"გუბერნატორი კი ვარ, მაგრამ..." _ შეიძლება თუ არა გამგეობაში ყვავილებით შესვლა

gurianews.com

საზოგადოება

"გუბერნატორი კი ვარ, მაგრამ..." _ შეიძლება თუ არა გამგეობაში ყვავილებით შესვლა

მაისი 19
19:44:51 2017

გასულ ხუთშაბათს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას, სადაც მუნიციპალიტეტების გაერთიანების საკითხს განიხილავდნენ, ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. უფრო მეტიც, ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში კოკა კიღურაძეს დაცვის პოლიცია ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევდა. კიღურაძესთან ერთად, შენობიდან ძალის გამოყენებით გამოაგდეს საკრებულოს დეპუტატი დავით მჟავანაძეც.

ეს სამარცხვინოდ შეფასებული ინციდენტი მთელმა საქართველომ იხილა, თუმცა, მათ შორის არ ყოფილა გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობს თვითონ და "გურია ნიუსთან" საუბრისას ამტკიცებს, რომ კადრებიც კი არ უნახავს _ კადრები, რომელიც თითქმის ერთი ერთში ჰგავდა 2012 წლის მარტში განვითარებული მოვლენების კადრებს, როცა კონტროლოს პალატა გამგეობის შენობაში იმ ადამიანებს დაკითხვას საკმაოდ შეურაცხმყოფელ ფორმებში უტარებდა, რომლებმაც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნას ხელი მოაწერეს და რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებად არ მოიაზრებოდნენ.

მაშინ დაცვის თანამშრომლები, ისევე, როგორც გასულ ხუთშაბათს, ოზურგეთში, ადმინისტრაციული შენობის შესასვლელში იდგნენ და შიგ არავის უშვებდნენ. უფრო მეტიც _ კადრებში დაცვის პოლიციის ის თანამშრომლებიც ჩანდნენ, რომლებიც 2012 წელს ასე მყარად „იცავდნენ“ მოქალაქეებისგან და საჯარო მოხელეებს ოზურგეთსა და ჩოხატაურში.

როგორც გაირკვა, გუბერნატორს არც ეს ახსოვს და ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მომხდარზე კომენტარს მას შემდეგ გააკეთებს, რაც დეტალებს გაეცნობა.

_ მე მაგ ინცინდენტს არ შევსწრებივარ და ვერაფერს გეტყვით, _ აღნიშნა სალუქვაძემ.

_ ბატონო გია, კადრებიც არ გინახავთ?

_ მართალი გითხრათ, ვერ მოვიცალე, გუშინ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები მყავდა სტუმრად და იქნებ, თქვენ თვითონ მითხრათ, რა მოხდა, _ ჩვენგან მოითხოვა მისი ადმინისტრაციის შენობაში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მოწოდება სალუქვაძემ.

_ შენობაში არ უშვებდნენ ექსპერტს თვითმმართველობის საკითხებში კოკა კიღურაძეს, რომელსაც უნდოდა საკრებულოს სხდომაზე დასწრება. კიღურაძე დაცვის წევრებმა ძალის გამოყენებით გამოაგდეს შენობიდან და 2012 წლის მარტის მოვლენები გაგვახსენეს _ იგივე ადგილი, დაცვის იგივე თანამშრომლები და ანალოგიური ქმედება...

 _ შენობაში არშეშვების უფლება არავის აქვს. მაშინ მიმდინარეობდა საკრებულოს სხდომა და მუნიციპალიტეტების გაერთიანების შესახებ საკითხის საჯარო განხილვა. თუ სხვა დარღვევა არ იყო მათი მხრიდან, არ ვიცი _ დღეს სოციალურ ქსელს რომ გადავხედე, საკრებულოს ერთ-ერთი წევრი ბუკეტით შედიოდა შენობაში.

_ ადმინისტრაციულ შენობაში ყვავილით შესვლა აკრძალულია?

  _ ყვავილით შესვლა აკრძალული არაა, მაგრამ თუ ამას ჰქონდა პროვოკაციული ხასიათი და იქ მსჯელობა სერიოზულ საკითხზე მიდიოდა...

_ ფიქრობთ, რომ არ უნდა შეეშვათ?

_ არ ვიცი, მე თქვენ ამაზე კომენტარს ვერ გაგიკეთებთ. გუშინ ჩოხატაურში მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან ერთად გახლდით. თქვენ არ იყავით ამ შეხვედრაზე და ბანკის მისია შემიფასეთ,-მეთქი რომ გითხრათ, ხომ ვერ შემიფასებთ?! _ გვითხრა გუბერნატორმა თუმცა, არ დაუკონკრეტებია, რატომ არ მიიწვია რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციამ ასეთი მაღალი დონის შეხვედრაზე „გურია ნიუსი“.

 _ ბატონო გია, ახლა ამაზე არ ვსაუბრობთ. თქვენ გუბერნატორი ბრძანდებით და არ ფიქრობთ, რომ, მინიმუმ, ვალდებული ხართ, იცოდეთ, რა ხდება იმ შენობაში, რომელშიც თქვენი კაბინეტია?

_ გუბერნატორი კი ვარ, მაგრამ თვითმმართველობა დამოუკიდებელი სტრუქტურაა.

_ ბატონო გია, ჩვენ შენობის შესასვლელზე ვსაუბრობთ.

_ კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ გვიან ღამემდე ვიყავი ძალიან დაკავებული, გავეცნობი და მერე შემიძლია გავაკეთო კომენტარი, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“  საუბრისას გუბერნატორმა.

ჩვენ ამ საკითხის შეფასება ოზურგეთის მაჟორიტარ დეპუტატს, უმრავლესობის ლიდერს, არჩილ თალაკვაძესაც ვთხოვეთ, თუმცა უშედეგოდ _ დაპირების მიუხედავად, თალაკვაძემ კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

უნდა ითქვას ისიც, რომ ამ სტატიის ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ, კომენტარი აღარც გია სალუქვაძეს გაუკეთებია. როგორც ჩანს, მხარის პირველმა პირმა კადრების სანახავად „ვერ მიიცალა“ და ვერც ვერავინ ნახა ისეთი, რომელიც ხუთშაბათს განვითარებული მოვლენების შესახებ საქმის კურსში ჩააყენებდა, თუმცა, ამ კადრებმა საქართველოს მთელი მედიასივრცე დაიპყრო. არადა, ეს ინციდენტი იმ შენობის შესასვლელში მოხდა, სადაც გუბერნატორის ადმინისტრაციაა განთავსებული და გია სალუქვაძეს ხშირად უწევს იმ კარით სარგებლობა, რომელიც მოქალაქეებისთვის საგულდაგულოდ ჰქონდათ ჩარაზული ხუთშაბათს _ ზუსტად ისე, როგორც ხუთი წლის წინ კონტროლის პალატას, რასაც რამდენიმე თვეში ხელისუფლების ცვლილება მოჰყვა!



 ახალი ამბები
  • სახელმწიფოს ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამი მოქალაქე დააკავესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, სამი მოქალაქე დააკავა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების მიზნით, მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი ათეულობით მოქალაქის სახელზე, 2014-2017 წლებში დაამზადეს მიწის ნაკვეთის ყალბი მიღება-ჩაბარების აქტები, რაც წარადგინეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და საკუთრებაში დაარეგისტრირეს თბილისში, გლდანის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარედ, ავშნიანის დასახლებაში მდებარე 3 694 840 ლარის ღირებულების 59 630 კვ.მ (59 ჰა) მიწის ნაკვეთი. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა - მხილების მიზნით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 - დან 10 წლამდე ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში _ "სავალალო შედეგი უნდა დადგეს, რომ რეაგირება მოახდინონ?"ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში გუშინ მოხდა. დაბის ცენტრალურ გზაზე გამოსულმა ცხენების რემამ ჯერ ავტოსაგზაო მოძრაობა შეაფერხა, შემდეგ კი ერთ-ერთ ავტომობილს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ცხენი დაშავდა _ როგორც გვითხრეს, მას ფეხი აქვს მოტეხილი. დაზიანებულია ავტომობილი, რომლის მძღოლმა ცხენების შეჯახების შედეგად მცირე დაზიანება მიიღო. ჩოხატაურელების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის და ცხენებისა და ძროხების ცენტრალურ ქუჩებზე თავისუფლად გადაადგილების გამო ბოლო თვეების განმავლობაში რამდენიმე ავარია მოხდა. ადგილობრივები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ეს საკითხი სასწრაფოდ დაარეგულირონ და ქუჩაში მოძრაობა, როგორც მძღოლებისთვის, ასევე ქვეითად მოსიარულეთათვის უსაფრთხო გახადონ: _ ყველა ნორმალურ ქალაქში არსებობს წესები, დადგენილება, რომ ქუჩებში ცხენებმა და ძროხებმა ასე არ იარონ და საფრთხე არ შექმნან. თუმცა, ჩოხატაურში, სადაც 4 წლის მანძილზე ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ საგზაო ნიშნები დაედგათ და ქუჩები წესიერად დაეხაზათ, როგორც ჩანს ეს არავის ადარდებს. მაინდამაინც სავალალო შედეგი უნდა დადგეს, რომ რეაგირება მოახდინონ?, _ აღნიშნავენ ... ...
  • რა კონსესუსს მიესალმება საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის პროექტშიპრეზიდენტი მიესალმება ვენეციის კომისიის მდივნის თომას მარკერტის განცხადებას, რომელიც მნიშვნელოვნად მიიჩნევს კონსენსუსის მიღწევას კონსტიტუციის პროექტში პრეზიდენტის არჩევის წესისა და მანდატების განაწილების საკითხებთან დაკავშირებით. ვენეციის კომისიის მდივნის განცხადებას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ბერლინის კონფერენციიდან გამოეხმაურა, სადაც საქართველოს საკონსტიტუციო საკითხებზე მსჯელობენ. ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი საკონსტიტუციო განხილვების დაწყების პირველივე დღიდან აცხადებდა, რომ მიუხედავად საკონსტიტუციო ცვლილებების ირგვლივ არსებული განსხვავებული მოსაზრებებისა, უნდა შევქმნათ კონსენსუსის პრეცენდენტი და საქართველოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან სისტემურ ცვლილებებს ითვალისწინებს, გახდეს თანხმობის ... ...
  • ოზურგეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დასასრულს უახლოვდება (R)ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში მრავალბინიანი და კერძო საცხოვრებელი სახლების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მერაბ ჭანუყვაძე მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დაბა ლაითურში, სოფელ ბოხვაურსა და დაბა ნარუჯაში მოადგილესთან, ბადრი გობრონიძესთან ერთად გაეცნო. 23 აპრილს მომხდარი სტიქიის შედეგად, ოზურგეთში 25-მდე სოფელში ადგილობრივი მოსახლეობა დაზარალდა. დაზიანებული საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება. ინფრასტურქტურული სამუშაოები სხვადასხვა სოფელში პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს. "დაზიანებული სახლების აღდგენითი სამუშაოები ყველა სოფელში მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის მილიონნახევარი ლარი გამოეყო. მინდა მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს. აღნიშნული თანხით სულ 119 საცხოვრებელი სახლი გადაიხურა, ხოლო სამშენებლო მასალებით 262 ოჯახი დაკმაყოფილდება", _ განაცხადა გამგებელმა.  ... ...
  • რა მოლოდინი აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს ვენეციის კომისიისგან„ვენეციის კომისიის ექსპერტებს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დღეს შენიშვნები არ გამოუთქვამთ. მათთან ამ საკითხზე კონსულტაციები გაგრძელდება და დარწმუნებულები ვართ, რომ გვექნება აბსოლუტურად პოზიტიური დასკვნა მთლიანად დოკუმენტთან დაკავშირებით, მათ შორის, საპარლამენტო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებითაც",_ ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს, ბერლინში, კონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, კითხვები არ დასმულა პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით, რადგან, მისივე განმარტებით, წესი თავსებადია საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა კონსესუსის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის მდივნის, თომას მარკერტის განცხადებასაც. „კონსესუსი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის კონსტიტუციას, ძირითად კანონს, თუმცა, ის ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, იმაზეც თუ რამდენად მომწიფებულია პოლიტიკური სპექტრი კონსესუსისთვის. ჩვენ ცდას არ დავაკლებთ, მთავარია, სათანადო დამოკიდებულება გამოავლინოს პოლიტიკურმა ოპოზიციამ. ასეთ შემთხვევაში, კონსესუსი იქნება მიღწეული. ჩვენი მთავარი ამოცანაა, შევქმნათ ისეთი დოკუმენტი, რომელიც სრულად თავსებადი იქნება სამართლებრივ პრინციპებთან და რომელიც ჩამოაყალიბებს ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. თუ ეს მიზანი იქნება მიღწეული, ამ შემთხვევაში, კონსტიტუცია ნამდვილად ჩაუყრის ძალიან მყარ კონსტიტუციურ საფუძველს ჩვენი დემოკრატიული პროცესების სტაბილურ განვითარებას",_ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კონფერენციაზე დისკუსია სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის, ბონუსის სისტემაზეც გაიმართა. „საერთო პოზიცია მდგომარეობს იმაში, რომ ჯერჯერობით გრძელდება მსჯელობა, საბოლოო პოზიცია არ არის გამოკვეთილი და დარწმუნებულები ვართ, რომ გვექნება აბსოლუტურად პოზიტიური დასკვნა ვენეციის კომისიის მხრიდან გამომდინარე იქიდან, რომ დოკუმენტი არის სრულ თავსებადობაში სამართლებრივ პრინციპებთან, ფუნდამენტურ პრინციპებთან. ეს იყო ჩვენი ამბიციური ხედვა, ეს იყო ჩვენი ამბიციური მიზანი და ეს მიზანი იქნება აუცილებლად მიღწეული",_ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 22-23 მაისს ბერლინში, კონსტიტუციურ კანონის პროექტზე მსჯელობენ. კონფერენციას, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით იმართება, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი, გიორგი ლომია, სალომე სამადაშვილი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ... ...

არქივი

ზაფრანი

ხელის ორიგინალურად თხოვნა

ვირჯინიის შტატის (აშშ) მცხოვრებმა კორი...

როგორ ვებრძოლოთ დეპრესიას

თუ უმიზეზოდ გეცვლებათ გუნება-განწყობილება, ადვილად...

"მეჯვარე" დათვი

33 წლის ამერიკელი ნატურალისტის, კეისი...

ვისთვის არის დამახასიათებელი სიზარმაცე

ახალი კვლევის თანახმად, მაღალი IQ-ს...

ყველაზე „საშიში“ მხეცი მსოფლიოში

მთელ აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში...

„თვინიერი“ ვეფხვი

ერთი წლის წინ სამხრეთ აფრიკის...
კარმიდამო ჩემი

მკურნალი მარწყვი

ხალხური მედიცინით რეკომენდებულია ხენდრო (მარწყვი)...

ყველაზე სასარგებლო პროდუქტები

უამინდობა, ცივი გამჭოლი ქარი და...

ბუნებრივი მკურნალები

სამკურნალო მცენარეებით დაინტერესება უფრო და...

კარტოფილის სამკურნალო თვისებები

 კარტოფილი არა მარტო გემრიელი საკვებია,...

კივის სამკურნალო თვისებები

ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში კივი უძველესი...

ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა არაეფექტურია და ვერ გახორციელდება

სოფლის მეურნეობა და გადამამუშავებელი მრეწველობა...

როგორ მოვაწყოთ მოლი და მოვუაროთ მას

კომპაქტურად აღმოცენებული მოლი საოცრად  ნაზ,...

როგორ ვებრძოლოთ ნაცრისფერი ობით გამოწვეულ დაავადებას მცენარეზე

სუბტროპიკული მცენარეების დაავადებებს შორის, როგორც...

გავუხანგრძლივოთ მცენარეს სიცოცხლე

ახლა, გაზაფხულზე, ყველაზე უკეთ არის...

პალმას სერიოზული მავნებელი უტევს

ფინიკის პალმის 15-მდე სახეობა ცნობილია...

სურნელოვანი ოსმანტუსი

მარადმწვანე ოსმანტუსი, საოცრად სურნელოვანი მარადმწვანე...

ნიადაგის ნაირსახეობები და მისი მოხმარების წესი

საგაზაფხულო სამუშაოების შესრულებისას, ხარისხიანი მოსავლის...