"გამწარებული ვარ!" _ ვინ უნდა მოაგვაროს მოქალაქის პრობლემა

საზოგადოება

"გამწარებული ვარ!" _ ვინ უნდა მოაგვაროს მოქალაქის პრობლემა

28 ოქტ. 2020, 15:08:15

ედვარდ კალანდაძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მშენებარე ეკლესიის სიახლოვეს ცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის წევრები 85 წლის მამაკაცს სთხოვენ საცხოვრებლად მათთან, ქალაქში გადავიდეს, ბატონი ედვარდი არ თანხმდება _ ის გვეუბნება, რომ მშობლიურ კუთხეს ვერ მიატოვებს.

ჩვენი ასაკოვანი რესპონდენტი მხნედ გამოიყურება, მაგრამ ვერ ახერხებს გაჩუმებას სატკივარზე, რომელიც წლებია, აწუხებს.

მისი პრობლემა ძლიერი წვიმის დროს ეზოს დატბორვაა და როგორც გვიყვება, ადიდებული წყალი, რომელიც გზას მიჰყვება, რადგან სანიაღვრე არხებში გასვლას ვერ ახერხებს, მის ეზოში ჩადის. ეტბორება ბოსტანი, ერთხელ სარდაფიც დატბორვია და, როგორც გვითხრეს, წყლის ამოტუმბვაში მეზობლები დაეხმარნენ.

"მარტო ცხოვრება რთულია, მაგრამ აქ ისე ვარ მიჩვეული, ქალაქში წასვლა არ მინდა. არსად არ წავალ, აქაურობას ვერ მოვშორდები. ვაშლი მაქვს, მსხალი მაქვს, ყველა სახის ხილი მაქვს ეზოში. წიწილებს ვზრდი, თავს ვიქცევ, მაგრამ ამ ღვარმა შემაწუხა და მეც სხვას ვაწუხებ. წყალი ნუ ჩამომივა _ ამას ვითხოვ", _ გვეუბნება ედვარდ კალანდაძე.

მისი თქმით, ძლიერი წვიმის დროს გზიდან მოდის ღვარი და ეზოს ტბორავს: "ყოველი ძლიერი წვიმის დროს გამწარებული ვარ. წყალი მოდის ზემოდან, მოყვება მანქანის კვალს. სანიაღვრე ფილები ჩადგეს, მაგრამ არ ჩადის წყალი იქ, გზაზე გადმოდის და ჩემს ეზოში ჩამოდის. ცოტა ხნის წინ ისეთი წვიმა მოვიდა, წყალი სარდაფში შევიდა. მეზობლები დამეხმარნენ და გავწმინდეთ.

წვიმის დროს რომ მოხვიდეთ, ნახავთ, რომ ავტომობილები ტალახს ჭიშკარს ასხამენ. მეორე წელია, რაც ჩოხატაურის მერს გაკეთებას ვთხოვ. მერის არჩევნების პერიოდი იყო, როცა ირაკლი კუჭავა ვნახე და ჩემი პრობლემის შესახებ ვუამბე. მან მითხრა, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ დამეხმარებოდა. დაპირება დაპირებად რომ დარჩა, მივედი და წერილობით ვთხოვე ბატონ მერს დახმარება.

განცხადების პასუხად მივიღე წერილობით გზავნილი, რომელიც ფოსტით მოვიდა და წერია:

"თქვენი 2019 წლის 10 ოქტომბრის #7653 განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ თქვენი განცხადება განხილულია. აღნიშნული საკითხის ადგილზე შესწავლის მიზნით მუნიციპალიტეტი გამოყოფს კომისიას, რის შემდეგაც მიღებული იქნება ადეკვატური გადაწყვეტილება".

ამის მიუხედავად, არანაირი რეაგირება არ მომხდარა. აღარავინ მოსულა. ჰესის მშენებლობის დასრულებას და გზის გაკეთებას ელოდებიან, მაგრამ მანამდე, იქნებ, წყალმა წამიღოს ან აღარ ვიყო ცოცხალი.

ის მწყინს, რომ ამ ხნის კაცი მივედი და ელემენტარული ყურადღება ხომ უნდა მომაქციოს? ან მითხრას, რომ ვერ აკეთებს. ვერ მოიცალა თუ ტექნიკა არ აქვს?"

ცნობისთვის, გზის ის მონაკვეთი, რომელზეც ბატონი ედვარდის საცხოვრებელი სახლი მდებარეობს, იმ მანქანების გადაადგილების მარშრუტია, რომლებიც ჰესის მშენებლობაზე ყოველდღე დადიან.

როგორც ცოტა ხნის წინ "გურია ნიუსი" წერდა, მოსახლეობა გზის გაკეთებას ითხოვს, რადგან ეშინიათ, რომ ჰესის მშენებლობის დასრულების შემდეგ მშენებელი კომპანია შეთანხმებას დაარღვევს.

მოსახლეობასა და ჰესის მშენებელ კომპანიას შორის დადებული მემორანდუმის მიხედვით კი გზა, რომელიც მანქანების გადაადგილების შედეგად გაფუჭდა, მშენებლობის დასრულების შემდეგ კაპიტალურად უნდა გაკეთდეს.

ბატონი ედვარდის თქმით, ამ ეტაპზე გზის გაუკეთებლობის მიზეზად ის სახელდება, რომ გზის მოწესრიგების შემთხვევაში, ჰესის მშენებლობაზე მიმავალი მანქანების გადაადგილება გზას ისევ დააზიანებს:

"მითხრეს, რომ ახლა გზა რომ გავაკეთოთ, დიდი მანქანები მაინც გააფუჭებსო. ვიდრე ჩემს სახლამდე მოვლენ, სადაც გადაადგილდებიან ეს სამშენებლო მანქანები, იქ თუ არ ჩავარდა გზა, აქ რატომ ჩავარდება მაინცდამაინც? ასფალტს არ ვითხოვ _ მდინარე ნუ ჩამომივა ეზოში", _ გვეუბნება ედვარდ კალანდაძე.

ბატონი ედვარდის პრობლემის შესახებ სასაუბროდ ჩვენ დაკავშირება მუნიციპალიტეტის მერთან ვცადეთ, თუმცა, პრესსამსახურმა თემში ახლადდანიშნულ მერის წარმომადგენელთან, ზურაბ მათითაიშვილთან გადაგვამისამართა.

ცნობისთვის, "გურია ნიუსმა" ხიდისთავში არსებულ გზის ამ მონაკვეთის შესახებ პასუხის მიღება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერისგან ადრეც სცადა, მაგრამ ირაკლი კუჭავამ არც სატელეფონო ზარზე და არც სმს შეტყობინებაზე არ გვიპასუხა.

მერის პრესსამსახურის თქმით კი, ირაკლი კუჭავა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთებას ჯერ არ აპირებს. შესაბამისად, ადგილობრივი ხელისუფლებისგან პასუხი კითხვაზე _ თუ როდის იგეგმება გზის მოწესრიგება აღნიშნულ მონაკვეთზე, ვერ მივიღეთ.

სოფელ ხიდისთავში მერის წარმომადგენლის ზურაბ მათითაიშვილის თქმით, ბატონი ედვარდის პრობლემა იქამდე ვერ მოგვარდება, ვიდრე ჰესის მშენებლობა არ დასრულდება, რადგან პრობლემის გადასაჭრელად გზის კაპიტალურად გაკეთება და სანიაღვრე სისტემის მოწესრიგებაა საჭირო:

"სოფელს აქვს გაფორმებული ჰესთან მემორანდუმი, მემორანდუმის თანახმად, ჰესი ვალდებულია, უახლოეს ხანებში, როცა დასრულდება მშენებლობა, კაპიტალურად გააკეთოს გზა თავისი სანიაღვარე არხით და ყველაფრით. ადრე გავაკეთეთ სანიაღვრე, მაგრამ მაინც არ იმუშავა რადგან უნდა კაპიტალურად გაკეთება და ამას გააკეთებს ჰესის მეპატრონეები, იმიტომ რომ ამ მანქანებმა დააზიანეს გზა. ამიტომ ვართ გაჩერებულები და ეს ბატონ ედვარდსაც ავუხსენით.

ამ მემორანდუმის თანახმად, სოფელს აქვს ვალდებულებები ჰესთან მიმართებაში, ველოდებით მშენებლობის დასრულებას და ეს პრობლემაც გადაჭრილი იქნება. ეს პრობლემა მთლიანობაში უნდა მოწესრიგდეს და ჰესი ამაზე თანახმაა და გააკეთებს, როგორც კი დასრულდება მშენებლობა", _ გვითხრა მათითაიშვილმა.

მისი თქმით, ჰესის მშენებლობა წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს:

როგორც მათითაიშვილი ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, მერია ედვარდ კალანდაძის საცხოვრებელი სახლის ირგვლივ არსებულ პრობლემას ადგილზე გაეცნობა და თუ შესაძლებელი იქნება, ჰესის დასრულებამდე საკუთარი ძალებით დაეხმარება:

"გავეცნობით ადგილზე სიტუაციას და თუ რამე ჩვენი ძალებით იქნება შესაძლებელი, დავეხმარებით, მაგრამ ეს იქნება დროებით გაკეთებული", _ თქვა ზურაბ მათითაიშვილმა.




 ახალი ამბები
  • ნიკა გვარამია: არ გამოვიდა ჩემზე, დაიწყეს რეპრესიები ტელევიზიაზე"არ გამოვიდა ჩემზე, დაიწყეს რეპრესიები ტელევიზიაზე", _ ამის შესახებ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. "მარეგულირებელმა კომისიამ “მთავარი არხი” 58 000 ლარით დააჯარიმა, იმ კლიპების გამო, რომელიც 6-7 ნოემბერს გავიდა - ხმის ქურდები და რამიშვილი-ნაცვლიშვილის დიალოგი. არგუმენტი- ამ პერიოდში არ გქონდათ პოლიტიკური რეკლამის განთავსების უფლებაო. მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და გვქონდა გაშვების უფლება წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს “საარჩევნო კოდექსი”. კოდექსში შესაბამისი მუხლი ვერ მოძებნეს და “მაუწყებლობის კანონით” დაგვაჯარიმეს. დაჯარიმებისთვის გამოყენებული მუხლის მიხედვითაც კი შეეძლოთ 5000 ლარით დაჯარიმება, მაგრამ დაგვაჯარიმეს 58.000-ით. წახვალ და სასამართლოში უჩივლებ თუ რა?", _ წერს ... ...
  • "ძალ-ღონეს არ დავიშურებ, ვიზრუნო შშმ პირთა უფლებების დაცვაზე" _ ვასილ ჩიგოგიძე (R)გურიის მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის მიერ რეგიონში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საქველმოქმედო პროგრამა განხორციელდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ოზურგეთში, ლანჩხუთში და ჩოხატაურში 200 ოჯახს საკვები პროდუქტები დაურიგდა. „ჩვენი ხელისუფლების მხრიდან შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და კიდევ უამრავი კარგი პროექტი განხორციელდება. მჯერა, ერთიანი ძალისხმევით მრავალ სასიკეთო ცვლილებას განვახორციელებთ, ჩემი მხრიდან ძალ-ღონეს არ დავიშურებ ვიზრუნო შშმ პირთა უფლებების დაცვაზე. ვულოცავ მათ დღევანდელ დღეს, ვუსურვებ ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს“, - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ. ... ...
  • მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 58 000 ლარით დააჯარიმამარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 58 000 ლარით დააჯარიმა. მიზეზად კომისიამ 6-7 ნოემბერს ეთერში გასული კლიპები დაასახელა და განაცხადა, რომ ტელევიზიას ამ პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გაშვების უფლება არ ჰქონდა, _აღნიშნულის შესახებ განცხადებას მთავარი არხი ავრცელებს. "წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს “საარჩევნო კოდექსი”. კოდექსში შესაბამისი მუხლი ვერ მოძებნეს და “მაუწყებლობის კანონით” დაგვაჯარიმეს. დაჯარიმებისთვის გამოყენებული მუხლის მიხედვით, კი შეძლოთ 5000 ლარით დაჯარიმება, მაგრამ დაგვაჯარიმეს 58.000-ით", - წერს არიხს იურისტი, თამთა მურადაშვილი. თამთა მურადაშვილის თქმით, გადაწყვეტილება სრულიად უკანონოა და მარეგულირებელმა იმ მუხლის მიხედვით, რომლითაც დაჯარიმება ახსნა სანქციის მაქსიმალური ოდენობა 58 ათასი ლარი გამოიყენა, მაშინ, როცა მინიმალური თანხა 5 ათასია. "ეს არის კრიტიკული მედიის დემონსტრაციული დასჯა იმ პოლიტიკური რეკლამების გამო რომლის შინაარსიც არ მოეწონათ", - ამბობს თამთა მურადაშვილი. გადაწყვეტილებას "მთავარი არხი" სასამართლოში გაასაჩივრებს.მარეგულირებელმა კომისიამ "მთავარი არხი" 58 000 ლარით დააჯარიმა. მიზეზად კომისიამ 6-7 ნოემბერს ეთერში გასული კლიპები დაასახელა და განაცხადა, რომ ტელევიზიას ამ პერიოდში პოლიტიკური რეკლამის გაშვების უფლება არ ჰქონდა. "წინასაარჩევნო პერიოდში მოქმედებს “საარჩევნო კოდექსი”. კოდექსში შესაბამისი მუხლი ვერ მოძებნეს და “მაუწყებლობის კანონით” დაგვაჯარიმეს. დაჯარიმებისთვის გამოყენებული მუხლის მიხედვით, კი შეძლოთ 5000 ლარით დაჯარიმება, მაგრამ დაგვაჯარიმეს 58.000-ით", - წერს არიხს იურისტი, თამთა მურადაშვილი. თამთა მურადაშვილის თქმით, გადაწყვეტილება სრულიად უკანონოა და მარეგულირებელმა იმ მუხლის მიხედვით, რომლითაც დაჯარიმება ახსნა სანქციის მაქსიმალური ოდენობა 58 ათასი ლარი გამოიყენა, მაშინ, როცა მინიმალური თანხა 5 ათასია. "ეს არის კრიტიკული მედიის დემონსტრაციული დასჯა იმ პოლიტიკური რეკლამების გამო რომლის შინაარსიც არ მოეწონათ", - ამბობს თამთა მურადაშვილი. გადაწყვეტილებას "მთავარი არხი" სასამართლოში გაასაჩივრებს. წყარო: ... ...
  • შშმ ბავშვებს პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ცხელი ხაზი მოემსახურებაკორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, ცხელი ხაზი - 111 შშმ ბავშვებს მოემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცხელი ხაზი ბავშვებს, მათ შორის შშმ ბავშვებსა და მათ მშობლებს კორონავირუსთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე გაუწევს კონსულტაციას. 111-ის ოპერატორები, ყველა შეტყობინებას დაამუშავებენ და რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებს ჩართავენ. კოვიდ-19-თან დაკავშირებულ შშმ ბავშვების ყველა საჭიროებას ჯანდაცვის სამინისტროს ცენტრალური ონლაინ კლინიკა განიხილავს. ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი - 111 გაზაფხულიდან მოქმედებს და ... ...
  • არასრულწლოვანი შვილის და შვილის მეგობრის მიმართ გარყვნილი ქმედების გამო კაცი დააკავესპოლიციამ გარყვნილი ქმედების ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული გ.გ., დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 5-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თავისი არასრულწლოვანი შვილის და შვილის თანატოლი მეგობრების მიმართ სჩადიოდა გარყვნილ ქმედებებს, რომელთა ნაწილის ვიდეოგადაღებასაც ახორციელებდა. აღნიშნული ვიდეოჩანაწერები საქმეში წარმოდგენილია ნივთმტკიცების სახით. ასევე დადგენილია, რომ გ.გ.-ს არასრულწლოვნებთან სექსუალური ხასიათის მიმოწერა ჰქონდა. პოლიცია განაგრძობს საგამოძიებო მოქმედებებს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არასრულწლოვნების გამოკვეთა-დადგენის მიზნით. გამოძიება დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...