"გრიგოლეთის საკურორტო ზოლი დაფიქსირდეს, როგორც სამედიცინო მნიშვნელობის"

საზოგადოება

"გრიგოლეთის საკურორტო ზოლი დაფიქსირდეს, როგორც სამედიცინო მნიშვნელობის"

2019 მარ 14 13:43:47

არის თუ არა ანომალური თვისებების მქონე გრიგოლეთის საზღვაო სანაპირო ზოლი, ამის კვლევა, თავის დროზე, პროექტით _ "გურიის რეგიონის სამკურნალო ტურიზმის პოტენციალის ზრდა გრიგოლეთის პლაჟის ქვიშის ანომალური მაგნიტური რუკის ფორმირების საფუძვლების" ფარგლებში დაიწყო. პროექტის ორგანიზატორი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი და საქართველოს სასოფლო დარბაზი გახლდათ, ხოლო დონორ ორგანიზაციად ნორვეგიის მთავრობა მოგვევლინა.

კვლევა ითვალისწინებდა გრიგოლეთის ზღვისპირა ორკილომეტრიანი სანაპირო ზოლის მაგნიტური ველის და ქვიშის მაგნიტური შემთვისებლობის გამოკვლევას სამ პარალელურ პროფილზე და ქვიშის სინჯების აღებას ლითოლოგიური და მინერალოგიური ანალიზის ჩასატარებლად.

საკვლევი ტერიტორიის მაგნიტური ველი შეისწავლეს თანამედროვე მაღალი სიზუსტის ციფრული, პროტონული მაგნიტომეტრით G856-AX, რომელიც აფიქსირებს დედამიწის მაგნიტური ველის სრულ მდგენელ T-ს მნიშვნელობებს ერთი ნანოტესლის სიზუსტით. ტერიტორიის სხვადასხვა უბანზე აიღეს ქვიშის ნიმუშები ლითოლოგიური და მინერალოგიური კვლევების ჩასატარებლად.

ველზე მოპოვებული ინფორმაცია ტერიტორიის მაგნიტური ველის შესახებ შესწორებული იქნა დუშეთის მაგნიტური ობსერვატორიის მონაცემებითა და მსოფლიოს ნორმალური მაგნიტური ველის რუკის მიხედვით, რითაც გახდა შესაძლებელი გრიგოლეთის სანაპირო ზოლის ნორმალური და ანომალური ველების ინტენსივობის დადგენა.

პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის და სასოფლო დარბაზის ხელმძღვანელის, ამირან გიგინეიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ საკვლევ სამუშაოებს აწარმოებდნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორიის ხელმძღვანელი, აკადემიური დოქტორი რ. გოგუა, აკადემიური დოქტორი, პროფესორი ჯ. ქირია, აკადემიური დოქტორი ნ. ღლონტი და აკადემიური დოქტორი, პროფესორი შ. თავართქილაძე.

როგორც პროფესორი შუქრი თავართქილაძე ამბობს, გრიგოლეთში ჩატარებული კვლევის შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. მისი თქმით, აღმოჩნდა, რომ გრიგოლეთის პლაჟის მაგნიტური ანომალია არაფრით ჩამოუვარდება აქამდე ცნობილ მაგნეტიტის სანაპირო ზოლს. მეტიც, ხშირ შემთხვევაში, აღემატება კიდეც:

"აღმოჩნდა, რომ ანომალური ველის მინიმალური მაჩვენებელი 250 ნანოტესლას შეადგენდა, ხოლო მაქსიმალური _ 615 ნანოტესლას. ეს მაშინ, როცა მაგნიტოთერაპიის განვითარების თანამედროვე ეტაპზე ითვლება, რომ თუ ანომალური ველი აჭარბებს 120 ნანოტესლას, იგი იძლევა შესაძლებლობას, ვუმკურნალოთ ადამიანების გულსისხლძარღვთა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მრავალ დაავადებას მედიკამენტოზური ჩარევების გარეშე. ჰოდა, გრიგოლეთის ანომალური მაგნიტური ველის ინტენსივობა ვინაიდან 400-500 ნანოტესლის ფარგლებშია, ის სამ-ოთხჯერ აღემატება მინიმალურ სამკურნალო ზღვარს, რაც ამ კვლევის მთავარი მნიშვნელოვანი შედეგია", _ ამბობს პროფესორი, რომლის ინფორმაციითაც, კვლევის შედეგად მოხდა, ასევე, გრიგოლეთის ზღვისპირა ზოლში გავრცელებული ქვიშების მინერალოგიური შემადგენლობის ლაბორატორიული გამოკვლევა:

"ქვიშის ნიმუშების გამოკვლევით დადგინდა, რომ ქვიშაში ძირითადი ფერომაგნიტური მინერალებია მაგნეტიტი და ტიტანომაგნეტიტი. მაგნეტიტის შემცველობა ქვიშაში გამოკვლეულ ფართზე მერყეობს 4-დან 8%-მდე. მისი მარცვლების ზომები კი იცვლება 0,1-დან 0,8მმ-დე. ქვიშაში ტიტანომაგნეტიტის შემცველობა შედარებით ნაკლებია და იცვლება 1-დან 3%-მდე. მარცვლების ზომები კი მერყეობს 0,12-დან 1მმ-დე.

აღსანიშნავია, რომ ფერომაგნიტური მინერალების საერთო რაოდენობა გამოკვლეული ტერიტორიის ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით იზრდება 6-დან 11%-მდე, რაც ამყარებს მოსაზრებას შავი ზღვის სანაპირო ზოლში მაგნიტური ქვიშის გენეზისში მდინარე სუფსის მთავარ როლზე".

აღნიშნულიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ფაქტია, რომ სწორედ მდინარე სუფსა წარმოადგენს მაგნიტური ქვიშის მთავარ შემომტან საშუალებას. სპეციალისტთა თქმით, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ამ მდინარის ხეობის დაცვა და შეწყდეს იქიდან ყოველნაირი საკარიერო სამუშაოების წარმოება. მდინარე სუფსის კალაპოტის ეკოლოგიური მნიშვნელობა, გაცილებით აქტუალური გახდა ამ კვლევის შემდგომ და ამას დაფიქრება სჭირდება უსათუოდ.

გარდა ზემოთ თქმულისა, ქვიშის ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად აგრეთვე დადგინდა, რომ ქვიშაში მნიშვნელოვანი რაოდენობითაა პარამაგნიტური მინერალები პიროქსენი და ამფიბოლი, რომელთა პროცენტული შემცველობა ქვიშაში მერყეობს, შესაბამისად 12-15%-დან 15— 23%-ს შორის. ქვიშაში აღმოჩენილია აგრეთვე ვულკანოგენური ქანების (ბაზალტი, ანდეზიტი, დიაბაზი) ნატეხები, რომელთა ზომები, შესაბამისად, მერყეობს 0,1-დან 1,2მმ-ის ფარგლებში.

აღსანიშნავია, რომ გრიგოლეთის ზღვისპირა ზოლის მაგნიტომეტრულმა გამოკვლევებმა ნათლად აჩვენა ტერიტორიის მაგნიტურობის რთული სურათი, რაც გამოწვეულია ტერიტორიაზე და მის სიახლოვეს არსებული რკინის შემცველი საგნებით, როგორებიცაა: სხვადასხვა დიამეტრის რკინის მილები, რკინის ბადეები, რკინაბეტონის კედლები და სხვა. ეს საგნები ერთობლიობაში საკუთარი მაგნიტური ველით ემატება ტერიტორიის ბუნებრივ მაგნიტურ ველს და აძნელებს ტერიტორიის დამახასიათებელი ბუნებრივი ანომალური მაგნიტური ველის დადგენას. ეს, ძირითადად, იმ მონაკვეთზე შეინიშნებოდა, სადაც სასტუმროები და სხვა შენობებია განთავსებული.

რაც შეეხება კვლევის საბოლოო დასკვნას, მასში ვკითხულობთ: "გრიგოლეთის ზღვისპირა ზოლის გეომაგნიტურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ტერიტორიის ანომალური მაგნიტური ველის ფორმირებაში მონაწილეობას იღებს სამი წყარო, ესენია (რეალური) მაგნიტური ქვიშა, ტერიტორიაზე არსებული რკინის შემცველი საგნები და (სავარაუდოდ) ვულკანოგენური სხეულის აპოფიზები. ეს გარემოება აძნელებს ტერიტორიის ბუნებრივი ანომალური მაგნიტური ველის დადგენას. თუმცა, სამივე პროფილის დასაწყისსა და ბოლოში ანომალური მაგნიტური ველის ცვლილების ფარგლები საკმაოდ ვიწროა. ამიტომ, დიდი ალბათობით, მიგვაჩნია, რომ გამოკვლეული ტერიტორიის ანომალური მაგნიტური ველის ინტენსივობა 400-500 ნანოტესლის ფარგლებშია.

ტერიტორიის კაპპამეტრიულმა გამოკვლევებმა გვიჩვენა, რომ ტერიტორიაზე გამოიყოფა ანომალიები, სადაც მაგნიტური შემთვისებლობა, საშუალოდ (10-50)•10-3 ერთეულის ფარგლებში იცვლება. რაც ნიშნავს, რომ მაგნიტური შემთვისებლობის წყარო გარდა ქვიშისა, შეიძლება იყოს ფერომაგნიტური მინერალების შემცველი სხვა საგნებიც. გრიგოლეთის ზღვისპირა ზოლზე გავრცელებული ქვიშის მინერალოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ქვიშის ძირითადი ფერომაგნიტური მინერალებია მაგნეტიტი და ტიტანომაგნეტიტი. მაგნეტიტის შემცველობა ქვიშაში მერყეობს 4-დან 8%-მდე. მისი მარცვლების ზომებია 0,1-0,8მმ. ტიტანომაგნეტიტის შემცველობა შედარებით ნაკლებია და იცვლება 1-3%-ის ფარგლებში, მარცვლების ზომები კი მერყეობს 0,12-1მმ-ის საზღვრებში. აღსანიშნავია, რომ ფერომაგნიტური მინეტალების ჯამური რაოდენობა გამოკვლეული ტერიტორიის ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით იზრდება 6-დან 11%-მდე, რაც ამყარებს მოსაზრებას შავი ზღვის სანაპირო ზოლში მაგნიტური ქვიშის გენეზისში მდ. სუფსის მთავარ როლზე".

ცხადია, რომ კვლევა აუცილებელი იყო და საკმაოდ კარგი შედეგების მომტანიც. მთავარია, რა უნდა მოხდეს შემდგომში, რომ ეს საკურორტო ზოლი დაფიქსირდეს, როგორც სამედიცინო მნიშვნელობის და მოხდეს მისი პოპულარიზაცია.




 ახალი ამბები
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...