"ინდი გოგო" ოზურგეთის მეორე სკოლას სიზუსტის, სანდოობის სიმბოლოდ შემორჩება"

საზოგადოება

"ინდი გოგო" ოზურგეთის მეორე სკოლას სიზუსტის, სანდოობის სიმბოლოდ შემორჩება"

4 მარ. 2021, 12:40:06

ყველასგან გამორჩეული იმით იყო, რომ ყველაზე ბოლოს იტყოდა თავის სათქმელს, ყველას დაუთმობდა გზას თუ სიტყვას... თავის  საქმეს კი არავის! "როცა უსაზღვრო სიყვარულითა და პასუხისმგებლობით აკეთებ, უბრალო საქმემაც კი, შეიძლება, უდიდეს ადამიანებად გამოგვაჩინოს", _ ამ სიბრძნის გამოხატულებაა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში, ინდიანა ჭანიშვილის მიერ გავლილი სამოცწლიანი შრომითი გზა.


მან, ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლაში, 1959 წელს დაიწყო საქმეთა მმართველად მუშაობა და 2019 წელს, 60-წლიანი მუშაობის სტაჟით დაემშვიდობა ოჯახადქცეული სასწავლებლის კედლებს.

ერთი შეხედვით, უბრალო და ამავე დროს, ყველაზე საპასუხისმგებლო პოზიციაზე მუშაობადა. როცა დოკუმენტაციასთან ჰქონდა საქმე და მცირე ცდომილებას, შესაძლოა, სავალალო შედეგი მოჰყოლოდა, არავის ახსოვს, მის ხელთ არსებულ საბუთებში, უზუსტობა აღმოეჩინათ. სამოცი წლის მანძილზე ერთხელაც არ მომხდარა ეს უდიდესი კონტიგენტის მქონე სკოლაში.

ამიტომ უწოდებდნენ ქალბატონ ინდიანას მეხსიერების და პასუხისმგებლობის უზადო ფენომენის მფლობელს.
მაინც რას აკეთებდა?

მარტო ის ფაქტი, რომ 60 წლის განმავლობაში ყოველ წელს ორ ენაზე ავსებდა ასამდე კურსდამთავრებულის ატესტატს, როგორც თავად იხსენებს, შავი ტუშით და კალმით, არ ახსოვს ერთი ზედმეტი წერტილი დაესვას ან მიეკლოს. ზეპირად იცოდა, სად, რომელ თაროზე თუ უჯრაში რა დოკუმენტი იდო, რომელ ბწკარზე რა ეწერა!

_ ვიდექი თუ ვიჯექი, მუდამ იმაზე ვფიქრობდი, სადმე უზუსტობა არ გამპარვოდა, უბრალოდ, წერტილიც არ მქონოდა წაშაშლელი, _ იხსენებს "ინდი გოგო", როგორც მას ქართული ენის პედაგოგმა, მაია ღლონტმა მოფერებით შეარქვა და მერე სკოლაშიც ასე ესიყვარულებოდნენ.
_ საოცარი ის იყო, სამსახურში მოსვლამდე 5 წუთით რომ დაგვიანებოდა დათქმულ დროს მოსვლას, დარეკავდა და ითხოვდა: "ბანკში შევიარე, 5 წუთი თუ დამაგვიანება", _ გვეტყოდა და ვიცოდით, რომ ერთი წუთითაც არ გადააშორებდა დათქმულ დროს, _ გვეუბნება ინდიანას ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, სკოლის თანამშრომელი მარინა წულაია.

_ თუ სიზუსტე იყო საჭირო და რაღაც, თუნდაც წერტილისოდენა საეჭვო იყო, ვიდრე ჩანაწერს ვნახავდით შესადარებლად, ინდიანასთვის უნდა გვეკითხა და მერე არ იყო საჭირო რაიმეს ძებნა, _ გვეუბნება სკოლის პედაგოგი იზოლდა სიხარულიძე.
რას გვიამბობს თავად ინდიანა ჭანიშვილი...

მისი თქმით, "მაღალი სკამი" არც არასდროს ეკავა, თუმცა, მოწოდებით ძალიან პუნქტუალურსა და პასუხისმგებლიანს, მუდამ სამსახურებრივი საქმის უმაღლეს დონეზე შესრულება მიაჩნდა ყველაზე მაღალ თანამდებობად.

_ 1959 წელს დავიწყე სკოლაში მუშაობა. სკოლის დირექტორმა, ელენე თავართქილაძემ მომიწვია სკოლაში სამუშაოდ. მისი მოსწავლე ვიყავი და ვახსოვდი, როგორც წარმატებული. მალე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში ჩავირიცხე. მაშინ დაუსწრებელი სწავლების ფაკულტეტი არსებობდა. კარგად შევძელი, საქმესთან ერთად, სწავლა გამეგრძელებინა. მუშაობის პარალელურად დავამთავრე ინსტიტუტი. პროფილით მუშაობამ კიდევ უფრო გამომაწრთო. თავმდაბლობით არ ვამბობ, არასოდეს მიყვარდა წინა პლანზე გამოჩენა. ჩემს ოთახში, ჩემს დოკუმენტებთან, საბუთებთან ვაკეთებდი უსაყვარლეს საქმეს, ვასრულებდი ჩემს საყვარელ საქმეს. უმთავრესი საფიქრალი ის იყო, როგორმე ელენე თავართქილაძის ნდობა დიდი ერთგულებით და პასუხისმგებლობით გამემართლებინა! _ სულ ეს იყო. რვა დირექტორთან მომიწია მუშაობა. ახლანდელი დირექტორი, ფატი სიორიძე მეცხრე იყო, რომელმაც დიდი გაცილება მომიწყო. ვერ გეტყვით, რომ რაიმე საოცარი ჩავიდინე. განა ყველა ადამიანი უსაზღვრო ერთგულებით და წესიერებით არ უნდა ასრულებდეს მინდობილ საქმეს? რამხელა სიბრძნეს, სიღრმეს, სიამაყეს, სიმაღლეს და შეუფასებელ სიმდიდრეს იტევს სიტყვები: "ნდობა", "სანდო"... მე ჩემს სამსახურს მივუძღვენი ჩემი შეგნებული ცხოვრება. ახლა კი შინ ვარ. ძმისშვილები საოცრად ზრუნავენ ჩემზე. პანდემიის გამო, არ მიშვებენ ეზოს გადაღმა, თორემ ხანდახან მოვინახულებდი ჩემ უსაყვარლეს პედაგოგებს, ბავშვებს, _ სითბო და სიყვარული ხმიანობს ქალბატონ ინდიანას ხმაში და ანდერძივით ალაგებს ახალგაზრდობისთვის სათქმელს:

"მინდა ვუთხრა ჩვენს საფიცარ ახალგაზრდობას _ იყავით შრომისმოყვარე, პატიოსანი, მოკრძალებული და ერთგული საქმის კეთებისას და ადამიანებთან ურთიერთობისას! ასეთი მიდგომით ცხოვრება უბედნიერესი იქნება. კი, შეიძლება, რაღაც გაწყენინონ, გეტკინოს... ცხოვრება არაა ეკლების გარეშე, თუმცა, ათასჯერ მეტი სიკეთე დაგიბრუნდება უკან, ერთგულად გაკეთებულის სანაცვლოდ".

მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, ფატი სიორიძე ცრემლიანი სიხარულით იხსენებს ინდიანა ჭანიშვილთან გავლილი სასკოლო ცხოვრების პერიოდს:
_ ეს იყო, როგორც იტყვიან, ნამდვილი აკადემიური, უღალატო, ფუტკარივით მშრომელი მუშაკი, რომელსაც ანდობდი არათუ სკოლას თავის საბუთებით, არამედ სიცოცხლეს! მახსოვს, მუშაობა რომ დავიწყე, ძალიან ვნერვიულობდი. მაშინებდა დიდი და სახელოვანი ტრადიციის მქონე სკოლაში მუშაობა. ათასი კითხვა მიტრიალებდა თავში. ქალბატონმა ინდიმ შემატყო ეს ყველაფერი, ხელი ხელზე მომკიდა და ორიოდე სიტყვით მითხრა: "ნუ გეშინია, შენ ყველაფერს შეძლებ!" სტიმული მომცა... მას შემდეგ ოცი წელი გავიდა. ყოველდღე მისგან რაღაცა ახალს ვსწავლობდი და როცა ასაკში შევიდა და წასვლა დააპირა, ვცდილობდი, ყოველი დღით გადამედო და გამეხანგრძლივებინა მისი წასვლა. მინდა, დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო. მისი ნიშაა ცოცხალი, მოძრავი ენციკლოპედია. უზუსტესი მეხსიერება... დღეს კომპიუტერს შეცვლიდა, ლამის... _ ამბობს ფატი სიორიძე.
_ ერთხელ იყო ასეთი შემთხვევა. მოვიდა ერთი ახალგაზრდა და შეწუხებულმა ითხოვა, ატესტატი დავკარგე, ახალის აღება მინდა, დამეხმარეთო. ინდიანა დააკვირდა და ... " ვიცი, ვიცი... შენ ამა და ამ კლასში, იმის გვერდით იჯექი... ვიცი, სად დევს დოკუმენტაცია, ახლავე ვნახავო", _ იხსენებენ სკოლაში.

ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, სკოლის კურსდამთავრებულთა, უამრავი თაობის უკიდეგანო სიყვარული არ მოდის უცებ და შემთხვევით... თითქმის, ყველას სათქმელს ამბობს ოზურგეთელი ზურაბ თოიძე, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს და ინდიანა ჭანიშვილს საგანგებო მოკითხვას უთვლის:

"დედაჩემის მეგობარი იყო, ჩვენთვის მუდამ დედასავით საყვარელი... მის წინაშე, მუდამ ისე მოწიწებით და სიყვარულით უნდა მდგარიყავი, როგორც მშობლის წინაშე. დიდხანს სიცოცხლე მინდა ვუსურვო... ვეფერები ყველა თაობის სახელით..."
როგორც ვთქვით, დიდი ხანი არ არის, რაც ქალბატონი ინდიანა ჭანიშვილი სკოლიდან გააცილეს. სკოლის დირექტორი, მასწავლებლები არასდროს ივიწყებენ, მით უფრო, დაბადების დღეზე.

"ჩვენი სკოლის კოლორიტი, ყურადღებიანი, თბილი, კეთილი, საღად მოაზროვნე, ცოცხალი ენციკლოპედია... ახლახან 83 წლის გახდა. ვულოცავთ, დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ," _ ამბობს სკოლის პედაგოგი მაია ღლონტი და იხსენებს:

"ოო, ჩვენი ინდი-გოგო, ჩვენი სკოლის აკადემიური სახე, კრისტალური ადამიანი, საუცხოო კადრი... მან ხომ მუდამ ყველაფერი იცოდა და იცის დღესაც. საოცარი ადამიანია. არავის დატოვებდა უყურადღებოდ. ერთი ხუმრობაც იყო გავრცელებული ოზურგეთში. თუ ვინმე გარდაიცვლებოდა: "ჯერ არ დაკრძალოთ, ინდიანა მოვა აუცილებლადო" _ ამბობდნენ. ჩვენი "ინდი გოგო" ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლას სიზუსტის, სანდოობის სიმბოლოდ შემორჩება. მინდა, დიდხანს ჯანმრთელად სიცოცხლე ვუსურვოთ ამ საოცარ ადამიანს, სკოლის ცოცხალ მემატიანეს".
"გურია ნიუსი" დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ბედნიერ დღეებს უსურვებს სამაგალითო ქალბატონს, რომელმაც თავის სახელს, თავისივე დამსახურებით, სახალხო სიყვარული არშიასავით შემოავლო.





 ახალი ამბები
  • „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინეს - რა მოხდა გუდაურშისაქართველოს პროკურატურამ, 2018 წლის 16 მარტს გუდაურში, ე.წ „საძელე"-ს მთაზე მომხდარი საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევის შედეგად მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" მემანქანე-ოპერატორებს ვ.ო.-ს და ლ.წ.-ს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა გუდაურში ე.წ „საძელე"-ს მთაზე განთავსებული საბაგირო გზა ელექტრო ენერგიის ძაბვის ვარდნის შედეგად, ავარიულად გაჩერდა. საბაგირო გზის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციაზე პასუხისმგებელმა პირებმა - შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის" თანამშრომლებმა - ვ.ო.-მ და ლ.წ.-მ დაარღვიეს საბაგირო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესი და ვერ უზრუნველყვეს მისი უსაფრთხო მართვა, რის შედეგადაც საბაგიროს ხუთმა მგზავრმა ჯანმრთელობის მძიმე და ნაკლებად მძიმე ხარისხის  დაზიანებები მიიღეს. პროკურატურამ ვ.ო.-ს და ლ.წ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით (საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც მოქალაქეთა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე და მძიმე დაზიანებები გამოიწვია) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად  ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ... ...
  • თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული დ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143 პრიმა-ორი მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებულ შრომით ექსპლუატაციას ... ...
  • სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობისას 1 პირი დააკავესპოლიციამ ქუთაისში სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა - დაკავებულია 1 პირი. “შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული გ.ჩ. ქურდობის მცდელობის ფაქტზე, ქუთაისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2 თანამზრახველთან ერთად, ქუთაისში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე, „თიბისი ფეის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა სცადა, რა დროსაც პოლიციამ იგი შემთხვევის ადგილზე დააკავა, ხოლო მისმა თანამზრახველებმა გაქცევა მოახერხეს. სამართალდამცველებმა გ.ჩ.-ის თანამზრახველების იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს და მათი დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-177 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქურდობის მცდელობას გულისხმობს”,_ აცხადებს ... ...
  • "სხვა გზა არ დამრჩენია" - მეუფე სტეფანე ისევ სასულიერო პირების განკვეთას აანონსებსჭყონდოდელი მიტროპოლიტი სტეფანე სალხინოს ტაძარში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ დაპირისპირებაში მონაწილე სასულიერო პირები თავის საქციელს არ მოინანიებენ,  მღვდელმსახურებიდან განკვეთს: "სხვა გზა არ დამრჩენია და ვაცხადებ დღეს და შაბათს აღვასრულებ, თუ იღუმენი დანიელი არ მოინანიებს ამ ამბოხს და ამ უაზრო მოქმედებებს, რომელიც პირდაპირ მიმართულია ეკლესიის წინააღმდეგ, მე გადაწყვეტილებას ვიღებ, რომ ეს ადამიანი განვკვეთო და აღარ ექნება უფლება, იყოს მღვდელმსახური. შაბათს ვიქნები თამაკონში, მოვიდეს და გამოაცხადოს საქვეყნოდ სინანული. შეიძლება ამ შემთხვევაში მისი განკვეთა არ მოხდეს. ასევე, დიაკონ ანანიას და ბერდიაკონ პეტრე ღუდუშაურს განვკვეთავ, თუ ისინიც არ მოინანიებენ. იქ იყო ერთი ბერმონაზონი, რომელსაც სამღვდელო ხარისხი არ გააჩნია და თუ არ შეწყვეტს უაზრო ქმედებებს, ალბათ მივიღებ ზომებს, მაგრამ ჯერჯერობით ამ სამით შემოვიფარგლები", _ აცხადებს მეუფე სტეფანე. წყარო: ... ...
  • პრეზიდენტი: 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზესაქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, იენს სტოლტენბერგთან შესანიშნავი საუბარი ჰქონდა და მათ ალიანსისკენ საქართველოს სწრაფვა და ავღანეთში უახლოეს თვეებში თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. „დღეს შესანიშნავი საუბარი მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ალიანსის მომავალი სამიტის ნატო-სკენ საქართველოს გზის დასადასტურებლად და უახლოეს თვეებში ავღანეთში ჩვენი თანამშრომლობის განსახილველად. საქართველოში 19 აპრილს მიღწეული შეთანხმება გააღრმავებს ჩვენს პროგრესს ევროატლანტიკურ გზაზე”, - წერს სალომე ზურაბიშვილი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

"კალისტო 1920 "_ გურიაში "გემოვანის" პური გამოჩნდა

პური ერთ-ერთი უძველესი საკვებია და...

ერთი ნაჩუქარი ბაჭიით დაწყებული საქმე: "ბოცვრის მოშენება ყველა ოჯახმა უნდა შეძლოს"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაამაღლებაში მცხოვრები,...

ზღმარტლი _ მცენარე, რომელიც იმსახურებს ყურადღებას

მუშმულას და უნაბის შემდეგ, ჩვენს...

გავამზეუროთ ქოთნის ყვავილები

ახლა, ადრიან გაზაფხულზე, მზიან, თბილ...

ქათმის მხალეული

მრგვალად მოხარშული (და არა შემწვარი)...

ბადრიჯნის უხორცო ჩანახი

ერთი კილოგრამი (ან რამდენიც გსურთ)...

უნაბი _ ძვირფასი ხეხილოვანი და სამკურნალო მცენარე

უნაბის ნაყოფი გემოთი და გარეგნობით...

მუშმულა _ საუკეთესო მცენარე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს

 მუშმულა (იაპონური ზღმარტლი) განთქმულია ნაყოფის...

ჩავატაროთ თხილის "ცისფერი წამლობა"

ჩვენი მკითხველები აქტიურად გვეხმაურებიან და...

გურიაში კივს საშიში დაავადება გაუჩნდა

გურიაში, კერძოდ კი, ოზურგეთში, კივის...