"გასწორხაზოვნებით, მდინარე არა და, მე კი გამასწორეს მიწასთან!"

საზოგადოება

"გასწორხაზოვნებით, მდინარე არა და, მე კი გამასწორეს მიწასთან!"

2019 სექ 18 10:33:43

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მკვიდრის, მარტოხელა პენსიონერის, შორენა სიმონიშვილის შესახებ ჩვენ არაერთხელ ვწერდით, თუმცა, ის ახლაც გვეუბნება, რომ ჟურნალისტების ყურადღების იქით, მისი პრობლემის მოგვარების გზა არანაირ დადებით შედეგთან არ მისულა და არც ერთხელ არ ახსოვს ხელისუფლების თანადგომა.

ამჯერად მარტოხელა პენსიონერს საკუთარი საკარმიდამო ნაკვეთის მდგომარეობა აწუხებს, რომელიც მდინარე ბჟუჟის სანაპიროს გასწვრივ მდებარეობს და გასწორხაზოვნების სამუშაოების ჩატარების შემდეგ, კალაპოტშეცვლილ მდინარეს ნაწილ-ნაწილ მიაქვს ეზოს მიმდებარე ტერიტორია...

2015 წლის სექტემბრის სტიქიის დროს, სიმონიშვილის საკარმიდამო ნაკვეთში ხეები მოითხარა, პირუტყვის სადგომს დაეცა და დაანგრია. ასევე, ადიდებული მდინარე შეიჭრა მის ეზოში და არა ერთი ხე მოთხარა, წაიღო ბამბუკის ტყის ნაწილი.

მაშინ ჩვენ ვწერდით, რომ შორენა სიმონიშვილი სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს, მდინარე ბჟუჟის გასწორხაზოვნების შედეგად, ახალი კალაპოტის მისი ეზოს გასწვრივ გადმოგდებას მიაწერდა. ამბობდა, რომ მის დაუკითხვად მოიყვანეს ბულდოზერები და მამაპაპისეული ქვის ყორე დაანგრიეს, რომელსაც უამრავი წლის განმავლობაში ადიდებულმა ბჟუჟმა ვერაფერი დააკლო.

_ მაშინ ისე დაუწყიათ ეს გასწორხაზოვნება, ჩემთვის არაფერი უთქვამთ. ორი საუკუნის წინ მყარად აგებული ქვის ღობე-ყორე ბულდოზერებით დამინგრიეს. რამდენჯერ ადიდებულა ბჟუჟი და ამ ყორეს ვერაფერს უხერხებდა. მარტოხელა ვარ, ოდესმე რაიმე ვთხოვე ვინმეს? აქეთ შემომივარდნენ ეზოში და მაგ გასწორხაზოვნებით მე გამასწორეს მიწასთან, მდინარე კი არა. ახლა აქ დამბა თუ არ გაკეთდა, მიაქვს და მიაქვს წყალს ჩემი საკარმიდამო ნაკვეთის მიმდებარე ნაწილი, მოადგა უკვე ღობეს. მივედი შემოქმედის გამგებელთან და იქ გოჩა ბურჭულაძემ, თანაშემწემ, პროექტის ჩაშლა დამაბრალა _ ადრე გიკეთებდით და უარი თქვიო. მე ვყოფილვარ, რაც ვყოფილვარ _ თურმე, დამბის აგებას ვაფერხებ... ცხელ გულზე კი ვთქვი, რომ მთავრობის ჭიქა წყალიც არ მინდა, არასდროს დამეხმარნენ,-მეთქი, მაგრამ ამისთვის ხომ არ უნდა ჩამიდგნენ კრიჭაში? _ ამბობს შორენა სიმონიშვილი.

ქალბატონ შორენას გასულ წელს საკუთარ საკარმიდამო ნაკვეთში მრავალწლოვანი ბლისა და წაბლის ხეები მოუჭრეს "ენრგო-პრო ჯორჯიას" წარმომადგენლებმა. მარტოხელა პენსიონერი მაშინ ცხარე ცრემლით ტიროდა. "გურია ნიუსში" გამოქვეყნებული წერილის შემდეგ, კომპანიის ხელმძღვანელობამ მას მხოლოდ 150 ლარით დახმარება შესთავაზა, რაც სიმონიშვილმა დაცინვად ჩათვალა და ახლა სასამართლოში აპირებს დავის გაგრძელებას.

ამჯერად შორენა სიმონიშვილი საკუთარი საკარმიდამოს გასწვრივ დამცავი ჯებირის გაკეთებას ითხოვს, ემოციებისგან ისევ ტირის და ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ უსმენენ.

_ მალე ზამთარი დადგება და წამიღებს ბჟუჟი. კი ხედავთ, შარშანდელს აქეთ, რამდენით არის შემოწეული ახალი კალაპოტი. დამეხმარეთ ყველა, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდეს. ჩემი მეურნეობა მაქვს. ამას წინათ ძროხა ჩამივარდა მაქ, ნაქცევში. ძლივს ამოვიყვანეთ. როცა სანაპირო ჰქონდა მდინარეს, პირუტყვი იქვე ბალახობდა, წყალს სვამდა, მეც ჩავდიოდი. ისე წაიყვანეს საქმე, ახლა ძროხა და ხბო ჩამეხრჩობა აქ და მალე მეც წამიღებს, ალბათ, ჩემი ეზოიანად, _ წუხს მარტოხელა ქალბატონი.

 2015 წლის შემოდგომაზე, როცა სიმონიშვილზე ვწერდით, მაშინდელმა სოფლის გამგებელმა ბესო ლომინაძემ, მისი გასაჭირი მნიშვნელოვნად არ ჩათვალა: "რაღაც სამი ხე მოუთხარა წყალმა, კალაპოტს გასწორხაზოვნება სჭირდებოდა, შემდეგ სტიქიაც მოხდა. მე ნახევარი თხილის ბაღი წამართვა წყალმა, მაგრამ არსად წავსულვარ. ნელ-ნელა აკეთებენ ყველაფერს..." _ თქვა მაშინ ლომინაძემ "გურია ნიუსთან". ახლა ლომინაძე მერის წარმომადგენელი აღარ არის, სიმონიშვილის საკარმიდამო ნაკვეთი კი ნელ-ნელა მიაქვს წყალს.

გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე სოფელში, გოჩა ბურჭულაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ მან იცის სიმონიშვილის პრობლემის შესახებ:

_ ვიცით ამ ქალბატონის გასაჭირის შესახებ. მისთვის აქ ვინმეს ნიშნისმოგებით კი არ უთქვამს რაიმე, უბრალოდ, შევახსენე, რომ 2016 წელს, როცა გაბიონს აკეთებდნენ ბჟუჟის ნაპირის გასწვრივ, მისი ეზოს უკან, მან ნამდვილად უარი თქვა. მე მაშინაც ვმუშაობდი სპეციალისტად და თვითონ ვახლდი იქ ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს. ახლა, როცა თხოვნით მოვიდა, უბრალოდ, შევახსენე, რომ ადრე უარი თქვა. რა ატირებს?! მოვიდეს, დავეხმარები...

_ ის მარტოხელაა, ხანდაზმული და ეს შეხსენება მტკივნეულად აღიქვა. ამბობს, წინააღმდეგი არ ყოფილა და ნერვიულობს, შეშინებულია. ფაქტია, მდინარე მისი ეზოს სიღრმეში მოიწევს...

_ ჩვენ მზად ვართ, ვუშუამდგომლოთ მუნიციპალიტეტის მერიასთან. აბა, მეტს რას ვაკეთებთ? წავყვებით, დაწერს განცხადებას. ახლა რომ მოვიდა, უბრალოდ, შევახსენე ძველი ამბავი. არავინ გამოკიდებია მას. შარშანწინ აკეთებდნენ გაბიონს მაქ. თუ დააკვირდით, მისი ეზოს ზემოთ გაკეთებულია სპეციალური დამცავი ჯებირი. ზუსტად ისეთი უნდა გაკეთებულიყო. გადმოვიდა თვითონ უკანა ეზოში და აქ არ გამიკეთოთო, _ თქვა. ჯიბრში არავინ უდგება. არც სანერვიულოა არაფერი. მოვიდეს, დავეხმარებით, _ გვითხრა გოჩა ბურჭულაძემ.

ცხადია ერთი რამ _ შორენა სიმონიშვილის სხვადასხვა სახის გასაჭირის შესახებ "გურია ნიუსი" უკვე მერამდენედ წერს და ის მართლაც გამონაკლისია იმ კუთხით, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ვერასდროს ვერაფრით დაეხმარნენ.

"გურია ნიუსი" იმედს იტოვებს, რომ ამჯერად მაინც მიაქცევენ ყურადღებას მარტოხელა პენსიონერს.




 ახალი ამბები
  • მართვის მოწმობის აღების ასაკი იცვლება17 წლის მოქალაქე მართვის მოწმობას ვეღარ აიღებს. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მოქალაქე 18 წლის უნდა იყოს, რათა მოტოციკლისა და მსუბუქი ავტომობილის მართვის უფლება მოიპოვოს. „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის. „მთავარი ის კი არ არის, 17 წლისა აიღებს მართვის მოწმობას ადამიანი, 37 წლისა თუ 57-ის, არამედ ის, თუ რა ცოდნის საფუძველზე იღებს ის მართვის მოწმობას. დღეს ჩვენ გვაქვს პრობლემა, რომ ე.წ. ავტოსკოლებში მოქალაქეებს კოდირების გზით მართვის მოწმობის აღებას ასწავლიან. გამოცდაზე ადამიანები გადიან ცოდნის გარეშე, დაზეპირებული კოდებით, რის გამოც მართვის მოწმობას იღებს ადამიანი, რომელმაც საგზაო მოძრაობის შესახებ საერთოდ არაფერი იცის“, - ამბობს „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით ... ...
  • "2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას მოსახლეობა გადაწყვეტს და არა გიგა ბოკერია" _ კალაძე2020 წელს ვინ გაიმარჯვებს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და არა გიგა ბოკერია, - ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებას. მისივე თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ნაკლებობაა და ამის ნათელი მაგალითი ოპონენტების განცხადებებია. „მე შემიძლია კიდევ ერთხელ მოვიშველიო ჩვენი პარტიის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომ ჩვენ მოვექცევით ჩვენს ოპონენტებს ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება და არა ისე, რასაც ისინი იმსახურებენ. თუმცა, ამ წლების განმავლობაში ისინი შეეცადნენ, რომ ეს მიდგომა, ეს დამოკიდებულება ჩვენ წინააღმდეგ გამოეყენებინათ“, - განაცხადა კახა ... ...
  • „ტურიზმის განვითარების მიმართულებაში მთავარი „ჩაის გზაა“ _ კარლ ჰარცელი გურულ სოფელშიევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, ევროპის დღეებთან დაკავშირებული ვიზიტის   ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მეწარმე ლიკა მეგრელაძის საოჯახო სასტუმრო „კომლი“ დაათვალიერა. სახლის მფოლობელმა ლიკა მეგრელაძემ  ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის, “მონაწილეობითი პრონციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის”, მიერ გაცემული გრანტის ფარგლებში, მოახდინა ჩაის პლანტაციის რეაბილიტაცია და გაფართოება, განაახლა ტრადიციული ჩაის ჯიშები. საპატიო სტუმართან ტურიზმის განვითარების მიმართულებებში ერთ-ერთ უმთავრესზე, „ჩაის გზის“ შესახებ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა ალეკო მამეშვილმა ისაუბრა: _  ბევრი ვიფიქრეთ, რა უნდა ყოფილიყო ისეთი, რაც გურიას  საქართველოს სხვა  რეგიონებისგან განასხვავებდა და ეს არის სწორედ, „ჩაის გზა“. ასე დავიწყეთ ამ პროექტის შექმნა.  ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის, რომ ტურისტების 70% ყოფილი საბჭოთა კქვეყნებიდან შემოდის და  კარგად ახსოვთ ქართული ჩაის გემო. ამიტომ ნაკლები რეკლამა სჭირდება ამ საქმეს. გვაქვს ოთხი ძირითადი ლოკაცია. ასევე, ტურიზმის განვითარების სტრატეგიაში ერთ-ერთი საინტერესო მიმართულებაა ბალნეოლოგიური ტურიზმი, _ უთხრა სტუმრებს მამეშვილმა და გააცნო მათ ინფორმაცია ნასაკირალის სამკურნალო წყლების შესახებ,  უთხრა, რომ აქ 1930 წელს გაიხსნა ბალნეოლოგიური კურორტი. კარლ ჰარცელმა ინტრესით   დაათვალიერა იქვე, სახელდახელო მოწყობილი გამოფენა, სადაც ვიზუალურად, ფოტოებით იყო ნაჩვენები 1930 წელს ნასაკირაში ბალნეოლოგიური კურრორტის გახსნა და თანმხლები ... ...
  • სისხლიანი გარჩევა ლისის ტბაზე - ექიმებმა ვეფხვაძის გადარჩენა ვერ შესძლესგოჩა ვეფხვაძე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა, მძიმე დაზიანებებით 41 წლის მამაკაცი საავადმყოფოში 6 ოქტომბერს მოათავსეს, თუმცა ერთ კვირიანი მცდელობის მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ვეფხვაძეს გულ-მკერდის მარცხენა მხარეს, ასევე ბარძაყის ქვედა კიდურზე და წვივებზე 4 მძიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 41 წლის მამაკაცს ქირურგიული ოპერაცია 3 საათის განმავლობაში უტარდებოდა. არსებული ინფორმაციით, ვეფხვაძეს დაპირისპირება, სავარაუდოდ, ძველ მეგობრებთან – ძმებ ფეიქრიშვილებთან და ნოდარ ნიშნიანიძესთან მოუვიდა, რომლებთანაც კონფლიქტი წლების განმავლობაში ჰქონდა. ვეფხვაძე 6 ოქტომბერს ლისის ტბაზე დაჭრეს, თუმცა, დაჭრილი კაცი შარტავას ქუჩაზე, მის საცხოვრებელ სახლთან მანქანით ... ...
  • რა „უთხრა“ ელჩს „ნატვრის ხემ“ და რა უმღერეს მას საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ბენეფიციარებმაოზურგეთში ევროპის დღეების აღნიშვნის პროცესში, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი საქველმოქმედო ასოციაცია „გურიას“ ეწვია. შეხვედრა ამაღელვებელი იყო. საპატიო სტუმარს აქ საგანგებო მადლობა გადაუხადეს უდიდესი თანდგომისთვის. კარლ ჰარცელმა დაათვალიერა ბენეფიციართა  დაწესებულება, გაეცნო მათ ნამუშევრებს. _ რას ამბობს „ნატვრის ხე“? _ იკითხა ელჩმა იმ საგამოფენო ოთახში,  სადაც გამოფენილი იყო ბენეფიციართა თვითშემოქმედების ნიმუშები, მათ შორის „ნატვრის  ხე“, რომელზეც  ბავშვების სურვილები ლამაზი ფერადი ქაღალდებით იყო მიმაგრებული. „ჩვენ გვსურს ვიმოძრაოთ თავისუფლად“, „მსურს მქონდეს აიფონი“, „მე პლანშეტი მინდა“... _  უთარგმნეს ელჩს „ნატვრის ხეზე“  მიბნეული სურვილები. შეხვედრის დასასრულს, ბენეფიციარებმა კარლ ჰარცელს მადლობის ნიშნად საკუთარი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული შემოქმედება წარუდგინეს _ „არ წახვიდე, არ დაგვტოვო, შენი სუნთქვა ჩვენთვის ყველაფერია...“ _ იმღერეს მათ. თან უთხრეს, რომ ეს  სიმღერა ახლა აქ ყველაზე პოპულარულია და საპატიო სტუმარს უძღვნეს. ელჩმა ბენეფიციარებთან  ერთად სამახსოვრო ფოტოები ... ...

არქივი

ზაფრანი

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...

მკურნალი ყველი

რამდენი თვის წინ დანიელმა მეცნიერებმა...

კივის დიეტა

საუზმე მოამზადეთ სალათი, მწვანე ხახვით,...

ჩვილი ბავშვების საოცარი თვისებები

ჩვილები არ ტირიან სინამდვილეში ჩვილები...

ყურძნის კურკის სამკურნალო თვისებები

ყურძნის კურკებში დიდი რაოდენობით E...

რატომ უნდა ვსვათ სტაფილოს წვენი?

ძირითადი მიზეზი, რატომ ითვლება სტაფილო...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...