გიორგი გახარია - ძირითადი ამოცანა დღეს არის ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლა

საზოგადოება

გიორგი გახარია - ძირითადი ამოცანა დღეს არის ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლა

17 სექ. 2020, 18:01:39

ბოლო პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ინფიცირების ზრდის აშკარა ტენდენცია გვაქვს, თუმცა მდგომარეობა სრულად ექვემდებარება კონტროლს და მართვადია, რაც მთავარია, - ამის შესახებ ს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები და შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა იყო სწორედ იმისთვის, რომ გადარჩენილიყო მოქალაქეების სიცოცხლე და ნაკლები ზიანი დამდგარიყო ეკონომიკისთვის, ვინაიდან, ცოდნა ვირუსთან დაკავშირებით მსოფლიოში საერთოდ არ არსებობდა და დროის მოგება იყო მნიშვნელოვანი. 

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეზღუდვების, მათ შორის ეკონომიკური შეზღუდვების მოხსნასთან ერთად, ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდებოდა, როგორც სხვაგან ყველგან, მთელ მსოფლიოში. ამიტომ ვამბობდით, ძირითადი ამოცანა არის ვირუსთან ადაპტაცია და თანაცხოვრების სწავლა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ დღეს ამ ეტაპზე ვიმყოფებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ პირველ ეტაპზე მკაცრი ღონისძიებები, „ლოქდაუნები", შეზღუდვები, მათ შორის, საგანგებო მდგომარეობა იყო სწორედ იმიტომ გადაწყვეტილი და მიღებული, რომ გადაგვერჩინა ათეულობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ნაკლები სოციალურ-ეკონომიკური ზიანი მიგვეყენებინა ეკონომიკისთვის, უბრალოდ იმისთვის, რომ ცოდნა მაშინ მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით საერთოდ არ არსებობდა და ჩვენ ვირუსის დროში გავრცელების დრო უნდა მოგვეგო,"- განაცხადა პრემიერმა. 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველომ ეს დრო მოიგო და ვინაიდან, ახლა როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში ვირუსთან დაკავშირებით ბევრად უფრო დიდი ცოდნა და გამოცდილება დაგროვდა, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვეულებრივად გაგრძელდეს ცხოვრება - გარკვეული წესების დაცვით.

 ჩვენ ეს დრო მოვიგეთ, დღეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ვირუსთან დაკავშირებით ცოდნა არის ბევრად უფრო დიდი და მნიშვნელოვანი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, მიუხედავად მსგავსი ციფრებისა, ჩვეულებრივად გავაგრძელოთ ცხოვრება. ეს ის ცოდნაა, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში, ეს ის გამოცდილებაა, რომელიც ჩვენ დავაგროვეთ ბოლო თვეების განმავლობაში ვირუსის რისკების მართვით, ვირუსის დროში გავრცელების მართვით, რომელიც დაფასებული და შეფასებული იყო საერთაშორისო დონეზეც და დღეს ჩვენი ძირითადი ამოცანა არის ის, რომ აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა, მაქსიმალურად სწრაფად, ისე რომ არ შევუქმნათ რისკი ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას. რას ნიშნავს ეს, ეს ნიშნავს, რომ დღეს პრიორიტეტი უკვე ხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ეს შეუძლებელია გარკვეული წესების დაცვის გარეშე. მარტივი წესებია - პირბადე, სოციალური დისტანცია, ელემენტარული ჰიგიენის წესების დაცვა და ა.შ. ეს ის წესებია, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება, საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, სანამ გლობალურად ვირუსის პრობლემა არ გადაწყდება ვაქცინით ან სხვა საშუალებებით, შეუძლებელი იქნება ცალკე აღებულმა ქვეყანამ ვირუსი დაამარცხოს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

 მისივე თქმით, მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დადგეს რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი. 

„მძიმე შეზღუდვები, პირველ ეტაპზე, მაშინ როდესაც იყო ათეული შემთხვევები და არა მეტი, იყო აუცილებელი პირობა იმისთვის, რომ გადაგვერჩინა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და შეგვეჩერებინა ვირუსის დროში გავრცელება, რათა დრო მოგვეგო, უფრო მეტი გვესწავლა, მეტი გამოცდილება მიგვეღო, სისტემა უკეთესად მოგვემზადებინა, რაც შევასრულეთ. ჩვენ არც ერთ შემთხვევაში მკაცრი შეზღუდვებით არ უნდა დავაყენოთ რისკის ქვეშ ეკონომიკის აღდგენის პროცესი, რომელიც ასევე საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს," - განაცხადა გიორგი გახარიამ. (R)




 ახალი ამბები
  • “დაფიქსირდა დარღვევები, რომლებსაც არ შეუძლიათ, არსებითი გავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე“ადამიანის უფლებათა ცენტრის პირველადი შეფასებით, კენჭისყრის დასრულების ეტაპზე იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებს, ფიქსირდება ისეთი სახის დარღვევები და ხარვეზები, რომლებსაც არ შეუძლიათ მოახდინონ არსებითი გავლენა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. თუმცა, ამავე დროს, მნიშვნელოვანია, დაფიქსირებულ დარღვევებსა და ძალადობრივ ინციდენტებზე საოლქო და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიებმა მიიღონ კანონით განსაზღვრული გადაწყვეტილებები, ასევე - გაატარონ მკაცრი ზომები საუბნო საარჩევნო კომისიების კანონდამრღვევი წევრების თუ თავმჯდომარეების მიმართ. ადამიანის უფლებათა ცენტრის მონიტორები საარჩევნო პროცესს უბნის გახსნიდან ხმების დათვლის პროცედურების დასრულებამდე დააკვირდნენ. ამ დროისათვის ისინი რჩებიან საარჩევნო უბნებზე და აკვირდებიან ხმების დათვლის პროცესს. ცენტრი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საარჩევნო ადმინისტრაციამ უზრუნველყოს მიუკერძოებელი ხმების დათვლა მშვიდ და სამართლიან გარემოში. პოლიტიკურმა სუბიექტებმა კი ამომრჩეველთა ხმები დაიცვან მხოლოდ მშვიდობიანი და ლეგიტიმური ხერხებით და არ დაძაბონ ... ...
  • ბაქრაძე - „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილშიშედეგებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში, - ამის შესახებ „ევროპული საქარველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ხმების დათვლის პროცესს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. “უკვე გამოცხადდა რამდენიმე ეგზიტპოლის შედეგი და ყველა ამ შედეგს აერთიანებს ორი რამ. პირველი - ამ შედეგებიდან ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აუღია ამომრჩევლის ხმების ნახევარზე მეტი და მას არ გააჩნია ქართველი ხალხის ნდობის მანდატი არჩევნების პროპორციულ ნაწილში და აქ მე არ ვთვლი ხელისუფლების დაკვეთით ჩატარებულ ეგზიტპოლს. საუბარია „ედისონზე“ „იფსოსზე“ და ჩვენს ეგზიტპოლებზე. ყველა ეგზიტპოლში იყო ძალიან მაღალი პასუხი უარზე და შემდეგ მოხდა ალოკაცია, რომელიც ყოველთვის იძლევა მაღალ ცდომილებას. ასეთ პირობებში, როდესაც ფიქსირდება განსხვავებული მონაცემები, როდესაც ყველა ხმა და ყველა პროცენტი არის მნიშვნელოვანი იმის დასათვლელად, თუ როგორ დაჯდება ჯამურად ხმები და ვის ხელში იქნება ხელისუფლება, ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა გააჩნია ხმების დათვლას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. მინდა მივმართო „ევროპული საქართველოს“ ყველა წევრს და დამკვირვებელს უბნებში, ოლქებში, ცესკოში. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს თქვენს მუშაობას, უნდა ვიყოთ ბოლომდე უბნებზე, ვიბრძლოთ თითოეული ხმისთვის და დავიცვათ თითოეული ხმა“, - განაცხადა ... ...
  • ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ოპოზიციამ- უდუმაშვილი„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა ტელეკომპანიების მიერ ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა, რომ რომ ოპოზიციამ ჯამში 64 პროცენტი მოიპოვა, რაც ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნება“ დამარცხებულია. „საზეიმო არის ის, რომ საერთო ჯამში, ოპოზიციამ მოიპოვა 64 პროცენტი, რაც ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნება“ დამარცხებულია. კიდევ მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, „ქართული ოცნება“ პრაქტიკულად ყველა დიდ ქალაქში დამარცხდა, მათ შორის, თბილისში. ეს არის უმნიშვნელოვანესი. თბილისში დამარცხება – ეს ნიშნავს რეალურად დამარცხებას. ისტორიულად ასე იყო, თბილისში ვინც იგებდა, ის ყოველთვის იყო გამარჯვებული. ანუ, ის მონაცემები, რაც ჩვენ გვქონდა, რომ ვიმარჯვებდით, პრაქტიკულად დადასტურდა „იფსოსის“ კვლევებით. ახლა „ქართული ოცნება“ რა კვლევებს დადებს თავის ტელევიზიებში, ამას ჩვენთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ნდობა არ აქვს ამ ეგზიტპოლს. „ქართულ ოცნებას“ არავინ არ შეეკვრება. შესაბამისად, ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ოპოზიციამ. ზუსტად გუშინ გავაფორმეთ ოფიციალური მემორანდუმი, სადაც თითქმის ყველა პარტიამ ხელი მოაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილთან არ შექმნიან კოალიციას. სწორედ ეს არის ჩვენი მთავარი გარანტია, რომ ოპოზიცია თანმიმდევრულად გაჰყვება იმ მიზანს, რომელიც ჰქონდა. პირველი მიზანი იყო ივანიშვილის ჩამოშორება ხელისუფლებიდან, შემდეგი მიზანი იქნება ხელისუფლების დაკომპლექტება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. უდუმაშვილის განცხადებით, ოპოზიციის გამარჯვება დღის ბოლომდე ... ...
  • პენიტენციური სამსახური: ომბუდსმენის წარმომადგენლებს მსჯავრდებულები თავს კი არ დაესხნენ, არამედ უყურადღებობის გამო უსაყვედურეს (R)2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ N15 პენიტენციურ დაწესებულებაში „ვიზიტის განხორციელების დროს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მიმართ ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეშლას და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს რამდენიმე მსჯავრდებულის მხრიდან. ინციდენტის ადგილზე იმყოფებოდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მათ შორის დაწესებულების დირექტორი და მათი მხრიდან სათანადო რეაგირება არ მომხდარა.“ სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მოვლენების ამგვარი აღწერა არ შეესაბამება რეალობას. რეალური ფაქტები მდგომარეობს შემდეგში: 31 ოქტომბერს 11:25 სთ-ზე ქსნის N15 დაწესებულებაში საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით მივიდა სახალხო დამცველის წარმომადგენლების დელეგაცია ხუთი პირის შემადგენლობით. ომბუდსმენის წარმომადგენლები დაწესებულებაში მოწყობილი საარჩევნო უბნის შესასვლელთან იდგნენ და უბანზე მსჯავრდებულების შესვლის პროცესს აკვირდებოდნენ. ამ დროს მათ მიუახლოვდა 4-5 მსჯავრდებული და უსაყვედურეს უყურადღებობის გამო და N15 დაწესებულებაში უფრო ხშირი ვიზიტებისკენ მოუწოდეს. ამ ნიადაგზე მსჯავრდებულებსა და ომბუდსმენის წარმომადგენლებს შორის მოხდა შეკამათება, რისი განმუხტვის მცდელობაც ჰქონდათ იქვე მყოფ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლებს, თუმცა ომბუდსმენის წარმომადგელებმა დაწესებულების დირექტორისგან მოითხოვეს, რომ ადმინისტრაცია ომბუდსმენის წარმომადგენლებისა და მსჯავრდებულების ურთიერთობაში არ ჩარეულიყო და ომბუდსმენის წარმომადგენლებისთვის მსჯავრდებულებთან გასაუბრების საშუალება მიეცათ. რა თქმა უნდა, დაწესებულების ადმინისტრაცია ომბუდსმენის წარმომადგენლების მოთხოვნას დაემორჩილა, თუმცა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ახლოს იდგნენ და საჭიროების შემთხვევაში, ინციდენტში ჩარევისთვის სრულ მზადყოფნაში იყვნენ. აღსანიშნავია, რომ N15 დაწესებულების გარდა, ომბუდსმენის წარმომადგენლები საარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით დღეს ასევე იმყოფებოდნენ N8 და N18 პენიტენციურ ... ...
  • გიორგი სიორიძე: „საარჩევნო პროცესი „ოცნებამ“ გურიაშიც ხელის გადაგრეხვით წარმართა„სამწუხაროდ, გამართლდა ის ცუდი მოლოდინი, რაც მთელი წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას გვქონდა. კერძოდ, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების დღეს გამოიყენა დაუშვებელი მეთოდები და სხვადასხვა გზებით და საშუალებებით ამომრჩევლის დაშინებით ზემოქმედება მოახდინა მოქალაქეების თავისუფალ არჩევანზე“, -ამის შესახებ არჩევნების მიმდინარეობის შეფასებისას განაცხადა „ლელოს“ მაჟორიტარმა კანდიდატმა გურიაში გიორგი სიორიძემ. მისი თქმით, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ „ოცნებამ“ საარჩევნო მანიპულაციებისას საკუთარ თავს აჯობა, როცა თავისი კოორდინატორების, აგიტატორების და ზონდერების მეშვეობით გურიაში საარჩევნო უბნების გახსნის წუთიდანვე დაიწყო ამომრჩევლებზე ზეწოლა. „ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედების მეთოდები იყო უტიფრობამდე გაცვეთილი და რაც მთავარია, უკანონო. რიგ შემთხვევებში ისინი ამომრჩეველს აიძულებდნენ უბრალოდ არ მიეღო მონაწილეობა არჩევნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ან მისი ოჯახის წევრების სამსახურებრივი შევიწროებით ემუქრებოდნენ. მთელ რიგ შემთხვევებში, „ოცნების“ კოორდინატორები და მათ ზურგს უკან მდგარი ზონდერები, რომლებიც ნებისმიერ წამს მზად იყვნენ პროვოკაციისთვის, ამომრჩევლების სიებით ხელში და მათი არჩევნებში მონაწილეობა/არმონაწილეობისა და „ოცნებისთვის“ ხმის მიცემა/არმიცემის  საკითხით პირდაპირ უბანზე, ღიად და თავხედურად ინტერესდებოდნენ. კომისიის წევრები „ოცნებიდან“ ჟურნალისტებს და დამკვირვებლებს ხელს უშლიდნენ ადგილიდან გადაღების უფლების განხორციელებაში. ერთ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენი დამკვირვებელი ხელისშემშლელთა ალყიდან თავის დაღწევის მიზნით, იძულებული გახდა უბნიდან გამოქცეულიყო და კარგა ხნით ავტომობილში ჩაკეტილიყო. ხშირად მიმართავდნენ ისეთ მდაბიურ ხერხსაც, როგორიცაა უბანზე მდებარე სველი წერტილის ჩაკეტვა და დამკვირვებლებს საჭიროებისათვის უბნის გარეთ გასვლისკენ უთითებდნენ. ობიექტურად განწყობილი დამკვირვებლის უბნის გარეთ თუნდა ცოტა ხნით გასვლის შემთხვევაში კი მათ ხელ-ფეხი ეხსნებოდათ წინასწარ დაგეგმილი მანიპულაციების ჩატარებისთვის. ამ შემთხვევებს ჰქონდათ სისტემური ხასიათი და ამდენად, ფაქტია,  „ოცნებამ“ 2020-ის საპარლამენტო საარჩევნო პროცესიც ხელის გადაგრეხვის პრინციპით ჩაატარა. „ოცნებას“ ამ არჩევნების მისთვის სასურველი შედეგით დასრულების ლეგიტიმაცია უბრალოდ არ გამოუვა. საზოგადოება ამას არ მიიღებს“, - განაცხადა გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...