"გურია ნიუსის" პასუხი ლანჩხუთის გამგეობას "რამდენიმე უზუსტობის" თაობაზე

საზოგადოება

"გურია ნიუსის" პასუხი ლანჩხუთის გამგეობას "რამდენიმე უზუსტობის" თაობაზე

2017 ივლ 28 13:49:13

„გურია ნიუსში“ გამოქვეყნებილი სტატიის _ „სანამ ხარვეზები არ გამოსწორდება, ობიექტი არ ჩაბარდება“  საპასუხოდ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განცხადება გავრცელდა, სადაც ეწერა, რომ აღნიშნული სტატია შეიცავს რამდენიმე უზუსტობას.

„ნურავინ შეგვედავება, რომ კერძო მესაკუთრის ეზოში ჩასასვლელი ჭიშკრის რეკონსტრუქცია თავად მესაკუთრის მიერაა მოსაწესრიგებელი“, _ რჩევას იძლევა გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.

არადა, ჩვენ მიერ გამოქვეყნებულ ფოტოზე ნათლად  ჩანს, რომ მოქალაქის კუთვნილი ჭიშკარი გაცილებით დაბლა მდებარეობს, ვიდრე სანიაღვრე არხზე გადებული მილხიდი. აბსურდი იქნება ამტკიცო, ჭიშკარი თავის დროზე მოქალაქემ ისე დაამონტაჟა, რომ მისი გაღება არ შეეძლო. ეს პრობლემა მას შემდეგ შეექმნა, რაც სარეაბილიტაციო სამუშაოები გახორციელდა. არა გვგონია, მართებული იყოს, მოქალაქემ სხვის მიერ დაშვებული ხარვეზის გამო, თანხა თავად დახარჯოს.  

„აღნიშნულ ქუჩაზე მოსაწყობია აგრეთვე სანიაღვრე არხებსა და ეზოებს შორის არსებული ტერიტორია. რაც შეეხება გზის სავალ ნაწილზე სამშენებლო ნარჩენებს, ეს თავად მოსახლეობის მიერ იქნა გადმოტანილი.
აქვე აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია შედის ქალაქის კეთილმოწყობის პროექტში, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში უნდა დასრულდეს“, _ ვკითხულობთ გამგეობის განცხადებაში.

ნარჩენები, რომელზეც გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია საუბარი, სამუშაოების დაწყებამდე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოებთან ეყარა, რომელიც შემდეგ  სამუშაოების მწარმოებელმა კომპანიამ აიღო და, მოსახლეობის თქმით, მოქალქის  ღობესთან დაყარა, რათა ხელი არ შეშლოდა გზის დაგებაში, ამდენად,  აბსურდია ინფორმაცია, თითქოს გზის სავალ ნაწილზე სამშენებლო მასალის ნარჩენები მოსახლეობამ გამოიტანა. რაც შეეხება სურათზე დაფიქსირებულ სამშენებლო მასალების ნარჩენებს, რომელიც დღესაც ადგილზეა, იგი მოქალაქემ სანიღვრე არხიდან ამოიღო და გზის სავალ ნაწილზე დაყარა, ნაწილი _ თავად გაიტანა ტერიტორიიდან და გადაყარა.

არავინ ამბობს, რომ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მცხოვრებლები კარგად მოიქცნენ, სამშენებლო მასალის ნარჩენები პირდაპირ სადარბაზოსთან რომ დაყარეს. თუმცა, არც იმის მტკიცება ვარგა, რომ მართებულია ნაგავი ერთი ადგილიდან აიღო და სხვას მიუყარო.

 რაც შეეხება იმის მტკიცებას, რომ  აღნიშნული გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია შედის ქალაქის კეთილმოწყობის პროექტში, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში უნდა დასრულდეს,  წესით ეს მთლიანი პროექტი უნდა დასრულდეს და ჩაბარდეს ოქტომბერში, თუმცა, ამ კონკრეტულ უბანზე ალბათ,  ყველა სახის სამუშაოები დასრულებული  და ჩასაბარებლად გამზადებული უნდა იყოს. და არა ისე,  იანვარში გზა დაიგოს და მოსახლეობას ეუბნებოდეთ, არხებსა და ეზოებს შორის მანძილს ოქტომბრისთვის მოგიწესრიგებთო!

მნიშვნელოვანია, რომ ლანჩხუთის გამგეობის ოფიციალურ გვერდზე ჩვენი მედიასაშუალების, რბილად რომ ვთქვათ, უდიერად მოხსენიება, ბოლო პერიოდში „წესად“ იქცა. ამიტომ დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამჯერადაც „გურია ნიუსში“ გამოქვეყნებული წერილი არ შეიცავს არავითარ უზუსტობას და მასში ორივე მხარის პოზიციაა დაფიქსირებული.




 ახალი ამბები
  • სამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდასამტრედიაში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე მუხლი გადაკვალიფიცირდა. მამაკაცს, რომელმაც სამტრედიაში ცოლი მოკლა,17-წლამდე პატიმრობა ელის. შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული გ.ა. სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს - 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ... ...
  • სიახლე ოზურგეთში _ დასაქმების ბირჟამ ფუნქციონირება დაიწყოახლახან, ოზურგეთელმა ნუგზარ რუხაძემ შრომის ბირჟა გახსნა. ის არაერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზეა ნამუშევარი და როგორც თავად ამბობს, კარგად ერკვევა , თუ რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქალაქს და როგორ დაასაქმოს ისინი ისე, რომ მოსახლეობას მლესავის, ელექტროშემდუღებლის თუ უბრალოდ, დამხმარე მუშის საჭირობის დროს, პრობლემა არ შეექმნას. _ ხშირად გვესმის, რომ ხალხი სამუშაოს ეძებს და დასაქმების შანსი არ არის. არადა, ბევრჯერ პირიქითაა: ადამიანები ეძებენ ელექტრომონტიორს, კაფელის ხელოსანს თუ მლესავს და ვერ პოულობენ. ამიტომ დავისახე მიზნად, თავი მოვუყარო მაღალი კლასის და დავასაქმო  საჭიროების  მიხედვით. ჩვენ უკვე აღრიცხვაზე ავიყვანეთ სანტექნიკოსები, დურგლები, მეთუნუქეები, ელექტროშემდუღებლები, მღებავები, სახლის მშენებლები, პიანინოს ამწყობები,  უბრალოდ, ტვირთის გადამზიდავები და მიწის დამბარავებიც კი. ზოგს აწი მივიღებთ. მთავარია, თავის პროფესიაში ერკვეოდნენ კარგად და  შესაბამისად, დასაქმებისას კარგ ანაზღაურებასაც მიიღებენ, ჩვენ უკვე დავიწყეთ მუშაობა, _ თქვა „გურია ნიუსთან“ ინდმეწარმე ნუგზარ რუხაძემ. დასაქმების ბირჟა ოზურგეთში, რკინიგზის სადგურში, პირველ სართულზეა განთავსებული და მასში უკვე ბევრი სხვადასხვა პროფესიის ადამიანი გაწევრიანდა.      ... ...
  • ჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალაჩოხატაურელი მხატვარი გურამ მიქაძე გარდაიცვალა, _ ამის შესახებ ფერისბუქის საკუთარ გვერდზე  ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის დირექტორმა მზია კვინტრაძემ დაწერა. "წავიდა ჩვენგან უნიჭიერესი მხატვარი, უანგარო და ერთგული მეგობარი გურამ მიქაძე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული", _ წერს გურამ მიქაძის ... ...
  • მკვლელობა სამტრედიაში _ მამაკაცს, რომელმაც ცოლი მოკლა,15-წლამდე პატიმრობა ელის სამტრედიაში მომხდარ მკველობასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით (განზრახ მკველობა) დაიწყო, _ ამის შესახებ "გურია ნიუსს" უწყების პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, სავარაუდო ბრალდებული უკვე დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან 15-წლამდე პატიმრობა ელის. შეგახსენებთ, მკველობა სამტრედიაში ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა ცოლს სასიკვდილო ჭრილობა ცივი იარაღით რამდენჯერმე ... ...
  • პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილება ცნოსაქართველოს პარლამენტმა ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობას მხარი 82 ხმით დაუჭირა. მეცხრე მოწვევის პარლამენტში გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელმაც პარლამენტი გასულ სასესიო კვირაში დატოვა. „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი კარლო კოპალიანი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს. მის კანდიდატურას მხარი საბჭოს 34-მა წევრმა ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი პროდუქტები

დამწვრობისას გიშველით ალოე ვერა. დღეში...

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...