროვნება და ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონი ცხადად ადასტურებს მის  უნიკალურობას, რომლის ახსნა ჯეროვან მეცნიერულ შესწავლას საჭიროებს. აქ შემორჩენილ ზოგიერთ ნიმუშს ანალოგი არა აქვს. მათ შორის IX-X სს-ების  ეროვნული მნიშვნელობის სამი ძეგლია. ამას ემატება ხეობის განსაცვიფრებელი ბუნებრივი ლანდშაფტი, მასში ჩაწერილი ტრადიციული სტრუქტურის მქონე  ულამაზესი სოფლებით და მაცხოვრებლებით, რომელთა ხსოვნაში აღბეჭდილი ცოდნა არამატერიალური მემკვიდრეობის ასევე შეუსწავლელი ნაწილია. ეს მთლიანობა დიდი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შემცველ კულტურულ ფენომენს შეადგენს, რომლის მნიშვნელობა სცდება ლოკალურ ფარგლებს. ამის საფუძველზე,  დაუშვებლად მიგვაჩნია, მაგისტრალის ხადის ხეობაზე გატარება, რისთვისაც  უნდა მოხდეს  სხვა, ალტერნატიული მონაკვეთის შერჩევა”.

პეტიციის სრული ტექსტის გაცნობა და ხელმოწერა შეგიძლიათ აქ.

 




 ახალი ამბები
  • კოვიდგადატანილი უსიმპტომო პაციენტები _ საქართველოში მასშტაბური კვლევა დაიწყებასულ მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა საქართველოში, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც აქვს კოვიდი გადატანილი უსიმპტომო ფორმით, - ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, თუმცა სტაბილური, რადგან მისი მართვა ხდება. მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას დამყოლობისკენ. „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაეებს დამყოლობაზე, რადგან ვიცით, კიდევ არის რეგიონები, სადაც მოქალაქეებთან თანამშრომლობა ძალიან რთულდება. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად აისახე ვირუსის გამოვლენაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ. მისივე თქმით, მაღალი დამყოლობის შედეგადა სწორედ საქართველოში დადებითი დინამიკა და მნიშვნელოვანია ამ კუთხით აქტივობების გაგრძელება. „ჩვენ დღესაც ვგეგმავთ შერჩევით ტესტირებას და სულ მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა საქართველოში, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც აქვს კოვიდი გადატანილი უსიმპტომო ფორმით“, - განაცახდა მინისტრმა. საქართველოში კორონავირუსის კიდევ 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 206 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 987-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7071 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 294. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • ფეისბუქი პოლიტიკური რეკლამის რეგულირების სტანდარტებს აქვეყნებსფეისბუქი 32 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც საარჩევნო და პოლიტიკურ რეკლამაზე შეზღუდვების გამკაცრების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის გავრცელების საშუალება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს შეეძლებათ. კერძოდ კი, აუცილებელი იქნება რეკლამის განმთავსებელმა მიუთითოს რომელი ორგანიზაცია ან პიროვნებაა პასუხისმგებელი კონრეტულ რეკლამაზე.  ამ მიმართულებით პირველი გადაწყვეტილება სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ 2019 წლის ივნისში მიიღო, როდესაც მან მსოფლიო მასშტაბით გამჭვირვალე გახადა სარეკლამო ინსტრუმენტები. ფეისბუქის ახალი შეზღუდვის თანახმად, პოლიტიკური რეკლამის ყველა განმთავსებელი ავტორიზებული უნდა იყოს იმ ქვეყანაში, სადაც მისი სამიზნე აუდიტორია ცხოვრობს. შეზღუდვა ეხება ნებისმიერ რეკლამას, რომელიც შექმნილია საჯარო სამსახურის წარმომადგენლის, პოლიტიკური ფიგურის, პარტიის, კომიტეტის ან მისი წარმომადგენლის სახელით და მიზნით, რომ შემდგომში რეკლამამ გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე ან პირის მოღვაწეობაზე საჯარო სამსახური. ასევე, რეკლამა ეხება ნებისმიერ არჩევნებს, რეფერენდუმს, კენჭისყრას, მოწოდებას "ხმა მიეცი" და საარჩევნო საინფორმაციო კამპანიას.  რეკლამის განმთავსებელმა მომხმარებელმა ავტორიზაცია პირადობის მოწმობით უნდა გაიაროს. ასევე, უნდა მიუთითოს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი რეკლამის ხარჯის ანაზღაურებაზე. აქ იგულისხმება საკუთარი თავი, გვერდი რომელსაც მართავს ან ორგანიზაცია, სადაც მუშაობს. ორგანიზაციის შემთხვევაში აუცილებელია ორგანიზაციის დამატებითი მონაცემების: მისამართის, ტელეფონის ნომერის, ელ ფოსტისა და ვებ გვერდის მითითებაც.  ამ პროცედურების გავლას შესაძლოა რამდენიმე დღე დაჭირდეს.  რეკლამის ავტორიზებულ განმთავსებლებს საკუთარი რეკლამისა და მასზე პასუხისმგებელი პირის ან ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის შენახვა შვიდი წლის განმავლობაში შეეძლებათ.  აღსანიშნავია, რომ ფეისბუქის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს მსოფლიო ქვეყნების საარჩევნო პროცესების დაცულობაზე. ამისთვის კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საჯარო წვდომას სარეკლამო ბიბლიოთეკის აპლიკაციასთან Ad Library API, რომელსაც მალე საქართველოში განთავსებული რეკლამებიც დაემატება. ასევე, სარეკლამო ბიბლიოთეკის ანგარიშიდან Ad Library Report შესაძლებელი იქნება საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამების ... ...
  • "სოლიდური თანხის სანაცვლოდ ინფორმაცია მომაწოდონ" _ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ შიმშილობა დაიწყოგარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ შიმშილობა დაიწყო. ოჯახი გენერალურ პროკურატურასთან იმყოფება და მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. „ემიგრანტებმა მომწერეს, რომ ფულს აგროვებენ და სოლიდური გასამრჯელოს ფასად, ჩემი შვილის მკვლელობის შესახებ თუკი ვინმემ რამე იცის, ინფორმაცია მომაწოდონ. არ მჯერა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არიან მატყუარები დარბიან და, ალბათ, ღამე არ სძინავთ იმაზე ფიქრით, სად რა გამოთხარონ, რათა თვითმკვლელობის ვერსია გაამყარონ. თვითონ არიან გარეულები და გასვრილი აქვთ ხელი ჩემი შვილის მკვლელობაში. აქ იმიტომ მოვედი, რომ განვაცხადო, მივმართავ პროტესტის რადიკალურ ფორმას და ვიწყებ შიმშილობას“, _ განაცხადა ბაჩალიაშვილის ... ...
  • ფოთში გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგოს ცხედარი იპოვესსამდღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მეხანძრე-მაშველებმა ფოთში გაუჩინარებული ახალგაზრდა გოგოს ცხედარი მდინარე რიონში იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაკარგულ გოგოს მდინარე რიონში 24-საათიან რეჟიმში ეძებდა. ადგილზე მობილიზებული იყო 46 მეხანძრე-მაშველი, 4 მყვინთავი, 4 ნავი და 1 ექოლოტი, რომელიც ფსკერის სკანირებას ახდენდა. საძიებო სამუშაოებში, ასევე, ჩართული იყო სანაპირო დაცვის და ჰიდროგრაფიული ექოლოტი. ხეობის დათვალიერება დრონის მეშვეობით მიმდინარეობდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში 4 აგვისტოს, ღამით შემოვიდა შეტყობინება, რომ ახალგაზრდა გოგო ხიდიდან გადახტა. შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში ადგილზე გამოცხადდა ყველა შესაბამისი სამსახური და დაიწყო აქტიური საძიებო სამუშაოები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • ვინ გახდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრიპრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი წარადგინა. თეა ახვლედიანი აქამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. „დღეს ჩვენ გვყავს ჩვენი გუნდის ახალი წევრი, ქალბატონი თეა ახვლედიანი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი. მინდა მას მივულოცო ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა. ის ყოველთვის იყო ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი, მაგრამ უკვე იჯდება ამ მრგვალ მაგიდასთან. მოგეხსენებათ, ქალბატონი თეა აქამდე ჯანდაცვის სამინისტროში შრომობდა, მინისტრის მოადგილის პოსტზე, მას დიდი გამოცდილება აქვს ჩვენი დიპლომატიური გუნდის წარმომადგენლობაში“,-განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...