გრიგოლეთის ბაზა, რომლისთვისაც ასობით ათასი ლარი გაიხარჯა, ისევ სარემონტოა

gurianews.com

საზოგადოება

გრიგოლეთის ბაზა, რომლისთვისაც ასობით ათასი ლარი გაიხარჯა, ისევ სარემონტოა

2018 თებ 13 17:34:24

გრიგოლეთის საფეხბურთო ბაზაზე სარემონტო სამუშაოების გასახორციელებლად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 20 ათასი ლარი გამოიყო. არადა, ბაზაზე, დაახლოებით, 400 ათასი ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოები ორი წლის წინ, ზაზა ურუშაძის გამგებლობის პერიოდში გახორციელდა. თუმცა, აღმოჩნდა ობიექტის ჩაბარებიდან მალევე ბაზის რეაბილიტირებულ შენობას გარკვეული პრობლემები შეექმნა, მათ შორის, მწყობრიდანაა გამოსული სველი წერტილები.

აღნიშნულთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილების გახორციელებას საკრებულომ მხარი რამდენიმე დღის წინ გამართულ რიგგარეშე სხდომაზე 18 ხმით დაუჭირა. წინააღმდეგი მხოლოდ ერთი იყო, ოთხმა დეპუტატმა კი თავშეკავება ამჯობინა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

 კერძოდ, დამტკიცებული ასიგნების ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის და მოვლა-შენახვის, სხვა საქონელი და მომსახურების მუხლის 40000 ლარით შემცირების ხარჯზე, სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის, შიდა აუდიტის და ინსპექტირების სამსახურისა და ჩიბათის ადმინისტრაციულ ერთეულში სამუშაო ოთახების სარემონტო სამუშაოებზე  ბიუჯეტიდან მიიმართება 20000 ლარი. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო ბაზის სარემონტო სამუშაოებზე _ 20000 ლარი.

აღინიშნა, რომ 20 ათასი ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოების შემდგომ, ბაზა მზად იქნება  საფეხბურთო კლუბ „გურიას“ მისაღებად, რომელიც, დღესდღეობით, სხვა სასტუმროშია დაბინავებული.

თუმცა, ბაზაზე ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად ზემონახსენები თანხის გამოყოფას საკრებულოში ხმამაღალი განცხადებების გარეშე არ ჩაუვლია. „ნაციონალური მოძრაობის“  წევრის კახა ასკურავას თქმით, რომელიც ერთადერთი დეპუტატი იყო, რომელმაც კენჭისყრისას საკითხს მხარი არ დაუჭირა, ამბობს, რომ გრიგოლეთის ბაზა კატასტროფულ მდგომარეობაშია და ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ პირების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას.

„ორი წლის წინ ზარზეიმით გაიხსნა ეს ბაზა და ახლა აღმოჩნდა, რომ იქ ძალიან ცუდი მდგომარეობა ყოფილა.  ვინმემ ამაზე პასუხი არ უნდა აგოს?! ვინც ეს გააკეთა, სად არიან ისინი?! ეს 20 ათასი იმისთვის გინდათ, რომ იქაურობას ხელმეორედ ჩაუტაროთ კოსმეტიკა“,  „შეთითხნას“ მე მხარს ვერ დავუჭერ.  წესით, ყველას უნდა გვიჩნდებოდეს კითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით“, _ ამბობს ასკურავა.

 მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე უმთავრესი  მიზანია  „გურია“ იმ სიტუაციიდან როგორმე  ამოვიდეს, რომელშიც, დღესდღეობით, იმყოფება, მითუმეტეს, რომ  ზემონახსენები 20 ათასი ლარის გამოყოფით გაცილებით მეტი თანხის დაზოგვა მოხდება.

„კლუბის სასტუმროში ცხოვრება გაცილებით მეტი ჯდება და აქ ამაზეა საუბარი. როცა 20 ათასი ლარითაა შესაძლებელი საქმე გააკეთო, 100 ათასები რატომ უნდა გადავყაროთ?!“, _ ამბობს საკრებულოს საფინანსო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე მახათაძე.


ნახვა: 232


 ახალი ამბები
  • ქმრის სახლთან მიახლოების გამო ცოლი დააკავესშს სამმართველოს თანამშრომლებმა, შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო, 51 წლის ქალი დააკავეს. შემთხვევა გორში, სოფელ ატენში მოხდა. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. საქმის მასალების მიხედვით, 2018 წლის 21 სექტემბერს მეუღლეებს შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ ქალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. ქალმა მოსამართლეს განუცხადა, რომ ქმრის სახლში მხოლოდ ტანსაცმლის წამოსაღებად მივიდა. მოსამართლე ნინო შარაძემ ქალს ამჯერად სიტყვიერი შენიშვნა მისცა და გაათავისუფლა. ასევე ირკვევა, რომ ქმარს, ოჯახში ძალადობის მუხლით, პატიმრობა აქვს მოხდილი. მოსამართლის კითხვაზე, თუ სად ცხოვრობს ამჟამად ქალი, უპასუხა, რომ მეზობლად, დის სახლში. ,,ჩემი დაც დაჭერილია და სახლი მე დამიტოვა," - განუცხადა ქალმა მოსამართლეს. პროცესზე, გამომძიებელმა მაკა კაპანაძემ აღნიშნა, რომ ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით, გორის შს სამმართველოს თანამშრომლებს ხან ერთი და ხან მეორე მხარე ხშირად ... ...
  • რა ქონებას ფლობს თვალავაძე, რომელიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავესსახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო დააკავეს. 2018 წელს საჯარო მოხელის მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2017 წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით თვალავაძის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 58 400 ლარი შეადგინა. თვალავაძის საკუთრებაშია თბილისში 100 კვმ. ბინა და 150 კვმ. საცხოვრებელი სახლი,  რომელიც 2010 წელს შეიძინა და რომლის ღირებულება 80 000 ლარია. დეკლარაციის მიხედვით, თვალავაძე სხვა უძრავ ქონებას არ ფლობს. გია თვალავაძის შვილის თამთა თვალავაძის სახელზეა გაფორმებული 2016 წელს ნასყიდობის ხელშეკრულებით  შეძენილი ავტომანქანა „mazda cx72016“, რომლის ღირებულება 6 000 აშშ დოლარია. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს: გია თვალავაძეს „თიბისი ბანკის" სახელფასო ანგარიშზე განთავსებული აქვს 2 004 ლარი. საჯარო მოხელეს სხვა ანგარიშები გახსნილი არ აქვს. გია თვალავაძის მეუღლეს, ირმა ჩხარტიშვილს, რომელიც  სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მთავარი სპეციალისტია,  ,,თიბისი ბანკის“ ანგარიშზე განთავსებული აქვს 10 000 აშშ დოლარი, ასევე, 5 000 - 5 000 აშშ დოლარი, ხოლო ამავე ბანკის სახელფასო ანგარიშზე 200 ლარი.   თვალავაძე სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსად 2012 წელს დაინიშნა. 2006 წელს იყო საქვეუწყებო დაწესებულება, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსი. 2004-2006 წლებში _ სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლის ინსპექციის უფროსი. 2003-2004 წლებში ლანჩხუთის, მიხეილ ჩაჩავას სახელობის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი. 2001-2003 წლებში _ ლანჩხუთის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის განყოფილების უფროსი. 1998-2001 წლებში _ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის რაიონული ცენტრის ... ...
  • თბილისში საცხოვრებელი კორპუსის მე-5 სართულზე ცეცხლი გაჩდათბილისში,  სამგორის რაიონში,  აბაშვილის ქუჩაზე  საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე ცეცხლი გაჩნდა. უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი სახლიდან მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, ხანძრის შედეგად 2 ოთახი,  40 კვ.მ-ის ფართობი დაიწვა. ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. შემთხვევის შედეგად არავინ ... ...
  • “არჩევნები რომ ჩატარდეს, იმის ოთახი არ არის ხვარბეთში“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხვარბეთის მცხოვრებლები საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილობრივების თქმით, მათ სოფელში არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ ტარდება და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ “რას ვითხოვთ? გვაქვს რამე? - არჩევნების დროს კარგად მოდიან და ათას რამეს გვპირდებიან. პირველ რიგში, გვინდა გზა, შემდეგ კი ბაღის შენობა და სხვადასხვა პრობლემების მოგვარება, რომელიც უხვად არის. ხალხი არის აღელვებული და ამიტომ გამოვედით ქუჩაში. არჩევნები რომ ჩატარდეს, იმის ოთახი არ არის ხვარბეთში. არც თხილი არ არის, მანდარანი არ ვარგა, სიმინდი არ არის, პატრონი არავინ არ გვაყვს და რა გვეშველება არ ვიცი, ეს არ არის ცხოვრება. საერთოდ, ხვარბეთი თუ არის ადგილობრივ რუკაზე, აი, ეს არის საკითხავი!“- გვითხრეს აქციის მონაწილეებმა. აქციის მონაწილეებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი შეხვდა და მოისმინა ის პრობლემების შესახებ, რაც ადგილობრივებს ... ...
  • გურულების სიძე ოზურგეთის ცენტრში შიმშილობსამ წუთებში ქალაქ ოზურგეთის საპატრულო პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ფიროსმაში მცხოვრები გელა ფუტკარაძე შიმშილობს. “ორი დღის წინ, გრიგოლეთში დამაკავეს პოლიციელებმა და გუშინ გამათავისუფლეს. გადავკვეთე ღერძულა ხაზი და ამისთვის გამომიწერეს 200-ლარიანი ჯარიმა, წამართვეს მანქანა და საბუთები, რასაც ჩემი მხრიდან მოყვა პროტესტი _ ვცდილობდი გზის გადაკეტვას, რის შემდეგ დამაკავეს პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო. ლანჩხუთის პოლიციაში გადამიყვანეს და იქ ვიყავი 10 საათის განმავლობაში. ამდენხანს არ მაქვს პასუხი - რატომ წაიყვანეს მანქანა და არც ის ვიცი, სად გადაიყვანეს. ორჯერ დავრეკე სამინისტროში, იყვნენ მოსულები და არანაირი შედეგი სახეზე არ არის.  მანქანაში მქონდა ფული და არც მიბრუნებენ? ოზურგეთში მითხრეს პატრულის თანამშრომლებმა რატომ დარეკე შსს-შიო. მხოლოდ ეს აწუხებს, ის რატომ არ აწუხებთ, სოციალურად დაუცველი რომ ვარ და მანქანაში დატოვებული ფულით ბავშვებისთვის პროდუქტების ყიდვას ვერ ვახერხებ. ამ ქვეყანაში ერთი ადამიანის შიმშილობა არავის ადარდებს. ვიდრე არ დამიბრუნებენ მანქანას და საბუთებს, მანამ ვიშიმშილებ, _ გვითხრა გელა ფუტკარაძე. შსს პრესსამსახურში გვითხრეს, რომ საბუთები პატრონს დაუბრუნდა და მანქანაც უახლოეს დროში დაუბრუნდება. უწყების ცნობით, ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა და პატრულის თანამშრომლებს გელა ფუტკარაძის უფლებები არ ... ...

არქივი

ზაფრანი

იურული პერიოდის დინოზავრების კლდე ბოლივიაში

ბოლივიის დედაქალაქთან ახლოს, სალ კლდეზე...

არაჩვეულებრივი გამოგონება

"Lifestraw" არაჩვეულებრივი გამოგონებაა, მან დიდი...

სასიკვდილო საფრთხე ბუნებაში

ადამიანი სულ უფრო და უფრო...

რა ემუქრება დედამიწას მზე რომ ჩაქრეს

მეცნიერები ფიქრობენ, რომ ადრე თუ...

შეცდომით აღმოჩენილი გენიალური გამოგონებები

პენიცილინი _ მედიკამენტი, რომელმაც გადატრიალება...

უცნაური სინდრომები

ფეთქებადი თავის სინდრომი  ესაა საკმაოდ...
კარმიდამო ჩემი

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

საშემოდგომო თესვის დაწყება და ნიადაგის გაფხვიერების თავისებურება

აგვისტოს მიწურულს და სექტემბრის დასაწყისში,...

"მოგვაშორეთ ტურები"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის, ჭანიეთის,...

"ჩაი გავანადგურეთ, თხილის ხარისხი კატასტროფულად დაეცა... სადაა გამოსავალი?"

მსოფლიოში მეჩაიეობის დარგში ჩამოყალიბებული დადებითი...

ჩინური კუნგ პაო

ჩინური სამზარეულოს ნამდვილი შედევრია "გუმბაო"....

როგორ წარმოიშობა "უავტორო" ხანძრები

მსოფლიომ "უავტორო" ხანძრების მთელი სერიები...

საწებელი _ მარტივად და გემრიელად

გვიან ზაფხულში და შემოდგომის დასაწყისიდანვე,...

როგორ ვებრძოლოთ ფესვის კიბოს

ფესვის ბაქტერიული კიბო ბევრი კულტურული...

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...