იძულებით აღებული დნმ-ს ნიმუში - შსს განმარტებას აკეთებს

საზოგადოება

იძულებით აღებული დნმ-ს ნიმუში - შსს განმარტებას აკეთებს

29 მაი. 2018, 09:31:31

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მე-12 არხის მიერ  სოციალურ ქსელში გავრცელებულ იმ ვიდეო მასალას ეხმაურება, რომელიც ხელვაჩაურის პოლიციის მიერ პატიმარზე ძალადობას ასახავს.

საგანგებო ბრიფინგზე განმარტება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გააკეთა.

შს სამინისტროში ამბობენ, რომ დაკავებულის მიმართ გამოყენებული იყო მოსამართლის მიერ ნებადართული ის ზომა, რომელიც საჭირო იყო პატიმრის წინააღმდეგობის დასაძლევად და დნმ-ს ასაღებად. 

ბრალდებულ ლ.გ-სგან, ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კანონის მოთხოვნათა შესაბამისად მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2018 წლის 17 მაისს, იძულებით იქნა აღებული დნმ-ს, კერძოდ ოფლისა და ნერწყვის ნიმუში. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა, საპროცესო მოქმედების მიმდინარეობა საგამოძიებო ორგანოს მიერ დაფიქსირებულ იქნა ვიდე ჩანაწერის საშუალებით, რომლის ჩანაწერიც მტკიცებულების სახით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და კანონის მოთხოვნათა დაცვით გადაეცა ბრალდებულის ადვოკატს. საპროცესო მოქმედების მიმდინარეობისას გამოყენებულ იქნა მოსამართლის განჩინებით ნებადართული ის იძულების ზომა, რაც აუცილებელი იყო ბრალდებულის წინააღმდეგობის დასაძლევად და მისგან ბიოლოგიური ნიმუშის მისაღებად,“-განაცხადეს შს სამინისტროში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ საგამოძიებო ორგანო მოქმედებდა კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე.

"ნიმუშის აღების ოქმის და საპროცესო მოქმედების შედეგების, ისევე როგორც სხვა მტკიცებულებების, დასაშვებობაზე მიმდინარე წლის 29 მაისს წინასასამართლო სხდომაზე იმსჯელებს მოსამართლე, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

ნ.გ.-ს ასევე ბრალი ედება ნარკოტიკული საშუალების, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვისათვის. მისი პირადი და ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 23 ვაზნით და საინექციო შპრიცში გახსნილ მდგომარეობაში არსებული ნარკოტიკული საშუალება “სუბოქსინი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე (ყაჩაღობა), 260-ე (ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა) მუხებით მიმდინარეობს,"-განაცხადეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე.




 ახალი ამბები
  • დღეს ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეადღეს ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 159 წელი გავიდა. ვაჟა-ფშაველა, ნამდვილი სახელი და გვარი- ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი, 1861წელს, ჩარგალში, ახლანდელ დუშეთის მუნიციპალიტეტში დაიბადა. ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი და მწერალის დაბადების დღესთან დაკავშირებით,  წელს პანდემიიდან გამომდინარე „ვაჟაობა“ არ აღინიშნება და ბუმბერაზ პოეტს ინტერნეტსივრცეში იხსენებენ. ამის შესახებ ინიციატივა ვაჟა-ფშაველას შთამომავალმა ლელა რაზიკაშვილმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა: “წელს ვაჟას დაბადების თარიღს, 14 ივლისს ვერ ვიზეიმებთ, გასაგები მიზეზების გამო… ვერც დიდი სახალხო დღესასწაული ,,ვაჟაობა“ გაიმართება, უკვე მესამედ! წელს ვერ შევძლებთ წინასწარ დაგეგმილი სცენარით, რიტუალური სანახაობებით, მაყურებლებით, პოეზიისა და უბრალოდ გართობის მოყვარული ვიზიტორებით დატვირთული ღონისძიება გავიმეოროთ, მაგრამ წელს შეგვიძლია ვაჟა-ფშაველას დღესასწაული ვიზეიმოთ ისე, როგორც არასდროს ყოფილა ჯერ! წელს, 14 ივლისს, დიდი პოეტის დაბადების ოფიციალურ თარიღზე, შეგვიძლია ,,ვაჟაობა“ ჩავატაროთ ჩვენ, ყველამ ერთად, მთელმა საქართველომ და მსოფლიოს ქართველობამ ისე, რომ ეს დღესასწაული იყოს ყველასი! ამისთვის საჭირო არ არის სცენარები, რეჟისორები, მოსაწვევები და ა. შ. ამისთვის საჭიროა ვაჟას, მისი პოეტური სიტყვისა და აზრის სიყვარული მხოლოდ! ჩვენ შეგვიძლია 14 ივლისს, ერთი დღით, მთელი სოციალური ქსელი ვაჟას ლექსებითა და ფრაზებით ავავსოთ! ჩავწეროთ პოეტის რომელიმე ლექსი, ჩვენი საყვარელი სტროფი და ავტვირთოთ ჩვენს გვერდზე! რაც მეტი ვიქნებით, მით უკეთესი! ვისაც სურვილი და შესაძლებლობა აქვს გაგვიზიაროს სიმღერა ვაჟას ლექსზე, ზოგმა ვაჟას პროზიდან, ან ლიტერატურული წერილებიდან ფრაზები, აბზაცები და ასე შემდეგ! შეგვიძლია ისიც, რომ რაიმე აქტუალური საკითხის განხილვისას ჩვენი აზრი კომენტარში ვაჟას ფრაზით გადმოვცეთ. ვერაფერი მოხდება ისეთი ამ ქვეყანაში, მისი სიბრძნე რჩევად და წამლად არ გამოდგეს! ჩავაბათ ამ აქციაში ბავშვები, დედები, მამები, ბებო-პაპები. ყველა პროფესიის და ეროვნების ნაცნობ-უცნობები! რაც მეტი ვიქნებით, უფრო უკეთესი! ეს დღე დაემსგავსება ერთ დიდ აქციას ,,საქართველო და მსოფლიო კითხულობს ვაჟას და საუბრობს ვაჟას ენით“! მოდით, ვცადოთ და დავრწმუნდებით რა სახალისო და სასიამოვნო იქნება იმ დღეს ვირტუალურ სამეგობროში შემოსვლა! როგორ დაიკარგება შური, ბოღმა, სიძულვილი და როგორი ერთიანები ვიქნებით დიდი პოეტის სიტყვის ზეიმში ყველა, ვინც ამ აქციას შეუერთდება! 14 ივლისი დადგება თუ არა, მეც მოგილოცავთ ლექსით, ჩემებურად! გაავრცელეთ და გადაეცით ყველას, მე მგონია, რომ ვაჟას საქართველო დიდია და მისი სიტყვის და აზრის მიმდევარი ბევრი! მოდით, ვიდღესასწაულოთ ერთად!” ცნობისთვის, ვაჟა-ფშაველა 8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფელ ჩარგალში მამის, სოფლის მღვდელ პავლეს და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-დან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში (დღევანდელი ტოლაანთ სოფელი, თიანეთი) მასწავლებლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარაშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩადიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები. ფშავში, მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვიტკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი, რომელსაც ჩვენ ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ვიცნობთ. ვაჟას მამა იშვიათი ნიჭის პატრონი, მჭევრმეტყველი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი კაცი ყოფილა. მას თვითონ შეუსწავლია წერა-კითხვა და მღვდელი გამხდარა. მამამ ჩაუნერგა შვილებს წიგნის სიყვარული, უამბობდა დავით აღმაშენებელზე, ქართველ და უცხოელ გმირებზე, აყვარებდა „ვეფხისტყაოსანს“ და სახელოვან თანამედროვეთა - ილიასა და აკაკის ქმნილებებს. მანვე ჩაუნერგა შვილებს სასულიერო წიგნებისადმი სიყვარული. ვაჟა-ფშაველა იგონებს, როგორ სულგანაბული უსმენდა მამის ტკბილ საუბარს, როდესაც იგი საღმრთო ისტორიიდან უამბობდა. დედა კი საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა. დედის წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად, ისე რომ ყველას უკვირდა, ერთი ადამიანი როგორ ახერხებდა ამდენი ლექსის დამახსოვრებას. ასე იზრდებოდა ვაჟა რვა წლამდე, რვა წლისა კი თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. თელავის სასწავლებელში მიღებული ცოდნა მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. სწორედ ამ მიზეზით ვეღარ განაგრძო სწავლა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში და გორის საოსტატო სემინარიაში შევიდა. აქ ვაჟა გულმოდგინედ სწავლობდა. უკვე განესაზღვრა თავისი მომავალი - საზოგადოებრივი მოღვაწეობა და მხატვრული შემოქმედება იქნებოდა მისი საქმიანობა. სემინარიაში სტუდენტები ხელნაწერ ჟურნალს - „რიჟრაჟს“ გამოსცემდნენ. ვაჟა-ფშაველა ამ გამომცემლობის აქტიური თანამშრომელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მალე მისი თარგმანები და ლექსები გაზეთ „დროებასა“ და ჟურნალ „იმედში“ გამოჩნდა. ამ დროს იგი მასწავლებლად მუშაობდა. შემდეგ კი პეტერბურგში გაემგზავრა და თავისუფალ მსმენელად შევიდა უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. მაგრამ ხელმოკლეობის გამო მიატოვა, სამშობლოში დაბრუნდა და ჩარგალში დასახლდა. ვაჟას წვრილშვილი ჰყავდა და ლუკმა-პურის საშოვნელად დიდი ჯაფის გაწევა უხდებოდა. იგი ბევრს შრომობდა, მაგრამ გაჭირვებას თავს მაინც ვერ აღწევდა. „ვაჟა არა მარტო ბუმბერაზი მწერალი, ბუმბერაზი პიროვნებაც იყო. იმდენი ქება-დიდება, მოწონება ესმოდა, მაგრამ იგი ისევ უბრალო, თავმდაბალი ვაჟა იყო, საყვარელი ვაჟა, გაჭირვებაში მყოფი, ვაჟკაცურად მებრძოლი ამ გაჭირვებასთან“ (დავით კლდიაშვილი). მძიმე შრომამ და შეჭირვებამ ვაჟას მალე შეურყია ჯანმრთელობა. მას ფილტვის პლევრიტი დაუდგინეს და ოპერაციაც გაუკეთეს. ერთხანს თითქოს მოიკეთა. ქართულმა სიტყვაკაზმულმა საზოგადოებამ ისარგებლა მგოსნის გამოკეთებით და ლიტერატურული საღამო გაუმართა, რომლის ბოლოსაც ვაჟას მიართვეს დაფნის გვირგვინი წარწერით - „ქართული პოეზიის არწივს“. ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ხალხს ძლიერ უყვარდა. იგი მიუწვევიათ ქუთაისში, გორში, ჭიათურასა და ფოთში. დიდად აფასებდნენ იმდროინდელი გამოჩენილი მოღვაწენიც. ილია ჭავჭავაძე აღფრთოვანებით ამბობს: „ჩვენ, ძველებმა, ახლა კალამი უნდა ძირს დავდოთ და გზა ვაჟას უნდა დავუთმოთო“. ვაჟაც, როდესაც კი თბილისში წამოვიდოდა, თავის ნაწერებს ერთ ჭრელ ხურჯინში ჩააწყობდა, პირველად ილიასთან შეივლიდა, იმ ხურჯინს იქ დაბერტყავდა. შემდეგ კი ეს მარგალიტები ქართული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე აბრჭყვიალდებოდნენ ხოლმე. მუხთალმა სენმა ვაჟას თავი მაინც არ ანება. მიუხედავად ექიმთა მცდელობისა, ვეღარ უშველეს. 1915 წლის 27 ივლისს ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა. იგი ჯერ დიდუბის პანთეონში დაკრძალეს, 1935 წლის 18 ოქტომბერს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების ოცი წლის თავზე, მისი ნეშტი გადაასვენეს მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 1957 წლამდე კი დიდუბის პანთეონში იყო გაკეთებული წარწერა: „აქ განისვენებდა ვაჟა ფშაველა“. 1957 წლის 24 მარტს ვაჟას ნასაფლავარში დაკრძალეს მისი მეორე მეუღლე — თამარ გიორგის ასული დიდებაშვილი-რაზიკაშვილი (დ. 1869, სოფელი სორკი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 19 მარტი, 1957, სოფელი ჩარგალი). ... ...
  • მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: თქვენი მოტივაციაა, რომ საარჩევნო უბნებზე ვიღაცებმა ქაოსი მოაწყონ„მემორანდუმი არის ყველას პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობის აღება არ გინდათ, იმიტომ  რომ მერე ვიღაცა მობილური ტელეფონით გადაიღებს, რომ შევარდნენ „ნაციონალური მოძრაობის" პარტიული აქტივისტები და იქ რაღაცები აკეთეს და ეს არ გინდათ. თქვენი მოტივაციაა, რომ იქ ვიღაცებმა ირბინონ, რაღაცები არიონ, ქაოსი მოაწყონ და ამიტომ არ აწერთ ხელს. ატყუებთ ახლა ხალხს და ეს ხალხი არ ტყუვდება და რამდენჯერ უნდა სცადოთ",-ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიცია გაურბის პასუხისმგებლობას, სურს საარჩევნო უბნებზე არეულობის და ქაოსის შექმნა და ესაა მიზეზი, რის გამოც ის მემორანდუმს ხელს არ აწერს და მის კანონში ასახვას ითხოვს.   „საბურთალოს ქუჩაზე, სადაც მე ხმას ვაძლევ, ათ მეტრში არის გაჩერება და თქვენ ითხოვთ, რომ საერთოდ არავინ არ იდგესო და ჩვენ გეუბნებით, რომ ამას კანონში ვერ ჩავწერთ, მაგრამ მემორანდუმი გავაფორმოთ და ყველა პარტიამ აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მისი პარტიული აქტივი არ შევიდეს იქ, ამ რადიუსში. მემორანდუმის კანონში ასახვა კიდევ ცალკე რაღაც ახლი საოცარი მესიჯბოქსია",-განაცხადა მამუკა ... ...
  • თალაკვაძე - ოპოზიციას: ვერანაირი თანხა ვერ გამოხატავს იმ დარღვევებს რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგელი„როგორც ჩანს, ერთწლიანმა ბოიკოტმა და სხდომების გაცდენამ ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა თქვენზე. გეტყობათ, რომ ძალიან გაოცებული ხართ ელემენტარული რამით, რომელიც არის საპარლამენტო სამუშაოს ანი და ბანი",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, რითიც ოპონენტებს გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ რეფორმაზე მუშაობისას, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების თანამშრომლობა კანონშემოქმედებითი საქმიანობის ჩვეულებრივი ნაწილია. „ ნუ გიკვირთ, როდესაც, მაგალითად, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი მთავრობასთან ერთად მუშაობს ბიუჯეტზე, ან განათლების კომიტეტი თანხმდება რეფორმის საკანონმდებლო პაკეტზე და მერე ხდება ინიცირება, ეს არის კანონშემოქმედებითი საქმიანობის ანი და ბანი. ამიტომ, სხდომებს ნუ გააცდენთ -  როგორც ჩანს, დაგავიწყდათ, რა არის საპარლამენტო პროცესი",- მიმართა ოპონენტებს არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა კიდევ ერთ განცხადებას იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდი კანონებს არ აღასრულებს. მან ოპონენტებს შეახსენა, რომ ოპოზიციამ 120-30-ზე ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. „ერთი მაგალითი მარტო ის კმარა, რომ 120/30-ზე იყო თქვენი ინიციატივა -  პროპორციულთან მიახლოებული სისტემა 2020 წელს. ეს ინიციატივა შეთანხმდა ფართო პოლიტიკურ ჯგუფში, პარტნიორებთან ერთად, მერე ყველანი გამოვედით, საზოგადოებას ვუთხარით, რომ ამას დავამტკიცებდით, დავაინიცირეთ და თქვენ მხარი არ დაუჭირეთ. პირიქით მოხდა, კი არ ჩავაგდეთ, ჩვენ მივიღეთ და თქვენ ოპოზიციამ თქვენს საკუთარ მოთხოვნას არ დაუჭირეთ მხარი, ხალხს ეუბნებოდით, რომ მხარს ვუჭერთ, მაგრამ ხმას ვერ ვაძლევთო. ასეთი გასაოცარი პოლიტიკური კლასი შესთავაზეთ საზოგადოებას",- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მან ოპონენტებს შეახსენა ის დარღვევებიც, რომელიც წინა ხელისუფლების დროს ხდებოდა და რომლის გამოც, სახელმწიფოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ფინანსური ჯარიმების გადახდა უწევს. „გინდათ ფინანსური შედარება გავაკეთოთ, გინდათ უფლებრივი შეფასება. წამებას და არაადამიანურ მოპყრობას ადარებთ კონკრეტული ავტორიზაციის აქტის გასაჩივრებას? სიცოცხლის უფლების დარღვევას ადარებთ იმას, რომ თეა წულუკიანი ერთი კვირის წინ რომ იყო მოსული, ამ კვირაშიც მოვიდეს? ან ბიზნესებს ღამღამობით რომ იბარებდით და ართმევდით ქონებას, მაგ საკუთრების უფლების დარღვევას ადარებთ აქ თქვენი ფრაქციის პროცედურულ მოთხოვნას, რომ მაინცდამაინც პლენარული სხდომის დღეს გამართეთ საკომიტეტო შეხვედრა? ან რომან გოცირიძე აქ ფინანსების სპეციალისტი რომ არის და 6 მილიონი მარტო ამ თვეში რომ დაგვაკისრა სტრასბურგმა თქვენი ხელისუფლების დარღვევებზე, რა ფინანსურ ჯარიმებზე მელაპარაკებით და საერთოდ, ვის ადარებთ? ვერანაირი ფული ვერ გამოხატავს იმ დარღვევებს, რაზეც თქვენ ხართ პასუხისმგებელი. სტრასბურგში 3 ათასი საჩივარი შედიოდა ყოველწლიურად, 10 წელია გასული იმ დარღვევების მერე და  საქართველოს მოქალაქეებს თქვენი დარღვევების გადახადა უწევთ ჯარიმების სახით. გსურთ,  რომ ისტორიული მიმოხილვა გავაკეთოთ და დავუბრუნდეთ იმას, რაზეც ათასჯერ გვისაუბრია? მოდი, დავანებოთ ამას თავი, მოდი, მომავალზე ვიფიქროთ. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალა. პარლამენტი არის მომავალზე ორიენტირებული და ფიქრობს, რა უნდა გააკეთოს მომავალში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესს ხელი შეუწყოს და ჩვენმა მოქალაქეებმა უკეთეს ქვეყანაში იცხოვრონ. მოდით, ამ ამოცანაზე ჩამოვყალიბდეთ",- განაცხადა არჩილ ... ...
  • „კაწროს“ მეუღლე ნიკა გვარამიას ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის ავთანდილ ბილანიშვილის, მეტსახელად „კაწროს“ მეუღლე ნათია რუხაია ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორსა და წამყვანს, ნიკა გვარამიას, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში უჩივის. განმცხადებელი თავდაპირველად თავად ბილანიშვილი იყო, თუმცა, მოგვიანებით, მომჩივანისვე თხოვნით, განმცხადებელი შეიცვალა.მხარე დავობს 2020 წლის 7 ივლისს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში ნიკა გვარამიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, მკვლელეობის ღამეს დიდუბის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეოკადრებში ასახული ადამიანი ავთანდილ ბილანიშვილია.„იმის გამო, რომ ნიკოლოზ გვარამიას 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის უმძიმესი ტრაგედია როგორღაც დაეკავშირებინა „ქართულ ოცნებასთან“ და კერძოდ ივანიშვილის ოჯახთან, სრულიად დაუსაბუთებლად გააჟღერა ავთანდილ ბილანიშვილის გვარი, ვინაიდან ყველასთვის, მათ შორის ბატონი გვარამიასთვის იმთავითვე ცნობილი იყო ავთანდილ ბილანიშვილის და ბერა ივანიშვილის მეგობრობის შესახებ. მართალია, 12 ივნისის გადაცემაში ეს ინფორმაცია თავად ნიკოლოზ გვარამიამ უარყო, თუმცა მიგვაჩნია, რომ მის მიერ, თუნდაც ვარაუდების დონეზე გავრცელებულმა ცრუ-ინფორმაციამ თავის მიზანს მიაღწია და ავთანდილ ბილანიშვილი, ისევე როგორც მისი ოჯახი - მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი გახდნენ საყოველთაო ბულინგის მსხვერპლნი“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ქარტიამ 13 ივლისს მიიღო.ავთანდილ ბილანიშვილის წარმომადგენელი ნიკა გვარამიას სამი პრინციპის დარღვევას ედავება: 1-ლი (სიზუსტის), მე-3 (დადასტურებული წყარო) და მე-11(ფაქტის განზრახ დამახინჯება).1-ლი პრინციპის თანახმად, ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.მე-3 პრინციპი - „ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია.“მე-11 პრინციპი - ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები: · ფაქტის განზრახ დამახინჯება; · ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;  პლაგიატი. ავთანდილ ბილანიშვილის სახელი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმეში არაერთხელ გაჟღერდა. მისი სახელი თავდაპირველად ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ ახსენა, როგორც ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან დაახლოებული ქუჩის ავტორიტეტი, რომელიც საქმეში ფიგურირებს და „საქმის ჩფარცხვას“ ცდილობს.მედიაში ბილანიშვილის სახელის არაერთხელ გაჟღერების შემდეგ, 8 ივლისს, იგი საგამოძიებო ორგანოებში დაიბარეს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ 19 ივნისის ღამეს, დიდუბის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოკადრებში ხაშურში მცხოვრები ლაშა ლურსმანაშვილი ჩანს და არა „ქუჩის ავტორიტეტი", ავთანდილ ბილანიშვილი. ამ ინფორმაციის გასაჯაროება უწყებამ მაღალი საზოგადოებივი ინტერესით ... ...
  • ვოლსკი: „საარჩევნო კოდექსი", რომელიც მივიღეთ, არ ტოვებს რაიმე მანიპულაციის საშუალებას"პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ვოლსკის განცხადებით, საერთაშორისო სტდანდარტის   საარჩევნო კოდექსი, რომელიც მიღებულია პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების,  ძალიან ფართო ჩართულობით, არ ტოვებს რაიმე მანიპულაციის საშუალებას. „ვინც ამ დებატებს ადევნებს თვალ-ყურს შთაბეჭდილება შეექმნება ისეთი, თითქოს ოპოზიციამ ყველაფერი მაღალ დონეზე გააკეთა და ახლა დარჩათ ერთი საკითხი, რომელსაც ჩვენ ხელის „სავსავით" არ ვიღებთ იმიტომ, რომ თურმე გვინდა დავიტოვოთ რაღაც გასაძრომი, რაღაც მოვშალოთ ან არასწორად ჩავატაროთ.  ყველას გაუჩნდა ეჭვი, რომ ამათ არჩევნები არ უნდათ და აქედან გამომდინარე, დღეს ხდება ამის კომპენსირება. ამაში იყენებენ თუ არა ეკა ბესელიას შემოთავაზებულ წინადადებას, ეს მეორე საკითხია. არ მინდა ვიფიქრო, რომ ეს არის შეთანხმებული. მთავარი თემა არის, რომ „საარჩევნო კოდექსი", რომელიც მივიღეთ პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ექსპერტების,  ძალიან ფართო ჩართულობით, არ ტოვებს რაიმე მანიპულაციის საშუალებას და ჩვენ ამ მანიპულაციას არ ვაპირებთ. ვინც აპირებს ეგ ჩვენ ვიცით. აქედან გამომდინარეობს ეს დებატიც და წარმოუდგენელი შემოტევაც, რომ   თითქოს მემორანდუმის, კანონის, რაღაცის განხილვა არ გვინდა, რაღაცა  ჩრდილით მიმდინარეობს, ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად საფუძველმოკლებული არგუმენტები თუ ამას არგუმენტები შიძლება ეწოდოს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მიღებულია საერთაშორისო სტდანდარტის   კანონი, „საარჩევნო კოდექსი", რასაც თან ახლავს დამკვირვებელთა დიდი არმია, შიგნიდან თუ გარედან. გამორიცხულია, აქ ვერ დაიშვება ვერანაირად 25 მეტრში იქნება თუ 30-ში, რომ რაიმე ვინმემ თვალებით  მოახდინოს ფსიქოლოგიური გავლენა საარჩევნო უბნისკენ მიმავალ ადამიანზე", - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვილსკიმ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...