"გლეხის შრომა გაუფასურებულია" _ რეპორტაჟი ჩოხატაურის აგრარული ბაზრიდან

საზოგადოება

"გლეხის შრომა გაუფასურებულია" _ რეპორტაჟი ჩოხატაურის აგრარული ბაზრიდან

21 თებ. 2021, 16:29:25

კვირა დღე ჩოხატაურში, ტრადიციულად, ბაზრობის დღეა. ეს არის დღე, როცა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი, ხშირ შემთხვევაში, მთელი თვის თუ ვერა, კვირიდან კვირამდე სამყოფი პროდუქტის შეძენას და სახლში წაღებას ცდილობს.


"გურია ნიუსის" გადამღები ჯგუფი დღეს ბაზრობას სტუმრობდა და ვცადეთ გარკვევა, მოიმატა თუ არა ფასებმა სხვადასხვა პროდუქტზე და როგორ იცავს ბაზრის დირექცია პანდემიასთან დაკავშირებულ რეგულაციებს.

მართალია, ჩოხატაურის აგრარული ბაზრის დირექტორი, ჩვენთან საუბრის დროს ამბობს, რომ ოზურგეთის, ქუთაისის და თუნდაც ბათუმის ბაზართან შედარებით დაბალი ფასებია, თუმცა, მომხმარებლები ამბობენ, რომ შემოსავალი თვიდან თვემდე სამყოფი პროდუქტის შესაძენად არ ყოფნით.

"სავაჭრო ღირებულების ფასებმა შედარებით მოიმატა, მაგრამ მეტ-ნაკლებად გათანასწორებულია. რომ შევადაროთ ოზურგეთის, ქუთაისის ან ბათუმის ბაზარს, ჩვენთან შედარებით იაფია. რაც საქართველოში მთლიანობაში არის, საშუალო დონეზე ვართ ამ კუთხით", _ ამბობს ჩოხატაურის აგრარული ბაზრის დირექტორი, თამაზ დევიძე.


ბაზარზე მისული ადამიანები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ პურის ფქვილის ფასი „გაიქცა“.

ინდმეწარმე მალხაზ თედორაძე გვეუბნება, რომ გაზრდილია როგორც სხვადასხვა დასახელების პურის ფქვილის, ასევე, ქატოს ფასიც.

"გულისტანის 25-კილოგრამიანი ტომარა ფქვილი 39 ლარი ღირს. დაახლოებით, მსგავსი ფასი აქვს "ბარაქას" და "პურადს". მომატებულია ქატოს ფასიც", _ გვითხრა მალხაზ თედორაძემ.


ერთ-ერთ მაღაზიაში დასაქმებული ქალბატონი გვეუბნება, რომ მომხმარებელს ფქვილის შეძენა უჭირს, რადგან ფასი, თითქმის, ყოველ კვირა იმატებს.

"სახელმწიფო, იქნებ, დაგვეხმაროს და ფასები დაარეგულიროს. ამ კვირაში სხვა ფასია, იმ კვირაში კი სხვა. ფასები რომ იცვლება და მატულობს, პირადად მე მრცხვენია მაღაზიაში შემოსვლა. მომხმარებელს შეძენა უჭირს. ფასების ასე გაბერვა შეიძლება?!"_ გვეუბნება ის.

დღეისთვის, ბაზარში 1 კგ. ყველის ფასი 8-10 ლარი იყო, თევზი 5-9 ლარი ღირდა,  მწვანილის ფასი კი, რომელიც სადილის მოსამზადებლად ყველა დიასახლისს სჭირდება, შემდეგი იყო: 1 კგ. ქინძი 5 ლარი ღირდა, ოხრახუში _ 7 ლარი, ცერეცო _ 7 ლარი, წითელი ფხალი კი _ 1.50ლარი.

რაც შეეხება სანელებლების ფასს, 1 ჭიქა 1 ლარი ღირს და თუ ზამთრისთვის ტყემლის საწებელი მომარაგებული არ გაქვთ და გადაწყვიტეთ მზა შეიძინოთ, 1 ბოთლი 2 ლარი დაგიჯდებათ.

"ყველაფერი რომ ძვირდება, რა ვქნათ?"_ ამბობდნენ ბაზარზე მისული ადამიანები.

"პენსია და სოციალური დახმარება თვიდან თვემდე საჭირო პროდუქტების შესაძენად საკმარისი არ არის. 100 და 200 ლარი როცა შემოდის ოჯახში და სახლში 2 ჩვილი ბავშვია, რაშია სამყოფი?", _ გვითხრა ქალბატონმა ლიამ.

ერთ-ერთი მოვაჭრე, მერი ვანაძე ჩვენს გადამღებ ჯგუფთან საუბრისას ამბობს, რომ გლეხის შრომა გაუფასურებულია.

"მსოფლიოს უჭირს. სახელმწიფოსაც. რაიონში გლეხის შრომა გაუფასურდა. დოლარი მაღლა წავიდა. ყველი 8 ლარი ღირს. რას წარმოადგენს 8 ლარი? _ არაფერია. იმ ლუკმის მადლიერი უნდა იყო, რასაც უფალი მოგცემს. რამდენი მეზობელი ვიცი ისეთი, საღამოს ვახშამი რომ არ აქვს. არიან ადამიანები, რომლებიც არ შრომობენ, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც შრომობენ, მაინც არაფერი აქვთ. არიან ოჯახები, ვისაც სოციალურ დახმარებასაც კი არ უნიშნავენ, თუნდაც იმიტომ, რომ 1 სული საქონელი ჰყავთ", _ გვეუბნება მერი ვანაძე.

რაც შეეხება პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვას ბაზრობაზე, ბაზრის დირექტორი, თამაზ დევიძე გვეუბნება, რომ ბაზარში 2 კვირაში ერთხელ ტარდება სადეზინფექციოპ სამუშაოები.

"პანდემიასთან დაკავშირებით სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი გვყავს მომაგრებული. მოგვამზადეს, შევიძინეთ დეზინფექციის  აპარატი, შხამქიმიკატები, რაც საჭიროა ამ დეზინფექციისთვის. 2 კვირაში ერთხელ დეზინფექციას ვაკეთებთ; ვატარებთ თერმოსკრინინგს; პირბდის კეთებას მეტ-ნაკლებად ყველა მიეჩვია. პოლიციაც გვეხმარება და ჩვენც ვეუბნებით თანამშრომლებს“, _ ამბობს დევიძე.




 ახალი ამბები
  • როგორია ჭყონდიდის ეპარქიაში დაშავებული მედიის წარმომადგენლების ჯანმრთლების მდგომარეობაჭყონდიდია ეპარქიაში, რეზიდენციის აივნის მოაჯირის ჩამონგრევის შედეგად სულ ექვსი ადამიანი დაშავდა.ისინი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა "ევექსის" კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, ხუთი მათგანის მდგომარეობა სტაბილურია. რაც შეეხება ერთ დაშავებულს, მისი მდგომორება შედარებით ... ...
  • "ეს ყველას უბედურებაა, ხმა უნდა ავიმაღლოთ" _ "1000 მშობლის მარში" ლანჩხუთშიიმ ქალაქებს შორის, სადაც დღეს 1000 მშობლის მარში გაიმართა, ლანჩხუთიც იყო. ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის იმ 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება, რომელიც ქობულეთში 14 წლის გოგონას ტრაგედიის შემდეგ დაიწყო, ქალაქის ცენტრალურ სკვერში გაიმართა. სამწუხაროდ, აქციას რამდენიმე ადამიანი ესწრებოდა, რაც, დიდი ალბათობით, უამინდობამაც განაპირობა. ლანჩხუთში გამართულ "1000 მშობლის მარშს" უფლებადამცველი ლია მუხაშავრიაც ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, იგეგმება ხელმოწერების შეგროვება. "გამოვაქვეყნებთ პეტიციას, რომ გავაკეთოთ ხელმოწერები. ეს ყველას უბედურებაა და სანამ ყველას სახლში შესულა ეს უბეხურება, ხმა უნდა ავიმაღლოთ. ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ თავისუფალი ადამიანები, თავისუფალი ყოველგვარი ძალადობისგან, განსაკუთრებით ყველაზე მძიმე და სასტიკი- სექსუალური ძალადობისგან. ეს მოძრაობა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ ერთი დღით, ის ყოველდღიური უნდა გავხადოთ", _ აღნიშნა ლია მუხაშავრიამ და მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემოუერთდეს ამ მოძრაობას. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში შედის: შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი; შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს; გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითაც ბავშვები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას; გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების რაოდენობა; დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურებრივი გულგრილობის ... ...
  • დაპირისპირება ჭყონდიდის ეპარქიაში _ დაშავებულები არიან მედიის წარმომადგენლებიჭყონდიდის ეპარქიის რეზიდენციაში სასულიერო პირებისა და მიტროპოლიტ სტეფანეს შეხვედრა მიმდინარეობისას დაპირისპირება მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით, სასულიერო პირების შეკრებაზე დაშავდნენ "რუსთავის 2-ის", "ტვ.პირველის","ფორმულას, "პოსტივის" ოპერატორები.  სხეულის დაზიანება მიიღო "ტვ.პირველის" სამეგრელოს ბიუროს ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ. "მთავარის არხი" ავრცელებს ინფორმაციას, რომ ინციდენტის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს "მთავარი არხის" ჟურნალისტს ემა გოგოხიას. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, საუბრის თემა ორ დიაკვანს ეხებოდა, რომლებსაც ეპარქიის ახალი ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით მღვდელმსახურება აეკრძალათ.  მეუფე სტეფანეს ამ გადაწყვეტილებას სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი ... ...
  • "ბერმუდის სამკუთხედია"-ავტოსაგზა შემთხვევებით განთქმული ადგილი ლანჩხუთის ცენტრშილანჩხუთის ცენტრში, „მედალფას“ კლინიკისა და პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჯაპანა-ლანჩხუთის მონაკვეთის ავტობანი, აღმაშენებლის ქუჩის გავლით, მთავარ მაგისტრალს უერთდება, დღეს მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა _ ერთმანეთს ბმვ-ს მარკის ჯიპი და „ნისანის“ მარკის მანქანები შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. აღნიშნულ მონაკვეთზე ეს ავტოავარიის პირველი შემთხვევა არაა, რაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალი გაიხსნა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კი, მოსახლეობა პროტესტს გამოთქვამს და მიიჩნევს, რომ ავტობანიდან ამოსავლელი ქალაქის ცენტრში არ უნდა გაკეთებულიყო, მით უფრო, პირველი საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოსწავლეთა მშობლებმა ხელმოწერებიც შეაგროვეს, მაგრამ ამას შედეგი არ მოუტანია. ისინი აღნიშნულ მონაკვეთზე შუქნიშნის დაყენებას ითხოვენ. "ბერმუდის სამკუთხედივითაა, ბევრჯერ გადავრჩით ტრაგედიას, მაგრამ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს. შუქნიშანია საჭირო", _ ამბობს ... ...
  • „იკა, ტრი, ტრი, ტრი“- წარწერები და ავტოკოლონით მსვლელობა დედაქალაქშითბილისში ნიკა მელიას გათავისუფლების, ვადამდელი არჩევნებისა და პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა ავტოკოლონებით იმართება. მსვლელობის მონაწილეები იმყოფებოდნენ გლდანის რაიონის გამგეობასთან, სადაც დატოვეს წარწერა „იკა, ტრი, ტრი, ტრი“. მათი თქმით, მსგავსი წარწერა ყველა გამგეობის შენობასთან ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ დიდი აღმოჩენები და ასტრონომია

დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პერიოდში ვის...

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

კარმიდამო ჩემი

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...

გავიხსენოთ "ძველებური" ნამცხვრები

ბოლო დროს, სოციალურ ქსელში, არაერთხელ...

თებერვლის ძირითადი სამუშაოები საკარმიდამო ნაკვეთებში

თებერვლიდან, საკარმიდამო ნაკვეთებში, ხეხილოვანთა ბაღებში,...

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...