გურული მონადირეების საპროტესტო შეკრება

საზოგადოება

გურული მონადირეების საპროტესტო შეკრება

2019 თებ 15 15:39:37

დღეს, თორმეტი საათისთვის მერიის შენობის მიმდებარედ არსებულ სკვერში ნადირობის მოყვარულმა გურულებმა მორიგი, წინასწარ დაანონსებული  აქცია გამართეს და ის რეგულაციები გააპროტესტეს, რომლითაც მათ კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ნადირობა ეკრძალებათ. გარდა ნადირობისა, აქციაზე შეკრებილებმა, პარკის ტერიტორიაზე საშეშე მერქნის მოპოვების მხრივ შექმნილ პრობლემებზეც გააკეთეს აქცენტი.

აქციის მონაწილეები, რომელთა შორის არალანჩხუთელებიც იმყოფებოდნენ, ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კუთვნილ ფართობზე  კოლხეთის ეროვნული პარკის ფორმირებამ უდიდესი პრობლემა შეუქმნა ნადირობის მოყვარულებს.

 „სამინისტრომ თითქოს მოლაპარაკების გზა არჩია ჩვენთან ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რაც  ექვსი თვე მიმდინარეობდა, მაგრამ კონკრეტული შედეგი მაინც ვერ დაიდო. ჩვენ ვითხოვთ დაესვას ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს წერტილი და ტრადიციული გამოყენების ზონაში სამომავლოდ დაიშვას ნადირობა გადამფრენ ფრინველებზე, კანონში შევიდეს ცვლილება; განისაზღვროს საშეშე მერქნის მოპოვების მიზნით, საშეშე მერქნის მოპოვების დროდ ზაფხულის პერიოდი, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე;  მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე გადაიხედოს კოლხეთის ეროვნული პარკის, ლანჩხუთის ტერიტორიაზე მკაცრი და ტრადიციული ზონის საზღვრები;  გათვალისწინებულ იქნას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, რომლებიც ეწევიან ფერმერულ საქმიანობას.

ჩვენი ეს მოთხოვნა სოციალური ქსელის საშუალებითაც გავავრცელეთ რამდენიმე დღის წინ.  მთავრობის წარმომადგენლები  მოლაპარაკებების დროს კატეგორიულები არიან და დაცული ტერიტორიის  საზღვრების გადახედვაზე უარს ამბობენ. ამ ტერიტორიას სანადიროდ მარტო ადგილობრივები იყენებენ, აქ სანადიროდ ჩამოდიან ჩოხატაურიდან, ოზურგეთიდან, აჭარიდან და დასავლეთ საქართველოს სხვა რაიონებიდან. ამ დროს კი მთავრობა გვეუბნება, რომ ამ ადამიანებმა  ავდგეთ და თოფები ჩავალაგოთ.

მიდა ვთქვა, რომ არც ერთი მოლაპარაკება, რომელიც აქამდე გვქონდა მთავრობასთან, არ იძლევა იმაზე ფიქრის საფუძველს, რომ ეს პრობლემა სამართლებრივი გზით მოგვარდება. გვეუბნებიან, მკაცრი ზონის საზღვრებს ვერ შევცვლით, ტრადიციული გამოყენების ზონაში ვერ დავუშვებთ ნადირობას და საერთოდ, უარს ამბობენ  კანონში ცვლილების შეტანაზე.

თუკი ეს მოლაპარაკებები მთავრობასთან ისევ გაგრძელდება, მაშინ კეთილი ინებონ და ეს შეხვედრა საჯარო გახადონ, ღია ეთერის საშუალებით, რომ ყველამ დაინახოს რეალურად რას გვთავაზობენ“, _ აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სულხან პატარაიამ.

აქციის მონაწილეთა გადაწყვეტილებით, შემდგომში სწორედ პატარაია იქნება მათი ინტერესების გამომხატველი კომისიაში, რომელიც  კოლხეთის ეროვნულ პარკთან დაკავშირებით შექმნილია და მოლაპარაკებებს აწარმოებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს ლანჩხუთის მერის პირველი მოადგილე გოგი ფაცურია შეხვდა და გადაწყდა, რომ მონადირეების ჯგუფთან ერთად საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გაიმართება შეხვედრა, სადაც მოხდება  მათ მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა საკითხების განხილვა.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენოზურგეთის ჭადრების ბაღში დილიდანვე საზეიმო განწყობა სუფევს.  ხალხმრავლობაა სამხედრო მოსამსახურეებთან. აქ წარმოდგენილია ქუთაისის 32-ე ბატალიონი. როგორც სამხედრო მოსამსხურეებს, ტექნიკას ინტერესით  ეცნობიან, როგორც დიდები, ისე პატარები. იღებენ ამახსოვრო ფოტოებს.  12 საათისთვის აქ გურიის  გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და გარემოს დაცვის  და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მოვიდნენ. _მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წელს წილად გვხვდა ბედნიერება ოზურგეთში ვუმასპინძლოთ გამოფენას. აქ ნახავთ კულინარიულ გამოფენას, ქართული ღვინის გმოფნა-გაყიდვას, გაეცნობით წარმატებულ ადაიანებს ,- თქვა მან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ტერიტორიული მტლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ზეიმი ამ წუტებშიც ... ...
  • ყაჩაღობა ოზურგეთში - უცნობმა პირებმა დისტრიბუციის მანქანა დააყაჩაღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის და სოფელ ცხემლისხიდის საზღვარზე ყაჩაღობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დისტრიბუციის მანქანა უცნობმა პირებმა დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტი დღის საათებში მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 20 000 ლარის  საქონელი. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და  236-ე მუხლებით,  რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხადარის შედეგად დაშავებული ან რაიმე სახის დაზიანებებით არავინ არ ... ...
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...
  • 27 მაისს საპენსიო სააგენტოს დირექტორი სტუდენტებს შეხვდება (R)27 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის კინო დარბაზში საპენსიო სააგენტოს დირექტორი 100-მდე სტუდენტს შეხვდება. ინტერაქციული კომუნიკაციის ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო, შავი ზღვის საერთაშორისო და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები ლევან სურგულაძის პრეზენტაციას მოისმენენ. შეხვედრაზე სიტყვით გამოვა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - აკაკი ზოიძე. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართება. ... ...
  • დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის დაზიანების ფაქტზე 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ. ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 17 მაისს, შურისძიების მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს ადმინისტრაციული შენობის მინები ჩაამსხვრია, რის შემდეგაც ამავე შენობაში არსებული ინვენტარი _ ტელევიზორი, მოდემი, ვენტილატორი, ტელეფონი და კომპიუტერის პრინტერი დააზიანა. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...