"იმხელა ლოდები დაყარეს, სიარულისას ფეხსაცმელშიც ფეხი მტკივა"

საზოგადოება

"იმხელა ლოდები დაყარეს, სიარულისას ფეხსაცმელშიც ფეხი მტკივა"

2019 ივნ 22 17:36:20

ოზურგეთის ერთ-ერთი უბანი _ ექადია, რომელიც ბჟუჟის მარცხენა სანაპიროს აღმართიან გორაკს ქვია, ერთ ცენტრალურ ქუჩას _ იმედაშვილის ქუჩას, აუყვება და როგორც აქაურები ამბობენ, "ანასეულის ჭიშკრამდე" გრძელდება.

ექადიის მცხოვრებლები, დიდი ხანია, ითხოვენ, რომ ამ მნიშვნელოვან მონაკვეთზე გზა თანამედროვე სტანდარტით გააკეთონ, თუმცა, მათივე ნაამბობით, ხუთი წელია, ამაოდ ელოდებიან შედეგს.

_ სამი წლის წინ, როცა ითხოვდნენ გზის გაკეთებას, მოიტანეს "ვითომ ხრეში" , სინამდვილეში კი ნახევარზე მეტი ლოდები და მოასწორეს. თუმცა, არაფრით შეცვლილა _ აღმართში ფეხით ასვლაც ჭირს და მანქანითაც. დაღმართით კი შეიძლება ჩასვლა, თუმცა, უფრო ართულებს ვითარებას, რადგან, ქალაქში თუ ჩახვალ მანქანით, მერე ანასეულიდან უნდა შემოუარო, რომ შინ დაბრუნდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღმართით შინ ვერ დაბრუნდები. ხომ გაგიგიათ, ანდაზა: "შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო" _ ასე გვჭირს ჩვენც, _ ამბობენ აქაურები.

მაია გურგენიძე, ექადიის უბნის მცხოვრები: _ ნახეთ, რამხელა ქვები ყრია _ ფეხსაცმელშიც კი ფეხი მტკივა სიარულისას. ხუთიოდე მეტრს რომ გავივლი, იმდენად მტკივნეულია ყოველი ფეხის დადგმა, ისევ ბალახიან კიდეებს ვეძებ გზის პირის გასწვრივ, რომ გავიარო. თუ რაიმეს ვაზვიადებ, აგერ ხართ და ნახეთ... ამის მოტანას და დაყრას, არ სჯობდა, ისევ ისე ყოფილიყო? ქალაქის ახლო უბანია ეს დასახლება, უძველესი და მნიშვნელოვანი. ექადიიდან, იმედაშვილის ქუჩის გავლით, ანასეულამდე, ტაქსი ორ ლარს გადაგახდევინებს, მეორე მხრიდან თუ წახვალ _ ხუთ ლარს. სიორიძე რომ იყო, მაშინ დაყარეს ეს ვითომ ხრეში. ყველაფერს გვპირდებოდა და მერე კი დარჩა ასე. ახლანდელმა, ეტყობა, სულ ჩაიქნია ხელი.

_ თუ მიმართეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით, რომ გზა ასეთ მდგომარეობაშია და გასაკეთებელია?

_ კი იყვნენ, მგონია. დაიღალა ხალხი. არ აქვთ იმედი. აქ ბეტონის გზა უნდა გაკეთდეს, იმდენი აღმართი და მოსახვევია. სამაგიეროდ, მოკლე გზაა და ბევრი ოჯახი ცხოვრობს.

იმედაშვილის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე, ნოდარ სურგულაძის ოჯახთან ახლოს, გზის მარცხენა მხარეს, მეწყერული ზოლია, რომელიც აქაურთა თქმით, შარშანწინ ჩაიქცა და საკმაოდ დიდი ხრამია წარმოქმნილი. აუცილებელია ამ მონაკვეთის გამაგრება, რადგან, როგორც ჩანს, მოძრავი ქანებია და შესაძლებელია, გზის მონაკვეთი მთლიანად ჩაიქცეს და რაიმე უბედურებაც მოხდეს.

ელეონორა სურგულაძე, იმედაშვილის ქუჩის მცხოვრები:

_ მონაკვეთზე, სადაც მეწყერული წარმონაქმნია, გზის ქვეშ გადის წყალგამტარი მილი. ასე კი არ უნდა გადაეჭრათ გზა _ ეს მილები მარჯვენა მხარეს უნდა ჩაეყოლებინათ და განივად გადასულიყო დაღმართში, უფრო მყარ მონაკვეთზე. აქ კი მეწყერულ ზოლზე მიშვებულია მილი, რომელშიც წამოსული წვიმის ნიაღვარი, პირდაპირ ამ მოძრავ ქანებზე გადადის. ამის გაკეთება ჭკუათმყოფელს თავში მოუვა?! უარესად წავა ეს ჩაქცეული ზოლი და შეიძლება, ახლოს მყოფი სახლიც მიიყოლოს.

_ როცა აკეთებდნენ, რატომ არ უთხარით ეს?

_ გზის მშენებლები თავად იყვნენ. ოღონდ, თუ ეტყობა ამას აშენებული და გაკეთებული, აგერაა. იქნებ, ახლა მაინც მოგვხედონ.

_ თქვენი მეზობლები ამბობენ, რომ ახლაც არ მიგიმართავთ მერიისთვის.

_ კი იციან, გასაკეთებელი რომ არის...

_ და მაინც, თუ მიმართეთ?

 _ მივალთ წერილობით და თხოვნითაც, თუ გვეშველება.

იმედაშვილის ქუჩის მცხოვრებთა თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა, როცა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება სჭირდებათ.

_ როცა 112-ში ვრეკავთ, დიდხანს ვუხსნით, რომ ექადიის უბანში მდებარე ამ ქუჩაზე პირდაპირ არ წამოვიდნენ _ ჯერ ავიდნენ ანასეულში, მერე მოუხვიონ და გადმოვიდნენ აქეთ. მერე, უკან როცა ბრუნდებიან, რა თქმა უნდა, აღმართში ვერ ადიან, განსაკუთრებით, თუ ღამის საათებია და ამ ქვებზე რის ვაი-ვაგლახით გადადიან ამ საშველდაუდგომელი დაღმართით, სადაც ორი ძალიან მძიმე, ორმოდ ქცეული მოსახვევია. აქ ტრაქტორსაც კი უჭირს მოხვევა და ჩასვლა, _ ამბობს აქ მცხოვრები რომან გიორგაძე.

მისი თქმით, ხშირად შუა გზამდე მისულს, მსუბუქი ავტომანქანა გაუჩერებია და ვერც წინ წასულა და ვერც უკან დაბრუნებულა, სხვისი დახმარების გარეშე:

_ ეს გზა ერთკილომეტრიანი მონაკვეთიც არ არის, თუმცა, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ექადიელთათვის, რომლებიც აქ, გორზე ცხოვრობენ. ასევე, მნიშვნელოვანია მათთვისაც, ვინც ქალაქიდან ანასეულის მიმართულებით გადაადგილდება, რადგან, მანძილი ორჯერ მცირეა და კარგი გზის გაკეთების შემთხვევაში, დროსაც დაზოგავს მოქალაქე და ფულსაც. გარდა ამისა, არც წყალი გვაქვს. კი იძახიან, გაკეთდებაო, მაგრამ, როდის?! _ ამბობს რომან გიორგაძე.

"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა და აღნიშნული გზის შესახებ კომენტარი სთხოვა.

 როგორც მერიაში გვითხრეს, გზის რეაბილიტაცია დაგეგმილია.

რაც შეეხება ანასეულის წყალმომარაგების პროექტს, ცნობილია, რომ საქართველოს პარლამენტში ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ თალაკვაძის მეთვალყურეობით, გახორციელების პროცესშია: "იმედაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება ანასეულის წყალმომარაგების პროექტის დასრულების შემდეგ, რომელიც მოხდება იმედაშვილის ქუჩის გავლით მიწისქვეშა კომუნიკაციების განთავსების შემდეგ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციას უახლოეს მომავალში გეგმავს", _ ნათქვამია მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის მიერ მოწოდებულ პასუხში.




 ახალი ამბები
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდათბილისის დროით 22:00 საათზე საქართველოში 4.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.  დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ონიდან 1 კილომეტრში მდებარე სოფელ ჟაშქვაში იყო. ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ... ...
  • "ქურდული სხადნიაკის" მოწყობა - კიევში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი "გალსკი" დააკავესკიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ნუკრი დოჩია, იგივე, გალსკი დააკავეს. კიევის პოლიციის უფროსის, ანდრეი კრიშჩენკოს თქმით, გალსკი კიევში არალეგალურად იმყოფებოდა და „კრიმინალური ავტორიტეტების“ „სხადნიაკის“ ორგანიზებით იყო დაკავებული. ნუკრი გალსკის 2018 წლის დეკემბერში​ უკრაინაში სამი წლით აეკრძალა შესვლა, შესაბამისად, მან სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.1987 წელს დაბადებული ნუკრი გალსკი არაერთხელ იყო ნასამართლევი მძიმე ... ...
  • საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილებას უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო (R)საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით უზბეკეთის დელეგაცია ეწვია. პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა სტუმრებს საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება და სამომავლო გეგმები გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრი პირველი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც საჯარო სერვისებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციები კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭირვალე გახდა. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ სხვა წარმატებულ რეფორმებსაც გაეცნენ. უზბეკეთის დელეგაციის შემადგენლობაში გენერალური პროკურატურის, ფინანსთა და შრომის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ. ... ...
  • ფოთში ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა (R)მიმდინარე წლის 20-21 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის’’ ორგანიზებით და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიასა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი ‘’ვივამედი’’, დავით გაგუას კლინიკა, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა ‘’გიდმედი’’, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 33-მა წამყვანმა ექიმმა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაუწია 800-მდე ბენეფიციარს. მათ, ასევე, უფასოდ გადაეცათ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია, სამსახურის წარმომადგენლები ფოთში, დავით კვარაცხელია და მერაბ კორშია,  ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია, ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის’’პრეზიდენტი, ქეთი ბარათელი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. ... ...
  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინასაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.8845 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0014-ით გამყარდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2357 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2410 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0053-ით გამყარდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5955 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6177 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0222 -ით გამყარდა. თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5077 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5109 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0032-ით ... ...

არქივი

ზაფრანი

ვაზელინი - ჯენიფერ ენისტონის სილამაზის საიდუმლო

50 წლის ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ...

ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცები

ამ მამაკაცებზე ოცნებობს მილიონობით ქალი,...

კაცმა ტატუ თვალში გაიკეთა

ბოლო დროს თვალის ტატუ ხელოვნების...

როგორი სიმთვრალე აქვს რიანას

საუბარი რიანას შემოქმედებაზე და მის...

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერალია

ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების...

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...