„გომისმთაზე „გვარდით“ ვარ აყვანილი და იქ გავიზარდე“ _ შვლის ნუკრის გამზრდელის ნაამბობი

საზოგადოება

„გომისმთაზე „გვარდით“ ვარ აყვანილი და იქ გავიზარდე“ _ შვლის ნუკრის გამზრდელის ნაამბობი

15 ოქტ. 2020, 14:12:24

კურორტ გომისმთას, რომელსაც დაბის სტატუსი 2020 წელს მიენიჭა და სრულიად საქართველომ, ძირითადად, უკანონო მშენებლობების  ბუმით გაიცნო,  თავისი პირველი და ძირძველი მცხოვრები ჰყავს.  მას  ეს სტატუსი კურორტზე საცხოვრებლად ასულ ადგილობრივთა ისტორიამ არგუნა და დოკუმენტაციასთან  ერთად,  სახალხო  მეხსიერებამ შემოინახა.


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ წითელმთის მკვიდრი, დავით სადრაძე 50 წლის განმავლობაში, გომისმთის სატყეო სამსახურს ხელმძღვანელობდა და 2500 ჰა ფართობ ტყის მასივს ისე უვლიდა, ზიანი არაფერს მიდგომია.

დავით სადრაძეს უფრო სანდო „ადამიან_რუქად“ მიიჩნევენ და დღის განმავლობაში მის ჭიშკართან მრავალი მანქანა ჩერდება.  ადამიანები მას სთხოვენ სწორი საზღვრების დადგენას _ სად რა იყო და როგორ ხდებოდა თუნდაც უმნიშვნელო გადაადგილება.

ძნელია „რკოლებით“ კურორტის მოწყობის ხანაში, როცა, ვისაც როგორ და სად გაუხარდება იქ არჭობს სანიშნეს, დავით სადრაძემ გაარკვიოს  სამართალი. თუმცა, ბევრი რამ ახსოვს, იცის და სიმართლის დადგენაშიც არაერთს დახმარებია.

კაცი, რომელმაც ბავშვობა, მეხსიერების საწყისი ასაკიდან, გვიან, ჭარმაგ ასაკამდე მთაში გაატარა, „გურია ნიუსთან“ საუბარს ასე იწყებს:

_სამიოდე წლის ვიქნებოდი, როცა მთაში „გვარდით“ ამიყვანეს. ყოველ ზაფხულს იქ ვატარებდით, 15 ივლისიდან იწყებოდა გამგზავრების სეზონი.  შუა ზაფხული ერთგვარი ზღვარი იყო _ დედა და ბებია ამ დროს აბრეშუმის პარკის ამოღებას ამთავრებდნენ და გამგზავრების დღეც დათქმული იყო, _ გვიამბობს ის და იხსენებს, როგორ ჩასვეს  „გვარდაში“, მერე ხურჯინივით ცხენზე გადაკიდეს ორთვალა „გვარდა“ და „წაიყვანეს ღრუბლებისკენ“...

 _ შიგ რომ ჩავეტეოდი, აი, რამდენი წლის უნდა ვყოფილიყავი? „გვარდა“ განსაკუთრებულად მახსოვს. მეგონა, დედამიწაზე ვერავინ მიპოვიდა, ისეთ სამალავში ვიყავი მოყუჩებული, _ ხუმრობით იწყებს ის ჩვენთან საუბარს და გვიხსნის, რა არის გვარდა.

_ გომისმთიდან მწყემსებს ან მათ მიერ დაქირავებულ ხალხს, ბარში  ყველი და რძის ნაწარმი ჩამოჰქონდათ, ნაძვის ხის თხელი ფიცრებით დამზადებული ოთხკუთხა ან ოვალური კასრით. ძირითადად, ცხენზე გადაკიდული ჰქონდათ. უკან როცა ბრუნდებოდნენ ზაფხულში, აი, 15 ივლისის შემდეგ, ბავშვებს, ყველაზე პატარებს იმ „გვარდაში“ გვათავსებდნენ და ასე ავყავდით კურორტზე. იმის თქმა მინდა, რომ არ დავბადებულვარ იქ, თორემ გომისმთაზე გავიზარდე, _ გვიამბობს ბატონი დავითი.  

თხოვნაზე,  მთაში ნაწრთობი კაცის ბიოგრაფიიდან, განსაკუთრებით, საუკეთესო რომელი ეპიზოდებია, როგორც ბავშვობიდან, ისე 50-წლიანი სატყეო სამსახურის უფროსის პოსტზე,  პასუხსაგებ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდიდან, კარგახანს ფიქრობს.

მოგონების პირველ კადრს მაინც ბავშვობას უთმობს:

_ გომისმთაზე გზის  გაყვანა ბჟუჟჰესის მშენებლობას უკავშირდება. 1954 წელს დაიწყო და 1962  წელს დასრულდა. ეს კარგად მახსოვს. ბავშვები მანამდე მთაში ცხენით ავყავდით. 150-ამდე სახლი იდგა. ყველა ზეპირად მახსოვს. არავის უშლიდნენ დადგმას. მასალის დამზადება იქვე ხდებოდა. ჰოო, „მამაიეს თოფი“ ყველაზე პოპულარული თამაში იყო ჩვენი თაობის ბავშვებში.  რა თქმა  უნდა,  მთაში გავრცელებული.  მოკლედ, ათი ბაღანა იყო ცხვარი. ჰყავდათ  ერთი მწყემსი. მწყემსს ჰყავდა ჯოხის მიმწოდებელი, რომელიც თან დაიძახებდა, მგელი მოვიდაო. ჰოდა, ეს ჯოხის მიმწოდებელი მწყემსს აწვდიდა ჯოხს, რომელიც ტალახში იყო ამოსვრილი.  მერე ეს მწყემსი უცებ გამოართმევდა ამ ჯოხს და დასცხებდა მოვარდნილ „მგელს“. აღმოჩნდებოდა, რომ ამ მწყემსს ხელი დაესვრებოდა და მერე „მგელსაც“  გასვრიდა.  საბოლოოდ, ორივე გაითხუპნებოდა. მომდევნო თამაშზე მწყემსიც და მგელიც იქნებოდნენ  მთაზე ახალამოსული დამსვენებელი ბავშვები, რომელმაც არ იცოდნენ დასვრილი ჯოხის, ზოგადად, ამ თამაშის წესი, უფრო სწორად,  არავინ ეუბნებოდა მათ, რომ ადვილად მოტყუებულიყვნენ. ამიტომ მორიგ თამაშზე მათი გათხუპვნა ხდებოდა. ძალიან მხიარული თამაში იყო ლამპრობაც. მოვძებნიდით უამრავ კვარს და  ვინც ყველაზე დიდ  კოცონს დაანთებდა, ბოლოს იმ კოცონთან ვიყრიდით თავს.  იწყებოდა შაირების თქმა, სიმღერები, ცეკვა. მოკლედ, თვენახევრის მანძილზე მთაში სიცოცხლის საოცარი ხალისი  და ზეიმი იდგა. ნისლის მხრივ არაფერი შეცვლილა, მაშინაც მოულოდნელი სტუმრობით და წასვლით იყო ცნობილი გომისმთის ნისლი. მთავარი რა არის, იცით? _ სიცხე არ ვიცოდით რა იყო და წამლის დალევა. ვინც ახერხებდა წასვლას, მაშინდელ დროში, გურული ბავშვები, ყველა გომისმთაზე ვიყავით.  ძირითადად, ეს იყო გომის, ლიხაურის, მაკვანეთის, ჭანიეთის და ქალაქის მცხოვრებლები. აგვისტოს ბოლოს ვბრუნდებოდით სახლებში და მერე სკოლა და მისი ჯანი... ჩხუბი იქ არ იყო და დაცინვა, ან მოტყუება. საოცარი ბავშვობა  გვქონდა.  გვყავდა ძმობილები, მაგალითად, ქობულეთელი ძმობილი მყავდა, გვარად  ქათამიძე.  ჩემი დედობილი იყო ფადიმე ქათამიძე. ძმობა გვქონდა ნამდვილი, იმ შორეული ბავშვობიდან  შედუღაბებული. ჩვენ თავი ერთი დედმამისშვილები გვეგონა. ასე გვზრდიდნენ. ვინ გაბედავდა, ეთქვა, ის აჭარელია, ეს გურულიო და ასე შემდეგ... ცუდი ზნე დაგვჩემდა. არ ვიცი, საიდან მოვიდა ეს ამპარტავნება... _  დაფიქრებით გვიამბობს ბატონი დავითი.

რაც შეეხება სკოლის შემდგომ წლებს, სწავლას, სამხედრო სამსახურს და მერე სამსახურის დაწყებას, პირველივე ნაბიჯი შრომის  წიგნაკის შევსებისა, როგორც თავად ამბობს, კვლავ გომისმთით დაიწყო. 26 წლის ასაკში სატყეო სამსახურის უფროსად დანიშნეს. ახლაც უკვირს, როცა იხსენებს, სულ ოთხკაციან სამსახურში, როგორ ახერხებდა 2500 ჰა ტყის მასივის ისე მოვლა-პატრონობას, რომ ბრაკონიერობა ან უკანონო ნადირობა არ მომხდარიყო.

სამ დღეში ერთხელ აღნიშნული ფართობი უნდ შემოეარათ. ხე-ტყის მოჭრის  უფლებით,  ბილეთის გაცემის შესაძლებლობა ჰქონდათ. ასევე, ჭრიდნენ გამხმარ და წაქცეულ ხეებს, რასაც მერე მოსახლეობას აძლევდნენ.

_ უფრო ჰუმანური ხასიათი მქონდა. ბრაკონიერობაზე თუ წავასწრებდი  ვინმეს, ჯერ ვაფრთხილებდი. მაშინ ასე ეშმაკებივით კი არ იყვნენ ტყე-ღრეს შესეული და  შეშის თუ ხის საშენი მასალის  გასაჭირი არ  იყო.  თუ ადამიანი ძალიან არ გაწუწკდებოდა, სამყოფად ჰქონდათ ყველაფერი.  ყოფილა შემთხვევები, დაგვისჯია კიდეც ესა თუ ის პირი. სხვანაირად არც გამოვიდოდა. თითქმის, 50 წელი ვიმუშავე სატყეო სამსახურის უფროსად გომისმთაზე. იყო უკანონო ჭრის და მიტაცების მცდელობები, თუმცა, რაც დღეს ხდება, ეს ვანდალიზმია. სახელიც არ აქვს..._  ამბობს ის და კითხვაზე, უნახავს თუ არა გარეული ნადირისგან თავდასხმის ფაქტი ან ზოგადად, რას გაიხსენებს  ცხოველთა სამყაროსთან შეხების შესახებ მთაში ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე, ბატონი დავითი საოცარ ისტორიებს გვიამბობს:

_დათვი ბევრჯერ შეგვხვედრია, თუმცა, საშიშია, როცა შვილებთან ერთად არის. ერთ-ერთი შემოვლისას  დავინახე, დედა დათვი როგორ მოდიოდა ბელებით. შემხვედრ ხაზზე გასწორდა, ბელები გაიქნ-გამოიქნია და უკანა ფეხებზე დადგა... მეც უკანმოუხედავად გავიქეცი, მაგრამ  უკან მაინც ვიხედებოდი... დავიმალე ჩემი თოფიანად. კარგა ხნის შემდეგ გამოვძვერი სამალავიდან და სახლისკენ სხვა გზით დავეშვი. ძალიან შემეშინდა, _ გვიამბობს გამოცდილი ტყის მცველი და განსაკუთრებულ ეპიზოდად მაინც შვლის ნუკრის პოვნას მიიჩნევს.

_ კიდევ ერთ-ერთი  შემოვლისას, შვლის ნუკრს წავაწყდი. ახალგალოკილი შუბლით, ნახევრად სველი იყო. ვიფიქრე, დედა სადღაც აქ არის და დაიმალა-მეთქი. მოვშორდი იქაურობას და დავბრუნდი კარგა მანძილზე. ერთი საათის შემდეგ ისევ მივბრუნდი. ნუკრი კანკალებდა. არ ვიცი,  რა მოხდა. ჩემთან შვლის  მოკვლას ვერავინ გაბედავდა. ჩავისვი უბეში, ჩამოვიყვანე სახლში. ცეცხლთან დავსვით და სასწრაფოდ ვეტექიმს მივმართეთ. გვირჩიეს, თხის რძეში ცოტა გადადუღებული წყალი შეგვერია და საწოვარათი მიგვეცა. წავედი ბაზარში და თხა ვიყიდე. ასე სასოებით გავზარდე. გემახსოვრებათ, „ბუნების კარი“ იყო, სატლევიზიო გადაცემა. აი, იმას რომ ჩავურთავდი და დავსვამდი ხალიჩაზე, იჯდა და უცქეროდა. ერთხელ დედაჩემი  გამეხუმრა, ადრე ცხვარი მყავდა და ისე მივიჩვიე, შინ შემომყვა და სარკე გამიტეხა, „ნუკრიას“ სანამ მაგ ტელევიზორს არ გაატეხინებ, არ გაჩერდებიო... დედაჩემი „ნუკრიას“ ეძახდა. დაუძახებდა: „მოი, ნუკრია, პური უნდა გაჭამოო“ და ესეც მიირბენდა. მამალი იყო, პატარა რქები ამოუვიდა. ოთხი წლის იყო, როცა ეზოში აზოტი ალოკა... ჩაის რამდენიმე მწკრივი გვქონდა დარგული და როცა მივუყარეთ, ეტყობა, ეზოშიც დაიყარა. ასე მოგვიკვდა  სასოებით გაზრდილი ნუკრი. მანამდე კი მონკავშირში აღრიცხვაზე ჰყავდათ. ყველა აღლუმზე გამოგვყავდა ჩვენი „ნუკრია“. მისთვის თხა ვიყიდე, საწოვარათი ვაჭმევდი რძეს... მთიდან  გმერხლის   ფოთლები ჩამომქონდა სპეციალურად. საოცრად ახრამუნებდა გმერხლს. რომ დაინახავდა, გეგონებოდა, მეტი არაფერი უნდოდა... რას იზამ, ასეთია ცხოვრება, _ სინანულით იხსენებს ჩვენი მასპინძელი.

გომისმთაზე მუშაობის და ცხოვრების   ყველაზე   სერიოზულ და შედარებით გაუხმაურებელ ეპიზოდად, მთაზე 48-კაციანი სამხედრო დანაყოფის ასვლას და მათ ლოკაციას  მიიჩნევს:

_ მთაზე სამხედროები 1970 წელს გამოჩნდნენ. 8 ოფიცერი იყო, დანარჩენები რიგითი სამხედროები. ლოკატორები ედგათ და აჭარიდან ლენინაკანამდე საზღვრებს აკონტროლებდნენ. 12   საათის განმავლობაში ამუშავებდნენ ერთ ლოკატორს. მერე გათიშავდნენ და მეორეს ჩართავდნენ.  ჩვენთან საუცხოო დამოკიდებულება ჰქონდათ. მიგვქონდა ხილი და არაყი. ისე, ადვილად ვერავინ მიუახლოვდებოდა. რიგით დამსვენებელს იქ არავინ მიუშვებდა.  იყო ასეთი შემთხვევა, რომ თურქეთის ცაზე მოძრავ ერთ ვერტმფრენს  მარშრუტი აერია. როგორც მერე გაირკვა, გზამკვლევი მოწყობილობა გაჩერდა. ჩვენი მხრიდან სასწრაფოდ მოხდა რეაგირება,  რამდენიმე სამხედრო თვითმფრინავმა მერიის აეროდრომზე დაჯდომა აიძულა. მერე უკან მშვიდობიანად დააბრუნეს. გაირკვა, რაშიც იყო საქმე... ასეთი ამბების მომსწრე ვარ. ძირითადად, საინტერესო და კარგი ამბების მომსწრე.  მაშინ ცხენებით დავდიოდით და მთას ვუვლიდით. ახლა ჯიპებით დაქრიან და პალოებად აქციეს იქაურობა.  „დარკოლილ“ გომისმთას რომ ვხედავ, გული მიწუხს, მაგრამ გამოსწორდება, ალბათ, საქმე. მე იმედიანი ადამიანი ვარ. ასაკში კი ვარ, მაგრამ ეს არ მიშლის ხელს, მომავალს რწმენით ვუყურო. შვილები და შვილიშვილები მყავს, მინდა ყველას ჰქონდეს მომავალი და ყველა კარგად იყოს,_ ასე ასრულებს მორიგი საინტერესო ეპიზოდის თხრობას დავით სადრაძე.

მისი მეუღლე, მედეა კონჯარია, ხუმრობის შეხსენებას ცდილობს: „დათული ხშირად ამბობს, გომისმთა ჩემი მეორე სახლია და იქ დამასაფლავეთო“...  

დასაფლავებისგან დიდხანს ჯვარი სწერია, ბატონ დავითს და მალე, მომავალ გაზაფხულზე მას  80 წელი უსრულდება. შვილები აღუნიშნავად არც ერთ იუბილეს არ ტოვებენ და მით უფრო, 80 წლის მამას საგანგებო დღეობას ჰპირდებიან შვილიშვილებთან ერთად.

„გურია ნიუსის“ კითხვაზე, ავა თუ არა მომავალ  გაზაფხულზე გომისმთაზე თავის 80 წლის იუბილეზე, ბატონი დავითი ამბობს: „ოღონდაც შევიძლო და ვის დავეკითხებიო“. თან სასწრაფოდ იხსენებს _ ერთიც დამრჩა უთქმელი,  უმეტეს გომისმთის მცხოვრებლებთან ერთად, სამეგობროს ინიციატივით, 1987 წელს ფეხით ავედით გომისმთაზე, სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნის  პატივსაცემადო... თან საოჯახო ალბომის ფოტო გამოაქვს.

გურულ ხუმრობას, დამშვიდობების დროსაც არ იშლის ჩვენი მასპინძელი:  „ეეჰ, ამხელა ხომ ვარ,  მარა, ორი ამხელა ვიქნებოდი, ამას რომ არ მოვეკალიო„ და მეუღლისკენ სიყვარულით გამთბარ მზერას აპარებს.  ქალბატონი მედეაც ხუმრობითვე პასუხობს: „50 წელი მალე გახდება, რაც ერთად ვართ და ამხელა თუ არის შემორჩენილი 80 წლის მიჯნაზე, ჩემით არისო...“ .

ბედნიერ იუბილეს და ჯანმრთელ სიცოცხლეს ვუსურვებთ გომისმთის პირველ მცხოვრებს, „მთის პასპორტს“, დავით სადრაძეს, რომლის უტყუარი კაცობის ყველაზე დიდი დასტური იმ ნდობის არსებობააა, ადამიანებს რომ გააჩნიათ მის მიმართ. ხშირად  რომ  სტუმრობენ მის ჭიშკარს და  ყველანაირ დოკუმენტზე მეტად, შენ  გენდობითო, რომ ეუბნებიან...




 ახალი ამბები
  • პლაკატების ტყედ ქცეული ლანჩხუთის პარკილანჩხუთის ცენტრალური პარკი ის ადგილია, სადაც საარჩევნო პერიოდში ამა თუ იმ საარჩევნო სუბიექტის პლაკატების გამოფენა და შემდეგ მათი განადგურება მიმდინარეობს. მოკლედ, ყოველ წინასაარჩევნო პერიოდში, პარკი პლაკატების ტყეს ემსგავსება, სადაც ერთ ხესაც ვერ მოიძევთ, რომელიმე პარტიის ლიდერისა თუ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გამოსახულებიანი პლაკატი რომ არ ამშვენებდეს. უნდა ითქვას, რომ ყოველ დილით, ფაქტობრივად, პლაკატების განახლებული გამოფენაა წარმოდგენილი, რადგან პლაკატებთან ბრძოლის ტრადიცია კვლავაც მძლავრობს და სხვადსხვა მეთოდით მიმდინარეობს ბრძოლა სარეკლამო ქაღალდის ნაგლეჯთან. არიან ადამიანები, რომლებიც გარკვეული თანხის სანაცვლოდ ამა თუ იმ პარტიის დავალებას ასრულებენ და პლაკატებს ხევენ.   ... ...
  • "ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, ოპოზიციას დააბრალოს რადიკალიზმი" _ ჭიჭინაძეხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, ოპოზიციას დააბრალოს რადიკალიზმი და ამ დროს თვითონ იბარებენ  მუქარებით  ადამიანებს, _ ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. „პირადად ჩემი საოლქოს წარმომადგენლის მამა დაიბარეს და გააფრთხილეს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ,  თუ მისი შვილი არ დატოვებდა  ჩემს საარჩევნო ოლქს.  სწორედ  ეს არის ის ძალადობა, რომელსაც  ყოველდღიურად ახორციელებს „ოცნების“ ხელისუფლება! „ოცნების“ ხელისუფლება ასევე ცდილობს, კორონავირუსი მაქსიმალურად სათავისოდ გამოიყენოს. რა დააშავეს თუნდაც ჩვენი პარტიის მხარდამჭერებმა,  რომლებიც თვითიზოლაციაში არიან, პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა უნდათ, „ოცნების“ ცესკო კი ამ უფლებას ართმევს?!  ე.წ. თავისიანებს კი, ვისაც ასევე უდასტურდებათ ვირუსი,  პირდაპირ ვაცხადებ, მალავენ! თანაც ისე, რომ მათ კონტაქტებსაც კი არ ახმოვანებენ! მოკლედ, პარტიული ნიშნით და უსამართლოდ ხდება ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა ადამიანებისთვის, _ აცხადებს დავით ... ...
  • "ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არაა" _ თავდაცვის სამინისტრო დოკუმენტს ავრცელებსთავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ადასტურებს, რომ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული პირი ბადრი ესებუა მოქმედი სამხედრო მოსამსახურე არ არის. „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზიის - „მთავარი არხის“ მხრიდან გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, თითქოს ზუგდიდში, ერთ-ერთი ბანკის ფილიალზე თავდამსხმაში ბრალდებული პირი მოქმედი სამხედრო მოსამსახურეა. მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განმარტება გავაკეთეთ, რომ აღნიშნული პირი არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, ეს ტელევიზია და ზოგიერთი ანგაჟირებული პოლიტიკოსი უგულებელყოფს ამ ფაქტს და შეგნებულად ავრცელებს სრულად საპირისპირო ინფორმაციას. საზოგადოებისა და თავდაცვის ძალების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ვავრცელებთ ოფიციალურ დოკუმენტს, რომლითაც მტკიცდება, რომ თავდასხმაში ბრალდებული პირი ბადრი ესებუა არ არის მოქმედი სამხედრო მოსამსახურე“, - აცხადებს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ... ...
  • პატარა გიორგი ბერიშვილს ჩვენი დახმარება სჭირდება ეს პატარა, ლამაზი ბიჭი გიორგი ბერიშვილია. გიორგის ერთი წლის წინ თავზე სიმსივნური წანაზარდი დაუფიქსირდა. პატარა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში ცხოვრობს. როგორც გიორგის დედა "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, ექიმების თქმით, მკურნალობის ბოლო ეტაპზე არიან. "იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ვმკურნალობთ. როგორც ექიმებმა გვითხრეს, სავარაუდოდ, მკურნალობის ბოლო ეტაპზე ვართ", _ გვითხრა გიორგის დედამ მარიამ ვაჩეიშვილმა.   მთელი წლის განმავლობაში მკურნალობის შედეგად ოჯახმა ყველა ფინანსური რესურსი ამოწურა და ახლა კეთილი ადამიანების იმედად არიან დარჩენილნი. შესაგროვებელი თანხა კი ბევრი არ არის. იმისთვის, რომ გიორგიმ მკურნალობის ეს ეტაპიც გაიაროს, მხოლოდ 1500 ლარია საჭირო. მოგმართავთ თხოვნით, გამოვიჩინოთ გულისხმიერება _ გიორგის ჯანმრთელობისთვის ყოველი ლარი მნიშვნელოვანია. გიორგის დასახმარებლად გახსნილია სპეციალური ანგარიში. GE25BG0000000162579635 _ Მიმღები მარიამ ვაჩეიშვილი; GE15TB7679445061100108 _ მიმღები ემზარი ბარამიძე. ან დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: (598) 417413 _ ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: "შემდგომ წლებში, ჩვენი მთავარი საზრუნავი ახალი სამუშაო ადგილები, ეფექტური სოციალური პოლიტიკა და განათლება...გთავაზობთ ინტერვიუს, რომელიც "გურია ნიუსმა" თქვენთვის ექსკლუზიურად ჩაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან. _ ბატონო არჩილ, სამწუხაროდ, გურიამ, კოვიდ-19-თან დაკავშირებით, "მწვანე ზონის" სტატუსი დაკარგა; როგორ აპირებს სახელმწიფო შეუმსუბუქოს მოსახლეობას პანდემიით გამოწვეული მძიმე ყოფა? _ ჩვენ გვაქვს გლობალური პანდემიით გამოწვეული კრიზისის მართვის გეგმა და სრული კონსოლიდაცია, რომ ყველა რესურსი შედეგიანად გამოვიყენოთ ჩვენი მოქალაქეების, საზოგადოების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის დასაცავად. ჯანდაცვის სისტემა 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და დღე-ღამეში რამდენიმე ათას შემთხვევაზე ახდენს რეაგირებას; ექიმების, ექთნების და ეპიდემიოლოგების მუშაობა ამ რთულ დღეებში სამაგალითოა. სოციალური დახმარების ღონისძიებები, პირველ რიგში, მივმართეთ მათთვის, ვინც დაკარგა სამსახური და შემოსავალი: 72000-ზე მეტ ადამიანს, ვინც სამსახური დაკარგა, სახელმწიფო 1200 ლარით დაეხმარა. 52000-ზე მეტ თვითდასაქმებულს 300-ლარიანი დახმარება ჩაერიცხა; 195000 სოციალურად დაუცველ ოჯახს დამატებით 600-ლარიანი დახმარება გადავეცით; ასევე, 600 ლარით დავეხმარეთ 22600 მრავალშვილიან ოჯახს და 40400 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირს. მიზნობრივად, 200-ლარიანი დახმარება გადავეცით საქართველოში ყველა ბავშვს, ვისმა ოჯახმაც განაცხადი გააკეთა. მიზნობრივი მხარდამჭერი ღონისძიებები პოსტ-კრიზისულ პერიოდშიც გაგრძელდება. კოვიდ19-ის პანდემია ჯერ კიდევ გრძელდება და ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას. _ "მწვანე ზონის" სტატუსი  აღარ აქვს, მაგრამ გურია ყოველთვის პოლიტიკურად აქტიური ზონაა; თქვენი აზრით, როგორია დღეს პოლიტიკური  ვითარება გურიაში?  _ ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საზოგადოებას წარუდგინა საარჩევნო პროგრამა და მაჟორიტარობის კანდიდატი. ჩატარდა ბევრი შეხვედრა სოფლებსა და ქალაქებში. ოპოზიციური პარტიებიც ატარებენ წინასაარჩევნო შეხვედრებს და ხვდებიან თავის მხარდამჭერებს. ადგილზე არიან ეუთო/ოდირ-ის საერთაშორისო დამკვირვებლებიც. გურიაში წინასაარჩევნო კამპანია მშვიდად და კონსტრუქციულად მიმდინარეობს. _ მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა და ჯგუფებმა, მათ შორის, მმართველმა პარტიამ, ამომრჩეველს მაღალკონკურენტული, პროფესიონალი, ჯანსაღი პოლიტიკური წარსულის მქონე კანდიდატები წარუდგინეს? _ პარტია "ქართული ოცნება _ დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი გურიის ოლქში ვასილ ჩიგოგიძეა. ვასილ ჩიგოგიძემ იცის გურიის საჭიროებები, საქმიანი ადამიანია, არაერთი სიკეთე აქვს გაკეთებული, უყვარს თავისი მხარე და პარლამენტიდან კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს ხალხისთვის. ვფიქრობ, გურიაში ოპოზიციის კანდიდატებს ვასილ ჩიგოგიძე დამაჯერებლად მოუგებს და გაიმარჯვებს. წინასაარჩევნო პერიოდში, გურიაში არაერთი კვირა გავატარე და ოპოზიციური კანდიდატების ერთ ნაწილს პასიური კამპანია აქვს, მეორე ნაწილი კი დეზინფორმაციით არის დაკავებული, თითქოს "ქართული ოცნება" ფარულად მათაც უჭერს მხარს - ეს აბსურდია. "ქართული ოცნების" კანდიდატი გურიაში არის ვასილ ჩიგოგიძე და მას პარტიის სრული მხარდაჭერა აქვს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში. _ პოლიტიკური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ბიზნესმენები პარლამენტში, ძალიან ხშირად პრობლემას ქმნიან საკუთარი ბიზნესინტერესებიდან, ბიზნესამბიციებიდან გამომდინარე; ასევე, პოლიტიკური "წესრიგის" და კანონების არცოდნის ან მიუღებლობის გამო.... საჭიროა თუ არა, პოლიტიკურმა პარტიამ გააანალიზოს ეს გამოცდილება? თუ საარჩევნო პროცესებში უპირატესობის მისაღწევად, აუცილებელია დავეთანხმოთ გავრცელებულ "თეორიას" _ "არჩევნებს იგებს ფული!" _ საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს მოქალაქეთა პოლიტიკურ საქმიანობას. იქნება ფერმერი, ბიზნესმენი თუ ექიმი - ყველა მოქალაქეს აქვს პოლიტიკური უფლებები. პარლამენტის წევრის ბიზნეს საქმიანობას კანონი მკაფიოდ არეგულირებს და ამას აკონტროლებს როგორც საჯარო სამსახურის ბიურო, ასევე სამოქალაქო საზოგადოება. არჩევნებს პირველ რიგში, იგებს ხალხის ნდობა, გაკეთებული საქმეები, პოზიტიური დღის წესრიგი და საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია. _ ძალიან ხშირად, განსაკუთრებით მცირე პარტიები, რომლებიც მრავლად არიან პარტიულ ბიულეტენში წარმოდგენილნი, საუბრობენ გარიგებაზე  _ რომ მმართველი პარტია და მსხვილი ოპოზიციური პარტია პოლიტიკურ ველზე პოზიციების შესანარჩუნებლად ერთმანეთს "ამაგრებს"; დაპირისპირება ფორმალური,- "საგარეოა" და "საშინაოდ" ერთმანეთთან კავშირი სიამტკბილურია....  თუკი პოლიტიკურ  ოპონენტს "დამნაშავეს" უწოდებთ, რატომ არ  სამართლდება? ხომ არ მიანიშნებს ეს ხელისუფლების უღონობაზე? _ ეს არ არის სწორი შეფასება. სიმართლე ის არის, რომ "ქართულმა ოცნებამ" გაატარა ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის საკონსტიტუციო და საარჩევნო რეფორმები, რომელიც ჯერ კიდევ 2018 წელს დასრულდა და კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერა, რომ ქვეყანა გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. 2020 წლის არჩევნები 1%-იანი ბარიერით და არსებითად პროპორციული სისტემით ტარდება, რაც პირდაპირ არის პასუხი თქვენს კითხვაზე - არანაირი გარიგება არ სჭირდებათ პარტიებს ერთმანეთთან, ვინაიდან პირობები კონკურენტულია და ყველას, ვისაც აქვს ხალხის რეალური მხარდაჭერა, დამოუკიდებლად შეუძლია ბარიერის გადალახვა და შესვლა პარლამენტში. რიტორიკულია კითხვაც, თუ დანაშაულებრივ პოლიტიკას ატარებდა ნაციონალური მოძრაობა "რატომ არ სამართლდება?" რეალურად, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების 80-მდე მაღალჩინოსანი, რომელიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო, სასჯელს იხდის ან მოიხადა, მათი ნაწილი კი მიმალვაშია საზღვარგარეთ და ნახეთ, რომ 2019 და 2020 წელსაც რამდენიმე მათგანის ექსტრადირება მოხდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩვენს საზოგადოებას აქვს შესაძლებლობა, რომ ასეთი ოპოზიციური ძალა და წარსულში მძიმე დანაშაულებში მხილებული მისი ლიდერები, პოლიტიკური ველიდან გაიყვანოს და მათი ადგილი ჯანსაღმა ოპოზიციამ დაიკავოს. "ქართულმა ოცნებამ" საზოგადოებასთან ერთად ეს დესტრუქციული და მძიმე პოლიტიკური ბიოგრაფიის მქონე პოლიტიკური პარტია "ნაციონალური მოძრაობა" 2012 და 2016 წლის არჩევნებში დაამარცხა. ახლა ისინი აღარ არიან ჩვენი მთავარი კონკურენტები _ მათ პრობლემა აქვთ საკუთარ წარსულთან. ვიმეორებ, საზოგადოებას აქვს ამ არჩევნებში შესაძლებლობა, რომ მილევად რეჟიმში მყოფი "ნაციონალური მოძრაობა" გაიყვანოს პოლიტიკური ველიდან და მისი ადგილი ჯანსაღმა ოპოზიციამ დაიკავოს. თქვენ მეკითხებით, რატომ სხედან ერთად მმართველი პარტიის და ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში? ან კომიტეტის სხდომებზე? ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებზე? ჩვენ პატივს ვცემთ თითოეული მოქალაქის მიერ გაკეთებულ არჩევანს და ვისაც არ მოსწონს ოპოზიციაში დესტრუქციული ჯგუფები, არ მოსწონს ის პოლიტიკური ლიდერები, ვინც პარლამენტზე და საკუთარ სახელმწიფოზე ძალადობრივ თავდასხმებს აწყობენ, რასაკვირველია ამ არჩევნებით შეუძლია უარი უთხრას მათ. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება მშვიდ, საქმიან და შედეგზე ორიენტირებულ პოლიტიკას იმსახურებს და "ქართული ოცნება" არის იმის გარანტია, რომ ქვეყანას სტაბილური პოლიტიკური სისტემა ექნება, რომელიც ქვეყანაში არა დაპირისპირებას, დესტაბილიზაციას და ძალადობას უწყობს ხელს, არამედ, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სწორ გადაწყვეტილებებს იღებს, აგვარებს პრობლემებს და უზრუნველყოფს პროგრესს. _ მოდით, დაპირებების შესახებაც ვისაუბროთ; წინა არჩევნებზე,"ქართული ოცნების" მხრიდან,  გურიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დაპირება გაიცა  - განათლების, ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების კუთხით...  ბუნებრივია, ზოგი შესრულდა, ზოგიც _ ვერა....ამომრჩეველს განსაკუთრებით შეუსრულებელი დაპირებები ამახსოვრდება. თქვენ, როგორც გურიის, ოზურგეთის მკვიდრს, რომელი აუხდენელი დაპირება გახსოვთ? _ ამ წლების განმავლობაში მართლაც მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შევძელით მოქალაქეების მხარდაჭერით. გურიაში განსაკუთრებით გამოვყოფდი სოციალურ ინფრასტრუქტურას _ სკოლებს, ბაღებს, ამბულატორიებს, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბაზებს, საზოგადოებრივ ცენტრებს, მაგისტრალურ გზებს, გაზიფიკაციას, სპორტულ მოედნებს. გურიის რეგიონში მასშტაბური პროექტები გახორციელდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის ქველმოქმედებითა და დაფინანსებით _ შავი ზღვის სანაპირო ზონამ ახალი ეკონომიკური და კულტურული, ტურისტული და ეკოლოგიური მნიშვნელობა შეიძინა: საკონცერტო ცენტრი "ბლექ სი არენა", სასტუმრო "პარაგრაფი", დენდროლოგიური პარკი, მინიატურების პარკი და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები გურიას განვითარების ახალ პერსპექტივას აძლევს. სახელმწიფოს მხარდაჭერით გახორციელდა მნიშვნელოვანი საინვესტიციო და ბიზნეს პროექტები, რომელმაც ახალი სამუშაო ადგილები შექმნა _ ასეთია ორი სამკერვალო ფაბრიკა, თევზის თანამედროვე საწარმოები, მეფრინველეობის ფერმები, მოცვის ახალი პლანტაციები, თხილის და ჩაის თანამედროვე საწარმოები, რამდენიმე სასტუმრო და სხვა. კარგად გვესმის, რომ სიღარიბე კიდევ არა ერთ ოჯახში პრობლემად რჩება და შემდგომ წლებში ჩვენი მთავარი საზრუნავი სწორედ ახალი სამუშაო ადგილები, დასაქმება, ეფექტური სოციალური პოლიტიკა და განათლება იქნება. _ "ქართულმა ოცნებამ" წინასწარ დააანონსა, რომ პარლამენტს ისევ გურული თავმჯდომარე ეყოლება _ თქვენი პოლიტიკური ძალა თვლის, რომ კოალიციური შეთანხმებების აუცილებლობამდე საქმე არ მივა.... პოლიტიკაში პროგნოზები უმადური საქმეა, მაგრამ მაინც, როგორია თქვენი ყველაზე პესიმისტური  და ოპტიმისტური პროგნოზი? _ მხარდაჭერისთვის და ნდობისთვის საზოგადოების და ჩემი პოლიტიკური გუნდის მადლიერი ვარ. მეამაყება, რომ ამ 4 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტში ჩვენს მშობლიურ გურიას, თავისუფლებისმოყვარე და განათლებულ საზოგადოებას წარმოვადგენდი. სადაც ყველაზე მეტად გამოვადგები ჩემს ქვეყანას, მზად ვარ იქ ვიმუშაო _ თანამდებობა ჩემი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა. არ ვიცი, რას ამბობენ პოლიტიკური სინოპტიკოსები, მაგრამ მჯერა, რომ საზოგადოების მხარდაჭერით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს, ჩამოაყალიბებს უმრავლესობას პარლამენტში, დააკომპლექტებს მთავრობას და მეორე დღიდანვე განაგრძობს საზოგადოებისთვის საჭირო საქმის კეთებას.    _ "გურია ნიუსი" და ააიპ "Post ალიონი" ახორციელებს პროექტს "ვირჩევ დემოკრატიას!" - #მიეხმარასაქართველოს!" ეს პროექტი იმ ახალგაზრდების დასახმარებლადაა, ვინც პირველად მონაწილეობს არჩევნებში. რას ეტყოდით  მათ? _ ახალგაზრდების ხმა და მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან საქართველო და მისი ხელისუფლება მომავალზეა ორიენტირებული. ჩვენ ვხსნით ახალ შესაძლებლობებს ახალგაზრდების განათლების, დასაქმების და პროფესიული განვითარებისთვის. "ქართული ოცნების" ახალ საპარლამენტო გუნდში არაერთი წარმატებული ახალგაზრდა ლიდერია და ჩვენი ქვეყნის მომავალი ახალგაზრდებს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...