IPM: გურია ყველაზე უსაფრთხო რეგიონია


საზოგადოება

IPM: გურია ყველაზე უსაფრთხო რეგიონია

20 აპრ. 2017, 13:59:58

კომპანია IPM-მა, იმის გასარკვევად თუ  რამდენად უსაფრთხოდ გრძნობს თავს საქართველოს მოსახლეობა კვლევა ჩაატარა და პირისპირი ინტერვიუს მეთოდით 800 ადამიანი გამოკითხა.

კვლევის მიზნებიდან გამომდინარე IPM-მა ინდექსური მეთოდი გამოიყენა:

"გამოყვანილია ანალიტიკური მახასიათებელი - უსაფრთხოების ინდექსი. ინდექსი გვიჩვენებს თუ რამდენად უსაფრთხოდ და დაცულად გრძნობენ მოქალაქეები თავს საქართველოში. ინდექსი ითვალისწინებს ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა: პოლიციისადმი ნდობა, ქუჩაში უსაფრთხოების განცდის ხარისხი, საკუთარი შეხედულებების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა და სხვა. ინდექსი მნიშვნელობას იღებს 0-დან (საერთოდ არ ვგრძნობ თავს დაცულად/უსაფრთხოდ) 100-მდე (სრულიად უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს). კვლევის შედეგებიდან გამომდინარე საქართველოში ეს ინდექსი 74-ის ტოლია," _ აღნშნავენ კომპანიაში.

კვლევის თანახმად, ინდექსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება კახეთში (66), ხოლო ყველაზე მაღალი გურიაში (89).

"როგორც კვლევამ აჩვენა, 100 ბალიანი შკალით საქართველოში მოქალაქეები საკუთარ უსაფრთხოებას აფასებენ 74 ქულით. ეს შედეგი შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც დამაკმაყოფილებელი. ასევე აღსანიშნავია, რომ საშუალო მაჩვენებელზე დაბალი შედეგი დაფიქსირდა მხოლოდ თბილისში (68), კახეთსა (66) და სამცხე-ჯავახეთში (71)," _ აღნიშნულია IPM-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.




 ახალი ამბები
  • ბაღდათში უკანონო სახერხი საამქროები გამოავლინესბაღდათის მუნიციპალიტეტში ორი უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით,  მოქალაქეებს  ბაღდათში ლენტური ტიპის, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ობჩაში კი, ცირკული ტიპის სახერხი საამქროები ჰქონდათ მოწყობილი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სახერხი საამქროები დალუქეს. „ტერიტორიიდან თხმელის სახეობის უკანონოდ მოპოვებული და ტრანსპორტირებული მორებისგან დამზადებული 1,5 კუბური მეტრი ფიცარიცაა ამოღებული. ვინაიდან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა“,_ აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კომპანია „Lucky Step“-ს“ საქმიანობას აფართოვებსსაქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის ხელშეწყობით, კომპანია „Lucky Step“-ს“ საქმიანობას აფართოვებს. ბიზნესის მხარდასაჭერად, ბანკის მხრიდან 300,000 ლარის მოცულობის ფინანსური რესურსი გაიცა. საბავშვო ფეხსაცმლის ხაზი მომხმარებელს ახლა უკვე საბავშვო ჩანთებისა და საკანცელარიო ნივთების ფართო არჩევანსაც შესთავაზებს. „Lucky Step“-ს ბაზარზე მისი მაღალი ხარისხი გამოარჩევს. პროდუქცია იმპორტირებულია ევროპიდან და ხელმისაწვდომია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ მაღაზიაში. ამასთან, კომპანია  მომხმარებელს პროდუქციის განვადებით ყიდვის შესაძლებლობასაც აძლევს.  ამჟამად „Lucky Step”- ის ყოველდღიურ საქმიანობაში 10 ადამიანია ჩართული. კომპანია სამომავლოდ კი საკუთარი საწარმოს გახსნასა და საკუთარი ხაზის ფეხსაცმლის წარმოებას გეგმავს. “საქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ბიზნესის ხელშეწყობასა და წახალისებას. ამჯერად ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით კომპანია “Lucky Step”-ს  შეთავაზებულ პროდუქციას კიდევ უფრო ამრავალფეროვნებს. მოხარული ვართ, რომ კომპანია აქტიურად აგრძელებს მაღალი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას. გვინდა წარმატება ვუსურვოთ გუნდს სამომავლო გეგმების განხორციელებაში, კონკრეტულად კი საკუთარი საწარმოს გახსნისა და ფეხსაცმლის წარმოებაში“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • მაია ცქიტიშვილი _ "ნუ ავყვებით ოპოზიციის სცენარს"ჩვენს ოპოზიციას აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი და მის დესტრუქციულ ნაწილს ნამდვილად არ აწყობს ხელისუფლების წარმატება პანდემიასთან და ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლაში, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ არასწორია რევოლუციურ სცენარზე და აფეთქებაზე საუბარი. მისი თქმით, ხელისუფლების ყოველდღიური ამოცანა არის, მართოს პანდემიაც და ეკონომიკის გახსნის პროცესიც ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს უარყოფითი შედეგები. „ყოველდღიური საქმიანობა, შესაძლებლობების ძებნა, შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან, ყველაფერი ეს წინაპირობა და საშუალებაა სწრაფად დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას ინფიცირების გავრცელების ტემპი დამოკიდებულია თითოეულ ჩვენგანზე. ჩვენ, ყველანი ერთად თუ ვისწავლით პანდემიასთან ერთად, წესების შესაბამისად ცხოვრებას, ეს ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების შენელებას და ყველანი ერთად შევძლებთ ბევრად უფრო სწრაფად გავხსნათ ეკონომიკის ესა თუ ის სფერო. ამიტომ ვკონცენტრირდეთ კონსტრუქციულ დღის წესრიგზე და ნუ ავყვებით ოპოზიციის სცენარს. სწორედ ამაზე იყო ჩვენი შეთანხმება დღეს ბიზნესთან და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ბიზნესიც ასე უყურებს ამ საკითხს. ჩვენ ნამდვილად ვართ ერთიანი ამ პოზიციაში ბიზნესიც და ხელისუფლებაც, ჩვენ არ წარმოვადგენთ სხვადასხვა მხარეს, ერთად უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ, როგორც ბიზნესის ასევე მათი თანამშრომლების და ბიზნესის მომხმარებლების ინტერესები, დავიცვათ მათი უსაფრთხოება და შესაბამისად დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა“, – განაცხადა მაია ... ...
  • შსს-მ ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავაშინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ინსპექტორ-გამომძიებელი დააკავა_ ამის შესახებ ინფორმაცაიას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით ფოთის საქალაქო სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით აგრძელებს“,_ ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ... ...
  • საპროტესტო აქცია ოზურგეთში: სამინისტრომ ფერადი ლითონების საწარმოს პროექტის განხილვა გადადოდღეს, ოზურგეთში, თაყაიშვილის ქუჩაზე, (ექადიის უბნის დასაწყისი)  ადგილობრივ მკვიდრთა ინიციატივით,  საპროტესტო აქცია გაიმართა. მათ გამოტანილი ჰქონდათ ტრანსპარანტები გარემოს დაცვის მოთხოვნის შინაარსით. მათ მოითხოვეს, შეჩერდეს შპს „არერსა  მეთალის“   მეორადი ნედლეულიდან ფერადი ლითონების წარმოების საწარმოს მშენებლობის და ექსპლოატაციის პროექტის ონლაინ განხილვა.  _ არ გვინდა ტოქსიკური საწარმო. თუ ჩვენზე ზრუნავთ, ბიზნესმენია თუ ინვესტორი,  ხილის გადამამუშავებელი საწარმო ან სამკერვალო ფაბრიკა გახსნან. ორ ცვლაში ვიმუშავებთ. ხალხი დასაქმდება. ჩვენ მოგვისმინეთ და ისე გააკეთეთ. არ დაგანებებთ _  ამბობდნენ პროტესტის მონაწილეები. აქციაზე ჩვეული სიტყვით გამოვიდა და ვრცლად ისაუბრა, არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოს“ ლიდერმა, ირმა გორდელაძემ. მან დეტალურად ისაუბრა აქ საწარმოს ამოქმედების დაუშვებლობაზე. _შარშან, ივლისში, როცა შევიკრიბეთ, სკოპინგი, პირველი განხილვა არ ჩატარებულა. არც ონლაინ ჩატარებულა. პირდაპირ გადავიდნენ ბოლო ეტაპზე, რომელიც ახლა, 29-ში იყო ჩანიშნული. რომ არ მომეპოვებინა ეს ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე და არ მეცნობებინა თქვენთვის, მედიისთვის,  გარემონტებულია შენობა, ისე კარგად ამოქმედდებოდა ეს საწარმო, როგორც დაგიბარებია, _ თქვა გორდელაძემ. საწარმოს დირექტორმა,  შავლეგ მიგრიაულმა მოითხოვა ადამიანთა ჯგუფის გამოყოფა, რომლებთანაც დეტალურად ისაუბრებდნენ, რა კეთდებოდა და რომ სახიფათო არაფერია. _აგერ, აქ რომ გვითხრა, არ შეიძლება? აქ თქვით,  რას აკეთებთ. რად გინდა ცალკე ჯგუფი?არ გვაინტერესებს ჩვენ, ვინ რა  პოლიტიკური ორიენტაციისაა. შვილებს ვზრდით, ჰაერი არ უნდა მოიწამლოს. ურანი მოგაქვს , იქნებ. არ უნდა გვითხრათ, რას უკაკუნებთ აქ, ამდენი ხანია? -მიმართა მას ადგილობრივმა ნუკრი კუტალაძემ. ჟურნლისტმა, თაყაიშვილის ქუჩაზე მცხოვრებმას ნუგზარ ასათიანმა, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ჩოხასავით მოირგო ლოკდაუნი და მოსახლეობის გვერდის ავლით აპირებენ პროექტის განხილვას, _ სახელმნიფოს სურს  საწარმოს აშენება? კი, ბატონო, დასახლებული პუქტიდან შორს ააშენოს და არა მდინარის აუზში, მოსახლეობის შუაგულში, _ თქვა მან. ნუგზარ ასათიანმა  ასევე პროტესტის მონაწილეებს გააცნო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ,  უკვე მიიღეს პასუხი, რომ მათ  პროექტის განხილვა ორი თვით გადადეს. ოზურგეთის საკრბულოს წევრმა, ლევან მგელაძემ მიგრიაულს უთხრა, რომ საფუძვლიანად გაეცნო ამ პროექტს და არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. _სად მიდის სანიაღვრე არხი? კანალიზაცია სად გადის? ხალხს ნუ ატყუებთ! მოიქეცით კეთილსინდისიერად, _ მოითხოვა მგელაძემ. შავლეგ მიგრიაულმა არაერთრხელ განმარტა, რომ საშიში არაფერია. ხალხის კატეგორიულ მოთხოვნაზე, რომ 20 მეტრში ანასეულის წყალსადენის ჭაბურღილებია განთავსებული და არ მისცემენ მოწამვლის უფლებას, მან ასე უპასუხა: _ მე ეს წყალი შემყავს აქ და ჯერ მე უნდა დავლიო. რას ამბობთ? მოვწამლავ და დავლევ? _ვინც დაგრთო ნება, რომ მანდ წყალი შეიყვანო და რაღაცეები აკეთო, ის მობრძანდეს აქ და ჩვენ გავცემთ პასუხს. ააშენეთ ქალაქგარეთ და რაც გინდათ,  ის ჰქენით. აქ არ დაგანებებთ ამ ტოქსიკური საწარმოს გახსნას, - ამბობდნენ  აღელვებული აქციის მონაწილეები. საბოლოოდ, აქციის მონაწილეებმა  მაინც საიმედოდ  მიიჩნიეს პროექტის განხილვის გადადება, რომელიც 28 იანვრისთვის  იყო ჩანიშნული. „გურია ნიუსი“ აქციის შესახებ ვრცელ სტატიას მალე ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....