განათლების სამინისტრო მშობლებს მიმართავს


საზოგადოება

განათლების სამინისტრო მშობლებს მიმართავს

25 მარ. 2020, 19:17:44

განათლების სამინისტრო კორონავირუსის გამო შექმნილ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, მშობლებს რეკომენდაციებს სთავაზობს. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ რეკომენდაციებშია აღნიშნული, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, მშობლებმა შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ გამოხატონ უიმედობა.

„სკოლების უმეტესობა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადაერთო საჯარო და კერძო სექტორიც. შედეგად, მშობლებისა და ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება შეიცვალა. ახალ გამოწვევებთან გამკლავების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი მშობლებს სთავაზობს რეკომენდაციებს, რომლებიც მათ დაეხმარება, გაუმკლავდნენ შექმნილ ვითარებას. შეინარჩუნეთ სიმშვიდე - არ გამოხატოთ შფოთვა და უიმედობა, ბავშვების თანდასწრებით. ისეთ უჩვეულო ვითარებაში, როგორიც დღეს მთელ მსოფლიოში და ჩვენ ქვეყანაში გვაქვს, ბავშვები და მოზარდები, ძირითადად, მშობელთა ქცევებიდან გამომდინარე რეაგირებენ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ზრდასრულებმა საკუთარ ემოციურ მდგომარეობაზე იზრუნონ; დღის განმავლობაში, დაუთმეთ გარკვეული დრო საკუთარ თავს; დაკავდით თქვენთვის საინტერესო აქტივობით: იკითხეთ წიგნები, უყურეთ ფილმებს; შეინარჩუნეთ ონლაინ-კონტაქტი სხვა მშობლებთან - გაუზიარეთ აზრები და გამოცდილება, თუ რით შეიძლება დაკავდეთ სახლში და გაართოთ ბავშვები; ეს ყველაფერი იზოლაციის განცდას შეამცირებს და ემოციების მართვაში დაგეხმარებათ.

შეადგინეთ კვირის გეგმა - გაუწერეთ ბავშვებს კონკრეტული აქტივობები, დაწყებისა და დასრულების დროების მითითებით, მათ შორის, აუცილებლად განუსაზღვრეთ შესვენების დროც.

ცხრილი უნდა მოიცავდეს როგორც სასწავლო, ისე გასართობ აქტივობებს. სასურველია, ეს ყოველივე წარმოდგენილი იყოს ვიზუალურად, ადვილად აღსაქმელი ფორმით (მაგ: თვალსაჩინო ადგილას გამოკრულ ფორმატზე, ცხრილის სახით). ამით დაეხმარებით ბავშვებს მიზნებზე ფოკუსირებასა და დროის ნაყოფიერად განაწილებაში. ყოველდღიური რეჟიმის შექმნით, გარკვეულწილად შეინარჩუნებთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს და შეამცირებთ ბავშვის სტრესტის დონეს. გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია ძილის იმ რეჟიმის შენარჩუნება, რაც ბავშვს აქამდე ჰქონდა - მან უნდა დაიძინოს და გაიღვიძოს ჩვეულებისამებრ, იმავე საათებში, როგორც ეს სკოლაში სიარულის დროს ხდებოდა.

გაწერილი გრაფიკი უნდა იყოს დაცული როგორც ბავშვის, ისე ოჯახის სხვა წევრების მხრიდან. მოუსმინეთ ბავშვებს- მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ აღიქვამს ბავშვი მიმდინარე მოვლენებს, რას ფიქრობს, რა აშფოთებს ან ამშვიდებს. გახსოვდეთ, რომ ის შეიძლება იყოს დაბნეული და გაურკვევლობაში. აუხსენით, რომ ასეთ დროს, კითხვების დასმა აუცილებელია. შესაძლოა, მან ისეთი შეკითხვები დაგისვათ, რაზეც პასუხი არ გაქვთ. არ გაუკეთოთ მას იგნორირება. უთხარით, რომ ეს საინტერესო საკითხია, იფიქრებთ და როგორც კი პასუხს მოიძიებთ, მაშინვე უპასუხებთ. ნუ მიაწვდით მცდარ ინფორმაციას. ეცადეთ, მშვიდად, მისთვის გასაგებ ენაზე, ასაკისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აუხსნათ ვირუსთან დაკავშირებული ფაქტები. ესაუბრეთ ჰიგიენის დაცვის წესების აუცილებლობაზე და ეს ყველაფერი გააკეთეთ სახალისო ფორმით, შეშინებისა და დაძაბულობის გარეშე. უთხარით, რომ თქვენ მათ გვერდით ხართ- შექმნილმა უჩვეულო სიტუაციამ, შესაძლოა, ბავშვში ძლიერი შფოთვა გამოიწვიოს. ბავშვები და მოზარდები სტრესზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ: ზოგიერთმა, შესაძლოა, მაშინვე გამოხატოს ნერვიულობა, ზოგმა კი - გარკვეული პერიოდის შემდეგ. ასევე, ზოგიერთი ბავშვი აშკარად გამოხატავს დაძაბულობას, ზოგი კი - საკუთარ თავში იკეტება და „ჩუმად“ განიცდის. ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა, ყურადღებით იყოთ, არ გამოგრჩეთ შეცვლილი ქცევები და ემოციები.

გახსოვდეთ, რომ ასეთი სიმპტომები, არსებულ მდგომარეობაში, აბსოლუტურად ნორმალურია. აუხსენით ბავშვებსაც, რომ მათი განცდები სრულიად შეესაბამება შექმნილ სიტუაციას, თქვენ მათ გვერდით ხართ და მათი გესმით.

ბავშვებს სჭირდებათ ყურადღება- როგორი დატვირთულიც უნდა იყოთ სამსახურისა თუ სახლის საქმეებით, დღის განმავლობაში, გამოყავით გარკვეული დრო ბავშვებისთვის. დაკავდით საერთო სახალისო საქმიანობით - მოაწყვეთ ოჯახური საღამოები, დისკოთეკა, კარაოკე, ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, ხატეთ, გამოძერწეთ ერთად, დაათვალიერეთ ძველი ოჯახური ალბომები, დაიწყეთ დილის გამამხნევებელი ვარჯიშები და, რაც მთავარია, ბევრი იცინეთ. შეამცირეთ გაჯეტებთან ურთიერთობა- დისტანციური სწავლებიდან გამომდინარე, ბავშვებს ისედაც დიდი დოზით უწევთ ეკრანთან მუშაობა. ამიტომ შეეცადეთ, აკონტროლოთ, რას აკეთებს კომპიუტერში/ტელეფონში. დაეხმარეთ წიგნიერების ამაღლებაში: ერთად შეარჩიეთ მისთვის საინტერესო წიგნი; წაიკითხეთ ხმამაღლა ან უსმინეთ აუდიო-ვერსიას; იმსჯელეთ წაკითხულის შესახებ; დაახასიათეთ მთავარი გმირები, ისაუბრეთ მათ ქცევებსა და ემოციებზე; ინდივიდუალურად დაწერეთ წაკითხულის მოკლე შეჯამება და გაუზიარეთ ერთმანეთს. ჩაერთეთ მთელი ოჯახი - სთხოვეთ დახმარება ოჯახის სხვა წევრებსაც.

თუ ატყობთ, რომ თქვენც გიჭირთ შექმნილ სიტუაციასთან გამკლავება, რაც, თავისთავად, ბავშვზეც უარყოფითად აისახება, მიმართეთ სპეციალისტს, ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ცხელი ხაზის მეშვეობით. ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის 24 საათიანი ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88 Skype-კონსულტაცია: საჭიროების შემთხვევაში, 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს და 13 წლის ზემოთ ასაკის ბენეფიციარებს ფსიქოლოგების მიერ უტარდებათ ონლაინ-კონსულტაცია, Skype-ის მეშვეობით. Skype-ის მისამართია: pscenter, - ნათქვამია გავრცელებულ რეკომენდაციებში.




 ახალი ამბები
  • 21 წლის მამაკაცი ჩამომხრჩვალი ნახეს21 წლის მამაკაცი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჩამომხრჩვალი ნახეს. ტრაგედია თელავში, სოფელ ბუშეტში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"  მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში, ივანე გობეჯიშვილმა დაუდასტურა. "პატიოსანი ახალგაზრდა იყო. არვიცი რა გახდა ტრაგედიის მიზეზი",-ამბობს გობეჯიშვილი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით ... ...
  • გურიაში საერთაშორისო პროექტის „ევროპული სოლიდარობის დღეები პრეილში“ დასკვნითი შეხვედრა გაიმართა (R)გურიის რეგიონში საერთაშორისო  პროექტის „ევროპული სოლიდარობის დღეები პრეილში“ დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, სადაც  მრავალმხრივი პარტნიორული ურთიერთობების განმტკიცებასა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაში ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, პროექტის პარტნიორები:  პრეილის (ლატვია) და ნიჟინის (უკრაინა) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.  შეხვედრაზე  პროექტის ფარგლებში გამოცხადებული საერთაშორისო შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებული ოზურგეთის  საჯარო სკოლის მოსწავლეები და მათი პედაგოგები დაჯილდოვდნენ. მათ საჩუქრები საერთაშორისო ჟიურის, გურიის სამხარეო ადმისტრაციის, ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სახელით სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ  გადასცეს.  მხარეებმა შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს. „პროექტი მიზნად ისახავს ლატვიის ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებას აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა ლატვიურ-უკრაინულ-ქართული შემოქმედებითი კონკურსი ახალგაზრდებისათვის. კოვიდ - 19 გათვალისწინებით პროექტი მოდიფიცირდა და ონლაინ ფორმატში წარიმართა ( ჩატარდა საინფორმაციო, საგანმანათლებლო  ონლაინ ვებინარი და ინტერაქტიული შეხვედრები). პროექტის მონაწილეები შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობაზე, თანამონაწილეობით პროცესების გააქტიურებაზე. მინდა მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და კონკურსის ორგანიზატორებს“ - ამბობს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია.   „ძალიან სასიხარულოა, რომ გურიის რეგიონის ჩართულობა ლატვიაში, ადგილობრივი სოლიდარობის ევროპული დღეების პროექტის ფარგლებში  აქტიურად და წარმატებით ხორციელდება,  რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს ურთიერთობების გაღრმავებას, მუნიციპალიტეტების დონეზე ლატვიას და საქართველოს შორის და გამოცდილების გაზიარებას. მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს, მონაწილეებს და ვულოცავ პროექტის გამარჯვებულებს“ - თქვა  თეა მაისურაძემ,  ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.   როგორც შეხვედრაზე ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ აღნიშნა, ოზურგეთისთვის მნიშვნელოვანია  ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის გაღმავება. საერთაშორისო გამოცდილებისა და კარგი პრაქტიკების გაზიარების  მიზნით, მუნიციპალიტეტი კვლავაც აქტიურად გააგრძელებს  თანამშრომლობას ლატვიის, უკრაინის და  სხვადასხვა ქვეყნის მუნიციპალიტეტებთან. ასევე, იგეგმება მემორანდუმის გაფორმება პროექტში მონაწილე პარტნიორებთან. ... ...
  • საბანკო ასოციაცია მოქალაქეებს კიბერშეტევების შესახებ აფრთხილებსქვეყანაში კიბერთაღლითობის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში სპეციალურ განცხადებას საბანკო ასოციაცია ავრცელებს. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ,  თაღლითობის ახალი სქემის მიხედვით, კიბერდამნაშავეები შეტევის დროს იყენებენ Google-ის საძიებო სისტემას, სადაც ისინი თაღლითური ვებგვერდების რეკლამას აკეთებენ. ასეთი ყალბი გვერდების მისამართი, ხშირ შემთხვევაში, მიმსგავსებულია კომერციული ბანკების ინტერნეტბანკის ნამდვილ მისამართებთან. „გთხოვთ, გაითვალისწინოთ რჩევები კიბერთაღლითობის (ფიშინგის) პრევენციისთვის: არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე; ბმულზე კურსორის მიტანით გამოჩნდება ვებგვერდის რეალური მისამართი; ყურადღებით დააკვირდით იმ ვებგვერდის მისამართს, სადაც პაროლი შეგყავთ, დარწმუნდით, რომ ნამდვილად ბანკის ვებგვერდზე იმყოფებით. ზოგიერთ შემთხვევაში, გაყალბებული მისამართი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს ნამდვილისგან. ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის, Google-ის საძიებო ველში რომელიმე კონკრეტული ბანკის სახელით მოძებნის ნაცვლად, მისამართის ველში პირდაპირ აკრიფეთ კომერციული ბანკის ვებგვერდის მისამართი; მობილური მოწყობილობიდან, ისარგებლეთ მობაილბანკის აპლიკაციით,“  – ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ... ...
  • "გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძესთან მიმართებაში სერიოზული გამოძიებაა ჩასატარებელი"„ტრიბუნას“ ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძესთან მიმართებაში გამოძიებაა ჩასატარებელი. „ვფიქრობ, გამყრელიძე-ცერცვაძე-იმნაძესთან  მიმართებაში სერიოზული გამოძიებაა ჩასატარებელი! რადგან,  ამ სამეულმა ისე მოახვია საკუთარი მმართველობა  ქვეყანას, არანაირი არჩევანი არ დატოვეს. მათ მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი,  საკმაოდ ძვირი დაუჯდა ქვეყანას, ხალხს,  როგორც ეკონომიკურად,  ისე ჯანმრთელობის მხრივ. მოკლედ, დღეს ყველა ზიანი კონკრეტულია! არანაირი ოპოზიცია, საუბარია ახალგაზრდებზე, ბიზნესის წარმომადგენლებზე, რიგითი ადამიანებზე, ისინი, ვინც თავს დამოუკიდებელ მოქალაქეებად  გრძნობდნენ,  დღეს კი, ისეთ ხაფანგში მოახვედრა ხელისუფლებამ, ყველანაირი პერსპექტივა წაართვა. რაშიც  „წარმატებულად“  ეხმარება გაფეტიშებული სამეული და  ფსიქოლოგიური შეტევას ახორციელებენ,  რათა ავადმყოფობიდან გამომდინარე შიშის ფაქტორით, ბოლომდე გადატეხონ ადამიანებში  ყველანაირი წინააღმდეგობის გრძნობა. მოკლედ, უნდათ, არ უნდათ გაზაფხული მოვა, ამას ვერ გაექცევიან. „ქართული ოცნებაც“ ვეღარ დარჩება ხელისუფლებაში, გამორიცხულია,  უბრალოდ როგორ გაუშვებენ, აი მაგაზეა საუბარი“,_ აცხადებს ... ...
  • ბაქრაძე: "სანამ მექნება პარლამენტის წევრის ხელფასი, დავხარჯავ ქველმოქმედებაში"დავით ბაქრაძე  იანვრის თვის სადეპუტატო ხელფასით გლდანში, გაჭირვებულ ოჯახებს დაეხმარა. „ევროპული საქართველოს” ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, ოპოზიციის მიერ დაწერილი განცხადებების მიუხედავად, პარლამენტს იანვარშიც არ შეუწყვეტია ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისათვის სადეპუტატო  უფლებამოსილება. ბაქრაძემ აღნიშნა, რომ სანამ ჩაერიცხება მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატის ხელფასი, ის დახარჯავს ამ თანხას ქველმოქმედებაზე და დაეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს, რათა მათ იგრძნონ ყურადღება და უკეთესობა. „როგორც იცით, ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, იანვარში მაინც არ შეგვწყვეტია პარლამენტის წევრის სტატუსი და შესაბამისად, ჩაირიცხა ხელფასი. ჩემი გადაწყვეტილება უკვე იცის საზოგადოებამ, რომ სანამ მექნება პარლამენტის წევრის ხელფასი ამ მოწვევის პარლამენტში, მთელ ხელფასს დავხარჯავ ქველმოქმედებაში. დღეს გლდანის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ვეხმარებით, გვაქვს სხვა პროექტებიც, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ, მათ შორის - მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად. საქართელოში ძალიან ბევრ ადამიანს უჭირს, ძალიან ბევრი ოჯახია, სადაც არ იციან როგორ გაიტანონ საკუთარი თავი, როგორ არჩინონ შვილები და რა უნდა იყოს ხვალ მათი საკვები. ამიტომ, სანამ ვიქნები ამ მოწვევის პარლამენტის წევრი, რასაც გაწვდება ხელფასი და რასაც გაწვდება ერთი ადამიანის შემოსავალი, მთელ ხელფასს დავხარჯავ ქველმოქმედებაზე, რომ თუნდაც რამდენიმე ოჯახში იგრძნონ ყურადღება და იგრძონ უკეთესობა,“ - განაცხადა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....