"გამარჯობა, დღეს 14 ივნისია"

საზოგადოება

"გამარჯობა, დღეს 14 ივნისია"

2018 ივნ 14 12:44:10

“გამარჯობა, დღეს 14 ივნისია. ალბათ, ბევრ თქვენგანს არაფერს ეუბნება ეს თარიღი, მაგრამ მინდა განგიმარტოთ, რომ საქართველოში 1995 წლის 14 ივნისიდან აღინიშნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე.“ _ ასე ამცნობს შშმ პირი იკო იაკობიძე სოციალურ ქსელში დღევანდელ დღეს საზოგადოებას.

იკო იაკობიძე 24 წლისაა და ის ეტლით მოსარგებლეა არის. მისი თქმით, 18 წლის შემდეგ სხვადასხვა ადგილზე მუშაობდა. ახლა საქართველოს მელიორაციაში ერთ-ერთ დეპარტამენტში მუშაობს.

“ სწორედ 1995 წლის 14 ივნისს იქნა საქართველოში მიღებული კანონი, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც ვართ ისეთივე ადამიანები, როგორიც თქვენ; გაგვაჩნია ისეთივე უფლებები, როგორიც თქვენ და დიახ ბატონო, ჩვენ ყველანი ვართ თანასწორები ნებისმიერ ასპექტში! მაგრამ ვამტკიცებთ კი ამას საქმით?

მას შემდეგ 23 წელი გავიდა და რა შეიცვალა? (უმადური არ ვიქნები და იმასაც დავძენ, რომ ცვლილებები არის, მაგრამ "კუს ნაბიჯებით").

ვედრებით ამერიკა-ევროპას, მივისწრაფვით ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისათვის, მაგრამ გვავიწყდება ყველაზე მთავარი, რომ ეს ყველაფერი ვერ მოხდება თუ სრულად არ იქნება თითოეული ადამიანის უფლებები დაცული!

 ამ დღეს ყოველ წლიურად, აგერ უკვე მგონი 23 წელია, გამოდიან მავანნი და მავანნი (საზოგადოებისათვის ცნობადი სახეები, პოლიტიკოსები, უბრალო მოქალაქეები...), ტელევიზიებშიც დღის მთავარი თემადაც ეს ტრიალებს, იმართება სხვადსხვა საქველმოქმედო კონცერტები (ეს კიდევ ცალკე მარაზმია და იმაზე, რომ შშმ პირები ქველმოქმედების ობიექტებად არ უნდა აღვიქმებოდეთ აუცილებლად დავწერ ცალკე პოსტს).

და მოდი გავიხსენოთ რა ხდება სხვა დღეებში? თუნდაც 15 ივნისს, ან 23 ივლისს, ან 25 ნოემბერს? საკვირველია! არაფერი ხომ?! ყოველდღიურად ვართ დისკრიმინაციის, ზოგჯერ კი არა ადამიანური მოპყრობის მსხვერპლნიც კი! აღარავის ახსენდება ნაკისრი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები, ყველა ივიწყებს გულისა და ყურის საამებლად, თუ სხვათა თვალის ასახვევად გაცემულ დაპირებებს. ჩვენ კი კვლავინდებურად, აგერ უკვე 23-ე წელია გვიწევს ბრძოლა ღირსეული და ა დ ა მ ი ა ნ უ რ ი თანაცხოვრებისათვის საზოგადოებაში! ნუთუ, ასე ძნელია, ვისწავლოთ ერთმანეთის დაფასება, სიყვარული და პატივისცემა?“- ამბობს იკო იაკობიძე.

იკოსგან განსხვავებით თამუნა შავაძე არსად არ მუშაობს. ის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში (უკანავაში) ცხოვრობს.

11 წლის უკან მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, ვარ ოთხივე კიდურით პარალიზებული (მოჭრილი ხის დაცემის შედეგად). მოტეხილი მქონდა კისერი, კერძოდ V  და VI მალა, ქუთაისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად,  დღესდღეობით ცოცხალი ვარ. მის შემდეგ ჩავიტარე რეაბილიტაცია უკრაინაში, რამაც  რეზულტატი გამიუმჯობესა. ავამოძრავე ხელები, თუმცა, მტევნებს ვერ ვხმარობ...

უკანასკნელ წლებში თურქეთში ჩავიტარე გამოკვლევები, სადაც დამისვეს დიაგნოზი - ჩემი ავადმყოფობა განკურნებადია.

ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება, მეგობრები და ახლობლები შეძლებისდაგვარად გვეხმარებდნენ და გვეხმარებიან, მაგრამ თურქეთში მკურნალობას დიდი თანხები სჭირდება", _ ამბობს თამუნა.

თამუნა შავაძე სოფლის ბოლოს ცხოვრობს და ქალაქში იშვიათად დადის. დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებს.

მთელი დღის განმავლობაში წიგნებს ვკითხულობ ან კიდევ ინტერნეტში ვარ. ხშირად ვერ მივდივარ შეხვედრებზე, რადგან შორს ვცხოვრობ და გადაადგილება მიჭირს. იმედია ის პრობლემები, რაც შშმ პირებს გვაქვს მოვა დრო და ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრება.“ _ გვითხრა თამუნა შავაძემ.




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...