„გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭება“_ ოზურგეთის საკრებულო განკარგულებას ტაშით შეხვდა

საზოგადოება

„გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭება“_ ოზურგეთის საკრებულო განკარგულებას ტაშით შეხვდა

2020 თებ 26 18:41:19

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ტერიტორიაზე - დასახლების (დაბა) გომის მთის შექმნის თაობაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გამოგზავნილი წინადადება  მოისმინა, რომელიც ალეკო მამეშვილმა წარმოადგინა.

მან ისაუბრა გომის მთის ირგვლივ არსებულ პროცესებზე, რაც გასულ წლებში ხდებოდა:

_იყო  ადმინისტრაციულ ერთეულად მიღების საკითხზე მსჯელობა, ასევე იყო სოფელ შემოქმედის საზღვრებში მოქცევის საკითხიც. დღეს მივდივართ იქით,  რომ მოხდეს  დამოუკიდებელ ტერიტორიულ  ადმინისტრაციულ ერთეულად ჩამოყალიბება.  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას მომართეს მოქალაქეებმა სამოტივაციო წერილით, რომ აქვთ სურვილი, რეგისტრაცია გაიარონ და გახდნენ გომის მთის მცხოვრებლები.  ამ განცხადების საფუძველზე მერიამ მიმართა  საკრებულოს, რათა დაწყებული იქნეს პროცესი გომის მთის რეგისტრაციასთან დაკავშირებით , -თქვა მამეშვილმა და ისაუბრა ასევე გომის მთის, როგორც კურორტის  ისტორიაზე, რომელიც  1931 წელს დაიწყო.  ხოლო 1950 წელს  შევიდა პირველი გზა და 90 წელია ეს კურორტი არსებობს გომის მთის სახელით.   ამიტომ სახელდებასთან დაკავშირებით დაგვჭირდება საკრებულოს თანხმობა, რომ მოწონებული იქნეს  სახელწოდება გომის მთა. მე მქონდა საუბარი და  კომუნიაკაციაში ვარ სამინისტროსთან. ხელისუფლება და საქართველოს მთავრობა მზად არის შემჭიდროებულ ვადებში,  მხარი დაუჭიროს თქვენს  გადაწყვეტილებას, გომის მთასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებ, მალე გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭება - უთხრა მამეშვილმა საკრებულოს წევრებს.

საკითხის ირგვლივ  ასევე  ისაუბრა საკრებულოს  თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ. მან გამოხატა  საკუთარი პოზიცია და თქვა, რომ მომხრეა გომის მთას დაბის სტატუსი მიენიჭოს.

დეპუტატმა ლავრენტი ბიგვავამ ისაუბრა  მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილ წერილზე, რომ კურორტ გომის მთას დაბის კატეგორია მიენიჭოს.

_მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პროცესი, რომელიც დაწყებული იყო და გომის მთა შემოქმედის საზღვრებში უნდა მოქცეულიყო, უარყოფილი იქნა. ამ პროექტის გახორციელება ნიშნავს ადგილობრივი მოსახლეობის სარგებლის ზრდას, ინფრასტრუქტურული გარემოს  გაუმჯობესებას, _თქვა მან და მოუწოდა დეპუტატებს, მხარი დაეჭირათ განკარგულებისთვის.

დეპუტატებმა,  საბოლოოდ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი წინადადება მოიწონეს,  შესაბამისი განკარგულება დაამტკიცეს და საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან ერთად, ამ გადაწყვეტილებას ტაშით შეხვდნენ.

 




 ახალი ამბები
  • როგორ და სად უნდა გავიკეთოთ პირბადე _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებარა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას. „სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა. „ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • კომენდანტის საათი ჩოხატაურში _ დაკეტილი მაღაზიები და დაცარიელებული ქუჩებიფოტოები, რომლებსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ, ჩოხატაურში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ 21 საათამდეა ... ...
  • რატომ მოსთხოვეს ჩოხატაურში მაღაზიების 19 საათზე დაკეტვა მეპატრონეებსრა ხდება ჩოხატაურში? – ამ კითხვით “გურია ნიუსს“ მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ ადამიანები. "გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ პრემიერის ბრძანება შეცვალა და სასურსათო მაღაზიებს უბრძანა 7 საათზე დაკეტონ ყველაფერი. როგორც ცნობილია, პრემიერის ბრძანებით, კომენდანტის საათი იწყება 9 საათზე". მათი თქმით, გაფრთხილება ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მიიღეს. გურიის გუბერნატორმა ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბრის დროს არ დადაასტურა: “პრემიერ-მინისტრის ბრძანებას მე როგორ შევცვლიდი?! მსგავსს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", _ გვითხრა ნასარაიამ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით კი მოქმედებენ მთავრობის განკარგულების შესაბამისად. "მთავრობის განკარგულებაში ზომების გამკაცრების შესახებ, მკაფიოდაა გაწერილი ყველა შეზღუდვა. ჩვენ ვმოქმედებთ ამ დოკუმენტის შესაბამისად. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ", _ გვითხრა ... ...
  • რას უკავშირდება ლანჩხუთის ბიუჯეტში გასახორციელებელი ცვლილებებიკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი სხვადასხვა ღონისძიებისა თუ შეზღუდვების მიუხედავად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. გამონაკლისი არც ლანჩხუთია და ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოუწიათ საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებს შეკრება, სადაც ბიუჯეტში გასახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს. კომისიის წევრები სხდომაზე ერთმანეთისგან დისტანცირებულად და ნიღბებით ისხდნენ. "სხდომის ჩატარების აუცილებლობა გამომდინარეობს იქედან, რომ შეუფერხებლად გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და მუნციპალიტეტის ფუნქციონირება“, _ თავშივე აღნიშნა კომისიის თავკაცმა ალექსანდრე მახათაძემ. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტში გასახორციელებლ ცვლილებებს, რომელიც კომისიამ განიხილა და მხარიც დაუჭირა, ირკვევა, რომ ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო დაფინანსება სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით. კერძოდ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს 1800000 ლარი ერგო, რომელიც მიიმართა 2019 წლის დაწყებული პროექტების დასასრულებლად. კერძოდ, ხიდების რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობაზე . სკოლების რეაბილიტაცისთვის - 520000 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით -748000 ლარი. გაეროს განვითარების პროგრამის-რეგიონული ადგილობრივი განვითარების ინიციატივების ხელშეწყობის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო გრანტი 309890 ლარი, რომლითაც დაფინანსდება ორი პროექტი. გრიგოლეთის განაშენიანების გეგმის შემუშავებისათვის დაიხარჯება 250000 ლარი. ტურისტული მარშუტების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური გაძლიერებისათვის 67040 ლარი. მათ შორის გრანტით ფინანსდება 59890 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება შეადგენს 7150 ლარს. კომისიაში მიღებული მხარდაჭერის შემდეგ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოეს სხდომაზე მოუწევს, რომლის გამართვის თარიღიც ჯერჯერობით ცნობილი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...