"ისე შენი დედა შევე..ი" _ ვინ არის მოსამართლე, რომელიც ღირსებას გინებით იცავს

საზოგადოება

"ისე შენი დედა შევე..ი" _ ვინ არის მოსამართლე, რომელიც ღირსებას გინებით იცავს

2018 მაი 29 14:11:59

 „ისე შენი დედას შევეცი, რამდენი შენ სიმართლეს ლაპარაკობ!“ _ ეს კომენტარი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ცაბუტაშვილმა მოქალაქე გია ფაცურიას კომენტარის საპასუხოდ, სოციალურ ქსელში გააკეთა.

ფაცურია მოსამართლეს არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებდა და მის მიმართ შეურაცხმყოფელ ფრაზებსაც არ იშურებდა.

_ არ უარვყოფ, რომ მეც შევაგინე, მაგრამ ისე მძიმედ არა, როგორც მან. მოსამართლე ცაბუტაშვილმა და საკონსტიტუციოს თავმჯდომარემ თავაძემ დაარღვიეს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის 22-ე მუხლი, არ იხილავენ ჩემს საკონსტიტუციო სარჩელს _ დარღვეულია ყველა ვადა და ეს გახდა ჩემი გაღიზიანების მიზეზი.

სხვათა შორის, ეს ის ცაბუტაშვილია, რომელმაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, კახეთის საოლქო პროკურორად მუშაობისას, ცოცხალი კაცის „მკვლელობისთვის“ დააჭერინა ბახუტოვი და ეს საქმე  შეგიძლიათ იმდროინდელი სახალხო დამცველის სოზარ სუბარის ანგარიშში ნახოთ, _  აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ფაცურიამ, რომელიც მოსამართლის მხრიდან შეურაცხყოფის მიყენების ფაქტის უყურადღებოდ დატოვებას არ აპირებს და ამბობს, რომ სამართლებრივად იბრძოლებს.

მოსამართლე ცაბუტაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისი გინება ფაცურიას გინების საპასუხო იყო:

_ მისი გინება და შეურაცხყოფა არ ნახეთ?! _  კითხვაზე კითხვით გვიპასუხა მოსამართლემ.

_ ბატონო თამაზ, ვნახეთ, მაგრამ  თქვენც გინებით უნდა უპასუხოთ? თქვენ ხომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ბრძანდებით?

_ კი, რა თქმა უნდა.

_ ფიქრობთ, რომ სწორია, როცა ადამიანს, რომელსაც კონკრეტული პრეტენზიები აქვს, ამბობს, რომ სარჩელის განხილვას აგვიანდება, სოციალურ ქსელში აგინებთ?

_ თვითონ უნდა მაგინოს?

_ თავადაც არ უნდა გაგინოთ, მაგრამ თქვენ მოსამართლე ხართ და ამ საკითხს სამართლებრივად არ უნდა მიუდგეთ?

_ მანდ სამართლებრივი მხარე არაფერ შუაშია.  აქ წმინდა ადამიანური მხარეა. მომაყენა შეურაცხყოფა.  რა თქმა უნდა ადამიანს აქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ, პირველ რიგში, არის ღირსება და მერე დანარჩენი ყველაფერი.

_  დედის გინებით ღირსება დაიცავით?

_  როგორც მომაყენა შეურაცხყოფა, მეც იგივე პასუხი გავეცი, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრისას მოსამართლემ.

თამაზ ცაბუტაშვილი დაიბადა 1964 წლის 7 აგვისტოს სიღნაღის რაიონში.

საკონსტიტუციო სასამრთლოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ცაბუტაშილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1982-1990); მუშაობდა გარდაბნის რაიონში საქსოფდამზადების მუშად (1981-1983); 1985-1987 წლებში გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური.

1992 წლის აპრილიდან ამავე წლის აგვისტომდე იყო თბილისის  ტრანსპორტის პროკურატურის  სტაჟიორი.

მუშაობდა  ქ. თბილისის პროკურატურის ტრანსპორტზე კანონების შესრულებაზე ზედამხედველობის განყოფილების სტაჟიორი პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე (1992–1993).

1993 წლის მარტში დაინიშნა ქ. თბილისის პროკურატურის ტრანსპორტზე კანონების შესრულებაზეზედამხედველობის განყოფილების პროკურორად, ხოლო ამავე წლის ივლისში ქ. თბილისის სარაიონოთაშორისო პროკურატურის უფროს გამომძიებლად.

მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს  გმს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლად (12.1993-06.1994), ხოლო შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის საგამოძიებო აპარატის გმს გამომძიებლად (06.1994-03.1995).

1995 წელს დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის გენერალური პროკურორის საგამოძიებო აპარატის კრიმინალისტიკური განყოფილების პროკურორ-კრიმინალისტად (1995-1996).

მუშაობდა ქვემო ქართლის სამხარეო პროკურატურის საგამოძიებო განყოფილების პროკურორად(1996-2003).

2003-2004 წლებში იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში მოკვლევისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონიერებაზე ზედამხედველობის სამმართველოს, შსს ორგანოებში კორუფციის, ნარკოდანაშაულის და ადმინისტრაციულ პოლიციაში მოკვლევის კანონიერებაზე ზედამხედველობის განყოფილების პროკურორი.

2004-2011 წლებში იყო კახეთის საოლქო პროკურორი.

2003 წელს წარმატებით გაიარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2006 წელს მიენიჭა უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო – ღირსების მედალი.

მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ (06.2011-07.2011).

2011 წლის 4 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 ივლისის N351 ბრძანებულების საფუძველზე, დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად.

მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა  ფიცის დადების დღიდან, 2011 წლის 26 ივლისს.




 ახალი ამბები
  • დიღომში "თეგეტა მოტორსი" გაქურდესგამთენიისას დიღომში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ მაღაზია გაქურდეს. ქურდებმა ვიტრინა ჩაამსხვრიეს და ამ გზით შევიდნენ მაღაზიაში. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სალაროდან წაღებულია ფული, თუმცა თანხის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოში 17 გრადუსამდე დათბება_ უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, ხოლო 19-20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში  +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში  დღეს, 17 თებერვალს შესაძლოა მცირე ნაელქი აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა  +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 18-20 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი კი +12, +14 გრადუსამდე გათბება. ... ...
  • ჩაფიძის კლინიკაში ვეტერანებს უფასო კვლევები ჩაუტარდათმიმდინარე წლის 15 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია უწყების 150-მდე ბენეფიციარს. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი და ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი, ვაჟა დალაქიშვილი. ურთიერთთანამშრომლობა უწყებასა და ჩაფიძის გულის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში დაიწყო და პირველი მემორანდუმიც გაფორმდა, რომელიც მხარეთა შეთანხმებით, ყოველწლიურად გრძელდება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ჩაფიძის გულის ცენტრმა, თანამშრომლობის დაწყებიდან დღემდე, უწყების ბენეფიციარებისთვის, 120-მდე საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა და 10 000-ზე მეტ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანსა და მათი ოჯახის წევრებს გაუწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებაც, უწყების ბენეფიციარებს, ინფორმაცია წინასწარ მიეწოდებათ.  ... ...
  • ქურდობის ბრალდებით თბილისში 3 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ს.ი., 1996 წელს დაბადებული ა.ა. და 2000 წელს დაბადებული კ.გ. ქურდობის ბრალდებით,  თბილისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ქირაობდნენ ავტომობილებს, შემდეგ ხსნიდნენ კატალიზატორებს, რომლებსაც სხვადასხვა ავტოსახელოსნოში აბარებდნენ. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ"  ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. ... ...
  • კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს სიცრუეს უწოდებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილისის პარკინგთან“ დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანია „სითი პარკისგან“ ტექნიკასთნ ერთად, 50  ათასი მოქალაქის ჯარიმა გადაიბარა. როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც 2007 წელს „სითი პარკს“ ხელშეკრულება გაუფორმა, საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებითაა დაკავებული. „მოვისმინე ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები. ბრიფინგს მართავდა ზუსტად ის პარტია, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაკავებულია 50 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით. სწორედ მისი მერობის პირობებში გაფორმდა კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება. როგორ ფიქრობთ, რამდენი გადაუხადეს თბილისის მერიას 2007 წელს, როდესაც პარკინგის თემა „სითი პარკს“ ჩააბარეს?! თბილისის მერიამ ნული ლარი მიიღო აღნიშნული ხელშეკრულებიდან, მაშინ, როდესაც დღეს, პარკირების ოპერირების უფლება მინიმუმ 15-20 მილიონად გაიყიდება. ამას ემატება ის შემოსავლები, რომელიც ოპერირების დროს უნდა გაიყოს“, _ განაცხადა თბილისის მერმა. მისი თქმით, „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტასა და კომპანიის ბალანსზე არსებული ტექნიკის გადმობარებისთვის თანხა ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. „ჩვენ მოვისმინეთ ცრუ განცხადებები, თითქოს, ეს თანხები ბიუჯეტიდან წავიდა.  ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დახარჯულა. ეს ზუსტად ის თანხები იყო, რომელიც კონკრეტულად იმ კომპანიის ჯიბეში უნდა წასულიყო. ჩვენ ორი წელია შევწყვიტეთ ეს ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2025 წელს ეწურებოდა და იმ თანხით, რომელიც აღნიშნული კომპანიის მოგებაზე უნდა ასახულიყო, გარიგება მოგვიწია. ისინი რომ საარბიტრაჟო სასამართლოში წასულიყვნენ, არ აქვს მნიშვნელობა მოვიგებდით თუ წავაგებდით, ეს გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული. 4 მილიონ 300 ათასი აშშ დოლარი იქნა გადახდილი კომანიასთან მორიგებისთვის. აღნიშნული თანხით ჩავიბარეთ ტექნიკა, რომელიც „სითი პარკს“ გააჩნდა. გარდა ამისა, გადმოვიბარეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, იგივე ჯარიმა, რომელიც დღეს ჩვენი საკუთრებაა“,_ აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში, რაც ოპერირება „თბილისი პარკინგმა“ დაიწყო, დედაქალაქის მერიამ შემოსავლის სახით, დაახლოებით, 22 მილიონი ლარი მიიღო. „წლის განმავლობაში, „სითი პარკი“ მილიონ 200 ათას ჯარიმას წერდა. შესაბამისად, მოსახლეობის უკმაყოფილება შემთხვევითი არ ყოფილა. კომპანიის ძირითადი შემოსავლის წყარო მოქალაქეების დაჯარიმება იყო. მოსახლეობა აპროტესტებდა, რომ ისინი არასწორად ახორციელებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას და ამასთან დაკავშირებით, სასამართლოში უამრავი საჩივარი შედიოდა. ჩვენ სწორი, რაციონალური გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლითაც არც ბიუჯეტი და არც მოქალაქეები დაგვიზარალებია. დღეს პარკირებიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიღებული შემოსავლები ხმარდება გამწვანების სამუშაოებს, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას და ა.შ“, _ განაცხადა კახა ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...