გურია, სამეგრელო, ზემო სვანეთი _ ინფორმაცია "ჭკვიანი" კამერების ახალი ლოკაციების შესახებ

საზოგადოება

გურია, სამეგრელო, ზემო სვანეთი _ ინფორმაცია "ჭკვიანი" კამერების ახალი ლოკაციების შესახებ

2019 აგვ 9 11:33:05

შინაგან საქმეთა სამინისტრო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დაცვის და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის მიზნით განაგრძობს რეგიონებში „ჭკვიანი“ კამერების განთავსებას. ამჯერად, სამინისტრომ სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის  ტერიტორიაზე კიდევ 11 ადგილზე აამოქმედა.

ასევე, ბოლო პერიოდში, საავტომობილო სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ტერიტორიაზე კიდევ 6 ადგილას ამოქმედდა, ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე - 4 ლოკაციაზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე - 8 , სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე კი - 2 ლოკაციაზე.

სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე 652 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება. ამ დროისთვის, სრული დატვირთვით მუშაობს 3820 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 1230 ნომრის ამომცნობია, ხოლო 2590 - ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში 2018 წლის დასაწყისიდან დღემდე კამერების რაოდენობა 170-იდან 3820-მდე გაზარდა, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებას და საგზაო დარღვევებზე რეაგირებას. აღსანიშნავია, რომ 2017  წლის ბოლოს ქვეყანაში მხოლოდ 170 ვიდეოკამერა ფუნქციონირებდა.

2019 წლის ბოლომდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სულ ამოქმედდება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა, ხოლო სიჩქარის მზომი სექციური მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთი.შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსაგზაო შემთხვევათა რიცხვის შესამცირებლად და მოძრაობის გასაუმჯობესებლად რამდენიმე თვის წინ დაიწყო საგზაო უსაფრთხოების სოციალური კამპანია მეტი სიცოცხლისთვის“, რომელიც მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებასა ემსახურება და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის ნაწილია. სამინისტროს პოზიციონირებით, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის საზოგადოების ჩართულობას, მოქალაქეთა  ინფორმირებასა და პასუხისმგებლობის გაზრდას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

ინფორმაცია "ჭკვიანი" კამერების ახალი ლოკაციების შესახებ:

1. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრიდან (ქალაქი ფოთი, მალთაყვის ხიდი - გრიგოლეთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრამდე (სოფელი გრიგოლეთი - ურეკი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

2. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (სოფელი გრიგოლეთი - ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრამდე (ქალაქი ფოთი, მალთაყვის ხიდი - ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

3. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (სოფელი სუფსა - ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრამდე (ქალაქი ფოთი, მალთაყვის ხიდი - ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

4. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (სოფელი გრიგოლეთი_ბათუმი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრამდე (სოფელი ურეკი - ბათუმი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

5. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრიდან (სოფელი ურეკი - ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრამდე (სოფელი გრიგოლეთი - ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

6. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრიდან (სოფელი ურეკი - ბათუმი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (სოფელი ნატანების გადასახვევი - ბათუმი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

7. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (სოფელი ნატანების გადასახვევი - ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრამდე (სოფელი ურეკი - ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

8. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (სოფელი ნატანების გადასახვევი - ქობულეთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 62-ე კილომეტრამდე (ციცინათელა - ქობულეთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

9. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 62-ე კილომეტრიდან (ციცინათელა - ურეკი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (სოფელი ნატანების გადასახვევი - ურეკი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

10. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (სოფელი ნატანების გადასახვევი - ბათუმი) ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრამდე (ნატანები - ბათუმი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;

11. ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრიდან (ნატანები - ურეკი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (სოფელი ნატანების გადასახვევი - ურეკი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ.




 ახალი ამბები
  • ერთად დავეხმაროთ ძმებს დედის გადარჩენაში _ მაიასთვის დავამარცხოთ ლეიკემიაქართველი ძმების _ ნიკა და რატი ქართველიშვილების შესახებ საზოგადოებამ კარგად იცის _ ისინი, დედის გადასარჩენად მოქალაქეებს ტაქსის სერვისს სთავაზობენ. მათ დედას, მაიას ლეიკეიმია აქვს და ძმები ასე ცდილობენ მისი მკურნალობის თანხის შეგროვებას. ამჟამად, ძმები ბათუმში არიან და როგორც გვითხრეს, სეზონის დასრულებამდე ზღვისპირა კურორტზე იმუშავებენ. ნიკა ქართველიშვილის თქმით, დედის ოპერაცია, რომლისთვისაც საჭირო თანხა ჯერ არ აქვთ, 5 სექტემბერს არის დაგეგმილი. "გარკვეული თანხა მოგვიგროვდა, თუმცა, ჯერჯერობით, მთლიანი თანხის შეგროვება ვერ მოვახერხეთ. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ეს თანხა შევაგროვოთ. როგორც იცით, თბილისიდან ადამიანები დასასვენებლად არიან წასულები და მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, რომ მე აჭარაში წამოვსულიყავი და აქ გამემგრძელებინა ჩვენი საქმიანობა. დედასთან ყოველდღიურად გვაქვს კონტაქტი. ის საბრძოლო განწყობაზეა, შემართებით არის, ჩვენი იმედი აქვს... თავიდან არ ვეუბნებოდით, რომ ასე ვცდილობთ ფულის შეგროვებას, თუმცა შემდეგ სადღაც უნახავს რეპორტაჟი ჩვენს შესახებ და ძალიან მადლიერია ყველა ადამიანის, ისევე, როგორც ჩვენ მადლიერები ვართ, მათი ვინც კი ამ ხნის განმავლობაში გვეხმარება“, _ - განაცხადა ნიკა ქართველიშვილმა. ძმები ქართველიშვილების დახმარების სურვილის შემთხვევაში მათი აბანკო რეკვიზიტებია: თიბისი ბანკი GE28თB7739345064300013 საქ.ბანკი GE95BG0000000161310779 მიმღები: რატი ქართველიშვილი პ/ნ 01019072195.მაგთის და ბილაინის აბონენტებისათვის: ... ...
  • გვაქვს ფული და "რუსთავი 2"-ზე უკეთესი შენობა, აწი ხვეწნას არ ვაპირებ - ნიკა გვარამიარუსთავი 2-ის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია რუსთავი 2-ის გუნდს მიმართავს. მისი თქმით, მას ჰყავს ინვესტორები და აქვს ფული, ასევე, რუსთავი 2-ზე უკეთესი შენობა. "მეგობრებო, მე ჩემი სათქმელი ყველას ვუთხარი: ვაკეთებ ამბიციურ ტვს, ინვესტორები - არის, ანუ ფული გვაქვს, შენობა - რ2ზე უკეთესი, ტექნიკაზე ხო ლაპარაკი ზედმეტია. კრიტიკული და საუკეთესო არხი ცხვება. მთავარი ხალხი, ვინც რ2ს აკეთებდა, ბორტზეა და გავდივართ. აწი ხვეწნას არ ვაპირებ. ვინც აახტებით მიმავალ გემს და გამარჯვებულ ნავში ყოფნას ისურვებთ, თქვენი გადასაწყვეტია. მეორე არჩევანი - ივანიშვილის ტვა. მერე არ თქვათ, რომ არჩევანი არ გქონდათ და კრედიტი და შვილებს რა ვაჭამო არ მოიმიზეზოთ. მოკლედ, იყავით ჩვენთან ერთად და მოიპოვეთჩვენთან ერთადთავისუფლება ps ბოლო ოთხი სიტყვა მთავარი არხის სლოგანია pps ორშაბათიდან ვიწყებთ დაკონტრაქტებას. ვისაც უნდა პატასალია - რჩება, ვისაც თავისუფლება - მოდის. as simple as that", _ წერს ... ...
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები თბილისის დროით 14:20 საათზე დაფიქსირდა. პირველადი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დმანისთან იყო. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სიმძლავრემ 3.3 მაგნიტუდა ... ...
  • ჟურნალისტების პროტესტი - კურიერი ეთერში არ გადის“რუსთავი 2-ის” ეთერში საინფორმაციო გამოშვება “კურიერი” დღეს ეთერში არ გასულა. ეთერში მხატვრული ფილმები გადის. გავრცელებული ინფორმაციით, 3 საათზე რ2 ის გენერალურ დირექტორს, მაყურებლისთვის უნდა მიემართა, თუმცა, ბოლო მომენტში, პაატა სალიამ გადაწყვეტილება შეცვალა. ახალი ამბები არცვებ გვერდზე ქვეყნდება. ამ ფორმით ჟურნალისტები პაატა სალიას საკადრო წმენდას აპროტესტებენ. საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის გარეშე დარჩენილმა თანამშრომლებმა უარი თქვეს გასულიყვნენ გადაღებაზე. ისინი ასევე აპროტესტებენ საინფორმაციოს ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურას და ნინო შუბლაძესთან შეხვედრას არ აპირებენ. "რუსთავის 2"- ს ჟურნალისტები ტოვებენ, გუშინ, 20 აგვისტოს, წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა არხის დატოვების შესახებ პირდაპირ ეთერში განაცხადეს, ტელეკოპანია დატოვეს პატა იაკობაშვილმა, გიგლა თუმანიშვილმა, ეკა გაგუამ და მაია ლომიძემ. ჟურნალისტებმა რუსთავი 2 მას შემდეგ დატოვეს, რაც რამდენიმე მათგანი არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ  გიორგი გაბუნია, ნოდარ მელაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე "ინტერესთა კონფლიქტის" მოტივით ... ...
  • 23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება (R) 23  და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა  „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება.     მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს: 23-25/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arena- ბათუმი- Black Sea Arena-  თბილისი   #884/883 გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი 12:40 17:25 18:23 23:50 0:38 5:15  ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 24 და 26 აგვისტოს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც  ექნებათ.  ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში. ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.  “საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ! (R)   ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...