გარემოს დაცვის კომიტეტი გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს RMG Gold-ის საქმიანობის შესახებ მიმართავს

gurianews.com

საზოგადოება

გარემოს დაცვის კომიტეტი გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს RMG Gold-ის საქმიანობის შესახებ მიმართავს

2018 ივნ 18 17:50:46

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი გარემოს დაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებს RMG Gold-ის საქმიანობის შესახებ წერილით მიმართავს. 

კომიტეტი მის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის ანალიზზე დაყრდნობით უწყებებს მიუთითებს, რომ კომპანიას არ უნდა მიეცეს ბნელი ხევის ტერიტორიაზე ახალი საბადოს დამუშავების უფლება იქამდე, სანამ არ გამოჩნდება კომპანიის ნება არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. კომიტეტი აღნიშნავს, რომ სამუშაო ჯგუფის მტკიცებით, ზარალი გაცილებით მეტია, რადგან დაბინძურების შედეგები აკუმულირებადია, ჯარიმების დღეს მოქმედი სისტემა კი არაეფექტიანია და ვერ უზრუნველყოფს გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენციას. 

„2018 წლის 3 აპრილს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა დაბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება
სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც შეისწავლის კომპანიების „RMG Gold“- ისა და „RMG Copper“ - ის მიერ სამთო-მოპოვებითი სამუშაოების წარმოების პროცესში გარემოზე მიყენებულ ზიანს. საზოგადოებრივმა გაერთიანებებმა: „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრივი და სამეცნიერო - კვლევითი პლატფორმები“, შეისწავლეს კომპანია „RMG Gold“-ის და „RMG Copper“-ის მიერ გარემოს დაბინძურების სავარაუდო შემთხვევები. კერძოდ, ქვემო ქართლის რეგიონის ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიები. მათი ვარაუდი ეფუძნება, მუნიციპალიტეტებში ნიადაგისა და წყლის დაბინძურების შესწავლის როგორც სამეცნიერო, ასევე სახელმწიფო უწყებების მიერ ჩატარებულ კვლევებს. მოცემული კვლევების თანახმად, ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურება დაშვებულ ზღვარს საგრძნობლად აღემატება, ხოლო დაბინძურების მთავარ წყაროს კომპანიების “RMG Gold” - ისა
და „RMG Copper”-ის მმართველობის ქვეშ მყოფი საწარმოო ტერიტორია წარმოადგენს. ზემოთაღნიშნული გაერთიანებებისაგან შემდგარი სამუშაო ჯგუფის ანალიზით, 2010 წელს დაბინძურების დონე საკმაოდ მაღალი იყო, ხოლო 2010 წლიდან 2014 - მდე, ვიდრე კომპანია ინტენსიურ სამუშაოებს დაიწყებდა, დაბინძურებამ იკლო.
საყდრისის საბადოს ათვისებისა და საწარმოო სამუშაოების ინტენსიურად დატვირთვის შედეგად გარემოს დაბინძურება არა მხოლოდ დაუბრუნდა 2010
წლის ნიშნულს, არამედ დაბინძურების არეალიც გაიზარდა. სამუშაო ჯგუფი კომიტეტს მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:

1. „RMG Gold“ - მა კანონდარღვევით ააშენა ოქროს გამამდიდრებელი საწარმო აბულბუქის ხეობაში, რომლის გამოც გარემოს 29 153 880 ლარის ზიანი
მიადგა; 

2. “RMG Copper” - ის მიერ გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 1 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა; 

3. კომპანიების „RMG Gold“ - ისა და „RMG Copper“ - ის საქმიანობით გარემოსთვის მიყენებული ზიანი, დღემდე არ არის სრულად დაანგარიშებული; 

4. გარემოსთვის მიყენებული ზიანი, შესაძლოა, აისახოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე;

5. კომპანიას ბოლომდე არ აქვს შესრულებული სამინისტროს მიერ მასზე დაკისრებული რიგი ვალდებულებები.

სამუშაო ჯგუფის მტკიცებით, ზარალი გაცილებით მეტია, რადგან დაბინძურების შედეგები აკუმულირებადია. ჯარიმების დღეს მოქმედი სისტემა არაეფექტიანია
და ვერ უზრუნველყოფს გარემოსთვის მიყენებული ზიანის პრევენციას. ასევე, კომპანია არ ასრულებს მისი მხრიდან სხვადასხვა დროს აღებულ ვალდებულებებს, მათ შორის, იმ საბადოებზე სადაც დაასრულა მოპოვებითი სამუშაოები, არ განახორციელა რეკულტივაცია და რემედიაცია. სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციით, აუცილებელია საწარმოს გააჩნდეს ფინანსური გარანტიები მდგრადი გარემოსდაცვითი მიმართულებით. კომპანიების „RMG Gold“ - ისა და „RMG Copper“ - ის მოპოვებითი სამუშაოები უნდა დაექვემდებაროს ევროკავშირში დანერგილ პრინციპებს:

1. რესურსების ეფექტიანი ათვისება ამომწურავი და ხელახალი მოხმარებისთვის.

2. ინოვაციების დანერგვის გზით საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების გამოყენება.

3. გარემოზე ზემოქმედების შერბილება, მეორადი მოპოვება, ციკლის დასრულება, მეორადი ნარჩენების ათვისება, ნარჩენების პრევენცია, მაქსიმალური შემცირება და უსაფრთხო დასაწყობება.

4. კარიერების გაუვნებელყოფა, რემედიაცია და გარემოს აღდგენა (რეკულტივაცია).

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს:

1. საბადოების არსებული მეთოდოლოგიით და პრაქტიკით დამუშავების გაგრძელება და ახალი სამუშაოების დაწყება სხვა საბადოებზე, გაზრდის დაბინძურების დონესა და მის არეალს ქვემო ქართლის რეგიონში.
შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „წიაღის ეროვნულმა სააგენტო“- მ არ უნდა მისცეს კომპანიას უფლება ბნელი ხევის ტერიტორიაზე დაიწყოს ახალი საბადოს დამუშავება, ვიდრე არ დავინახავთ კომპანიის ნებას და რეალურ ქმედებებს არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. სავალდებულოა კომპანიების, „RMG
Gold“ - ისა და „RMG Copper“- ის მიერ, შესრულდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული სამოქმედო გეგმა.

2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს კოორდინაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან ერთად, ბოლნისის რეგიონში მოსახლეობის ეპიდემიოლოგიური კვლევების განსახორციელებლად.

3. სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ განახორციელოს კომპანიების „RMG Gold“ - ისა და „RMG Copper“- ის ტერიტორიაზე განლაგებული ძველი (ისტორიული) კუდსაცავების მდგრადობის შემსწავლელი სეისმოლოგიური კვლევები“, - ნათქვამია წერილში


ნახვა: 58


 ახალი ამბები
  • სანამ შახტები იქნება დახურული, მანამდე თითოეული მეშახტე მიიღებს ხელფასსპრემიერ-მინისტრის დავალებით, ტყიბულში, სოზარ სუბარი ჩავიდა. „ქართული ოცნების“ წევრის განცხადებით, მინდელის შახტების დახურვის მიუხედავად, თითოეული მეშახტე მიიღებს ხელფასს. მისივე თქმით, საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად დაიდება დასკვნა, თუ რამდენად უსაფრთხოა ამ შახტებში მუშაობის გაგრძელება მომავალში. „გამოძიების რაღაც ნაწილი უკვე დასრულებულია და ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი არის უკვე დაკითხული, შახტები დახურულია შსს-ს მიერ და ამ დროისთვის სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო მუშაობს შახტებში. ვმუშაობთ იმაზე, რომ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად დაიდოს დასკვნა, თუ რამდენად უსაფრთხოა ამ შახტებში მუშაობის გაგრძელება მომავალში, მას შემდეგ, რაც გაიხსნება. რაც შეეხება მუშებს, მინიმუმ ერთი თვის ხელფასს მათ კომპანია გადაუხდის, შემდგომ როგორ გაგრძელდება, ამაზე უკვე გაგრძელდება მოლაპარაკება კომპანიასა და სახელმწიფოს შორის, მაგრამ მანამ, სანამ ეს იქნება დახურული, სანამ ექსპერტიზის დასკვნები არ დაიდება, მანამდე თითოეული მათგანი მიიღებს ხელფასს“,-განაცხადა ... ...
  • საქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის (R)ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით და  მგზავრთა გაზრდილი ნაკადის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, საქართველოს რკინიგზა გადადის ახალ სამატარებლო განრიგზე, რაც დამატებითი რეისების დანიშვნას ითვალისწინებს. 19 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე  ყოველდღიურად შესრულდება 5 (ხუთი) რეისი, რომელთაგან ერთ რეისს შეასრულებს GRS ტიპის (Stadler) რვავაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა, ხოლო დანარჩენ რეისებზე იმოძრავებენ როგორც GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი სამგზავრო მატარებლები, ასევე - ერთი GRT ტიპის ელექტრომატარებელი. მცირედი ცვლილებებია სხვა მიმართულებებზეც. მატარებლების სრული განრიგი შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს რკინიგზის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.railway.ge. დამატებით რეისებზე ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია. ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც საქართველოს რკინიგზის სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატების, რკინიგზის ვებ-გვერდისა და სმარტფონებისთვის სპეციალურად შექმნილი აპლიკაციის მეშვეობით (Georgian Railway Tickets). ძვირფასო მგზავრებო, ასევე გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ახალ განრიგზე გადასვლამ გამოიწვია მცირედი ცვლილება არსებულ განრიგში, რომლის მიხედვით GRS ტიპის (Stadler) ორსართულიანი მატარებელი ბათუმიდან 07:30-ის ნაცვლად, გამოემგზავრება 08:15-ზე. საქართველოს რკინიგზა გისურვებთ სასიამოვნო მგზავრობას! (R) ... ...
  • ეფექტურია თუ არა წამლობა _ ფაროსანამ გამრავლება დაიწყო (ფოტო)ფოტოები, რომელსაც კომენტარის გარეშე გთავაზობთ, ჩოხატაურში, ერთ-ერთ საკარმიდამო ნაკვეთში, თხილის ერთ ბუჩქზეა გადაღებული. ფოტოებზე კარგად ჩანს ფაროსანას განვითარების ფაზები. ასეთი მდგომარეობაა თითქმის მთელ ... ...
  • ხანძარი ლანჩხუთში _ ორსართულიანი სახლი სრულიად დაიწვახანძრის შედეგად, რომლის გამომწვევ მიზეზად წინასწარი ინფორმაციით, ელექტროგაყვანილობა სახელდება, ლანჩხუთში, სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. შემთხვევის ადგილზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა იმყოფებოდა, რომელთაც დაზარალებულ ზურაბ მარშანიშვილის ოჯახს, შესაძლებლობის ფარგლებში, დახმარების გაწევის პირობა ... ...
  • რა ხდება ოზურგეთის მერიაში _ ოთახებში გადაადგილება თუ ზეწოლის მორიგი მცდელობაახლახან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის  სოციალური და  ჯანდაცვის საკითხთა სამსახურის უფროსის, თამარ დუმბაძის სამუშაო კაბინეტიდან სოციალურ განყოფილებაში გადაიყვანეს უმცროსი სპეციალისტი, ნინო ნიკოლაიშვილი. ხოლო თამარ დუმბაძე ამჯერად მარტო დარჩა. „გურია ნიუსის“ წყაროს  ინფორმაციით, ყოველივე ეს თამარ დუმბაძის წინააღმდეგ სამოქმედოდ გადადგმული ნაბიჯია მერის მხრიდან და, ჩვენი წყაროს მტკიცებით,  შესაძლოა,  უახლოეს პერიოდში, დუმბაძის  მიმართ ადგილი ექნეს შანტაჟს, რასაც თვით თამარ დუმბაძეც ადასტურებს „გურია ნიუსთან“ საუბრისას. სამუშაოს სირთულიდან  გამომდინარე, დუმბაძე აღნიშნავს, რომ მასთან ერთი სპეციალისტი მაინც უნდა იჯდეს, რადგან მასთან მრავალი მოქალაქე  შედის, მათ შორის სოციალურად დაუცველები, რომელთაც სჭირდებათ დახმარება და მარტო მომსახურება რთულია. ამასთანავე, დუმბაძის თქმით, უმეტესობა სამსახურების უფროსებისა, სხედან თანამშრომლებთან ერთად და საკვირველია, ასეთი მნიშვნელობა  რატომ მიენიჭა მისი ოთახიდან ნინო ნიკოლაიშვილის გაყვანის საკითხს. თამარ დუმბაძე ჩვენთან საუბრისას ღიად ადასტურებს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის  მხრიდან შესაძლო შანტაჟს შეიძლება ჰქონდეს ადგილი, როცა ის მარტო იქნება ოთახში. _მე მირეკავენ და პირისპირაც მეუბნებიან, რომ, შესაძლოა, იგეგმებოდეს შანტაჟი, თუმცა, მსურს, რომ ეს ასე არ იყოს.  ნამდვილად შემეშლება ხელი მუშაობაში. ნინო ნიკოლაიშვილი ჩემი თანამშრომელიცაა დ მეგობარიც, თუმცა, ამაში არაა საქმე.   ნამდვილად სასურველია, სხვა იყოს და მყავდეს ერთი დამხმარე აქ. თუმცა , რაკი გადაწყვიტეს, იყოს ასე. მე ყველანაირად ვეცდები, როგორც ყოველთვის, ვიმუშაო მაქსიმალური ობიექტურობით და მთელი ძალისხმევა მოვახმარო აქ მოსული უამრავი მოქალაქის გასაჭირის მოგვარების საქმეს, _ გვითხრა დუმბაძემ. რაც შეეხება ოზურგეთის მერის,  კონსტანტინე  შარაშენიძისა და თამარ დუმბაძის სამსახურებრივ დაპირისპირებას, ამის შესახებ „გურია ნიუსი“ ვრცლად წერდა, როცა დუმბაძის სამსახურში მუნიციპალიტეტის მერიის აუდიტის სამსახური შევიდა  მერის დავალებით.   მაშინ დუმბაძეს მოქალაქეთა წერილებისთვის პასუხების დაგვიანებით გაცემას ედავებოდნენ. თუმცა, როგორც თავად  დუმბაძე ამბობდა, ეს მხოლოდ მიზეზი იყო, რადგან შარაშენიძემ მოსვლისთანავე მოინდომა დუმბაძის გათავისუფლება და უთხრა კიდეც,   თანამდებობიდან წასულიყო. მაშინ დუმბაძეს დეპუტატების უმრავლესობამ მხარდაჭერა გამოუცხადა და ეს პროცესი შეჩერდა.   მას  გაფრთხილება მისცეს, თუმცა თამარ დუმბაძე იმასაც  აღნიშნავს, რომ მსგავსი გადაცდომები  თითქმის ყველა სამსახურში არსებობდა, მაგრამ გაფრთხილება არცერთი სამსახურის უფროსისთვის არ მიუციათ. მხოლოდ დუმბაძე „გააშავეს“. რაც შეეხება სოციალური დაცვის განყოფილების უმცროს სპეციალისტს, ნინო ნიკოლაიშვილს, ის „გურია ნიუსთან“ ასეთ განმარტებას აკეთებს: _ გაურკვეველი მიზეზით გადმომიყვანეს სოციალური დაცვის განყოფილებაში. აქ კი ხედავთ, ამდენი თანამშრომელი ზის და თითქმის ადგილი არცაა. ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ დამიბარა და მითხრა, რომ თქვენზე არ არის საუბარი არანაირად, უბრალოდ, მერმა გადაწყვიტა ასე, უნდა გამოხვიდეთ დუმბაძის ოთახიდან, მას ფუნქციურად აქვს ამის უფლებაო. კი, ბატონო, აქვს უფლება, მაგრამ ამ წუთში აქ ამის საჭიროება არანაირად არ იდგა დღის წესრიგში. გარდა ამისა, აქტიურად ვრცელდება ხმები, რომ ეს ყველაფერი იგეგმება იმისთვის, რომ თამარ დუმბაძის წინააღმდეგ შანტაჟის მოსაწყობად უფრო ხელსაყრელი გარემო შეიქმნას, _ გვითხრა ნიკოლაიშვილმა. როგორც „გურია ნიუსმა“ ადგილზე მისვლისას ნახა, ნიკოლაიშვილს ჯერ კიდევ არ ჰქონდა სამუშაო პირობა შექმნილი. კერძოდ, კომპიუტერი არ იყო ჩართული მოუგვარებელი  ტექნიკური მიზეზით. თუმცა, თავად ქალბატონმა ნინომ აღნიშნა, რომ ალბათ, მოგვარდება ეს ყველაფერი და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგება მუშაობას. აღნიშნული „უმნიშვნელო“ პროცესის, ოთახიდან ოთახში გადაადგილების  შესახებ, „გურია ნიუსი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, ირაკლი სირაძეს ესაუბრა: _ მე გეტყვით ასე _ თუკი სხვა სამსახურის უფროსები, მაგალითად, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, გოგი ინწკირველი ზის ცალკე, რატომ არ შეიძლება კაბინეტში ცალკე იჯდეს სოციალური სამსახურის უფროსი? კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე ზის განყოფილებასთან ერთად. ის, რომ სამსახურის უფროსი იჯდეს მეოთხე რანგის სპეციალისტთან, ასეთ პრეცედენტი ჩემს საკურატოროში არ მაქვს. სამსახურის ფუნქციონირებისთვის უმჯობესია ერთ განყოფილებაში იყვნენ სპეციალისტები. _ ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ  უთხარით, სხვა ოთახში მერის დავალებით გადაგყავთ. _ რაც შეეხება მერს, ჩვენ ვართ ერთი გუნდი. ფუნქციურად ეს ჩემი მოვალეობაა და უბრალოდ, ვთვლი, რომ განყოფილების თანამშრომლები უნდა ისხდნენ ერთად. სამსახურები უნდა განთავსდეს ისე, როგორც უმჯობესია და როგორ ამას ჩვენ ვთვლით საჭიროდ. რა პრობლემაა ამაში? თამარ დუმბაძეს რომ გავაცანი ეს ყველაფერი, მეორე დილით ამოვიდა ჩემთან ნინო ნიკოლაიშვილი და მითხრა, რომ მე არ გავალ იმ ოთახიდანო. რა ნიშნავს ეს? მეოთხე რანგის სპეციალისტი  ეუბნება მერის მოადგილეს, რომ ოთახიდან არ გავა. რანაირი საქციელია? მე ჩავთვალე ასე საჭიროდ და გადავა იქ და იმუშავებს იქ, სადაც ფუნქციურად უფრო გამართლებულია. _ თამარ დუმბაძე ამბობს, რომ მასთან ერთი სპეციალისტი მაინც უნდა იჯდეს, რომ უფრო გამართულად იმუშაოს. ის აგრეთვე, არ გამორიცხავს შანტაჟის მოწყობის მცდელობას, როგორც ამას „გურია ნიუსის“ წყაროც ადასტურებს. _რა შანტაჟი? ვინ უწყობს შანტაჟს? იქ არის ვიდეოკამერები. მოძრაობენ ადამიანები. როგორ წარმოგიდგენიათ ეს? თუ თამარ დუმბაძე ამბობს, რომ მას სურს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდეს გვერდით და მთხოვს იქეთ გადასვლას, მე მას აუცილებლად დავუკმაყოფილებ ასეთ განცხადებას. მე და თამარს კი გვაქვს ისეთი ნორმალური და კარგი ურთიერთობა, თუ მას ეს სურდა, შეეძლო ეთქვა. _გულწრფელად ამბობთ ამას?  ნამდვილად თქვენ მოიფიქრეთ და გადაწყვიტეთ თუ მერმა დაგავალათ? _მატყობთ რაიმეს ისეთს,  რომ  არ ვარ გულწრფელი ადამიანი? _შესაძლოა, როგორც ჩინოვნიკი, არ იყოთ... _ გიმეორებთ, ჩემი აზრი არის ასეთი, რომ განყოფილების უფროსი, მესამე და მეოთხე რანგის სპეციალისტები ისხდნენ და მუშაობდნენ  ერთ ოთახში, ასე ფუნქციურად უფრო გამართული იქნება მუშაობა. ასეთ რეალობასთან გვაქვს საქმე და ასე უფრო სწორად მიგვაჩნია. თუ ვინმე სხვა გაიმარჯვებს 2021 წელს არჩევნებში და მოვა და სხვანაირად გააკეთებს, გააკეთოს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის. მე კი ასე ვთვლი საჭიროდ, _ გვითხრა ირაკლი სირაძემ. სირაძის მოსაზრებებს თუ გავყვებით, შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ვიდეოკამერა მხოლოდ კორიდორს აკონტროლებს. დუმბაძის კაბინეტში კი არ დგას. ასევე, სოციალური განყოფილების სივრცე  ოთხი თანამშრომლის ადგილს  ძლივს ჰყოფნის. ამიტომაც მოგვიბოდიშა დუმბაძემ, როცა მის იქ შესაძლო გადასვლაზე სირაძის თვალსაზრისი ვუთხარით. „ბოდიში, მაგრამ სად გადავიდე, იქ თავზე ხომ არ დავაჯდები ვინმეს? უმჯობესია, აქ მყოლოდა ერთი სპეციალისტი და არანაირი საჭიროება მისი ამ ოთახიდან გაყვანისა არ არსებობდა და ყველაფრის მიუხედავად, ეს მუშაობაში და სიმშვიდის შენარჩუნებაში ხელს მაინც ვერ შემიშლის“. „გურია ნიუსის“  კითხვაზე, რა შეიძლება იყოს, "ზეწოლის მცდელობის" მიზეზი, დუმბაძე ამბობს, რომ არ იცის.   „ერთადერთი  ამის  მიზეზი შეიძლება  იყოს ის, რომ არჩევნებზე  „ქართული ოცნების“ და ხელისუფლების გვერდით  ვიდექი და ვერც წარმომედგინა სხვანაირად“, _ თქვა ... ...

არქივი

ზაფრანი

ბავშვები ტყუილებს 6 თვიდან სწავლობენ

ბრიტანელმა სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ჩვილი...

საინტერესო ფაქტები, რომლებიც თქვენ არ იცით

პარალელური ხაზები კოსმოსში იკვეთება. ფენ-შუი...

რომელი ასტროლოგიური ქვა მოგიტანთ წარმატებებს

თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულებისთვის...

"ორქიდეა მაიმუნი"

ეს საოცარი "ორქიდეა მაიმუნი" საიდუმლოდ...

რა არ მოსწონთ კაცებს ქალებისაგან

მამაკაცებს ინსტიქტი, იმპულსი ამოძრავებთ, ქალები...
კარმიდამო ჩემი

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...

წიფლის წიწიბო

წიფელი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი მძლავრი...

ჩეხური "კალაჩი"

ჩეხური სამზარეულო ლუდის გემრიელი მენიუსა...

როგორ ვიმკურნალოთ თაფლით

ხალხურ მედიცინაში არ მოიპოვება ისეთი...

პეტუნიას პოპულარობა და თავისებურება

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენში განსაკუთრებული...

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...