გიორგი მგელაძე: “ჟურნალისტის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის შეურაცხყოფა”

საზოგადოება

გიორგი მგელაძე: “ჟურნალისტის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის შეურაცხყოფა”

2019 ნოე 26 22:36:33

“დებილები ყველგან არიან, ჟურნალისტებშიც ბევრი დებილი მინახავს”, _ ეს “ბრძნული“ გამონათქვამი “ქართული ოცნების“ დეპუტატს კახა ოქრიაშვილს ეკუთვნის;

ოპერატორების მიმართ პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა და “ნაციონალების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ შემდეგი სიტყვები გამოიყენა: “კამერები იქით მიატრილეთ, თქვე ჩემისებო!”

ვაშაძეს მხარი მისავე კოლეგამ და თანაგუნდელმა ნიკა მელიამ მიბაძა და ტვ პირველის ჟურნალისტს შემდეგნაირად მიმართა: “იდიოტურ კითხვას სვამ!“

ტელეკომპანია ტვ პირველის ნინო ჟიჟილაშვილის და აჭარის მაუწყებლის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების წამყვანის თეონა ბაკურაძის კითხვები არ მოეწონა პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს _ მან ორივე ჟურნალისტს “ნაცმოძრაობისგან“ გამიჯვნისკენ მოუწოდა.

ამის შემდეგ იყო აჭარის ტელევიზიის ახალარჩეული დირექტორის გიორგი კოხრეიძის დიალოგი “მთავარში“ _ კოხრეიძე ძალიან აგრესიული იყო ჟურნალისტის მიმართ: “შენთან სახლში სტუმარი რომ არ მოვა, ეს ვისი ბრალია, სტუმრის თუ შენი? გამეცი პასუხი, თეონა!“ “შენ უქმნი ისეთ პირობას, რომ ის არ მოდის გადაცემაში. ეს არის მეთოდი, ეს არის ტექნოლოგია“, _ უთხრა გიორგი კოხრეიძემ თეონა ბაკურიძეს.

პოლიტიკოსებს არ ჩამოუვარდა ცნობილი კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი _ „გური ნიუსის“ ჟურნალისტის გიორგი გირკელიძის კითხვაზე, რა აზრის იყო ფილმის _ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, ის უცებ გაღიზიანდა: „არ მსურს ამ თემზე საუბარი!“ როცა ჟურნალისტმა კვლავ ჰკითხა, მხოლოდ საკუთარი მოსაზრება გამოეთქვა, ასეთი პასუხი გასცა: „ნუ გამიტრ....ეთ!“.

 ეს მცირე ჩამონათვალია, რაც ხდება საქართველოში ბოლო დროს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მგელაძე “გურია ნიუსს“ ექსკლუზიურ კომენტარს აძლევს ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე.

სამწუხაროდ, მედია ყველა არჩევნებზე მთავარი დარტყმის ერთ-ერთი ობიექტი ხდება მიუხედავად იმისა, რომ ჯერ შუა საარჩევნო პერიოდში არ გადასულა ქართული პოლიტიკური საზოგადოება.

ჩვენ ბოლო აქციების დროს და წინა დღეებში ვნახეთ არაერთი შეურაცხყოფა, შეუსაბამო ფრაზეოლოგიით თუ ტერმინოლოგიით მიმართვა ჟურნალისტების მიმართ როგორც ოპოზიციის, ასევე ხელისუფლების მხრიდან, რასაც ქარტია განცხადებითაც გამოეხმაურა.

მსგავს ფაქტებზე მომავალშიც მკაცრ და მყისიერ რეაგირებას ვაპირებთ, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შეგვიძლია. ჟურნალისტების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება არის მიუღებელი, რაც, პირველ რიგში, მეტყველებს პოლიტიკოსების უკულტურობაზე, მათ შესახებ იძლევა ინფორმაციას, რომ ისინი არ არიან მზად კრიტიკული კითხვებისთვის, არ არიან მზად საკუთარი პოზიციების ჟურნალისტებისთვის შეურაცხყოფის გარეშე მიწოდებისთვის“, _ გვითხრა გიორგი მგელაძემ.

მისივე თქმით, ჟურნალისტის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის შეურაცხყოფა, ეს არის ამ ჟურნალისტის, ამ მედიასაშუალების უკან მდგომი აუდიტორიის უპატივცემულობა:

რატომ უნდა უწოდოს ჟურნალისტის კითხვას პოლიტიკოსმა იდიოტური?! რატომ უნდა იხსენიებდეს პოლიტიკოსი ჟურნალისტებს ისეთი ტერმინოლოგიით, რომლის განმეორებაც არ მინდა, თქვენი მკითხველის და აუდიტორიის წინაშე.

მე, მაგალითად, როგორც ერთი ჟურნალისტი, როგორც ქარტიის წარმომადგენელი ვისურვებდი, რომ მსგავს რესპონდენტებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ მედიის წარმომადგენლებს, სათანადო პასუხი ჰქონდეს მედიის მხრიდან.
ეს იყოს ბოიკოტი (თუნდაც, მცირე ხნით) ანდა უარი ვთქვათ მათ მიერ გამართული პრესკონფერენციის გაშუქებაზე, ან მათი განცხადებების გავრცელებაზე.
თვითონ პოლიტიკოსებიც თუ იქნებიან მედიის და საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ სოლიდურები კარგი იქნება, თუ თვითონვე გაემიჯნებიან მათ კოლეგას რომელიც მედიას შეუსაბამოდ მოექცევა.

ბოლო კვირეებმა კარგად დაგვანახა, რომ ამ კუთხით პროგრესი არ გვაქვს. პირიქით, რაც უფრო მეტად იწევს დუღილის ტემპერატურა, მით უფრო აგრესიულები ხდებიან ჩვენი პოლიტიკოსები, რაც ჩემთვის, მედიის წარმომადგენელისთვის არის მიუღებელი“, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან“ გიორგი მგელაძემ.




 ახალი ამბები
  • რუსეთის საპატრიარქო : თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონით და skype-ით იქნება შესაძლებელირუსეთის საპატრიარქოს განცხადებით, თვითიზოლაციის პირობებში აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ით იქნება შესაძლებელი, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. მოსკოვის საგარეო კავშირის განყოფილების ხელმძღვანელის, მიტროპოლიტი ილარიონის განცხადებით, მორწმუნეები მზად უნდა იყვნენ, რომ სააღდგომო მსახურების ნახვა დისტანციურად მოუწევთ. როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, გასცემს რეკომენდაციას, თუ როგორ უნდა განხორციელდეს მსახურება ვნების კვირასა და აღდგომის დღეს. „პატრიარქი კირილი აღდგომამდე მრევლს მიმართავს და პანდემიის პირობებში ღვთისმსახურების ჩატარების შესახებ დეტალებს უამბობს. თვითიზოლაციის პირობებში კი აღსარების ჩაბარება ტელეფონითა და Skype-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი" - განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.   ... ...
  • "ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ" _ პაატა იმნაძემე რომ ვამბობდი, სწრაფ ტესტებზე ჯერ თავი შევიკავოთო, მსაყვედურობდნენ, რატომ არ არისო. რომ ვთქვი არისო - რატომ არისო, რა ვქნა ახლა - ჭრელო პეპელა, ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდებიო, - ასე უპასუხა სწრაფი ტესტების ხარისხზე შეკითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს დარსულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. „ვამბობ და ვიძახი ველოდებით ხარისხიან სწრაფ ტესტებს, დღეს ვაკეთებთ იმით, რაც არის ოქროს სტანდარტი, იმას ვაკეთებთ სწრაფად, რასაც სხვა ქვეყნებში დღეები სჭირდება და ახლა ჭრელი პეპელა არ ვარ“, - განაცხადა ... ...
  • განმეორებითი ტესტის პასუხი ცნობილია _ როგორია ჩოხატაურელი ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობაგუშინ ცნობილი გახდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები 26 წლის ახალგაზრდა კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად ეკიპირებული მანქანით გადაიყვანეს. როგორც "გურია ნიუსს" უთხრეს, ახალგაზრდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს ბათუმში იხდის და სოფელში დასაფლავებაზე იყო მისული, როდესაც ცხელება დაეწყო. გუშინვე გაირკვა, რომ პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითი იყო. ჩოხატაურელები მოუთმენლად ელოდნენ განმეორებითი ტესტის პასუხს და ოპტიმისტურად უყურებდნენ _ რადგან პირველადი ტესტით საეჭვო არაფერი იყო, განმეორებითი ტესტიც უარყოფით პასუხს აჩვენებდა. ტესტის პასუხის გასაგებად, "გურია ნიუსი" ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს ნატო ჯიბუტს დაუკავშირდა, რომელმაც ყველა ჩოხატაურელისთვის სასიხარულო ინფორმაცია მოგვაწოდა. "ჩვენდა სასიხარულოდ, განმეორებითი ტესტის პასუხიც უარყოფითია", _ გვითხრა ცენტრის ... ...
  • მარნეულში საველე ჰოსპიტალი დაშალესსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ქალაქ მარნეულში არსებულ საველე ჰოსპიტალს დეზინფექცია ჩაუტარა და მისი დემონტაჟი განახორციელა. გამომდინარე იქიდან, რომ მარნეულში არსებულ სამედიცინო ცენტრ "ჯეო ჰოსპიტალში" კარანტინის რეჟიმი მოხსნილია და კლ ინიკა საჭიროების შემთხვევაში, რეგიონში პაციენტების მიმღები მთავარი დაწესებულება იქნება, მარნეულში 100 პაციენტზე გათვლილი საველე ჰოსპიტალი ფუნქციონირებას წყვეტს. საველე ჰოსპიტალი ქალაქ მარნეულში მიმდინარე წლის 23 მარტს, საკარანტინო ზონის გამოცხადებასთან დაკავშირებით გაიხსნა. გახსნიდან - დღემდე ჰოსპიტალში შემოწმება 200 მდე პაციენტმა ... ...
  • შუხუთში აღდგომის დღესასწაულზე ტრადიციული ლელო არ გაიმართებაქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად, შუხუთში ტრადიციული ლელოს თამაში, რომელიც წლებია, აღდგომის დღესასწაულზე ეწყობა, წელს აღარ გაიმართება, _ აღნიშნულ ინფორმაციას ლანჩხუთის მერიის პესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი მაკა სულაბერიძეც ადასტურებს. ანალოგიური პრეცენდენტი 1989 წლის ცხრა აპრილსაც იყო, მაშინ აპრილის ცნობილი მოვლენების გამო, ბურთი მხოლოდ სიმბოლურად ააგდეს. საგულისხმოა, რომ ლელოს კულტურის სამინისტრომ გასულ წელს არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიანიჭა. ბოლო წლებში ლელოს თამაშმა საკმაო პოპულარობა მოიპოვა, რის გამოც, შუხუთს აღდგომის დღესასწაულზე არაერთი უცხოელი თუ ადგილობრივი ჟურნალისტი სტუმრობს, რომ საკუთარი თვალით იხილონ ის ჟინი და ემოცია, რომელიც ლელოს თამაშს ახლავს. თამაში ხშირად რამდენიმე საათს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...