განსხვავებული გარემო, რომელიც ახალგაზრდებისთვის პოპულარული ხდება

საზოგადოება

განსხვავებული გარემო, რომელიც ახალგაზრდებისთვის პოპულარული ხდება

2019 მარ 17 10:08:29

ქალაქ ოზურგეთში, ალექსანდრე წუწუნავას ქუჩაზე, ოთხმა ახალგაზრდამ ანი გოდერძიშვილმა,  კობა ახალაძემ, გიორგი დოლიძემ და შაკო მენაბდემ გადაწყვიტეს, რომ ღია ცის ქვეშ სასიამოვნო და ესთეტიური ადგილი შეექმნათ. ამ ადგილს “ანის და კობის გარდენიას“ ეძახიან. ანიმ ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ, როდესაც სამსახურიდან გადაღლილი მოდის, მსგავსი ადგილი ადამიანს ამშვიდებს და აწყნარებს. გიორგი დოლიძე ამბობს, რომ, ბუნებაში ყოფნას სხვა დატვირთვა აქვს.

 “ესთეტიური გარემო არის შინაგანი მდგომარეობის გამოხატვა, აქედან გამომდინარე მომივიდა იდეა პატარა სასიამოვნო და ლამაზი ადგილი შეგვექმნა. სადაც მე და ჩემი მეუღლე (ანი და კობა ცოლ-ქმარია) ვცხოვრობთ, დიდი ეზო არ არის და ეს პატარა ადგილი სხვადასხვა ლამაზი ნივთებით, ყვავილებით, ნახატებით დავტვირთეთ. სახლში ჯდომას, ნამდვილად ჯობია ღია ცის ქვეშ, ლამაზ გარემოში მეგობრებთან ერთად ყოფნა. ჩანაფიქრმა გაამართლა, ძალიან ხშირად ვართ აქ მეგობრებთან ერთად და ძალიან ბევრ საკითხზე ვსაუბრობთ, ვმსჯელობთ. “- გვითხრა ანი გოდერზიშვილმა.

კობა ახალაძე, ანი გოდერძიშვილი, გიორგი დოლიძე ოზურგეთის დრამატული თეატრის მსახიობები არიან, შაკო მენაბდე კი “არწივების“ წევრი, ის მორაგბეა.

.

კობა ახალაძე:განსხვავებული გარემო გვინდოდა და მგონი გამოგვივიდა. ძირითადად ოთხი მეგობარი ვიღებდით ამ ყველაფრის შექმნაში მონაწილეობას. დიდი მსჯელობა და დავა იყო, როდესაც დავიწყეთ ახალი გარემოს შექმნისთვის მზადება. ეს ოთხი ადამიანი ვიყავით აქტიურად ჩართული მუშაობის დროს. ისე, ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ზოგი საჭირო ნივთებს გვჩუქნიდა, ზოგი კი ფიზიკურად გვეხმარებოდა.“

რა თემებზე მიდის საუბარი? - ამ კითხვაზე ანიმ გვიპასუხა:

“ყველაზე მეტად თეატრზე, რადგან მე, გიორგი და კობი თეატრის მსახიობები ვართ. ასევე სპორტზე, ფილმებზე და იმ სიახლეებზე, რომლებიც ყოველდღე ხდება საქართველოში.“

არ არის გამორიცხული ანის იდეამ კომერციული სახე მიიღოს.

კობა ახალაძე:გვიფიქრია ამ საკითხზე, მაგრამ, როდის განვახორციელებთ, ეს ჯერჯერობით უცნობია. ამისთვის უფრო დიდი ფართია საჭიროა და ფინანსები. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. “

გიორგი დოლიძე: "კარგია, რომ ჩემს სამეგობროში გაჩნდა იდეა, მსგავსი ადგილი გაკეთებულიყო. ამ გარემოში გვიყვარს სხვადასხვა თემებზე საუბარი, მუსიკის მოსმენა, ფეხბურთის ყურება, ყავის თუ ჩაის დალევა. ბუნებაში ყოფნას სხვა დატვირტვა და ემოცია აქვს".

“გურია ნიუსი“ დაინტერესდა სუაბრობენ თუ არა განსხვავებულ გარემოში მყოფი ახალგაზრდები პოლიტიკაზე _ კითხვაზე გიორგი დოლიძემ გვიპასუხა.

გიორგი დოლიძე: შეიძლება ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ - პოლიტიკაზე არ ვსაუბრობთ. გურიაში ყველა თაობის ადამიანი პოლიტიკურ თემებზე უფრო მეტად საუბრობს. ხომ გაგიგიათ გურიაში ბავშვმაც კი იცის პოლიტიკაო. ზუსტად ასეთი ადგილების მნიშვნელობაც ეს არის, რომ განვიტვირთოთ და არ შევეხოთ პოლიტიკურ თემებს.“ _

როგორც ჩვენმა რესპონდენტებმა გვითხრა, ახლა მიდის საუბარი და მუშაობა, ე.წ. მსგავსი გარემო ზამთრის სეზონზეც იყოს.

“გვინდა ძველი, პატარა ნაგებობა განვაახლოთ და ზამთარში დავტვირთოთ. იმედია მსგავსი ადგილები გურიაში გაჩნდება, დამიჯერეთ ეს არის განტვირთვისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო", _ თქვა ჩვენთან საუბრის დასასრულს ანი გოდერძიშვილმა.





 ახალი ამბები
  • სეზონის გახსნა შეკვეთილში და უამრავი გახარებული ბავშვი 15 ივნისს შეკვეთილში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ტრადიციად  ქცეული შეხვედრა სოციალურად დაუცველ ბავშვებთან, ასევე, ბავშვთა სახლების აღსაზრდელებთან არც ამჯერად დარღვეულა. აქ  უამრავ ბავშვს უმასპინძლეს.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელობით , ამავე მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, ასევე ქალაქიდან,  350 სოციალურად  დაუცველი ბავშვი ესტუმრა ატრაქციონების ქალაქს. აქ მოსვლამდე ბავშვებს დაურიგეს უალკოჰოლო სასმელები და ტკბილეული,   პარკში სეზონის გახსნის შემდეგ კი მათ ყველა გასართობი საშუალებით უფასოდ ისარგებლეს. _ როგორც შევძელით, მოვეფერეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს. რაც მთავარია, ბედნიერებაა, რომ გურიაში ასეთი ზღაპრული ადგილი არსებობს, რომელიც სტუმარს და მასპინძელს, დიდს თუ პატარას ერთნაირად იზიდავს. ბავშვების დღევანდელი სიხარული კი ორმაგი სიხარული და ბედნიერებაა ჩვენთვის, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ. ატრაქციონების პარკში ბავშვებს  შეხვედრა მოუწყვეს  ზღაპრების კეთილმა პერსონაჟებმა. პარკის გვერდით მდებარე პარკში "საქართველო მინიატურებში", სადაც  მინიატურების სახით წარმოდგენილია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და არქიტექტურული ღირსშესანიშნაობები,   გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების კონცერტი. გახსნის ღონისძიების მხატვრული ნაწილი მიჰყავდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს მარინა ჯაფარიძეს და ამავე სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელს, მაიზერ ცელაძეს. მათ ბავშვებს, ასევე, აქაურ და უცხოელ სტუმრებს პარკში,  ვირტუალური ხელოვნების მოშველიებით,  სრულიად საქართველო მოატარეს.  ჯუმბერ დუნდუას სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულმა  ანსამბლმა კობა დუნდუას ხელმძღვანელობით, ჩვეული მაღალი კლასით წარმოადგინა  საქართველოს ყველა კუთხის  ფოლკლორულ ცეკვათა ერთობლიობა. _ დღეს ერთი ლამაზი დღე ვაჩუქეთ სოციალურად დაუცველ ბავშვებს .  ,,ციცინათელა” და მინიატურების პარკი  არის ის ადგილი,  რომელიც ბევრ ტურისტს სასიამოვნოდ გააოცებს. ტურიზმის განვითარება კი  ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია”, –  თქვა სეზონის გახსნაზე  გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.             ... ...
  • ვინ ინიშნება სეს-ის გურიის რეგიონული სამსახურის უფროსადსურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსად შალვა პეტრიაშვილი ინიშნება. წყაროს ცნობით, სეს-ის ეროვნული სააგენტოს უფროსი,  ზურაბ ჩეკურიშვილი მას, სავარაუდოდ, ხვალ წარადგენს გურიაში. პეტრიაშვილი ჯერ მცხეთაში მუშაობდა ანალოგიურ სამსახურში, შემდეგ კი _ თბილისში. წყაროს ცნობით, პეტრიაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო. სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ნინო შეწირულმა გათავისუფლების შესახებ განცხადება გუშინ დაწერა, თუმცა წყაროს თქმით, მის გათავისუფლებაზე ხელი მოწერილი არ ... ...
  • "დაიცავი დავით გარეჯი" _ "პატრიოტთა ალიანსის" აქცია თავისუფლების მოედანზეამ წუთებში, თბილისში, თავისუფლების მოედანზე იწყება "პატრიოტთა ალიანსის" აქცია. როგორც აქ შეკრებილები ამბობენ, აქციის მიზანია დავით გარეჯის დაცვა. აქციას დასავლეთ საქართველოდან, კერძოდ, აჭარასა და გურიიდან ჩამოსული ადამიანები ქაშვეთის ეკლესიიდან მსვლელობით ... ...
  • „თუ გინდათ საზოგადოება უკეთესობისკენ შეცვალოთ, ილიაუნი საუკეთესო ადგილია“დღეს, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ოზურგეთელ  აბიტურიენტებს შეხვდნენ.  პრეზენტაციაზე ისაუბრეს ზოგადად პროფესიის არჩევის შესახებ, თუ რა პროგრამებს და სწავლის გარე აქტივობებს ფლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანა კვანჭილაშვილმა ახალგაზრდებს ვრცლად ესაუბრა ილიაუნის გაცვლითი  პროგრამების შესახებ,  თუ რამდენ ქვეყანაში აქვთ ის.  ასევე,  თქვა, რომ საერთაშორისო თანამშრომლობის  მიხედვით, მობილობების  მაჩვენებლი ყოველ წელს  უკეთესობისკენ  იცვლება. ისაუბრა, ასევე, უცხოეთის რომელ ქვეყნებში  აქვთ  საბაკალავრო პროგრამები და რაც მთავარია, სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებული პროგრამების შესახებ, სადაც, აბიტურიენტი მინიმალური კომპეტენციის ზღვარს თუ გადალახავს,  სრულად ექნება სახელმწიფო დაფინანსება. _ ჩვენ გთავაზობთ საუკეთესო პროგრამებს. უნივერსიტეტი მრავალი კუთხით არის პირველ ადგილზე სხვა უმაღლეს სასწავლებლებს შორის. ამიტომ თუ გსურთ საზოგადოება  შეცვალოთ  უკეთესობისკენ,  ილიაუნი   საუკეთესო ადგილია, _ თქვა მან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, წარმოშობით ოზურგეთელმა ნინო დობორჯგინიძემ „გურია  ნიუსთან“ საუბრისას თქვა, რომ მათი მიზანი აბიტურიენტთათვის სრული ინფორმაციის მიწოდებაა ილიაუნის ოთხი ფაკულტეტის, პროგრამების და ყოველივე იმის შესახებ, რაც უნივერისტეტს გააჩნია, რაც აბიტურიენტებს აინტერესებთ. _მთელ საქართველოში დავდივართ. ახლა დასავლეთში ვართ, ხვალ ფოთით ვასრულებთ აბიტურიენტებთან  შეხვედრებს, _ გვითხრა ... ...
  • შშმ პირთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი: „ჩვენ გვსურს ყველა ღონისძიებაში ჩავერთოთ“14 ივნისს, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასრულების  აღსანიშნავი ღონისძიება შედგა. საზეიმო შეხვედრას, რომელიც  პროექტის მონაწილემ, ფოტოგრაფმა გოგა ჩანადირმა გახსნა, გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერი კოტე შარაშენიძე, სხვა ხელმძღვანელი პირები, საზოგადოების წარმომადგენლები და შშმ პირთა ოჯახების წევრები ესწრებოდნენ. _ პროექტმა, „ჩვენ შეგვიძლია“,  რომელიც განათლების სამინისტროს მიერ გახორციელდა, ამ ადამიანებს კიდევ უფრო მეტად აგრძნობინა თავი საზოგადოების წევრებად. ცალკე დგომით  ვერავინ ვერაფერს შეძლებს, ძალა  ერთობაშია.  წავიდა  ის დრო, როცა არსებობდა რაღაც სტიგმა, რომ შშმ პირები უნდა ყოფილიყვნენ სახლებში.  ადაპტირებული, მორგებული გარემო  უნდა იყოს ირგვლივ ყველა ადამიანისთვის, განსაკუთრებით  კი მათთვის,  _ თქვა გოგა ჩანადირმა და მადლობა გადაუხადა ხელმძღვანელ პირებს იმის გამოც, რომ სწორედ მათი ძალისხმევით, გურია ხდება  რესპუბლიკაში პირველი, ვინც ასე აზარტულად შეუდგა ამ საქმის კეთებას. „სლოგანი _ „ჩვენ შეგვიძლია“ მასშტაბურად მოედო მთელ გურიას, მთელ საქართველოზე ასე გავრცელდება“, _ თქვა მან. კვირეულის განმავლობაში ჩატარებულ შეჯიბრში გამარჯვებულები გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ  დააჯილდოვა. პირველი ადგილი ნარდში ასაკით ყველაზე უფროსმა შშმ პირმა, ჩოხატაურელმა იამზე კეკელიძემ დაისაკუთრა.  ყველა  გამარჯვებულს გადაეცა ჯილდო.  სცენაზე ავიდნენ სამივე მუნიციპალიტეტის შშმ პირები. შეასრულეს სხვადასხვა მხატვრული ნომრები. იგრძნობოდა მათი საოცარი, ემოციური ერთიანობა. _ ჩვენ დღეს უსაზღვროდ ბედნიერები  ვართ.  გვინდა, მომავალში, გამოყოფილი არ ვიყოთ მხოლოდ შშმ პირთა ღონისძიების სახელწოდებით და ჩართული ვიყოთ ნებისმიერ ღონისძიებაში, _ ემოციურად ისაუბრა შშმ პირმა თამუნა ლურსმანაშვილმა. მის გამოსვლას დარბაზში ოვაციით  შეხვდნენ. ღონისძიების დასასრულ, უჩვენეს პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეოფილმი.  ყველამ ერთად კი  შეასრულა საფინალო სიმღერად მოაზრებული: „ჩემი საქართველო აქ ... ...

არქივი

ზაფრანი

რომელი ნაყინი არ ასუქებს

იყო დიეტაზე არ ნიშნავს იმას,...

რატომ ვტირით ხახვის დაჭრის დროს

ყველა დიასახლისისათვის ყოველდღიურად ხახვის დაჭრის...

აღმოჩენილია თამბაქოს სიყვარულის გენი

ცოტა ხნის წინ იაპონელმა ექიმებმა...

საინტერესო ცნობები ალკოჰოლის შესახებ

მეთილის სპირტის სასიკვდილო დოზა ადამიანისათვის...

რა ზიანი მოაქვს ვადაგასულ კოსმეტიკას

მეცნიერების გამოკითხვით აღმოჩნდა, რომ ქალბატონები,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...