"გეტყვით, რომ დიპლომი 2 000 წლის 25 დეკემბერს ავიღე" _ დავით ჭიჭინაძე

gurianews.com

საზოგადოება

"გეტყვით, რომ დიპლომი 2 000 წლის 25 დეკემბერს ავიღე" _ დავით ჭიჭინაძე

2018 იან 17 22:43:10

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, გლეხებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება საზოგადოებამ არასწორად შეაფასა, რადგან მისი თქმით, მიზანი გლეხების არა შეურაცხყოფა, არამედ დაცვა იყო. მმართველი გუნდის წევრი ჩვენთან საუბრისას საკუთარ განათლებასთან დაკავშირებით გამოთქმულ კრიტიკასაც გამოეხმაურა და სიცრუე უწოდა ფაქტს იმის შესახებ, თითქოს უმაღლესი სასწავლებელი დამთავრებული არ აქვს.

,,როგორც ჩანს, ჩემი ნათქვამი ცუდად გაიგეს, ფაროსანა იმდენად რთული საკითხია, მხოლოდ გლეხი ვერ გადაჭრის პრობლემას. როცა ასეთი მასშტაბურია პრობლემა, სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს და იზრუნოს მისი გადაჭრის ძიების გზებზე. ჩემი საუბარი გლეხების დაცვისკენ იყო მიმართული, მაგარამ თუ არასწორად ვთქვი რამე, ბოდიშის მოხდა არ არის რთული. სახელმწიფოს პრობლემაა ის, რომ ფაროსანა განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს განსაკუთრებით  გურიისთვის, სამეგრელოსთვის და იმერეთისთვის. თუ რომელიმე გლეხი იპოვის გზას, თუ როგორ დავამარცხოთ ფაროსანა, ის მსოფლიო ნობელის ლაურიატიც შეიძლება გახდეს, რაც წარმოუდგენელია. რაც შეეხება ჩემს განათლებას, ზოგადად, ადამიანის კომპეტენციას დიპლომით არ განვსაზღვრავ, მაგრამ თუ გაინტერესებთ, გეტვით, უბრალოდ, მეხუთე კურსზე არ დავიცავი დიპლომი, იმიტომ, რომ დაწყებული იყო კოოპერაცია. წავედი და რომ ჩამოვედი 12 საგანი ჩავაბარე და ავიღე დიპლომი“, _ განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

"სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა.  დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში", _ ასე გამოეხმაურა "ქართული ოცნების" დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ფაროსანასთან ბრძოლის თაობაზე გარემოსა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანოშვილის განცხადებას, რომ გლეხს უნდა ვასწავლოთ, როგორ ებრძოლოს მავნებელს.


ნახვა: 905


 ახალი ამბები
  • ,,როცა მშიერ ადამიანს ეუბნები, რომ მაძღარი ხარ, ცოტა უცნაურია“ _ სოსო ცინცაძეექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცინცაძე ,,გურია ნიუსთან“ პარლამენტის მიერ ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების საკითხს გამოეხმაურა. როგორც ცინცაძე აცხადებს, გაუგებარია, თუ რატომ იხარჯება ათეულობით მილიონი ლარი იმ მაუწყებლის შესანახად, რომლის არსებობა საზოგადოებისთვის  უმნიშვნელოა. ,,საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩუმად რომ გაუქმდეს, ვერავინ გაიგებს, რომ აღარ არსებობს. მოსახლეობას ნაკლებად აინტერესებს სარეკლამო ბაზარი, ხალხმა იცის, რომ ტელევიზია 50  მილიონი ლარით ფინანსდება და კიდევ აძლევენ დამატებით მილიონებს და თანაც საიდან? ისევ ჩვენი ჯიბეებიდან.  საზოგადოებრივ მაუწყებელს  CNN -თან შედარებით 4-ჯერ მეტი შტატი აქვს. პირველმა არხმა 80 მანქანა შეიძინა ახლა და CNN- ს საერთოდ არ ჰყავს მანქანები, იქ ბიუჯეტის ფულით მანქანებს არ ყიდულობენ. ეს ფული პირველი არხის დირექტორს არ სჭირდება, მთავარია, თანხა არ წაიღონ კერძო ტელევიზიებმა. შემთხვევითი კი არ იყო ნინო ჯანგირაშვილსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის მწვავე საუბარი. ვისაც უჭირს, ის გრძნობს მეტ საშიშროებას. უცნაურია, როცა მშიერ ადამიანს ეუბნები, რომ შენ მაძღარი ხარ. პარლამენტის თავმჯდომარე ამ როლში გამოდის და ამბობს, თანაც ჩხუბით, ბრაზით _ ინტრიგანი ხარ, რადგან ამბობ, რომ გშიაო. ვინ იცის უკეთესად ვის შია, კობახიძემ თუ წვრილმა მედიასაშუალებებმა? კობახიძემ უკეთ იცის რა დღეშია დღეს მედია?  რა ელით მათ ამ კანონის მიღებით? ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტშიც დარღვეულია ერთიანობა  და გუშინ კობერიძე პირდაპირ ამბობდა, რომ ახალი ფული კი არა იმ 50 მილიონს რაში ხარჯავს მაღლაფერიძე ესეც გასაკვირიაო“, _ განაცხადა სოსო ცინცაძემ. ცნობისთვის,  ,,მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო. მმართველ გუნდში განსხვავებული პოზიციების მიუხადავად, პარლამენტში ვეტოს დაძლევას პროგნოზირებენ. მედიაორგანიზაციები კი პარლამენტის წევრებს მიუწოდებენ, არ დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის უფლებამოსილებების გაზრდა კერძო მედიასაშუალებებს მნიშვნელოვნად დააზარალებს. ... ...
  • ფშაველი -აბანო- ომალოს გზაზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდაფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მსუბუქი ავტომანქანა სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა კაცი ადგილზევე დაიღუპა, ერთი მგზავრი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც შსს-მ "გურია ნიუსთან" განაცხადა, მომხდარზე საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მე- 5 ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლათბილისში კახეთის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 2 ადამიანს დაეჯახა, რის შედეგადაც 1 დაიღუპა, მძღოლი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მძღოლი ამ დროისთვის ნაპოვნია და ავტომობილიც საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი. „ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა. მძღოლის ვინაობა დადგენილია და ავტომანქანაც საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი. დანიშნულია ექსპერტიზები. გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს“, _ ამბობენ შინაგან საქმეთა ... ...
  • რატომ დაიბარეს გუბერნატორები პარლამენტშიჩვენ აღნიშნული თემების ირგვლივ აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შევთანხმდით, _ განაცხადა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების ... ...
  • საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას ვირუსით გარდაიცვალათბილისის 56-ე საბავშო ბაღის აღსაზრდელი გარდაიცვალა. მცირეწლოვანს სავარაუდოდ ჩუთყვავილას გართულებული ფორმა ჰქონდა და მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. მცირეწლოვანი გოგო ბაღში პირველი თებერვლის შემდეგ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო აღარ დადიოდა. ბაღის დირექტორი ადასტურებს, რომ მსგავსი სიმპტომები კიდევ რამდენიმე ბავშვს აღენიშნება და მოზარდები ჩუტყვავილას შედარებით მსუბუქი ფორმით მკურნალობენ. „ასეთ უბედური შემთხვევები ხდება ხოლმე. ძალიან იშვიათად მაგრამ ხდება. შეიძლება თანდართული ფონი იყო რაიმე დაავადების, მაგრამ ასეთი მძიმე შედეგით დამთავრდა. რა თქმა უნდა ჩვენი სამსახური, მუშაობს ამ შემთხვევაზე,“-განაცხადა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ. ბაღში ამ დროისთვის სასწავლო პროცესი შეჩერებულია. როგორც 56-ე ბაგა-ბაღის დირექტორი, მზია ჯიბლაძე ამბობს, სკოლამდელ დაწესებულებაში ჩუტყვავილას რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. სპეციალისტების რეკომენდაციით, ბაღს დეზინფექცია უტარდება და სასწავლო პროცესი ხვალიდან ... ...

არქივი

ზაფრანი

ინდური „კომფორტი“

ცნობილია, რომ ინგლისელთა მმართველობის დროიდან...

"საკანონმდებლო" კრივი

ცოტა ხნის წინ ტაილანდის დედაქალაქ...

ძმური ლევიტაცია

ჩილეს ყველაზე ცნობილმა ილუზიონისტებმა, ტყუპმა...

"მიმზიდველი" თინეიჯერი

"მაგნიტური" ადამიანები თავისი თვისებების დემონსტრირებით...

სერფერი ტობი

ცოტა ხნის წინ აშშ-ში, კალიფორნიაში...

"სანტექნიკ-ოპერა"

ფლორიდის შტატის ქალაქ მაიამიში ლუკ...
კარმიდამო ჩემი

როგორ მოვუაროთ მცენარეებს ადრე გაზაფხულზე

გაზაფხულის დამდეგი ზამთრიდან გაზაფხულისკენ გარდამავალი...

სენპოლია _ მთელი წელი მოყვავილე ოთახის ია

ეს სამხრეთ აფრიკული მცენარე ინტერიერის...

როგორ დავიცვათ თავი ბრონქიტისგან

ხველება ყოველთვის მიგვანიშნებს ორგანიზმის არასასურველ...

ვიოლები _ საოცარი ყვავილების ისტორია და მოვლის წესები

ამ საოცარ ყვავილებს ვიოლებს უწოდებენ,...

ოთახის მცენარე, რომელიც ჰაერს გაზის ნამწვისგან წმენდს

სპეციალისტები გვირჩევენ, აუცილებლად ვიყოლიოთ სახლში...

ჩაი და ყავა არა მარტო სასმელია

ცნობილია, რომ ჩაისა და ყავის...

შეწამვლითი ღონისძიებები და უსაფრთხოების ზომები

ვაგრძელებთ უსაფრთხოების ზომების შესახებ საუბარს,...

ახლებურად შევხედოთ ჩაის აღდგენას და მისი მოვლის მეთოდებს

ჩაის გაშენება ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო...

მონსტერა ჩვენს პირობებში _ როგორ გამოვაზამთროთ ოთახის გარემოში

მონსტერა მარადმწვანე ბუჩქოვანი და ლიანა...

ლავანდი _ ძვირფასზეთოვანი და სურნელოვანი მცენარე

ლავანდი ეთერზეთოვანი მცენარეა, რომელიც ეკუთვნის...