გახშირებული კრიმინალი ოზურგეთში და უმოქმედო პოლიცია

gurianews.com

საზოგადოება

გახშირებული კრიმინალი ოზურგეთში და უმოქმედო პოლიცია

2018 თებ 13 11:41:37

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოება გახშირებულ კრიმინალზე და პოლიციის უმოქმედობაზე ალაპარაკდა.

5 დღის განმავლობაში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ცენტრში მდებარე ერთი  სუპერმარკეტი გაძარცვეს, სადაც მინებს სანადირო თოფი ესროლეს, მარკეტში ისე შეაღწიეს და 700 ლარამდე თანხა წაიღეს, მეორეში კი ე.წ. “ლიმონკა“ შეაგდეს, რამდენიმე თვის წინ კი აღნიშნულ შენობაში მდებარე ბანკი  და, ასევე, ცენტრიდან მოშორებით მდებარე სასურსათო მაღაზია გაძარცვეს.

12 თებერვალს, გამთენიისას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში, ცენტრში მდებარე სუპერმარკეტში, ჯერჯერობით, გამოძიებისთვის დაუდგენელმა პირებმა ხელყუმბარა შეაგდეს. ჯერჯერობით,  დაუდგენელია ზარალის ოდენობა.  ჩამსხვრეული და დაზიანებული სუპერმარკეტის მინები, კედლები და მაცივრები. არ არის წაღებული არც თანხა და არც სასურსათო საქონელი.

შემოქმედის მოსახლეობის ნაწილი აღნიშნული ფაქტის ერთ-ერთ ვერსიად  “ნისიად“ მისულ და უარით გასტუმრებულ, განაწყენებულ მოქალაქეებს უკავშირებს, ზოგიც კი პირად დაინტერესებას და ბოროტულად, განზრახ ჩადენილ დანაშაულს.

შემთხვევის ადგილზე მისულ ჟურნალისტებს პოლიციის თანამშრომლები სუპერმარკეტში შესვლას და თანამშრომლებთან გასაუბრებას გვიკრძალავდნენ. იქვე მყოფი ადამიანები კი ჩვენთან საუბრისას ამბობდნენ, რომ მაღაზიის თანამშრომლები პოლიციას გაფრთხილებული ჰყავდა, ზედმეტი საუბრისგან თავი შეეკავებინათ.

_ აი,  რასაც ხედავთ თქვენი თვალით, ესაა ჩვენი ზარალი, ჩვენ რა ვიცით, რატომ მოხდა და ვინ გააკეთა, პოლიციას შეეკითხეთ, _ გვეუბნებოდა სუპერმარკეტის თანამშრომლები და დასძენდნენ, რომ მაღაზიაში არავინ გაუწბილებიათ.

სუპერმარკეტის ერთ-ერთი მეწილე გოჩა სურგულაძე ვინმესთან უთანხმოებას გამორიცხავს: _ არაფერი ყოფილა მსგავსი, ნეტა ყოფილიყო, რომ მეფიქრა ამაზე, აზრზე არ ვართ, ვინ ჩაიდინა ეს ბოროტება.

იქვე მდებარე მეორე სუპერმარკეტს რამდენიმე დღის წინ ესროლეს სანადირო თოფი, ჩაამსხვრიეს მინები და წაიღეს 700 ლარამდე თანხა.

მაღაზიის თანამშრომელი ქრისტინა გოგელია: _ თოფი ესროლეს, ზარალი დიდია,  ჩაიმსხვრა კარები, პოლიციას ჰკითხეთ, რა ხდება, მაინც ვერ იძიებენ. ეს არის პოლიციის ბრალი, ოზურგეთში პოლიციის მუშაობა ნულის ტოლია. რა დონეზეც არის პოლიცია, იმ დონეზეა კრიმინალი. ბანკი გაქურდეს აქვე რამდენიმე ხნის წინ, ზევით კიდევ ერთი მაღაზია გაიქურდა, მოკლედ ტეხასი გახდა შემოქმედი.

შსს აცხადებენ, რომ აღნიშნულ ფაქტთან  გამოძიება მიმდინარეობს სსკ 187 მუხლით, რაც გულისხმობს, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას.


ნახვა: 1145


 ახალი ამბები
  • ტროტუარზე გამოტანილი პროდუქტები ოზურგეთშიქალაქ ოზურგეთში გარევაჭრობის საკითხი ისევ მოუგვარებელი რჩება. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი შალვა გაბრიჩიძე ამბობს, როომ ეტაპობრივად ეს საკითხი გადაიჭრება. “ძველი ბაზრის უკანა მხრიდან ეს საკითხი მოგვარებულია, რაც შეეხება წინა მხარეს, იქ მიმდინარეობს სხვადასხვა სარემონტო სამუშაოები, რის დასრულების შემდეგ ყველას მოუწევს ბაზარში შესვლა. ჩვენ ყველა გარემოვაჭრეს ვაფრთხილებთ და მათ იციან, რომ ძალიან მალე მოუხდებათ ბაზარში შესვლა“, _ ამბობს შალვა გაბრიჩიძე. ქალაქ ოზურგეთში უნივერმაღთან მისვლამდე უკვე რამდენიმე დღეა, ჩვეულებრივად მიმდირეობს სასოფლო პროდუქტების გაყიდვა. ხან ისეთი მდგომარეობაა, რომ ფეხით მოსიარულეების ტროტუარზე გავლა უჭირთ. “ჩემს პროდუქციას ვყიდი და ვმუშაობ. ბაზარში რომ შევიდე, იქ ადგილი არ არის. ახლა სადაც ვარ, ბევრი ხალხია და ამიტომ დავდექი აქ. მოსავალი ხომ უნდა გავყიდო? თქვენ გონიათ მე მიხარია აქ დგომა?“ _ გვითხრა ერთ-ერთმა ... ...
  • მყინვარწვერზე ლაშქრობისას რუსეთის მოქალაქეს მეხი დაეცა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა სტეფანწიმნდაში, მყინვარწვერიდან, რუსეთის ფედერაციის დაშავებული მოქალაქე ჩამოიყვანეს. 1969 წელს დაბადებულ მამაკაცს მყინვარწვერზე (ზღვის დონიდან 4300 მეტრი) ლაშქრობისას მეხი დაეცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ... ...
  • „საქნახშირის“ ხელმძღვანელი პირები გადადგნენ„საქნახშირის“ გენერალურმა დირექტორმა მეშახტეთა მოთხოვნით თანამდებობიდან გაათავისუფლა დირექტორის მოადგილე გია ქარქაშაძე, წარმოების დირექტორი აკაკი ახვლედიანი და მთავარი ინჟინერი გიზო კირკიტაძე. ამის შესახებ ინფორმაცია imedinews-ს კომპანიაში დაუდასტურეს.  თავად გენერალური დირექტორი, ჯამბულ ჯაყელი თანამდებობას მას შემდეგ დატოვებს, რაც კომპანიაში ტექნიკური სამუშაოები და კვლევა დასრულდება. მეშახტეები თავის მხრივ მოითხოვენ, რომ საქნახშირის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირების შერჩევის პროცესში მონაწილეობის უფლება მისცენ. მათ ტყიბულში საპროტესტო აქცია დღეს დილით დაიწყეს. 22 ივლისს მინდელის შახტში დაღუპული მეოთხე მეშახტე დაკრძალეს.  მანამდე, 21 ივლისს ტყიბულში დაღუპული 3 მეშახტე დაკრძალეს. ტყიბულის შახტში ტრაგედია 16 ივლისს, დილით მოხდა. დაიღუპა 4 მუშა, 6 კი დაშავდა. სახელმწიფომ შახტის დახურვის გადაწყვეტილება ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მიიღო. გამოძიების დასრულებამდე ტყიბულში არსებული ყველა შახტი დაილუქება. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. მომხდარის მიზეზების კვლევაში უცხოელი ექსპერტებიც ჩაერთვებიან. ამავე შახტში 5 აპრილს 6 მუშა დაიღუპა. წყარო: ... ...
  • გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმში შეტანილი ღვაწლისთვის დააჯილდოვესსაქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმში შეტანილი ღვაწლისთვის  შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციიამ და ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირმა (NBR-UNION) დააჯილდოვა. ცერემონია შეკვეთილში, სასტუმრო პარაგრაფში გაიმართა. ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირის (NBR-Union) დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურია. კავშირის მიზანია ბიზნეს კომპანიების აღმოჩენა, მათი განვითარების ხელშეწყობა და დაჯილდოება. საქართველო კავშირში 2015 წელს ... ...
  • ზუგდიდსა და თბილისში ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნოლოგიის მასტერკლასები ჩატარდა (R)საერთაშორისო პრინტ ფესტივალის - „LIFE - N - STYLE" ფარგლებში ზუგდიდსა და თბილისში ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნოლოგიის მასტერკლასები ჩატარდა. თიბისის მხარდაჭერით, პრინტ ფესტივალი საქართველოში უკვე მესამედ ტარდება. ფესტივალი, რომლის მიზანი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის - ხელით ბეჭდვის (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, გრავიურა) განვითარების  ხელშეწყობაა, აგვისტოში თუშეთსა და ბათუმში იმოგზაურებს. დასკვნითი ღონისძიება კი დედაქალაქში ოქტომბერში გაიმართება. ფესტივალი პრინტის, კერამიკის, ტექსტილისა და დიზაინის სინთეზს წარმოადგენს და მის ფარგლებში ქართველი და უცხოელი მხატვრების მიერ ხელით ბეჭდვის უნიკალური ტექნიკით შესრულებული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ვორქშოფების ფარგლებში ახალგაზრდებთან ერთად საკუთარი ნამუშევრები ისეთმა ცნობილმა არტისტებმა შექმნეს, როგორებიც არიან: გელა წულაძე, მარი ათანელი, ოლეგ ტიმჩენკო, ყარამან ქუთათელაძე, გუგა კოტეტიშვილი, გია ბუღაძე, გურამ წიბახაშვილი და სხვები. ხელით ბეჭდვის უნიკალური დარგის გასაცოცხლებლად შექმნილი პროექტი, ქართველი არტისტების გარდა, ხელოვანებს აზერბაიჯანიდან, კანადიდან, ისრაელიდან, ლიბანიდან, ესპანეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან აერთიანებს. ბეჭდვითი მედია თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუმცა საქართველოში მივიწყებული დარგია. ხელით ბეჭდვაში თავად არტისტია ჩართული და მისი ყოველი ნამუშევარი ორიგინალია. პრინტი ნამუშევრის 10-15 ეგზემპლარად ტირაჟირების შესაძლებლობას იძლევა, რაც ნამუშევრის მასობრივად გავრცელებას ამარტივებს და მის ღირებულებას ხელმისაწვდომს ხდის. „LIFE - N - STYLE" - „ცხოვრების სტილი" - ფესტივალის კონცეფციაა. „DO OR DO NOT" – „თუ აკეთებ გააკეთე" - კი წლევანდელი თემა. ფესტივალი სტარტს თუშეთში, 8 აგვისტოს აიღებს. ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მაღალანაზღაურებადი ადამიანი

57 წლის ტიმ კუკი, კორპორაცია...

საინტერესო ცნობები „ქინდერ სიურპრიზის“ შესახებ

„ქინდერ სიურპრიზი“ - ეს საკონდიტრო...

მარსის საიდუმლო

ყველას დაგვბადებია კითხვა ვართ თუ...

გამქრალი ტბა

2007 წლის მაისში, ჩილეში პატაგონიაში,...

ცხოველთა სამყაროც ირჩევს

გასული საუკუნის 30–იან წლებში, როდესაც...
კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...

წიფლის წიწიბო

წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი...

ჩეხური "კალაჩი"

ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა...

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი...

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენში განსაკუთრებული...

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...