განათლების სამინისტრომ ვაშლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა

საზოგადოება

განათლების სამინისტრომ ვაშლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა

11 სექ. 2017, 14:06:18

განათლების სამინისტრომ ვაშლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. საუბარია, ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში დასარიგებელ ვაშლზე.

შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ სამინისტრო 260 ათასი ერთეული ვაშლის შესყიდვას გეგმავს. პრეტენდენტი კი უფლებამოსილია შემსყიდველს ერთი ან რამდენიმე ჯიშის ვაშლი შესთავაზოს , რომლის ერთეულის ფასი იდენტური უნდა იყოს.

7 სექტემბერს განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ უწყება საჯარო სკოლებში ვაშლების დარიგებას ახალი სასწავლო წლის დასაწყისისთვის გეგმავდა.

"გვინდა, 18 სექტემბრიდან ერთ კვირაში სკოლებს ვაშლები უკვე მივაწოდოთ. ამ ეტაპისთვის ვაშლის ტენდერს რა თანხა დასჭირდება, ზუსტად არ ვიცით, ეს ითვლება და ტენდერის გამოცხადებასთან ერთად გახდება ცნობილი“, _ განაცხადა სამინისტროს პროექტების მენეჯერმა მაია მუშკუდიანმა.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში სწავლა წელს პარასკევს, 15 სექტემბერს დაიწყება. საქართველოში სულ 2085 საჯარო სკოლაა.

წყარო




 ახალი ამბები
  • უმძიმესი საყურებელია კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, დეგრადირებული ოპოზიცია _ უმძიმესი საყურებელია, კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „პირველ რიგში, მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, რთულია ახლა რაღაც დასკვნის გაკეთება. უბრალოდ, მესმის ადამიანების, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებენ, რომლებმაც იცოდნენ, რომ დღეს იყო ინტერპელაცია ორი ოპოზიციური პოლიტიკური გუნდის. ეს ადამიანები მოელოდებოდნენ, რომ ჩვენ დღეს ვისაუბრებდით ეპიდემიაზე, ეკონომიკაზე, კიდევ ბევრ რაღაცაზე და დღეს ყველას აბსოლუტურად დაავიწყდა ეს კითხვები, ყველა გადავიდა პოლიტიკური განცხადებების რეჟიმში. გავიგე და ყველას გვესმის, რომ ეს პარლამენტია, გავიგეთ, რომ პოლიტიკური პროცესი დაწყებულია, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ყველა შემთხვევაში, მაშინ, როდესაც ქვეყანა საგანგებო მდგომარეობის პირობებში იმყოფება და იბრძვის რამდენიმე ფრონტზე ერთდროულად და დღესაც 8 ინფიცირებული გვყავს, როდესაც გლობალურ კონკურენციაში ხვალ და ზეგ გამოწვევები გვექნება უამრავი, ამ პერიოდში ერთმანეთზე დაბრალება რთულია. უმძიმესი საყურებელია, დარწმუნებული ვარ, არა მხოლოდ ჩემთვის, იმ ადამიანებისთვის, იმ მოქალაქეებისთვის, ვინც ამ ყველაფერს უყურებენ, კომპეტენციისა და შინაარსისგან დაცლილი, მორალზე საერთოდ არ ვსაუბრობთ, სასოწარკვეთილი და დეგრადირებული ოპოზიცია, რომელიც ცდილობს გაჭირვება, ბავშვების გაჭირვება, თითოეული ჩვენი მოქალაქის სიღარიბე გამოიყენოს,“- განაცხადა ... ...
  • მომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყებამომავალ კვირას საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი საჯარო განხილვა იწყება. ქვეყნის მასშტაბით პროცესის პირდაპირი ეთერით გაშუქებას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს. საყოველთაო სახალხო განხილვის დასრულების შემდეგ, პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს. მმართველი გუნდი ვარაუდობს, რომ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ივლისის ბოლომდე დამტკიცდება. „მას შემდეგ, რაც დასრულდება საყოველთაო სახალხო განხილვის პროცესი, დაიწყება პარლამენტში პლენარულ სხდომაზე კონსტიტუციური პროექტის განხილვა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ივლისის ბოლოს ცვლილებები უკვე შევა კონსტიტუციაში. „ქართული ოცნება“ იქნება ერთგული იმ შეთანხმების, რაც საზოგადოების წინაშე დავდეთ. ბუნებრივია, ჩვენ სრულად დავუჭერთ მხარს ამ ინიციატივას. იმედი მაქვს, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ და დამოუკიდებელი დეპუტატების უმეტესობის მხრიდან ამ ინიციატივას ექნება მხარდაჭერა და, სავარაუდოდ, პროექტის მისაღებად საჭირო ხმები „ნაციონალური მოძრაობის“ ჯგუფების გარეშეც შეგროვდება, თუმცა თუ ისინი მხარს არ დაუჭერენ ამ ინიციატივას, ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი იქნება“, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ... ...
  • 15-24 ივნისს საქართველოში ბიზნესებისთვის პირველი მონაცემთა ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება (R)თიბისის მხარდაჭერით 15-დან 24 ივნისამდე, საქართველოში პირველად ბიზნეს მონაცემთა და ანალიტიკის კონფერენცია ჩატარდება. TIDA (Tbilisi International Data Analytics) რვა დღის განმავლობაში, საერთაშორისო მასშტაბით, მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებსა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებულ ბიზნესის წარმომადგენლებს გააერთიანებს. კონფერენციის მიზანია შეიქმნას საქართველოში დაფუძნებული საერთაშორისო მონაცემთა ანალიტიკის კომუნა, რომელიც განიხილავს, თუ როგორ და რისთვის შეიძლება ერთი მხრივ ბიზნესმა გამოიყენოს ანალიტიკა სწორად, ხოლო მეორე მხრივ,  ბიზნესისთვის რეალურად გამოსადეგი ანალიტიკა გაკეთდეს. TIDA ონლაინ სივრცეში გაიმართება და არ შეიზღუდება სტანდარტული გრაფიკით. კონფერენცია ყოველდღიურად საღამოს საათებში ჩატარდება და თითოეულ დღეს სამი მომხსენებელი წარადგენს საკუთარ თემას. “ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი კომუნის არსებობა მნიშვნელოვნად დააჩქარებს მონაცემთა ანალიტიკის სფეროს განვითარებას საქართველოში. სიხარულით აღვნიშნავ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ქვეყანაში გვაქვს კარგი კონფერენციები, რომლებიც მონაცემების თემას ფარავენ. თუმცა, არ გვაქვს კონფერენცია, რომელიც მონაცემთა ანალიტიკის ბიზნესში გამოყენებაზეა ფოკუსირებული. ეს არის TIDA-ს მთავარი განმასხვავებელი რეგიონში არსებული სხვა მონაცემთა კონფერენციებისგან.” - მიშა ნადარეიშვილი, კონფერენციის ორგანიზატორი „მონაცემთა ანალიტიკა და მისი ბიზნეს შედეგებში ასახვა უკვე წლებია თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. ვფიქრობ, ბიზნესებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია  ქვეყანაში ამ სფეროს განვითარება, TIDA კი დიდი  წინ გადადგმული ნაბიჯია ამ გზაზე.“  - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი. TIDA-ს სპიკერები კონფერენციის ფარგლებში ისაუბრებენ შემდეგ თემებზე: მაიკლ რუკმანი - ლიდერობა ციფრულ ერაში ვალერი ბაბუშკინი - მანქანური დასწავლა Python-ში; მონაცემთა მეცნიერება X5-ში კოტე ხოფერია - როგორ ვაქციოთ კომპანია მონაცემებზე დაფუძნებულ ორგანიზაციად სერჰატ კეჩიჯი - შესავალი ნეირონული ქსელებში; ნეირონული ქსელები, ანალიტიკის ახალი ტალღა კარლო ჯოვინე - TBC მატია ბონი სფორცა - CausalNex: მიზეზ-შედეგობრიობის დადგება კევინ სილიანო - ციფრული ტრანსფორმაციის ROI; მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული ტრანსფორმაციის გზამკვლევი მარიამ მელიქაძე - New York Times-ის მილიონობით მკითხველის დახასიათება იმის მიხედვით, თუ რას კითხულობენ ისინი ნინო მასურაშვილი - თიბისი ბანკის ანალიტიკური ტრანსფორმაცია ნუცა აბაზაძე - შესავალი R-ში რუდრადებ მიტრა - როგორ შევქმნათ წარმატებული ხელოვნური ინტელექტის პროდუქტები ალექსანდერ დიურკა - TBC ვიოლეტა მიშევა - მანქანური დასწავლის მოდელების ახსნადობა ანდრეას გალატულასი - ანალიტიკის დირექტორთა საბჭოსთვის წარდგენის მეთოდები ირაკლი მენაბდე - ანალიტიკის გამოყენება მოგების გაზრდისა და ხარჯების შემცირებისთვის Neiron AI - ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ხარისხის კონტროლისა და ხარვეზების პროგნოზირებისთვის.  ბილეთები: ... ...
  • კობახიძე-ოპოზიციას: შეიტანეთ შენატანები საპენსიო ფონდში, იქნებ სიბერე მაინც გქონდეთ ტკბილიჩვენ გუშინწინ ვთქვით, რომ ეს იყო მასტერკლასი, დღეს იყო კიდევ უფრო მეტი, შეიძლება ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვა, საყმაწვილო შამათი, რომელიც ჩაუსვა პრემიერმინისტრმა მესამეთანრიგოსან ოპოზიციას",- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია წარდგა. დეპუტატი საპენსიო ფონდის შესახებ ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს მოდელი ქვეყანაში საპენსიო სისტემის ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებას ემსახურება. „მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ ეს არის მიუღებელი. ამ დროს, საპენსიო ფონდი არის არა ჩვენს მიერ მოგონილი, არამედ ეს არის ის, რაც მოქმედებს ყველა ცივილიზებულ და განვითარებულ ქვეყანაში. ეს არის მოდელი, რომელიც ემსახურება საქართველოში საპენსიო სისტემის ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრებას. დღეს რაც გვაქვს, ეს არ არის პენსია კლასიკური გაგებით, ეს არის ერთგვარი ასაკობრივი საარსებო შემწეობა და ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ერთხელ და სამუდამოდ პრინციპული გადაწყვეტილება, რომ საქართველოში დაგეგმოს ნამდვილი საპენსიო სისტემა და ჩაანაცვლოს არსებული არასწორი ასაკობრივი საარსებო შემწეობა. რატომ არის ეს რეფორმა სამიზნე, გასაგებია, იმიტომ, რომ ეს არის ფუნდამენტური და ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, თუმცა, მე მოგიწოდებდით, და ჩემი რეკომენდაცია იქნებოდა, რომ თქვენ პირველ რიგში უნდა გაუფრთხილდეთ ამ საპენსიო რეფორმას და საპენსიო ფონდს და მოგიწოდებთ, რომ შეიტანოთ მაქსიმალურად შენატანები და გეტყვით, რატომ: თქვენ რეალურად, გაიმწარეთ ახალგაზრდობა, ჯერ ხელისუფლებაში იყავით 9 წელი და თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი დაასრულეთ სრული ფიასკოთი და სრული კრახით. რა თქმა უნდა, თქვენ ბევრ სხვას გაუმწარეთ ახალგაზრდობა და არა მარტო ახალგაზრდობა, მაგრამ თქვენც არანაკლები სიმწარე მიიღეთ, იმიტომ, რომ როდესაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს ამთავრებ 30 %-იანი სიღარიბით, მლნ 150 ათასი ადამიანი იყო სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წელს, როდესაც ამთავრებ იმ სახელით, რომ აწამებდი პატიმრებს ციხეებში და ეს იყო თქვენი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშან-თვისება, როდესაც თავი გამოიჩინეთ მხოლოდ და მხოლოდ იმით, რომ ბიზნესის რეკეტით იყავით 9 წლის განმავლობაში დაკავებული და როდესაც თავი გამოიჩინეთ იმით, რომ მტერს ჩააბარეთ ჩვენი ტერიტორიების 20 %, ეს ნიშნავს რა თქმა უნდა, თქვენი ახალგაზრდობის გამწარებას. შეიტანეთ შენატანები საპენსიო ფონდში, იქნებ სიბერე მაინც გქონდეთ ტკბილი",- მიმართა ირაკლი კობახიძემ ... ...
  • საფრანგეთის ელჩი: "ბორდერიზაცია" დესტაბილიზაციის რისკს ზრდის და ადგილობრივ მოსახლეობას სირთულეებს უქმნისადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაცია დესტაბილიზაციის რისკს ზრდის და ადგილობრივ მოსახლეობას სირთულეებს უქმნის, - ამის შესახებ Twitter-ზე საქართველოში საფრანგეთის ელჩი, დიეგო კოლა წერს. „ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოში გუშინ გამართული განხილვების გათვალისწინებით, საფრანგეთს სურს, დაადასტუროს თავისი პოზიცია საქართველოს ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მიმდინარე „ბორდერიზაციის“ წინააღმდეგ, რაც დესტაბილიზაციის რისკს ზრდის და ადგილობრივ მოსახლეობას სირთულეებს უქმნის“, _ წერს დიეგო ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?