„გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ ჩოხატაურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

საზოგადოება

„გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ ჩოხატაურის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა

13 აგვ. 2020, 15:43:34

საქართველოში, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში ონკოლოგიური დაავადებების სიკვდილიანობის უმთავრეს მიზეზს წარმოადგენს. უკანასკნელ წლებში ამ დაავადებათა მკვეთრი ზრდა შეიმჩნევა. ძუძუს კიბოთი ყოველწლიურად, დაახლოებით, 1500 ქალი ავადდება. თუმცა, ძუძუს კიბოთი დაავადებულთა რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები დღემდე არ არსებობს, მაგრამ შეიძლება დანამდვილებით ითქვას, რომ ეს დაავადება "გაახალგაზრდავდა" _ ბოლო წლებში ასაკობრივმა ზღვარმა 40-იდან 30 წლამდე დაიწია.


მოიმატა ამ დაავადების პროცენტულმა მაჩვენებელმა და, შესაბამისად, გახშირდა ქალბატონებში ქირურგიული მანიპულაციების აუცილებლობა.

ამ საგანგაშო რეალობის საპირისპიროდ, მნიშვნელოვანი გახდა ძუძუს კიბოს წინააღმდეგ დახვეწილი, აპრობირებული და კომპლექსური მეთოდების გააქტიურება.

სწორედ ძუძუს კიბოსთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ იმყოფებოდნენ 8 აგვისტოს, ჩოხატაურში „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ დამფუძნებელი თინათინ ბერუჩაშვილი, კლუბის ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მზია კვირკველია და ექიმი მამოლოგი თამარ აბულაძე.

შეხვედრას, „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრებთან ერთად მუნიციპალიტეტის პირველი პირები _ მერი ირაკლი კუჭავა და საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე ესწრებოდნენ.

_ თქვენი მხარდაჭერით მეორე წელია ეს კლუბი ჩოხატაურში ფუნქციონირებს, თქვენ ამისთვის მადლობას გიხდით ჩემი და თითოეული კლუბის წევრი ქალბატონის სახელით. თქვენ შეძელით და მათი კვლევების დასაფინანსებლად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყავით 12 000 ლარი, რომლითაც ყოველწლიურად უტარდებათ ქალბატონებს საკმაოდ ძვირადღირებული კვლევები. სამწუხაროდ, დაავადებულტა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ეს იყოს ადრეული დიაგნოზტიკა. ფინანსურადაც გაცილებით ხარჯეფექტურია, როცა დაავადება ადრეულ ეტაპზე არის აღმოჩენილი და შესაბამისად, მკურნალობის შედეგიც არის წარმატებული. იმედი მაქვს, რომ ჩვენი აქტიურობაც მეტი იქნება და ასევე, გაგრძელდება თანამშრომლობა მუნიციპალიტეტსა და კლუბს შორის, _ მიმართა ირაკლი კუჭავას და ზაალ მამალაძეს თინათინ ბერუჩაშვილმა.

კლუბის წევრმა ქალბატონებმა ისაუბრეს კლუბის მიერ შეთავაზებული სერვისის მნიშვნელობაზე.

„თუ ჩვენ დღეს ვაგრძელებთ სიცოცხლეს და დავრწმუნდით, რომ კიბო და დიაგნოზი განაჩენი არ არის, ეს არის იმ თანადგომის შედეგი, რომელსაც ჩვენ ყოველ წუთს ვგრძნობთ ქალბატონი თინათინისგან, ქალბატონი მზიასგან, თამუნა ექიმისგან და რა თქმა უნდა, თქვენგან. რომ არა მხარდაჭერა და თანადგომა, ჩვენ, თითოეულ ჩვენგანს დღეს ძალიან გაგვიჭირდებოდა. ამ კლუბში ერთ ოჯახად თავმოყრილი ვართ ერთნაირი პრობლემების მქონე ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთის ტკივილის და გასაჭირის გვესმის. კლუბში ფსიქოლოგიურად ისე განგვაწყობენ, რომ ჩვენ არ უნდა დავეცეთ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრება. მე ჩემი გადასახედიდან ვიტყვი _ მე ცხოვრებას ნამდვილად ვაგრძელებ იმედიანად, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“, _ თქვა კლუბის ერთ-ერთმა წევრმა ნინო ბარამიძემ.

მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ შეკრებილ ქალბატონებს სთხოვა, ესაუბრათ კონკრეტულად, რაზე მიემართება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, რომ შემდეგისთვის, ეფექტურობიდან გამომდინარე, შესაძლებლობების ფარგლებში, ისევ განისაზღვროს თანხის რაოდენობა. რაზეც „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მზია კვირკველიამ ისაუბრა.

„პროგრამის მიზანია ძუძუს კიბოთი ნაოპერაციევი ქალების შემდგომი რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს ფსიქოლოგის ჩართვას, ხელის ფიზიკურ ვარჯიშებს. გარდა ამისა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენთვის, პაციენტებისთვის აუცილებელია, ყოველწლიურად გავიკეთოთ ძვირადღირებული გამოკვლევები _ ექოსკოპიები, მარკერები, სისხლის ანალიზები, ტომოგრაფიები და ასე შემდეგ. უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, იანვარში, როცა მუნიციპალიტეტისგან მივიღებთ თანხას, ქალბატონები მიგვყავს ზუგდიდში გამოკვლევებზე, ეს არის, დაახლოებით, 7 ექოსკოპია და სისხლის ამდენივე ანალიზი. აქედან ერთი კვირის განმავლობაში გადავდივართ თბილისში, სადაც ქალბატონებს უტარდებათ ტომოგრაფიული კვლევები, დაწყებული თავის ტვინიდან დამთავრებული მუცლის ღრუს ტომოგრაფიით და მარკერები. ვუყრით თავს ყველა ანალიზს და ამის შემდეგ მივდივართ ჩვენს ექიმთან. _ ეს წელიწადში ერთხელ თითოეულმა ქალბატონმა უნდა გაიკეთოს. ჩვენს მუნიციპალიტეტებში თითქმის არ იყო ქალბატონი, რომელსაც ტომოგრაფიული კვლევა ჰქონდა გაკეთებული, რადგან ის საკმაოდ ძვირადღირებული კვლევაა და დამერწმუნეთ, თქვენ მიერ გამოყოფილი თანხა ამ ყველაფრისთვის არც თუ ისე ბევრია,_ კვირკველია შეეცადა,  დაერწმუნებინა  თანხის გამოყოფის აუცილებლობაში  მუნიციპალიტეტის პირველი პირები, რომლებიც, ასევე, დაინტერესდნენ, რამდენმა ჩოხატაურელმა ქალბატონმა გაიკეთა აღნიშნული კვლევა და ეხებოდა თუ არა ეს სიკეთე კლუბში გაწევრიანებულ ყველა ქალბატონს, თუ მხოლოდ კონკრეტული ჯგუფი, ე.წ. ელიტა სარგებლობდა სერვისით.

_ ვიღაცისთვის 12 000 ლარი, შეიძლება იყოს ცოტა, მაგრამ ჩვენთვის ძალიან ბევრია და მომავალი წლისთვის, როცა თანხის კვლავ გამოყოფაზე იქნება საუბარი, უნდა გვქონდეს არგუმენტები. ადგილობრივი შემოსავალი როცა არ გვაქვს, ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას. ამიტომ საჭიროა ამ ყველაფრის ეფექტურობას ვხედავდეთ, ჯერ ჩვენ და მერე ჩვენს კოლეგებთან გვქონდეს საკითხის გაშლის  შესაძლებლობა. ამ კლუბის მიღმა, მაშინ, როცა კლუბი საერთოდ არ არსებობდა, აქ მყოფთა უმრავლესობას ჩვენ დანახმარები ვართ სხვადასხვა პაკეტით. კარგია, რომ ქალბატონებს სთავაზობთ სხვადასხვა სერვისს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ეს კლუბი არ იყოს ჩაკეტილი და არ არსებობდეს, მხოლოდ ვიწრო წრისთვის, ე.წ. ელიტისთვის... არ გეგონოთ, ამ 12 000 ლარს მივსტიროდეთ, მომავალში საქმის ეფექტურობა ხარჯვის სტრუქტურა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ასევე, მნიშვნელოვანია, რამდენაც ინფორმირებული არიან ქალბატონები, ცნობილია თუ არა მათთვის თქვენი არსებობა...

_ პირველ რიგში, გეტყვით, რომ ეს არ არის ჩაკეტილი კლუბი, კლუბი ღიაა ყველასთვის. დამერწმუნეთ, ყველა ქალბატონი, რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, რამდენიც შემოგვიერთდება, ჩართული იქნება ჩვენს პროგრამაში. რაც შეეხება კლუბის ცნობადობას, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ გავავრცელოთ ინფორმაცია, როდესაც შეხვედრები გვაქვს, თითოეულ ქალბატონს მიაქვს ინფორმაცია თავის ტერიტორიულ ერთეულში. უფასოა გაწევრიანება და არანაირი შერჩევის კრიტერიუმი კლუბში გაერთიანების არ არსებობს გარდა ერთისა _ ქალბატონი უნდა იყოს ნაოპერაციევი ან ემზადებოდეს ოპერაციისთვის. დღესაც შევხვდით სოფლის ექიმებს, მათი დახმარებითაც ვავრცელებთ ინფორმაციას კლუბის არსებობის შესახებ და თუ თქვენც დაგვეხმარებით, ვიქნებით ძალიან მადლობელი. რაც შეეხება ხარჯთეფექტურობას, გეთანხმებით, უფასო არაფერი არ არის და კარგად გვესმის თქვენი კითხვაც _ რამდენმა ქალბატონმა ისარგებლა, თუნდაც იმ 12000-ით. ყველა ქალბატონს, რომელიც ჩვენს კლუბშია, ყოველწლიურად ესაჭიროება კვლევები, რადგან დაავადებას, სამწუხაროდ, ახასიათებს რეციდივი, მეორადი კერის წარმოქმნა და ეს რომ არ მოხდეს, ამიტომაა აუცილებელი ქალბატონებმა წელიწადში ერთხელ გაიარონ ეს კვლევები. კლინიკაში, სადაც ქალბატონები მიგვყავს, ჩვენთვის სპეციალური ფასებია და ძალიან განსხვავდება სხვა, „გარედან“ შესული პაციენტისთვის იმავე კვლევის ფასისგან. ამდენად უფრო მეტ ადამიანზე ნაწილდება თანხა, რომელსაც მუნიციპალიტეტი ამ ქალბატონებისთვის გამოყოფს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს კვლევები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ქალბატონებისთვის, რადგან კვლევების დროს აღმოჩენილი რეციდივის შემთხვევაში, გაცილებით ადრე ვტეხთ განგაშს, ვიდრე ქალბატონი რაიმე სიმპტომს შეამჩნევს, კლუბი თქვენი დახმარებით, ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, _ თქვა თინათინ ბერუჩაშვილმა.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელებს იმ საქმიანობისთვის, რასაც კლუბი ძუძუს კიბოთი ნაოპარაციევი ქალბატონებისთვის აკეთებს.

„პირველ რიგში, მადლობას გიხდით, რომ დღეს აქ მობრძანდით; მადლობა მინდა გითხრათ იმ ფსიქოლოგიური მხარდაჭერისთვის, რასაც კლუბში მყოფი ქალბატონები კლუბისგან იღებენ. გარკვეული რაოდენობა ქალბატონებისა გაწევრიანებულია კლუბში, ვხედავ ახალ სახეებსაც. ჩვენს საკრებულოს კლუბთან ურთიერთობის კარგი მაგალითი გვაქვს დასაწყისიდანვე. თავდაპირველად ამისთვის გამოყოფილი გვქონდა 7000 ლარი, მაგრამ შემდეგ მერთან მოლაპარაკებით, გადავწყვიტეთ, რომ როგორც კი რაიმე თანხას მოვიძებდით, შევავსებდით 12000 ლარამდე. დღესაც, მომავალი წლის ბიუჯეტის ფორმირებამდე, აუცილებელია, საკრებულოს სხდომაზე მოვისმინოთ ანგარიში, რომ ჩვენი კოლეგებისთვისაც უფრო თვალნათელი გახდეს კლუბისთვის ამ, როგორც ვთქვით, ვისთვის ცოტა და ვისთვის ბევრი 12 000 ლარის გამოყოფა, თუმცა გეტყვით, რომ საკრებულო ამაში ერთსულოვანია და თანხის მომატებას ყველამ ერთსულოვნად დაუჭირა მხარი. არ არის თქვენი საქმიანობა მარტივი, მაგრამ, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. მუნიციპალიტეტის თქვენთვის შესაძლებლობის მაქსიმუმს გააკეთებს და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით ყველაფერი გამოგვივა.




 ახალი ამბები
  • რა რეაქცია მოჰყვა დევი ჭანკოტაძის ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურით შეცვლასდევი ჭანკოტაძის ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურით შეცვლას გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელ Facebook-ში. „გენერალ ჭანკვეტაძის ნაცვლად ასპარეზზე ეფრეიტორი ჟორჟოლიანი გამოცქრიალდა.... მამაცხონებულებო, გუშინწინ რომ სახეს იხოკავდით ჩვენი ლეგენდარული გენერლის ბანერს  ვიღაცამ საღებავი შეასხაო, დღეს რომ ნანუკა ჟორჟოლიანმა სამივე ვარსკვლავზე ჩამოასკლინტა ეგ არაფერი? ლამის ერთი თვეა ბანერებზე მუნდირით გამოჭიმული გაპოლიტიკოსებული გენერალი რომ დეპუტატობის კანდიდატობიდან დემონსტრაციულად ,,ჩაბელეს" და მთელი ქვეყნის საღლიცინო გახადეს ეგეც არაფერი ხო?  მერე გამოხვალთ და უცხვირპიროთ იწუწუნებთ არჩევნები გაგვიყალბესო... აი, თქვენს ოფისებში კი ჩამოგიარათ არმაგედონის ზანგმა...“_ ასე გამოეხმაურა სოციალურ ქსელში ,,ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" მხარდამჭერი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი უმრავლესობიდან, ზაზა ადეიშვილი  საპარლამენტო არჩევნებში დევი ჭანკოტაძის ნანუკა ჟორჟოლიანის კანდიდატურით შეცვლას. შეგახსენებთ, რომ  წყალტუბო-სამტრედია, ვანისა და ხონის ოლქის ტერიტორიაზე საპარლამენტო არჩევნებში ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობი"-დან კენჭს მაჟორიტარული სისტემით გენერალი დევი ჭანკოტაძე იყრიდა. „მწარედ გაგვეხუმრა მეგობრები ,,კანდიდატი გენერალი იყო და ეფრეიოტორი შეგვრჩა ხელშიო" თქვენს დაუძლურებელ, გაუფერულებულ და ტყუილებზე შეკოწიწებულ ხელისუფლებას ,,ეფრეიტორიც" ეყოფა დასამარცხებლად! პ.ს. გენერალი ღირსეულ ადგილს იკავებს გამსვლელ სიაში!“_ ზაზა ადეიშვილის პოსტებს, ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნაციონალი წევრის, დავით ნიკოლეიშვილის საპასუხო პოსტი ... ...
  • “ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც იცნობდა ცხონებულ გურამ შარაძეს” – ილო ბეროშვილიილო ბეროშვილი ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ მან გურამ შარაძეს “ყველაზე ცუდი ქართველი” უწოდა: „გუშინწინ  ვიყავი გადაცემა თვითიზოლაციაში სადაც იყო რუბრიკა ბლიც კითხვები და დაისვა კითხვა: ვინ არის ყველაზე ცუდი ქართველი? ჩემი პასუხი იყო გურამ შარაძე. მოკლედ რაშია საქმე:  ეს იყო მექანიკური შეცდომა და რატომ... პაპაჩემი იყო ილია  ჭავჭავაძის სახლმუზეუმის დირექტორი( ისიც ილია ბეროშვილი) წლები და ფაქტიურად  მთელი ბავშვობა მესმოდა ილიაზე ისტორიები განსაკუთრებით მისი მკვლელობა ძალიან მტკივნეული იყო მაშინ და, რომ გავიზარდე კიდევ სხვანაირად, უფრო გააზრებულად... იქიდან გამომდინარე, რომ გურამ შარაძე იკვლევდა ილიას მკვლელობის საქმეს ( სხვა ბევრ რამესთან ერთად) თავში ამომივარდა შარაძე, როცა ვაპირებდი, რომ მეთქვა ბერბიჭაშვილი:( ბავშვობიდან მისი სახელი ანუ გურამ შარაძის და ის საშინელი მკვლელობა ერთად ხშირად მესმოდა და ამან გამოიწვია ეს შეცდომა! ბოდიშს ვუხდი მის გარემოცვას და ყველას ვინც იცნობდა ცხონებულ გურამ შარაძეს ან ვინც უბრალოდ მას პატივს სცემდა. ეს იყო ბლიც კითხვები და რომ არ მენახა ჩანაწერი მას შემდეგ რაც შინაურმა მითხრა,რაც ვთქი შეიძლება ასეც ... ...
  • დღეს თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა (R)დღეს, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისის წიგნის XXII საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. ფესტივალი ონლაინ ფორმატში მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა ღონისძიება 25, 26 და 27 სექტემბერს 12:00-დან 19:00 საათამდე თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფეისბუქ გვერდზე (Tbilisi International Book Fair / თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი), პირდაპირი ჩართვების რეჟიმში გადაიცემა. ფესტივალში 20-ზე მეტი გამომცემლობა მონაწილეობს. თითოეული მათგანი სპეციალურ საფესტივალო ფასდაკლებას სთავაზობს მკითხველებს. წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ვებ-გვერდზე - www.gpba.ge მიმდინარეობს. წიგნის ვირტუალური ფესტივალის მეგობარია თიბისი, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი განათლებასთან და ლიტერატურასთან დაკავშირებული ინიციატივებისა და პროექტების ხელშეწყობაა. თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და მწერალთა სახლი. (R)    ... ...
  • 25 წლის გიმნაზიის წარმატებები და პრობლემებიმიმდინარე ახალი სასწავლო წელი საიუბილეოა ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიისთვის _ მეოთხედი საუკუნის წინ, 1996 წლის 15 ივნისს,  ხელი მოეწერა ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიის დაარსების დოკუმენტს. როგორც სასწავლებლის რექტორის მოადგილე, ლევან გიორგაძე ამბობს, საიუბილეო სამოქმედო გეგმა მზად აქვთ, თუმცა, მისი გახორციელება არსებითად დამოკიდებულია შექმნილ ეპიდვითარებაზე: "იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და შევძლებთ ძველი და ახალი გიმნაზიელები სრულფასოვნად წარვდგეთ საზოგადოების წინაშე. 25 წელი სტატისტიკისთვის შეიძლება ბევრი არ იყოს, მაგრამ ცოტაც არ გახლავთ იმ გადასახედიდან, საიდანაც მოგვიწია დაძვრა და თითქმის უიმედო სიტუაციიდან დღემდე მოვედით", _ ამბობს გიორგაძე. ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიამ სწავლა, ტრადიციისამებრ, 14 სექტემბერს დაიწყო და როგორც სხვა სასწავლო დაწესებულებებში, აქაც განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებიდან მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით მიმდინარეობს პროცესი. თუმცა, როგორც ლევან გიორგაძე ამბობს, გიმნაზიას, განსხვავებით საჯარო სკოლებისგან, საკუთარი რესურსით მოუხდა ყველა საჭირო ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებების მომარაგება: "ახალ სასწავლო წელს, როგორც ყველა, გიმნაზიაც მზადყოფნით შეხვდა. განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებიდან მიღებული რეკომენდაციების ზედმიწევნად შესრულება ვალდებულებაცაა და აუცილებლობაც. მოსწავლეებმა სასწავლო დრო უსაფრთხო გარემოში უნდა გაატარონ. ჯანმრთელობის და ვითარების პრევენციის გამო, მართალია, მთელი რიგი შეზღუდვები გვექნება სკოლებში, თუმცა მათი დაცვა და შესრულება გარდაუვალია. ამასთანავე სკოლა მზადყოფნაში შეხვდება მოვლენების ყველაზე არასასურველ განვითარებას _ მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე გადასვლას. ძალიან მალე შევიძენთ ლიცენზირებულ პორტალს, რომლითაც შეუფერხებლად მოვახერხებთ გიმნაზიის მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან დისტანციურ კომუნიკაციას. ვფიქრობთ, წელსვე გადავიდეთ ელექტრონული ჟურნალების წარმოებაზეც (მომავალი წლიდან ელექტრონული ჟურნალის წარმოება სავალდებულო იქნება ყველა სკოლისთვის), რომლისთვისაც თვალყურის დევნების საშუალება მშობლებსაც ექნებათ, მათ მიუვათ სატელეფონო შეტყობინება მისი შვილის აკადემიური მდგომარეობის შესახებ, სმს-ები მიუვათ მეილებზეც. გიმნაზიამ, განსხვავებით საჯარო სკოლებისგან, საკუთარი რესურსებით (რომლითაც ნამდვილად არ ვართ დალხინებული, მეტიც, სერიოზული ფინანსური პრობლემის წინაშე ვდგავართ) უზრუნველყო ყველა საჭირო ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებების მომარაგება. ცუდი არ იქნებოდა, რომ ვინმე დაინტერესებულიყო და დახმარება გაეწია ჩვენთვის. არის საკითხები, რომელთა ნაწილს პირადად ვეთანხმები, თუმცა, არასასიამოვნო შეგრძნებებს ტოვებს ჩვენთვის. ვგულისხმობ სახელმწიფოს დიფერენცირებულ მიდგომას კერძო და საჯარო სკოლების მიმართ, მაგრამ ვერაფრით დავეთანხმები ასეთ დროს, გლობალური პანდემიის პერიოდში დიფერენცირებას. კერძო სექტორში მყოფი ბავშვების უსაფრთხოება და პანდემიისგან დაცვა სახელმწიფოს ვალია! ეს ბავშვები ამ ქვეყნის მცხოვრებლები არიან! მათი მშობლები გადასახადებს იხდიან ქვეყნის ბიუჯეტში, რომლიდანაც ფინანსდება ყველა სასკოლო პროგრამა. მაშინ რა გამოდის? კერძო სკოლის მოსწავლის მშობელი ფულს იხდის იმაში, რომ ყველა პირველკლასელს, გარდა მისი შვილისა, დაურიგდეს კომპიუტერი; ყველა წარჩინებულმა საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულმა მიიღოს "ჩემი პირველი კომპიუტერი", გარდა მისი შვილისა; ყველას დაურიგეეს სასკოლო სახელმძღვანელოები (მეორე წელია კერძო სკოლების მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ურიგდებათ სახელმძღვანელოები) და არა მათ შვილებს და რითიც დავიწყე, იქ დავბრუნდები: სადეზინფექციო მარაგების შევსება დიდ თანხებს მოითხოვს! მინდა ყველა ქველმოქმედს გადავუხადო მადლობა, ვისაც სურვილი გასჩენია და კვლავ გაუჩნდება, რომ კეთილი საქმის კეთებაში მხარში დაგვიდგეს და დახმარება გაგვიწიოს", _ ამბობს ლევან გიორგაძე. დღეისთვის ლანჩხუთის სასულიერო გიმნაზიაში 230-მდე მოსწავლე სწავლობს და როგორც რექტორის მოადგილე ამბობს, აქაური ბავშვები ბედნიერი მომავლისთვის ძალიან ბევრს შრომობენ: "ტრადიციულად, ჩვენი ბავშვები აქტიური, წარმატებული და საინტერესოები არიან. ყოველწლიურად კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი სტუდენტი ხდება და წარმატებული კარიერისთვის და ბედნიერი მომავლისთვის ძალიან ბევრს შრომობენ და მიზანსაც აღწევენ. გამონაკლისები არც 2019-2020 სასწავლო წლის კურსდამთავრებულები იყვნენ _ გვყავს ერთი ოქროს და ორი ვერცხლის მედალოსანი. ასევე, სამი მათგანი სახელმწიფო დაფინანსებით, 70%-იანი გრანტით ისწავლიან. გიმნაზიელთა პირველი თაობები უკვე მშობლებად გვიბრუნდებიან სკოლაში და თავიანთი შვილების აღზრდას ისევ ჩვენ გვანდობენ", _ ამბობს გიორგაძე, რომლის სიტყვები  სასულიერო გიმნაზიის პედაგოგიურ კოლექტივზე საუბრისას ასეთია: "ჩვენ ერთი ოჯახი ვართ!", გიმნაზიაში კი 32 პედაგოგი ემსახურება მოსწავლეთა სწავლა-აღზრდის საქმეს: "დიდი გამოცდილება, უამრავი პროფესიული წარმატება და ახალგაზრდული შემართება, აქ მარტო ახალბედებს არ ვგულისხმობ, ერთად იყრის თავს ჩვენთან და ურთიერთთანადგომით ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ. მაშინ, როცა შენი კოლეგები და მეგობრები სხვადასხვა სკოლებიდან უფრო მეტს იღებენ გასამრჯელოდ (საბედნიეროდ, წელს სახელფასო თამასა გიმნაზიაშიც აიწია). რთულია, გულდადებულმა იმუშაო, კონცენტრაცია შეინარჩუნო, გული არ აგიცრუვდეს საქმეზე, მაგრამ გიმნაზიის მასწავლებლებმა არ უღალატეს უპირველეს მოვალეობას _ ბავშვის აღზრდას! რამდენიმე წავიდა სკოლიდან, რამდენიმემ სხვა სკოლაში შეითავსა სამსახური (არც ეს არის უცხო პედაგოგიური სამყაროსთვის). ჩვენ ყველას გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ და წარმატებებს ვუსურვებთ მათ. თუმცა, ამით არ დასუსტებულა კოლექტივი _ შევსებაც მივიღეთ საინტერესო ახალგაზრდების სახით. მინდა ყველა ჩემს მასწავლებელს, მეგობარს დიდი მადლობა ვუთხრა, პირველ რიგში, საქმის ერთგულებისთვის, პროფესიონალიზმისთვის და კარგი მეგობრობისთვის _ ჩვენ ერთი ოჯახი ვართ!" _ დასძენს სასწავლებლის რექტორის ... ...
  • "სიცოცხლე ჯოჯოხეთად გვექცა!""გურია ნიუსი" არაერთხელ წერდა იმ ზიანის შესახებ, რაც რეგიონს გარემოსდაცვითი კუთხით ჰესების აშენების შედეგად შეიძლება მიადგეს და ამ მხრივ არაერთი საპროტესტო აქციაც გაგვიშუქებია. თუმცა, ამჟამად ჩვენმა რედაქციამ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მცხოვრები 19 ოჯახის ერთობლივი განცხადება მიიღო. მოსახლეობა სოფლის გზაზე ჰესის მშენებლობაზე მომუშავე მძიმეწონიანი მანქანების გადაადგილებას აპროტესტებს და გზის გაკეთებას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, კი გზის გადაკეტვით და არჩევნებზე არმისვლით ემუქრება ადგილობრივ ხელისუფლებას. ხიდისთავში, "იაშვილის უბნის" მცხოვრებლები ამბობენ, სოფლის მოუწესრიგებელი გზა, ტრაილერების გადაადგილების შედეგად, მშრალ ამინდში ისე მტვერდება, მოსასხამით დადიან, რომ არ გაიბუღონ, წვიმაში კი ისე ტალახდება, გზაზე გავლა უჭირთ. მათი თქმით, მანქანების გადაადგილების შედეგად წარმოქმნილი ბიძგები სახლების ჩამონგრევის მიზეზი შეიძლება გახდეს. მოსახლეობა ამბობს იმასაც, რომ პრობლემის მოსაგვარებლად ხიდისთავში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილ წარმომადგენელს, დავით ვასაძეს მიმართეს, მაგრამ მხოლოდ დაპირება მიიღეს, რომ გზა ჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ გაკეთდება. რაც შეეხება მერის ახლად დანიშნულ წარმომადგენელს, ზურაბ მათითაიშვილს, ის მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდებს. ხიდისთაველები ამბობენ, რომ ჰესის მშენებლებიც იმავეს იმეორებენ, რადგან გზა, გაკეთების შემთხვევაში, მანქანების გადაადგილების შედეგად ისევ დაზიანდება. მოსახლეობა მიღებული დაპირების მიუხედავად შიშობს, რომ ჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ მშენებელ კომპანიას ვეღარ იპოვიან და გზის პრობლემა მოუგვარებელი დარჩება. "ხიდისთავის მოსახლეობა ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ. ჰესის მშენებლობაზე მიმავალი მძიმე წონიანი მანქანების გადაადგილების დროს სახლები ზანზარებს. ფილმში რომაა, "ცისფერი მთებში" _ "შემაქანა, შემაქანაო", ასე შექანებულები ვართ. ეკოლოგიურად გაუსაძლის პირობებში გვიწევს ცხოვრება. საშინელი მტვერი დგება. სარეცხი ვერ გაგვიფენია. ისეთი ბუღია, თითი რომ მიიტანო თვალთან, ვერ დაინახავ! წვიმის დროს ისეთი გუბეები დგება, თუ გზად ვართ და მანქანებმა გაიარეს, გვწუწავენ. გამოკრულია გაფრთხილება სიჩქარის შენელების შესახებ, მაგრამ სიჩქარეს არავინ უკლებს. ადრე ვასაძეს ვთხოვეთ და დაგვპირდნენ, რომ როცა ჰესი აშენდება, მერე გავაკეთებთო, მაგრამ ადამიანები არ ვართ? დაინგრეს სახლები? სიცოცხლე ჯოჯოხეთად გვექცა. მაგათი წყალობით აწი კალმახი აღარ იქნება წყალში, ამით დამთავრდება გუბაზეულის სიცოცხლე! ჩვენ რა ვქნათ? ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? მერის წარმომადგენელი, ზურაბ მათითაიშვილი ამბობს, მოვითმინოთო. ჰიტლერი ამბობდა, "დაწერეთ ყველაფერი ქაღალდზე. ოღონდ სასურველ მიზანს მივაღწიოთ, ქაღალდი კი ყოველთვის დაიწვება და დაიხევაო". ეგენი მემორანდუმს შეასრულებენ? ან ვინ მოთხოვს პასუხს? ეს კაშხალი რომ დაინგრეს, ჩაიძირება მთელი სოფელი. ისე ვართ გამწარებულები, გზის გადაკეტვას ვაპირებთ. უკვე რამდენიმე წელიწადია ვითმენთ და ვეღარ მოვითმენთ. არჩევნების დროს შეიძლება ბოიკოტი გამოვაცხადოთ. ჰესის მშენებლობა რომ დასრულდება, ჩვენ მაგათ ვეღარსად ვიპოვით. ამბობენ, ჩვენ რომ ახლა გზა გავაკეთოთ, მალე გაფუჭდებაო. ხიდისთავში მოსვლამდე, საიდანაც კი ამოდიან _ ჩაისუბნის, ჩოხატაურის, სამტრედიის, ოზურგეთის გზა არ გაფუჭებულა, რაღა მაინცდამაინც გზის ეს მონაკვეთი გაფუჭდება?! წყლის "ტრუბები" რომ სკდება მანქანების სიარულისგან, აკეთებენ, მაგრამ გზის დასხმაა აუცილებელი. ის მონაკვეთი, რის მოწესრიგებასაც ჩვენ ვითხოვთ, ნახევარი კილომეტრიც არ არის და რა გახდა ამის გაკეთება?! შეწუხებულია 19 ოჯახი. დაინგრევა სახლები და დაგვემხობა თავზე. ჩავივლით მერის ირაკლი კუჭავას სახლთან ჯაყჯაყით და თუ გაუძლებს, ვნახოთ. ხმას კი არა სიკვდილს მივცემთ მაგათ! ორი წელია, ვითმენთ. ადამიანების ასე მასხრად აგდება როგორ შეიძლება?!" _ ამბობენ ხიდისთაველები. "გურია ნიუსმა" აღნიშნულ საკითხზე პასუხის მიღება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერისგან სცადა, მაგრამ ირაკლი კუჭავამ არც სატელეფონო ზარს და არც სმს შეტყობინებას არ უპასუხა. მერის პრესსამსახურის თქმით კი, კუჭავა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებას ჯერ არ აპირებს. შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლებისგან პასუხი კითხვაზე _ თუ როდის იგეგმება გზის მოწესრიგება აღნიშნულ მონაკვეთზე, ვერ მივიღეთ. ჰესის მშენებელ კომპანიაში კი ამბობენ, რომ ადგილობრივ მოსახლეობასა და მათ შორის მემორანდუმია გაფორმებული, რაც კომპანიის მხრიდან სოფელში წამოჭრილი პრობლემების მოგვარებას გულისხმობს. მშენებელი კომპანიის "ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას" დამფუძნებელი და პროექტის მენეჯერი დავით ხაჩიძე გვეუბნება, რომ მემორანდუმი ძალაში გასული წლის სექტემბრიდან შევიდა და როგორც ხელშეკრულების დადების პერიოდში, ასევე, მას შემდეგაც, აქტიურად მიმდინარეობს სოფლის წარმომადგენლებთან საუბარი. ხაჩიძის თქმით, გზა გადასაადგილებლად ნორმალურია, სრული მოწესრიგება კი ჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ იგეგმება და ახლა აზრი არ აქვს. თუმცა, კომპანია მოსახლეობის მოთხოვნაში გარკვევას და მის მოგვარებას ეცდება: "სოფელი გვესაუბრება და ვესაუბრებით, ის პატარ-პატარა პრობლემები, რაც არის, დავუშვათ _ მტვერი, ტალახი, წყლის მილების დაზიანება, ამ საკითხებზე ღიად ვსაუბრობთ. ამ საუბრებმა და ამ პრობლემებმა მოგვცა საშუალება, რომ ფორმალური შეთანხმება გავაკეთეთ ერთმანეთთან. ჩვენც გამოვთქვით მზაობა, რომ ჩვენი მხრიდან აღმოვუჩინოთ სოფელს დახმარება, რასაც შევძლებთ ფინანსური თუ ტექნიკური მიმართულებით. პრობლემებზე შევჯერდით ერთად, ჩამოვწერეთ და გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს ფონდისთვის თანხის გადაცემას და სოფელი, თავისი პრიორიტეტების შესაბამისად, ახორციელებს ამ თანხების ათვისებას. ხელშეკრულება არის უვადო და მზად ვართ, სოფელს დავეხმაროთ. ასევე, სოფელმა გამოხატა მზაობა, რომ იქნება ჩვენ გვერდით და პროექტი არ შეფერხდება. შარშან სექტემბრიდან მემორანდუმი უკვე ძალაშია. მემორანდუმში მონაწილეობს თითქმის ყველა ადამიანი. გზა დაზიანებული არ არის _ პირიქით, რაც იყო, იმაზე უკეთაა აღდგენილი. მსუბუქი მანქანები ადიან ობიექტამდე. გზა რომ იყოს დაზიანებული, ჩვენ თვითონ ვერ ვიმუშავებდით. რას გულისხმობს მოსახლეობა ამ დაზიანებაში, არ ვიცი. გზა კარგ მდგომარეობაშია, მოხრეშილია, ორმოები არ არის. როცა ჰესის მშენებლობა დასრულდება კიდევ უფრო მოწესრიგდება და კარგ მდგომარეობაში დარჩება სოფელს. ახლა ამ გზის კაპიტალურად შეკეთებას აზრი არ აქვს, რადგან ისევ დაზიანდება. სხვა შემთხვევაში, გზა ფუნქციონირებს თავიდან ბოლომდე. ამ საკითხზე ველაპარაკეთ მოსახლეობას. მათ იციან, რომ იმ ნაწილში გზა ჰესის მშენებლობის შემდეგ აღდგება ისე, როგორც უნდა იყოს სტანდარტებში. ამ 19 მოსახლის საჩივარს აუცილებლობად განვიხილავთ. არ ყოფილა შემთხვევა, ჩვენსა და სოფელს შორის რაიმე პრობლემა შექმნილიყო, რომელიც არ მოგვარებულიყო", _ ამბობს ხაჩიძე. ა(ა)იპ საქველმოქმედო ფონდი "ოცხანას" თავმჯდომარე გიგა ფრუიძე გვეუბნება, რომ გზისპირა მოსახლეობა წუხდება მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების მოძრაობით. სოფლისთვის ცნობილია, რომ კომპანიამ განსაზღვრა ამ პრობლემის მოგვარების ვადა, რომ უპრობლემოდ დასრულდეს ჰესის მშენებლობა და ამჟამად მემორანდუმით გათვალისწინებული თანხა ეკლესიის მშენებლობას ხმარდება: "ჩვენ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია საქველმოქმედო ფონდი "ოცხანა", რომლის დამფუძნებლები არიან ხიდისთაველები, წევრები კი მთელი თემის მოსახლეობა. წევრობისთვის ფონდი დღესაც ღიაა. მისი თავდაპირველი დანიშნულება იყო შემოწირული თანხებით ეკლესიის მშენებლობის ორგანიზება და გამჭვირვალედ ხარჯვა. აღნიშნული მშენებლობის ხარჯის ძირითადი შემომწირველია ხიდისთავის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი მდინარე საშუალას ხეობაში ჰესების მშენებარე კომპანია შპს "ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯია’’. შემდეგ სოფელსა და კომპანიას შორის წარმოიშვა მემორანდუმის გაფორმების სურვილი და ჩვენი ფონდი გახდა კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმის მხარე. აღნიშნული მემორანდუმით კომპანია ჰესის ფუნქციონირების პერიოდში, ე. ი. უვადოდ, სოფელს ყოველწლიურად გადასცემს 50 000 ლარს მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის. აღნიშნული თანხის ხარჯვის პრიორიტეტს განსაზღვრავს ფონდის წევრები, რომელიც, თავის მხრივ, არის სოფლის მოსახლეობა. ამჟამად ეს პრიორიტეტი არის ეკლესიის მშენებლობა. ფონდი უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას კომპანიის შემოწირული თანხის ხარჯვის შესახებ და დასახული პრიორიტეტის შესრულების ორგანიზებას. ამასთან, ფონდმა ხელი უნდა შეუწყოს კომპანიისა და მოსახლეობის კომუნიკაციას, გააცნოს მოსახლეობას კომპანიის საქმიანობა და ხელი შეუწყოს სოფელსა და კომპანიას შორის წამოჭრილი დავების მოგვარებას, მშენებლობის შეფერხების გარეშე. ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ შემიძლია გითხრათ, რომ ჰესის მშენებლობაზე მისასვლელი გზა გადის სოფელზე. რა თქმა უნდა, მოსახლეობა წუხდება მძიმეწონიანი სატვირთო ავტომობილების მოძრაობით, რომელიც, ასევე, აზიანებს გზის საფარს. განსაკუთრებით წუხდება გზისპირა მოსახლეობა. თუმცა, სოფლისთვის ცნობილია, რომ კომპანიამ განსაზღვრა ამ პრობლემის მოგვარების ვადა ისე, რომ უპრობლემოდ დასრულდეს ჰესის მშენებლობის პროცესი და მაქსიმალურად გაითვალისწინონ შენების პროცესში მოსახლეობის მოთხოვნა. ისინი არ გაურბიან მათ ვალდებულებებს. ახლა ჩვენთვის თქვენგან გახდა ცნობილი ამ საკითხის ისევ დადგომის შესახებ ინფორმაცია, ჩვენ შევხვდებით მოსახლეობას და ამ შემთხვევაშიც ურთიერთთანამშრომლობით მოვაგვარებთ აღნიშნულ საკითხს", _ ამბობს ფრუიძე. იმის გარკვევა, რა ეტაპზეა ჰესის მშენებლობა, დაახლოებით, რამდენი მოსახლის უზრუნველყოფა იქნება შესაძლებელი ელექტროენერგიით მშენებლობის დასრულების შემდეგ, გათვლილია თუ არა ჰესის დაზიანების შემთხვევაში რისკები, თუ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს მოსახლეობას, გარემოს, მდინარეს ან სულაც მდინარეში წყლის დონის დაწევა ხომ არ არის მოსალოდნელი, ისევ "ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიას" დამფუძნებელ და პროექტის მენეჯერთან ვცადეთ. როგორც დავით ხაჩიძე გვპასუხობს, ჰესი ორკასკადიანი იქნება, აქედან 1 უკვე აშენებულია, ხოლო მეორე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. მშენებლობის პროცესში გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად მონიტორინგი მიმდინარეობს: "ჰესის განვითარება დაიწყო 2013 წლიდან. დაპროექტდა, გაიარა ყველა შესაბამისი პროცედურა და 2018 წლის მაისში დაიწყო მშენებლობა. არის ორი კასკადი ანუ ორი ჰესი _ 4.8 და 7.6 მეგავატი სიმძლავრის. "ჰესი 2"-ის მშენებლობა დასრულებულია და მუშაობს გასული წლის ოქტომბრიდან. "ჰესი 1"-ის _ ზედა კასკადის მშენებლობა დასრულდება წლის ბოლომდე. ჰესი ჩართულია ერთიან ენერგოქსელში და მარაგდება კონკრეტულად ის ადგილები, რომლის მომარაგებასაც სისტემა ითხოვს. ერთი ჰესი, რომელიც ახლა გაშვებულია, უხეშად რომ ვთქვათ, 2 500 ოჯახს ამარაგებს. მეორე ჰესი, რომელიც ახლა გაეშვება, 4 000 ოჯახს მოამარაგებს", _ ამბობს ხაჩიძე. მისი თქმით, ჰესის კაშხლის სიმაღლე 5 მეტრია და მასში წყალი არ გროვდება. შესაბამისად, დაზიანების შემთხვევაში, მდინარეში წყლის დონის მომატების საფრთხე არ არსებობს: "სულ არის 5 მეტრი სიმაღლის ნაგებობები და დაცულია ყველანაირი სტანდარტი. ასეთი კლასის კაშხალს, დაზიანების შემთხვევაში, არანაირი რისკი არ მოაქვს. კაშხალი არის პატარა და შეტბორვა შიგნით არ არის. მდინარე არხისებურად შემოდის. იქ წყლის რაოდენობა არ გროვდება. როგორც წესი, ასეთი პატარა ზომის კაშხლები არ ზიანდება, მაგრამ მაინც, რაიმე რომ მოხდეს, გამორიცხულია წყლის დონის აწევა მდინარეში",_ გვპასუხობს ხაჩიძე. იგი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც ჰესის მშენებლობა დაიწყო, პერიოდულად ტარდება მონიტორინგი და მშენებლობის შედეგად ბიომრავალფეროვნებას, თევზის სახეობებს და წყლის დონეს არანაირი საფრთხე არ ემუქრება: "ჩატარებულია შესაბამისი კვლევები გარემოზე ზემოქმედების მხრივ. თევზის გადაადგილებას არანაირი პრობლემა არ ექმნება. მდინარის იმ მონაკვეთში დარჩენილია იმ რაოდენობის წყალი, რასაც მოითხოვს სტანდარტი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმაზე მეტიც. პერიოდულად ტარდება მონიტორინგი. ჩამოდიან შესაბამისი სამსახურები და იკვლევენ ბიომრავალფეროვნებას, აკვირდებიან თევზის გადაადგილებებს. ამზადებენ რეპორტებს და აბარებენ შესაბამის სახელმწიფო უწყებებში. ასევე, დამონტაჟებულია წყლის ხარჯთმზომები, რომელიც აღრიცხავს წყლის რაოდენობას კალაპოტში, რას შეესაბამება სტანდარტებს. ასე რომ, გარემოზე ზემოქმედების სისტემატურად ვაკვირდებით", _ ამბობს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...