გარევაჭრობა ლანჩხუთში და ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა


საზოგადოება

გარევაჭრობა ლანჩხუთში და ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა

26 მარ. 2020, 10:49:41

ვეყნის მასშტაბით გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიც ემორჩილება და კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სხვადასხვა ღონისძიებები ხორციელდება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული ერთ-ერთი აკრძალვა საკვირაო ბაზრობებსაც ეხება, თუმცა, ამ კუთხით, ჯერჯერობით, არაფერია ნათქვამი გარევაჭრობასთან დაკავშირებით.

დაახლოებით, ერთი კვირის წინ, როცა ჯერ კიდევ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებული არ იყო, მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ გარევაჭრობის საკითხი აუცილებლად მოსაგვარებელი იყო და ისინი უნდა გადასულიყვნენ ერთ კონკრეტულ ადგილას, სადაც სადეზინფექციო სამუშაოები გახორციელდებოდა და ამ პრობლემის მოგვარებას ზედამხედველობის სამსახურს დაავალებდა. თუმცა, გარევაჭრობა და გარემოვაჭრეები ლანჩხუთში ისევ აქტუალური თემაა და მათთან მიმართებით, საზოგადოების აზრიც ორადაა გაყოფილი.

მათი ნაწილი სოლიდარულია გარემოვაჭრეების მიმართ და მიაჩნიათ, რომ ისინი არანაირ საფრთხეს არ უქმნიან მოქალაქეების ჯანმრთელობას.

"მათ არ უნდა აეკრძალოთ ყოველდღიური საქმიანობა. ზოგს ავადმყოფი შვილი ელოდება სახლში, ზოგს _ ავადმყოფი მეუღლე, თითქმის ყველა მათგანს ბანკის ვალი აქვს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ისინი ყოველდღიურ გამომუშავებაზე არიან და სხვა შემოსავლის წყარო არ გააჩნიათ, არ აქვთ ყოველთვიური განსაზღვრული ხელფასი, რომ სახლში დასხდნენ თუნდაც, ეს ერთი თვე. "კეთილისმსურველებს" გირჩევთ, თავად გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და დაანებოთ ყოველდღე ქუჩაში წანწალს თავი, მაშინ ხალხმრავლობაც არ იქნება. ამ სიტუაციაში ჩემი სოლიდარობა გარემოვაჭრეებს, წერტილი", _ წერს სოციალურ ქსელში ლანჩხუთელი ჟურნალისტი თორნიკე ჯიჯიეშვილი.

ჯიჯიეშვილის ამ პოსტს გარემოვაჭრეებისადმი სოლიდარობის ნიშნად სხვებიც ეხმაურებიან: "დაანებეთ თავი ამ საცოდავ გარემოვაჭრეებს, არანაირ საფრთხეს ესენი არ წარმოადგენენ. იშოვონ პურის ფული"; "უმრავლესობა შემოსავლების გარეშე დავრჩით და მივესალმები მათ საქმიანობაში ხელის შეწყობას, მაგრამ ხალხი თუ ქუჩაში არ გამოვიდა, გარემოვაჭრეების სურსათს ვინ იყიდის?!" "თუ არ უნდათ, ნუ იყიდიან გარემოვაჭრეებთან"; "გარემოვაჭრეების სახლში დარჩენა, ამ ეტაპზე არავითარ აუცილებლობას არ მოითხოვს... 30 ლარს თუ შოულობდნენ, პირობითად, 15 ლარს გამოიმუშავებენ"; "დაეხმარონ და დასხდებიან სახლში"; "ღია ცის ქვეშ ვაჭრობენ, დახურულში არა, რატომ უკრძალავენ"; "გარემოვაჭრეები სულაც არ წარმოადგენენ საშიშროებას,  აი, დახურული სივრცე-მარკეტები და პატარა მაღაზიები უფრო შეიძლება დაინფიცირდეს, დახურული სივრცე უფრო საშიშია"; "რით უნდა იარსებონ, სახლში რომ დასხდნენ?!"

გარემოვაჭრეებთან მიმართებაში განსხვავებულად ფიქრობს ლანჩხუთელთა მეორე ნაწილი, მათი არგუმენტით, იმ ფონზე, როცა ბაზრობა დაიხურა, ვაჭრობა გარემოვაჭრეებსაც უნდა აეკრძალოთ: "როცა ბაზარი დაიხურა, გარემოვაჭრე რატომ უნდა იყოს? ვიზიარებ ყველას გაჭირვებას, მაგრამ არ უნდა იყოს"; "ბაზარშიც გაჭირვებული ხალხი მუშაობდა, ნაკლებად იყო წელში გამართული მოვაჭრე, მაგრამ დაიხურა. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ უჭირთ გარემოვაჭრეებსაც და ყველას გვაწევს ბანკი ზურგზე, მაგრამ თავსაც მოუფრთხილდნენ".

საგულისხმოა, რომ გასულ სამშაბათს "გურია ნიუსმა"  ქალაქის ცენტრი შემოიარა და სამწუხაროდ, ლანჩხუთს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ნაკლებად ეტყობოდა რამე, ქუჩები სავსე იყო ხალხით, ავტომანქანებით... მოსახლეობის ნაწილი მსგავს ხალხმრავლობას იმით ხსნიდა, რომ იმ დღეს საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასების დარიგების დღე იყო, ზოგი კი ქვეყნის დიდი ქალაქებიდან ჭარბ სტუმრიანობას უკავშირებდა ქუჩებში ადამიანთა სიმრავლეს, მით უმეტეს, მოწოდების _ "დარჩი სახლში"  _ ფონზე. 




 ახალი ამბები
  • სამოქალაქო აქტივისტები კომენდანტის საათს არ ემორჩილებიან - საპროტესტო მსვლელობა თბილისშირუსთაველის გამზირზე აქცია-მსვლელობა დაიწყო, სამოქალაქო აქტივისტები ამ ფორმით კომენდანტის საათის არ ემორჩილებიან და არსებულ შეზღუდვებს აპორტესტებენ. აქციაზე პოლიტიკური მოთხოვნებიც ისმის და მოითხოვენ ირაკლი ფანგანის გათავისუფელბას, რომელიც დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილსთვის ნაგვის დაყრის გამო დღეს დააკავეს.  აქცია მსვლელობა რუსთაველის გამზირზე დღეს, მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციის დროს ... ...
  • ირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავესირაკლი ჩავლეიშვილისთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. 30 წლის ირაკლი ფანგანის დაკავების ფაქტს „ნაციონალურ მოძრაობაში“ადასტურებენ. ელგუჯა ბაგრატიონის თქმით, დაკავებული მოძრაობა „ალტერატივას“ წევრია და ის დაკავების დროს ოფისში იყო. გამოძიება დევნისა და ხულიგნობის მუხლებით მიმდინარეობს. „მოსამართლის განჩინებით დააკავეს რამდენიმე წუთის წინ. ის „ალტერნატივას“ წევრია. დაკავებულია 156-ე მუხის მეორე ნაწილით. ამ მუხლით პირველი დაკავებულია ქვეყანაში. ეს დაკავება „ქართულ ოცნებას“ სჭირდებოდა იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკოს უთხრას - ნუ გეშინიათ, შემოდით პარლამენტში და უმაღლეს საბჭოში და თუ ვინმე შეგეხებათ, დაისჯება. სწორით ამით სურთ, შეიყვანონ პოლიტიკოსები პარლამენტში. მოსაწონი არ იყო ფაქტი, მაგრამ მიზეზზე უნდა ვიმჯელოთ, რამ გამოიწვია“, - განაცხადა ელგუჯა ბაგრატიონმა. ირაკლი ჩავლეიშვილმა ბოიკოტზე უარი თქვა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შევიდა. 23 იანვარს, ბათუმში, ბულვარში მიმდინარე აქციაზე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა მონაწილემ მას თავზე ნარჩენები დააყარა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ჩავლეიშვილს აქციაზე გამოჩენის უფლება არ ჰქონდა, რადგან ის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის სიით მოხვდა და დაარღვია შეთანხმება. ჩავლეიშვულმა აქცია პოლიციის დახმარებით დატოვა. აქცია ბათუმში - შეკრებილები ბულვარში „ამბასადორის“ მშენებლობას აპროტესტებდნენ. აქტივისტები ამბობენ, რომ ბულვარის ტერიტორიაზე 16 სართულიანი შენობის მშენებლობა დაუშვებელია და კანონს ეწინააღმდეგება, რადგან ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის მიერ ირაკლი ჩავლეიშვილის შეურაცხყოფის ფაქტზე შსს-მ ... ...
  • დღეს, კომენდანტის საათის დაწყებისთანავე, რუსთაველზე საპროტესტო სეირნობა იწყებადღეს, საღამოს 9 საათის შემდეგ, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე საპროტესტო სეირნობას აანონსებენ. ამ ფორმით ისინი კომენდანტის საათს გააპროტესტებებ.  ამის შესახებ კანცელარიის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე, ერთერთმა გამომსვლემა ისაუბრა.  შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში შეზღუდვების გასაპროტესტებლად მასშტაბური აქცია კანცელარიასთან მიმდინარეობს.  აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას 48-საათიანი ვადა მისცეს გამოხმაურებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სახელისუფლო შენობების პიკეტირებაა დაგეგმილი. წყარო: ... ...
  • "ფოთი პატარა, დაშინებული ქალაქია“ _ ანა იოსავა თევზის სუნის პრობლემას ებრძვისარასამთავრობო ორგანიზაცია “გამოიღვიძეს” დამფუძნებელი ანა იოსავა 10 იანვარს, ქალაქ ფოთში აქციის მსვლელობის დროს სამ პირთან ერთად დააკავეს. სასამართლო პროცესი 27 იანვარს არის ჩანიშნული. როგორც ანა ამბობს, მას ემუქრება ან _ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ან _ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 1 წლის ვადით, ან _ ფულადი ჯარიმა 1000-დან 1500 ლარამდე. „გურია ნიუსი“ ანა იოსავას ესაუბრა. _ როგორ მოხდა თქვენი დაკავება? _ აქცია მოვაწყვეთ ფოთის მერიასთან _ ვაპროტესტებდით ქალაქში თევზის სუნს და ქალაქის მერთან გოჩა კურდღელიასთან შეხვედრას ვითხოვდით. მერმა მოგვატყუა და დაპირების მიუხედავად, ჩვენთან შესახვედრად არ მოვიდა. შემდეგ გადავინაცვლეთ გოჩა კურდღელიას სახლთან, სადაც მისი ნათესავები დაგვხვდნენ, რომლებიც იძახდნენ, რომ იქვე ცხოვრობენ, მაგრამ მეც იმავე სამეზობლოში ვცხოვრობ და იქ მყოფი ადამიანების უმრავლესობა პირველად ვნახე. ჩვენ სამნი ვიყავით და დაგვხვდა 25 კაცი. ისინი გვაყენებდნენ შეურაცყოფას. ქალაქის მერის ნათესავსა და აქციის წევრს შორის მოხდა შელაპარაკება, რის გამოც აქციის წევრები დააკავეს. მინდოდა ჩემი აქტივისტი გამეთავისუფლებინა და პოლიციას ვკითხე მიზეზი, რის საფუძველზე აკავებდნენ. ამის შემდეგ მეც დამაკავეს. დაკავების მიზეზად ხულიგნობა, ძალადობა, შეურაცხყოფა დაასახელეს, მაგრამ ჩემი მხრიდან ასეთი არაფერი მომხდარა _ მაქვს ყველაფრის ვიდეო მტკიცებულება. სამართალდამცავებმა ჩვენ დაგვიჭირეს და ვინც შეურაცხყოფას გვაყენებდა, მათი საქციელი რეაგირების გარეშე დატოვეს. _ ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას სახლთან მისვლის მიზანი რა იყო?       _ ჩვენი მიზანი იყო გოჩა კურდღელიასთვის პირადად გვეთქვა, რომ მეორე დღეს იგეგმებოდა აქცია და იქ ველოდებოდით. მაგრამ დაგვხვდა აგრესიულად განწყობილი ადამიანები. _ ამ აქციის შემდეგ დაანონსებული იყო ყოველდღიური აქციები... _ აქციები გრძელდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ფოთის მოსახლეობა არ იღებს ხმას. ფოთი პატარა, დაშინებული  ქალაქია. ყველა ყველას იცნობს და ერთმანეთის ხათრით არ გამოდიან გარეთ. პლიუს ამას, ფოთელები მუშაობენ პორტში, სადაც წილი აქვს ფოთის მერს გოჩა კურდღელიას. არ დაგვიდგა ხალხი გვერდით და 20 კაცის პროტესტი უშედეგოა. _ რამდენი ხანია, რაც თევზის სუნია ქალაქში? _ სამი წლის განმავლობაში. როგორც ვიცით, ფოთში თევზის გადამამუშავებელი ორი ქარხანაა, რომელიც პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიას საკუთრებაა. ამ ქარხნების ხელმძღვანელობა ყველა არჩევნების დროს „ქართულ ოცნებას“ სწირავს ფულს და ამიტომ არ აჩერებენ, ჩვენ რაც არ უნდა ვაპროტესტოთ. ვიცი, რომ ასე მარტივი არაა ამ ყველაფრის მოგვარება, მაგრამ ვცდილობ ყველანაირად. ამ ქარხნებს ისეთი ადამიანები აფარებენ ხელს, რომლებსაც მთელი ქალაქი „ხელში უჭირავთ“. _ როგორც ვიცი, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეამოწმებს ქარხნებს და დაადგენს პრობლემის მიზეზებს... _ მე მაქვს ინფორმაცია სპეციალურ ჯგუფებზე, რომელიც შეამოწმებს ქარხნების მუშაობას, მაგრამ მე არ მჯერა მათი. ორ კვირაში თევზჭერის სეზონი მთავრდება და ისედაც აღარ იქნება სუნი. მერე იტყვიან, რომ მოაგვარეს პრობლემა. დარწმუნებული ვარ მომავალ წელს სუნი მაინც იქნება. ქალაქში 3-4 წლის განმავლობაშია თევზის სუნი და აქამდე რატომ არ შექმნეს ეს ჯგუფი, ხომ იცოდნენ რომ ხალხი ამას წლების მანძილზე აპროტესტებდა. გამკეთებელი აქამდე გააკეთებდა. თევზის სეზონის მიწურულ პერიოდში რატომ აკეთებენ სამუშაო ჯგუფს? ეს დღეები შტორმის გამო ვერ გავიდნენ გემები ზღვაში და ვერ შეიტანეს ქარხნებში თევზი, ამიტომაც არ არის სუნი. ამბობენ, რომ პრობლემა მოგვარდა. მაგრამ ეს ხომ დროებითია?! _ სოციალურ ქსელში ვრცელდება შენი ერთ-ერთი პირდაპირი ჩართვა, სადაც ამბობ, რომ დაიწყეს შენი დაშინება. შეგიძლია, აგვიხსნა რას გულისხმობ? _ ნადვილად დაიწყეს ჩემი დაშინება, ხალხის მოგზავნა და მე ეს მიხარია _ ეტყობა, სერიოზულად მიმიღეს. მე შევქმენი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლისთვისაც ვეძებ ფინანსებს. მოვიდა ადამიანი, რომელიც ყველანაირ ფინანსურ უზრუნველყოფას მთავაზობდა. თუ მე დავთანხმდებოდი ამ შემოთავაზებას, იძულებული გავხდებოდი, ყველაფერი ისე მეკეთებინა, როგორც მეტყოდნენ. მე ვიცი, რომ ეს ადამიანი მოგზავნილი იყო. მინდა, მოგვარდეს ეს პრობლემა, ამიტომ უარი ვთქვ ი ამ შემოთავაზებაზე. მე მინდა ჩემი ორგანიზაცია სამართლიანი იყოს და არა ვინმეზე დამოკიდებული.  _ რა გეგმები გაქვთ მომავალში? _ გადავწყვიტე, ეს პრობლემა კანონიერად მოვაგვარო. მაგალითად, გეგმაში მაქვს, მივიდე გარემოს დაცვის ინსპექციასთან და მოვთხოვო პასუხი, რატომ არაფერს არ აკეთებენ. რიონი ბინძურდება, ჰაერი ბინძურდება, ხალხი იწამლება. რადგან მე მარტო ვარ და მთელ ქალაქში მხოლოდ 20 კაცი აპროტესტებს ამ სუნს, გადავწყვიტე მარტომ მოვაგვარო ეს ... ...
  • "მდგომარეობა კრიტიკულია, გთხოვთ, გადავარჩინოთ ჩემი ძამიკო""გთხოვთ გადავარჩინოთ, ჩემი ძამიკო", _ თხოვნის შემცველი წერილით "გურია ნიუსს" თამუნა ბაიაჯანმა მიმართა. "ძალიან გვჭირდება თქვენი თანადგომა და დახმარება. 20 წლის ბაკო ბაიაჯანს, აქვს თავის ტვინის სიმსივნე. მას ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და სასწრაფოდ საჭიროებს განმეორებით ოპერაციას, რომელიც უნდა გაკეთდეს საზღვარგარეთ. სამწუხაროდ, მდგომარეობა არის კრიტიკული, თითოეული დღე მისი სიცოცხლისთვის არის გადამწყვეტი. ოპერაცია დაკავშირებულია დიდ თანხებთან, რისი შესაძლებლობაც უკვე აღარ გვაქვს. გთხოვთ, გავერთიანდეთ, გადავარჩნოთ კიდევ ერთი სიცოცხლე. თქვენ მიერ გაღებული თითოეული ლარიც კი მისი სიცოცხლის გადასარჩენად ძალიან მნიშვნელოვანია.  მადლობა თანადგომისთვის, _ გვწერს თამუნა ბაიაჯანი და იქვე ბაკოს დასახმარებლად შექმნილი ანგარიშის ნომრებს უთითებს: მიმღები თამუნა ბაიაჯანი (და) TBC ბანკი #GE24TB7502445061600004 საქართველოს ბანკი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....