"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ჰაერში გვახდევინებ ფულს? "

საზოგადოება

"გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ჰაერში გვახდევინებ ფულს? "

17 სექ. 2020, 17:46:24

„ისე გავიდა მთელი ზაფხული, წყალი, წესიერად კი არა, მგონი, საერთოდ არ გვღირსებია. გრაფიკიო, _ იძახიან. სადაა გრაფიკი. როდის უნდა იყოს ჩვენს ქუჩაზე წყალი მათი გრაფიკის მიხედვით, _ გვითხრან. დილას არაა, შუადღეზე არაა, საღამოს არაა, დღის არც ერთ მონაკვეთში არაა. სამაგიეროდ, ჰაერია ბლომად. ფშუტუნებს მთელი დღის განმავლობაში და მოაქვს, ჩემო ბატონო, ჰაერის ნაკადი უწყვეტად. დახედავ მრიცხველს და ისე გარბის თვალს ვერ მოკრავ. თვის ბოლოს მოდის შეტყობინება ტელეფონზე _ გადახდის ბოლო ვადა. გადასახდელი თანხა არასდროს არაა 12-13 ლარზე ნაკლები და ონკანში კი წყლის ნაცვლად ჰაერი მოდის.გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია, გეკითხებით, რაში გვახდევინებთ ფულს, ჰაერში?! _ გვწერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ნინოშვილის ქუჩაზე მცხოვრები უწყლობით შეწუხებული რამდენიმე ადამიანი.

მოსახლეობის პრობლემაზე პასუხის მისაღებად "გურია ნიუსი" გაერთიანებული წყალმომარაგების ჩოხატაურის სერვისცენტრის ხელმძღვანელს იოსებ ცინცაძეს დაუკავშირდა.

ცინცაძის თქმით, მოსახლეობის პრობლემას წყლის დებეტი იწვევს.

"მრიცხველი რასაც დაწერს, ის უნდა გადაიხადოს აბონენტმა და რაც შეეხება გრაფიკს, წყლის დეფიციტიდან გამომდინარე ვართ ასეთ სიტუაციაში. ჩოხატაურში გვაქვს 10-საათიანი გრაფიკი. როდის მომგმართეს ნინოშვილის ქუჩიდან? რამდენიმე დღის წინ კი იყო პრობლემა. კონკრეტულად მითხარით ვინ არის. მითხარით აბონენტის ნომერი, კონკრეტულად ვის აქვს პრობლემა. იქნებ, მასთანაა მარტო ეს პრობლემა, გავუშვებ ჯგუფს და გამოასწორებენ ან მოვიდეს და გავარკვევ დეტალურად თანხაზეც, ქვითარზეც, რა კითხვებიც ექნება", _ გვითხრა ცინცაძემ.  




 ახალი ამბები
  • "ათის ხუთ წუთზე პირადად ვურეკავ ირაკლი კობახიძეს" _ ნიკა მელიაგაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია დარწმუნებულია, რომ არჩევნებში გამარჯვება მის მხარესაა. „მოვიპოვე ირაკლი კობახიძის ნომერი და ვაპირებ ათის ხუთ წუთზე პირადად დავურეკო, იმედია მიპასუხებს. ეს გამარჯვება მარტო მე არ მეკუთვნის, ის ეკუთვნის ყველა გლდანელს, ყველა მუხიანელს. მარტვი არ იყო ამ გამარჯვების მოპოვება და მე ყველაზე ამაყი ვარ ... ...
  • სააკაშვილის საზუნავი იქნება შეინარჩუნოს სამსახური - კალაძექართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, რომ სამსახურზე იზრუნოს, რადგან უკრაინიდან გამოგდებას უპირებენ. "მიხეილ სააკაშვილს შეუძლია, იზრუნოს თავის სამსახურზე უკრაინაში. მე როგორც მაქვს ინფორმაცია მას გამოგდებას უპირებენ და მისი მთავარი საზრუნავი იქნება, როგორმე შეინარჩუნოს სამსახური უკრაინაში", — განაცხადა ... ...
  • "ოპოზიციამ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ცენტრი მოიგო" _ სააკაშვილიმას შემდეგ, რაც მთავარი არხის ეთერში ეგზიტპოლის შედეგები დაიდო, ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რომ მას არანაირი თანამდებობა არ აინტერესებს. მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციურ სპექტრს გამარჯვება მიულოცა და ერთიანობისკენ მოუწოდა. „დღეს ისტორიული დღეა, ოპოზიციამ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ცენტრი მოიგო, რაც მნიშვნელოვანი ტრიუმფია. ვაცხადებ, რომ არ მივისწრაფვი არც ერთი თანამდებობისკენ. ჩვენ უნდა ვიპოვოთ კონსესური პიროვნებები და ეროვნული ერთიანობის მთავრობა ჩამოვაყალიბოთ, რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ“, _ თქვა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ მას საქართველოში არანაირი თანამდებობა არ ... ...
  • ნასაკირალის 60/59 საარჩევნო უბანში ხმის დათვლა იწყებანასაკირალის 60/59 საარჩევნო უბანში ხმის დათვლა იწყება. მანამდე კი უბნის კომისიის წევრმა დამატებითი ნათურა ჩამოკიდა იმ ადგილას, სადაც ბიულეტენების დათვლა ... ...
  • “დაფიქსირდა დარღვევები, რომლებსაც არ შეუძლიათ, არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე“ადამიანის უფლებათა ცენტრის პირველადი შეფასებით, კენჭისყრის დასრულების ეტაპზე იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებს, ფიქსირდება ისეთი სახის დარღვევები და ხარვეზები, რომლებსაც არ შეუძლიათ მოახდინონ არსებითი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, დაფიქსირებულ დარღვევებსა და ძალადობრივ ინციდენტებზე საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა მიიღონ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილებები, ასევე - გაატარონ მკაცრი ზომები საუბნო საარჩევნო კომისიების კანონდამრღვევი წევრების თუ თავმჯდომარეების მიმართ. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები საარჩევნო პროცესს უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე დააკვირდნენ. ამ დროისათვის ისინი რჩებიან საარჩევნო უბნებზე და აკვირდებიან ხმების დათვლის პროცესს. ცენტრი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს მიუკერძოებელი ხმების დათვლა მშვიდ და სამართლიან გარემოში. პოლიტიკურმა სუბიექტებმა კი ამომრჩეველთა ხმები დაიცვან მხოლოდ მშვიდობიანი და ლეგიტიმური ხერხებით და არ დაძაბონ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...