"გვარმა გადაწყვეტილება მიიღო - მკვლელობაში მონაწილე ოთხივე გვარის სისხლს ავიღებთ"

საზოგადოება

"გვარმა გადაწყვეტილება მიიღო - მკვლელობაში მონაწილე ოთხივე გვარის სისხლს ავიღებთ"

2019 დეკ 3 01:10:54

რამდენიმე დღის წინ პანკისში მომხდარი მკვლელობა ძალოვნებმა გახსნილად გამოაცხადეს და ორი პირი დააკავეს. როგორც შს სამინისტრო იუწყება, "ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ახმეტის მუნიციპალიტეტში, შეიარაღებული დაპირისპირებისას მომხდარი, 1982 წელს დაბადებული ვისური მუთოშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია.

დაკავებული 1998 წელს დაბადებული ა.ქ. და 1990 წელს დაბადებული რ.ხ. ამ ეტაპზე, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლების კვალიფიკაციით, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს", -

ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.

ჩვენთვის ცნობილია დაკავებულთა ვინაობა. ესენი არიან: რამაზ ხანგოშვილი და დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ძმისშვილი, არბი ქავთარაშვილი. ორივე დაკავებული დაპირისპირებულთა ერთ მხარეს წარმოადგენს. ადგილობრივები თავი

დანვე აცხადებდნენ, - რამაზ ხანგოშვილის გასროლილმა ტყვიამ შეიწირა ვისური მუთოშვილის სიცოცხლეო.

პანკისის ხეობაში შეიარაღებული დაპირისპირებისას მომხდარი მკვლელობის საქმეზე არბი ქავთარაშვილი და რამაზ ხანგოშვილი იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი თბილისისკენ მოდიოდნენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაპირისპირებისას დაჭრილი მურად ქავთარაშვილის ძმამ, მერაბ ქავთარაშვილმა განუცხადა.

"ორივე დაკავებულს ვიცნობ. ერთ-ერთი ჩემი ძმისშვილია - არბი ქავთარაშვილი და მეორე რამაზ ხანგოშვილიც ჩვენი ნათესავია", - განაცხადა მერაბ ქავთარაშვილმა.

შეგახსენებ, უმძიმესი ფაქტი სოფელ საკობიანოში 27 ნოემბერს მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობა სავარაუდოდ, "ხადორი 3" ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას უკავშირდება. მკვლელობის კიდევ ერთ ვერსიად - პირად კონფლიქტს განიხილავენ, ამბობენ, - დუისელ ქავთარაშვილებსა და ჯოყოლოელ მუთოშვილებს შორის ჰესთან დაკავშირებულ პრობლემამდეც არსებობდა დაპირისპირებაო.

ორმხრივ სროლას პანკისში ბევრი თვითმხილველი ჰყავს. ადგილზე გარდაიცვალა ვისური მუთოშვილი, ასევე დაიჭრა მისი ნათესავი რუსლან მუთოშვილი. დაჭრილია ამ გვართან დაპირისპირებული მურად ქავთარაშვილიც. როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, დაპირისპირებულ მხარეებს შორის ატეხილ ორმხრივ სროლებს პოლიციელები შეესწრნენ, მაგრამ დანაშაულის აღკვეთა სამწუხაროდ ვერ შეძლეს. მოკლულის ახლობლები კი მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და თვლიან, რომ პოლიციას დროულად რომ ემოქმედა ეს ტრაგედია არ დატრიალდებოდა.

დაჭრილებიდან ერთ-ერთი პანკისის ხეობაში "ქართული ოცნების" კოორდინატორისა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მრჩევლის მერაბ ქავთარაშვილის ძმა, მურად ქავთარაშვილია, სწორედ მას ადანაშაულებენ მოკლულის ნათესავები მომხდარში, ამბობენ, რომ თითქოს მან გაისროლა პირველმა. მართალია მომხდარს სამართლებრივი შეფასება მიეცა და დამნაშავეები ალბათ დაისჯებიან სისხლის სამართლებრივი წესით, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ აკმაყოფილებს მოკლულის ოჯახს და მისი გვარის წარმომადგენლებს. ისინი სისხლის აღებაზე ალაპარაკდნენ და ვიდრე სამართალდამცავები ამ პირების დაკავებაზე გაავრცელებდნენ ინფორმაციას მანამდე მუთოშვილების გვარის შეკრება პანკისში 1-ლ დეკემბერს შედგა.

მოკლული ვისური მუთოშვილის ნათესავი ლუიზა მუთოშვილი:
- 1 - ლ დეკემბერს შეიკრიბა ჩვენი გვარი და მძიმე გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. მომხდარ ტრაგედიაში მონაწილე ოთხივე გვარს მოეთხოვება პასუხი სისხლის აღებით. მათი გვარის უხუცესებს ეს ამბავი უკვე შეატყონინეს.

- კონკრეტულად რომელ გვარებს დაედოთ ეს სასჯელი?
- ამ საქმეში მონაწილე ოთხივე გვარს: ქავთარაშვილს, დუიშვილს, ხანგოშვილს და ალდამოვს. ამას მარტო გვარი არ წყვეტს, წყვეტენ უხუცესები. ისინი იღებდნენ ამაში მონაწილეობას. საერთოდ თემი მონაწილეობს ასეთ დროს და ხალხმა მიიღო ეს გადაწყვეტილება.

- უხუცესები ამბობდნენ, სურდათ რომ სისხლის აღება აცილებული ყოფილიყო, ეს რატომ ვერ მოხერხდა?
- არავის უხარია დღეს ასეთი რამე. ჩვენებისთვისაც ძალიან მძიმე იყო ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოჯახის პოზიციაც, ეს ის შემთხვევაა, როცა გადაწვეტილებაში ყველა ერთსულოვანი იყო. ასეთი რამე ხეობაში არ მომხდარა ადრე, ეს იყო გამიზნულად ჩადენილი მკვლელობა. სასწაულად გადარჩნენ სხვები, განწირული იყო 8 ადამიანი ჩვენი გვარიდან. ჩვენი მხრიდან ყველას კლავდნენ, ეს არის რეალობა, სრულიად დაუცველია ეს ხეობა ამ ჯგუფისგან. ამისწინათ ზუსტად იგივე გააკეთეს შენგელი ტოღოსაშვილის მიმართ, ისიც სასწაულად გადარჩა. ეს არის ბანდა, დაჯგუფება. მოსულები იყვნენ ყველა რომ მოეკლათ და სასწაულის წყალობით მარტო ერთი ადამიანი ემსხვერპლა ამ ამბავს. მეორე დაჭრილიც ჩვენი ბიძაშვილია, რუსლან მუთოშვილსაც ორი ჭრილობა ჰქონდა, საბედნიეროდ,მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ბიძაჩემი განზრახ მოკლეს. ბევრი თვითმხილველი ჰყავს ამ ამბავს, როგორც არ უნდა ეცადონ თავის გამართლებას, ამას ვერ გაექცევიან. როგორც ჩვენთვის არის მძიმე, ასეთივე სიმძიმისაა ეს ამბავი დანარჩენი 4 გვარისთვისაც, ვისი სისხლის აღებაც გადაწყდა. ისიც მთელმა ხეობამ იცის, რომ მურად ქავთარაშვილმა გარია კიდევ სამი გვარი ამ საქმეში.

ბიძაჩემი უშუალოდ რამაზ ხანგოშვილმა მოკლა. ამის თვითმხილველი ბევრი ადამაიანია, ცენტრალურ გზაზე მოხდა ეს ამბავი, სადაც სულ ხალხმრავალობაა...

- სამართლადამცავებმა დააკვეს 2 ადამიანი, ისინი კანონის თანახმად დაისჯებან, რას ნიშნავს ამ დროს სისხლის აღებაზე ლაპარაკი?

- თუ მოკლულის ოჯახი არ უჩივის დამნაშავეს პოლიციაში, რომც გაასამართლოს სასამართლომ და სასჯელი მან მოიხადოს, გვარი მაინც აიღებს სისხლს. ამ შემთხვევაში გადაწყდა რომ უშუალოდ მონაწილეებზე მოხდეს სისხლის აღება და არა გვარის სხვა წარმომადგენელზე. ვისურის ჰყავს ძმა, მამა, მაგრამ ამ დროს ჩვენთან არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას. პასუხისმგებლობა, ვალდებულება მთელ გვარზე ერთნაირად ვრცელდება. ეს არ არის მხოლოდ ამ ერთი ოჯახის პრობლემა, ეს არის მთელი გვარის პრობლემა. ყველას ჭირი და ტკივილია, რაც ხდება.

ვისური ძლიან კარგი ადამიანი იყო. ამ ადამიანებს ამოჩემებული იმიტომ ყავდათ რომ ძალიან პრინციპული ადამიანი იყო. შეუძლებელი იყო მისი შეშინება ან სხვა რამე, თუ პოზიციას დააფიქსირებდა, არ იცვლიდა. ძალიან სამართლიანი იყო. გავიგეთ რომ ორი პირი დააკავეს. მაგრამ ეს არაფერს ცვლის, პირველ რიგში მურად ქავთარაშვილის პასუხისმგებლობა უნდა დამდგარიყო, სწორედ მან ატეხა სროლა. ძალიან მძიმეა, რომ გვარების დაპირისპირებამდე და სისხლის აღებამდე მივიდა ეს ყველაფერი.

წყარო: კვირის პალიტრა




 ახალი ამბები
  • დათო თალაკვაძე: “მამაჩემის სამსახურში არ დავბადებულვარ, თორემ იქ გავიზარდე“...წელს, მეგზევის დღის აღნიშვნის ტრადიციას 52 წელი შეუსრულდა. „გურია ნიუსი“ აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ერთ-ერთი გარდაცვლილი მეგზევის, დავით თალაკვაძის შვილს, დავით (უმცროსი) თალაკვაძეს ესაუბრა. ჩოხატაურში, გურიაში, უდიდეს პატივს სცემდნენ დავით თალაკვაძეს, რომელიც წლების განმავლობაში მაღალი პროფესიონალიზმით ემსახურებოდა მეგზევის პროფესიას, საზოგადოებაში მაღალი ავტორიტეტით და პატივისცემით სარგებლობდა. სასიხარულოა, რომ მისი ერთ-ერთი შვილიც მამის პროფესიას გაჰყვა. „მიჭირს მამაჩემზე საუბარი, რადგან რთულია შვილმა მამა დაახასიათოს....  დირექტორი იყო 35 წელი, ყველას გვერდში იდგა და ეხმარებოდა. ურთიერთობა მამაჩემის მეგობრებთან მისი გარდაცვალების შემდეგაც გავაგრძელეთ. მეც მისი მეგობრის ფირმაში ვმუშაობ. მეც მამის გზას გავყევი. პროფესიით მშენებელი ვარ და სამშენებლო სფეროში ვსაქმიანობ. ჩემი ძმა იურისტია. ჰყავს ოჯახი, შვილი. მეგზევეობა ძალიან მნიშვნელოვანი პროფესიაა და პირველ რიგში,  დიდ შრომას მოითხოვს. ჩემთვის ეს პროფესია ბავშვობიდანაა ძვირფასი - მამაჩემის სამსახურში არ დავბადებულვარ, თორემ იქ გავიზარდე და ბევრი რამ ვისწავლე; იმ წლებიდან ყველაფერი დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანია ჩემთვის,“_ ამბობს უმცროსი დავითი. “გურია ნიუსი“ მეგზევის დღეს ულოცავს ყველა მეგზევეს, მათ ოჯახებს, შვილებს, შთამომავლობას, მათ, ვინც დღესაც შრომობს ან უკვე ხანდაზმულია. ასევე, მოწიწებით ვიხსენებთ მათ, ვინც ცოცხალი აღარაა, მაგრამ მათი ნათელი კვალი, ამ პროფესიის განვითარებაში ... ...
  • რას გეგმავს საქართველოს ელექტროსისტემა სოფელ ლიხაურში, როცა მოსახლეობა წინააღმდეგიაროგორც  ახლახან „გურია ნიუსს“ ლიხაურიდან (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) შეატყობინეს, სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში , საქართველოს ელექტროსისტემის   წარმომადგენლები,  შეხვედრას მართავენ  რამდენიმე მცხოვრებთან იმ მიზნით, რომ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები,  სადაც სავარაუდოდ  ელექტროხაზები გაივლის, მოახდინონ რეგისტრაცია და მათთან  შეთანხმება ამ საკითხზე. როგორც ჩვენი წყარო გვეუბნება, სოფლის  მოსახლეობის სრული უმრავლესობა  წინააღმდეგია, ლიხაურის ბუფერულ ზონებში   ქვესადგურების დასადგმელად თუ   სავარაუდო ელექტროხაზების  გასაბმელად დათმონ თავიანთ  საკუთრებაში არსებული მიწის  ნაკვეთები,  სანამ საკითხი  დეტალურად არ იქნება შესწავლილი  და არ ექნებათ  სრული ინფორმაცია. „გურია ნიუსი“ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომამადგენელს,   შოთა ფხაკაძეს დაუკავშირდა, რომელიც ახლა სოფელ  ლიხაურში, რამდენიმე ადგილობრივთან შეხვედრაზე   იმყოფება: _მე ვარ კომპანია „ენერგოგრაფიკის“ წარმომადგენელი.   ქვეკონტრაქტორია. ვასრულებთ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის დაკვეთას,  _ ლიხაურში იმ პირთა საკუთრებაში არსებული  მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას,  რომელთა ნაკვეთშიც ,   სავარაუდოდ, ხაზი გაივლის. ასე ვთქვათ, სადაც ბუფერული ზონებია. _ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ლიხაურელთა დიდი ნაწილი წინააღმდეგია მათ  ნაკვეთებზე გაიაროს ამ სადენებმა. _ამიტომ , დღეიდან რვა თვის განმავლობაში, ჩვენ აქ გვექნება შეხვედრები და შევთანხმდებით, - გვთხრა ფაკაძემ. ვრცლად ამ თემაზე „გურია ნიუსი“ საგაზეთო წერილში შემოგთავაზებთ.   ... ...
  • ჩოხატაურელი მეგზევის კომპანია 2019 წლის საუკეთესო სამეულშია 10 დეკემბერს მეგზევის დღის აღნიშვნის ტრადიციას 52 წელი შეუსრულდა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, "მეგზევის დღისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.  ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი; მინისტრმა მეგზევეებს პროფესიული დღე მიულოცა და სამომავლო გამოწვევებზე ისაუბრა. მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2019 წლის შედეგებისა და მომავალი წლის გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა; მათ შორის, ისაუბრა უმნიშვნელოვანესი პროექტების შესახებ: 2019 წელს, დაიწყო ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის საუღელტეხილო გზის სამი მონაკვეთის მშენებლობა; ხელშეკრულება გაფორმდა ქვეშეთი-კობის გზისა და 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობაზე. ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე აშენებულია 208 კმ. გზა; სამშენებლო სამუშაოები 142 კმ-გზაზე პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს; ქარსელაძის თქმით, 2019 წელს 800 კმ გზის რეაბილიტაცია გახორციელდა, რაც წინა წლების მაჩვენებლებს 4-ჯერ აღემატება. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის, ჩატარებულ სამუშაოებზე ანაზღაურებულია 1 მილიარდ 217 მილიონი ლარი. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ის მეგზევეები დააჯილდოვა, რომლებმაც საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. ასევე, დაჯილდოვდა რამდენიმე კომპანია, 2019 წელს ინფრასტრუქტურული პროექტების წარმატებით შესრულებისთვის. მათ შორისაა, “New Road“, რომელსაც ჩოხატაურელი დავით (უმცროსი) ჟღენტი ხელმძღვანელობს. დავითი ციურიხში იმყოფება და მასთან ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. “გურია ნიუსი“ ულოცავს “New Road“-ს ამ წარმატებას და შემდგომ გამარჯვებებს უსურვებს. სასიამოვნოა, რომ წარმატებული კომპანია, ასევე, პირველი ალტერნატიული მუსიკალური ფესტივალის Bakhmaro Sunset Fest-ის ტრადიციული მხარდამჭერია. ღონიძიებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, თბილისი მერი კახა კალაძე, მთავრობისა და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული საგზაო სექტორის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ... ...
  • „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ ლაშა ზარგინავას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს„საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს ღია წერილით მიმართავს. „საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია“ ყურადღებით აკვირდება ბოლო პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. საზოგადოებრივ მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრის ასარჩევად ემზადება. მეხუთე წევრის არჩევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როდესაც დირექტორის არჩევას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, როგორც არასამთავრობო სექტორის, ასევე თავად ჟურნალისტების მხრიდან. გამოცხადებულ კონკურსში ბევრი ღირსეული კანდიდატი მონაწილეობს, თუმცა მიგვაჩნია, რომ ლაშა ზარგინავას კანდიდატურა განსაკუთრებულ მხარდაჭერას იმსახურებს. იგი ერთადერთი ჟურნალისტია იმ 9 კანდიდატს შორის, რომელიც ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობს. შესაბამისად, არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს კარგად იცნობს. ლაშა ზარგინავა არის პროფესიონალი, წარმატებული და პრინციპული ჟურნალისტი, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია თავისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობით. დარწმუნებული ვართ, ის აუცილებლად იქნება საბჭოში ჟურნალისტების ინტერესების დამცველი და ობიექტური წევრი. ამდენად, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ აჭარის საზოგადოებრივი ტელევიზიის ჟურნალისტს და “მთავარი აჭარაში“ წამყვანს ლაშა ზარგინავას აღნიშნულ კონკურსში“,_ წერია გავრცელებულ ... ...
  • ვინ არის რუსეთში მოკლული ოზურგეთელი ახალგაზრდა რუსეთში მოკლული ახალგაზრდა ოზურგეთელი მამუკა დარჩია არის. ის დაახლოებით 20 წელზე მეტია მოსკოვში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. როგორც   მამუკა დარჩიას მეგობარი გვეუბნება,  ის კეთილშობილი ადამიანი იყო. “რამდენიმე წელი ბაილეთის საშუალო სკოლაში სწავლობდა, შემდეგ მშობლებთან ერთად რუსეთში წავიდა, “_ გვითხრა რესპონდენტმა. გარდაცვლილის ჩამოსვენება საქართველოში სავარაუდოდ ორ დღეში ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს