იცოდე, ჩაერთე, მოითხოვე! _ თვითმმართველობისა და მოსახლეობის ურთიერთობის ახალი შესაძლებლობები

საზოგადოება

იცოდე, ჩაერთე, მოითხოვე! _ თვითმმართველობისა და მოსახლეობის ურთიერთობის ახალი შესაძლებლობები

2019 თებ 9 16:21:31

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლიხაურის მკვიდრი, პედაგოგი და აქტიური მოქალაქე ირმა გორდელაძე ბოლო დროს, ადგილობრივ ხელისუფლებას და დეპუიტატებს,  სოფლის პრობლემების მოგვარების მიზნით, საკრებულოს სხდომაზე ხან პირდაპირი ჩართვის მეშვეობით მიმართავს, ხან კიდევ ელექტრონულ  პეტიციას არეგისტრირებს.

„როდესაც სოფელში ცხოვრობ ადამიანი, შეიძლება არ გქონდეს დრო ქალაქში ჩახვიდე და დაესწრო საკრებულოს სხდომებს. ამიტომ, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ამის შესაძლებლობას გვაძლევს თანამედროვე ტექნოლოგიებში ჩავერთოთ მოსახლეობა, ჩემთვის ეს მოსახერხებელია.

მე, პირადად, პროექტ “მართე სახლიდან“ ფარგლებში, საკრებულოს სხდომაზე დავაყენე საკითხი _ სოფელში არ იყო საკმარისი ნაგვის ურნები და მინდა გითხრათ, რომ ეს პრობლემა მოგვარდა. რაც შეეხება პეტიციას, აქ უფრო რთულად არის საკითხი და ველოდები კონკრეტულად, როდის გაგვცემენ ოფიციალურ პასუხს“, _  ამბობს ირმა გორდელაძე.

ირმა გორდელაძემ საკრებულოს ბიუროს ერთ-ერთ სხდომაზე პეტიციის შინაარსზე დაწვრილებით ისაუბრა. ხაზი გაუსვა საკითხს, რომლის მოგვარება მისთვის და მისი  თანასოფლელებისთვის მნიშვნელოვანია და შეეცადა, დაერწმუნებინა დეპუტატები, მხარი დაეჭირათ, საკითხის დადებითად გადაწყვეტაში. საკითხი კი, მართლაც მნიშვნელოვანია, არამარტო ერთი კონკრეტული სოფლისთვის.

“აიკრძალოს სოფელ ლიხაურში მდინარე აჭისწყლის აუზში ქვიშა-ხრეშის მოპოვება. სოფელი ლიხაური არის ტურისტული ზონა. ყველას მოგეხსენებათ, რომ აჭის წყლის ხეობა არის უნიკალური, ეს სიმდიდრე უნდა შევუნახოთ ჩვენს მომავალს და ქვეყანას. ტურისტებისთვის ეს ადგილი არის ერთ-ერთი მიმზიდველი, აქედან გამომდინარე, ლიხაურელებს სურთ, ეს სოფელი უფრო განვითარებული და წარმატებული იყოს. დიდია საშიშროება, რომ ის უნიკალურობა, რაც აქვს  ხეობას, დაკარგოს და მოსახლეობას ეს ნამდვილად არ გვინდა. დარწმუნებული ვარ, არც ხელისუფლების წარმომადგენლებს აქვთ ამის სურვილი. მდინარე აჭისწყალი უზრუნველყოფს სოფელ ლიხაურსა და დაბა ანასეულს სასმელი და ტექნიკური წყლით. თუ კი ამ საკითხის მოგვარებაში დაგვეხმარებით, დიდი მადლობელი დაგრჩებით“, _ თქვა ბიუროს სხდომაზე ირმა გორდელაძემ.

პეტიციიით მოსახლეობა აჭის წყლის ხეობის რეკრეაციულ ზონად გამოცხადებას და მდინარიდან ინერტული მასალის გატანის აკრძალვას  ითხოვს.

მოქალაქეთა  ჩართულობის მნიშვნელობა და შესაძლებლობები

2015 წლის 22 ივლისს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“  შევიდა ცვლილებები, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის გახორციელებაში, მოქალაქეთა მონაწილეობის სხვადასხვა ფორმას შეეხო.  შეტანილი ცვლილებებიდან, გამორჩეული მნიშვნელობა პეტიციის წარდგენის უფლებას ეხება, რაც ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და ქმედით მექანიზმს წარმოადგენს.

“მიგვაჩნია, რომ ქვეყნის განვითარება ძლიერი თვითმმართველობის გარეშე შეუძლებელია. ცენტრალურ ხელისუფლებასთან „უფლებებისთვის ბრძოლაში”, აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის გააქტიურება და მათი ჩართვა გადაწყეტილების მიღების პროცესებში“, _ ასე ფიქრობს ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი - „პროგრესის სახლის“ პროგრამების მენეჯერი ლევან მჟავანაძე.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ სამოქალაქო ჩართულობის ახალი მექანიზმების დანერგვის მიზნით, პროექტი მომზადდა, რაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ელექტრონული პეტიციის მექანიზმების დანერგვას გულისხმობს. კერძოდ, საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაბამისი ოპციების დამატებასა და ნორმატიულ მხარდაჭერას.

„ფაქტობრივად, ეს იყო ერთგვარი მცდელობა ცენტრალური ხელისუფლების დონეზე არსებული ღია მმართველობის კარგი გამოცდილების გადმოტანისა, ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, _ ამბობს, ლევან მჟავანაძე.

 ელექტრონული პეტიციების პორტალი  ichange.gov.ge საქართველოს მთავრობის პროექტია, რომელიც ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში, 2017 წლის გაზაფხულიდან მოქმედებს. პორტალის ფუნქციონირება გამყარებულია საქართველოს მთავრობის №245 დადგენილებით. მოცემულ  ეტაპზე აღნიშნულ პორტალზე 80-მდე ელექტრონული პეტიციაა დარეგისტრირებული.  ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, კერძოდ: არც ერთ დარეგისტრირებულ პეტიციას არ მოუგროვებია საჭირო 100 ათასი ხელმოწერა.

„ჩვენი მოსაზრებით, ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ვერ გროვდებოდა საჭირო ხმები, პეტიციაზე ელექტრონული ხელმოწერის განთავსების სირთულე იყო. პეტიციაზე ხელმოწერისთვის აუცილებელია სისტემაში რეგისტრაციის გავლა, რაც უბრალო მომხმარებლისთვის, ზოგადად, სირთულეს წარმოადგენს“, _ მიიჩნევს, „პროგრესის სახლის“ პროგრამების მენეჯერი.  ამ ყველაფრის გათვალისწინებით, „პროგრესის სახლის“ მიერ, 2017 წელს მომზადდა პროექტი, რომელიც მხარდაჭერილ იქნა აღმოსავლეთ-დასავლეთის ინსტიტუტის მიერ. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გათვალისწინებულ იქნა  ichange.gov.ge გამოცდილება, რის შემდეგაც დაიწყეს მზადება ელექტრონული პეტიციის სისტემის დანერგვაზე.

„ელექტრონული პეტიციის სისტემის მოდული მომზადებულ იქნა ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმის“  მიერ.   2018 წლის ზაფხულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ვებ. გვერდზე მოვახდინეთ სისტემის ინტეგრირება. უკვე აგვისტოს თვეში პირველი პეტიციაც დარეგისტრირდა.  ამავე პერიოდში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 1%-დან 0.5%-მდე შეამცირა ელექტრონული პეტიციის წარსადგენად აუცილებელი ხელწერების რაოდენობა. მოცემული ეტაპისთვის პეტიციის წარსადგენად აუცილებელია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 315 ამომრჩეველის ხელმოწერა,-გვეუბნება, „პროგრესის სახლის“ პროგრამების მენეჯერი ლევან მჟავანაძე.

პროექტის გახორციელების პერიოდში,  მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, სამუშაო  შეხვედრები ეწყობოდა სხვადასხვა სოფელში, რომელზეც ორგანიზაციის წარმომადგენლები,  ოზურგეთის საკრებულოს წევრებთან ერთად პოპულარიზაციას უწევდნენ, როგორც ოზურგეთის ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე შექმნილი ელექტრონული პეტიციის შესაბამის ვებ-გვერდს, ისე ცენტრალური ხელისუფლების მიერ შექმნილ ichange.gov.ge-ს.

ამ დროისთვის, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 8 პეტიციაა შესული. ერთ მათგანზე წარმდგენებს უარი იმ მოტივით ეთქვათ, რომ   მოთხოვნა მოკლებული იყო  პეტიციის წარდგენის სამართლებრივ საფუძველებს და მასში ასახული არა იყო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო მნიშვნელობის პრობლემა.

„ერთი პეტიცია უარყოფილ იქნა, რადგანაც  საჭირო რაოდენობის ხელმოწერები ვერ დააგროვა. რაც შეეხება 6 პეტიციას მათი განხილვა გახორცილდა საკრებულოს მიერ. აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი მომენტი _ წარმოდგენილი პეტიციები, ძირითადად, ასახავს საერთო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, რომელთა გადასაჭრელად ხშირად საბიუჯეტო თანხების მობილიზებაა საჭირო. აღნიშნულის გამო ეს პეტიციები (როგორც მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე პეტიციების რეესტრის განყოფილებაში ჩანს, ასეთი 5 პეტიციაა) გადაგზავნილია მერიაში განსახილველად“, _ ამბობს, ლევან მჟავანაძე.

კანონმდებლობის მიხედვით,  იმ შემთხვევაში, თუ პეტიცია მუნიციპალიტეტის მერს გაეგზავნა,  მას განხილვის ვალდებულება ეკისრება. განხილვის შედეგები კი, საკრებულოს  1 თვის ვადაში უნდა აცნობოს. ვადის გახანგრძლივება, მხოლოდ საკრებულოს ბიუროს თანხმობით ხდება.   საკრებულო უფლებამოსილია, მერს მოსთხოვოს პეტიციის განხილვის შედეგების შესახებ ანგარიშის, ან დამატებითი ინფორმაციის საკრებულოს სხდომაზე პირადად წარდგენა.

მოცემულ ეტაპზე ჩვენ არ გვაქვს ზუსტი სტატისტიკა თუ რამდენი პეტიცია დაკმაყოფილდა. ელექტრონული პეტიციების რეესტრი ასეთ ზუსტ სურათს არ იძლევა.

“მართე სახლიდან“-  ჩაერთე გადაწყვეტილების მიღების პროცესში

რატომ დადგა დღის წესრიგში, პროექტის _ „მართე სახლიდან“ საჭიროება, რამდენად აქტიურები იყვნენ მოქალაქეები და  რა რისკები ახლდა თან მის წარმატებით გახორციელებას? _ ამ კითხვებით “გურია ნიუსმა“ “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“  აღმასრულებელ დირექტორს თამარ ღლონტს მიმართა.

„XXI საუკუნის ტექნოლოგიურმა მიღწევებმა, ახალი შესაძლებლობა მოგვცა _  ინტერნეტის გამოყენებით ჩაგვერთო ადგილობრივი საზოგადოება  გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში. ჩვენი ორგანიზაცია, „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის“ ერთ-ერთი მიმართულება, სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალეობის გაზრდაა. სწორედ ამ ორ მხარეს შორის არსებული ბარიერის შემცირებას ისახავდა მიზნად პროექტი _ „მართე სახლიდან“ ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით“.

თამარ ღლონტი, იმ რისკებზე საუბრობს, რომელიც პროექტის გახორციელებას ახლდა თან. მათ შორის გამოყოფს, თვითმმართველობისა და საზოგადოების დაბალი ინტერესს.
„შესაძლოა, ეს რისკი ყოფილიყო, მაგრამ  უნდა აღინიშნოს, რომ თვითმმართველობამ დიდი ინტერესი გამოხატა და აქტიურად ჩაერთო პროექტში.  გარდა რიგითი სხდომებისა, შუქდებოდა რიგგარეშე სხდომებიც“, _ ამბობს, თამარ ღლონტი.

მისივე განცხადებით, ინტერესი არსებობს მოსახლეობის მხრიდანაც, თუმცა, მეტი სამუშოა გასაწევი მათი ჩართულობის გასაზრდელად. 

 „ხალხის ჩართულობა პროექტის განმავლობაში გაცილებით მაღალი იყო. მე ვფიქრობ, მეტი სამუშაოა გასაწევი, რათა მოსახლეობამ უკეთ გაიგოს მონაწილეობის დადებითი მხარეები და კარგად იცნობდნენ ამ მექანიზმს. ვფიქრობ, სოფლად მერის წარმომადგენლებმა და არჩეულმა დეპუტატებმა გარკვეული სამუშაო უნდა გასწიონ ამისათვის“, _ გვეუბნება, თამარ ღლონტი.

რა იყო ახალი ტექნოლოგიების გამოყენებამდე?

ახალი ტექნოლოგიების ეპოქამდე კი ხალხის და ადგილობრივი ხელისუფლების დაახლოებას “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი“ ცდილობდა. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ხინთიბიძე, ხაზს უსვამს,   მესამე სექტორის ვალდებულებებს.

„სამოქალაქო სექტორი ასრულებს დამაკავშირებელის როლს  მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის.  ხშირად გვქონია ისეთი პროექტები, რომელმაც ხელი შეუწყო ურთიერთკავშირს მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. ეს თანამშრომლობა უნდა იყოს, მჭიდრო და   პარტნიორული“, _ დასძენს ლევან ხინთიბიძე.

ხინთიბიძეს ერთ-ერთ  მნიშვნელოვან საკითხად, საკრებულოს დეპუტატების ანგარიშვალდებულება მიაჩნია. მესამე სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ დეპუტატები წარმომადგენლობით ორგანოში შესვლით, საკუთარი ამომრჩევლის წინაშე იღებენ ვალდებულებას, ამომრჩევლის მნიშვნელოვანი პრობლემები მოაგვარონ.

მოსახლეობასთან შეხვედრებს ითვალისწინებს საკრებულოს რეგლამენტიც. ლევან ხინთიბიძის თქმით, მოსახლეობის პასიურობის მიზეზი, ხშირ შემთხვევაში, მათი ნაკლებ ინფორმირებულობაა.

“პირველ რიგში, საჭიროა საინფორმაციო კამპანიის სწორად წამართვა. როდესაც სოფლებში დავდიოდი, ხალხს არ ჰქონდა ინფორმაცია საკრებულოს და მისი წევრების შესახებ. მოსახლეობამ არ იცოდა ის, რომ საკრებულოს დეპუტატს თვეში ერთხელ უნდა გაემართა მათან შეხვედრა. პირველი ნაბიჯი სწორედ ამ მიმართულებით გადავდგით, სათემო ჯგუფებისა და ადგილობრივი  მედიის  დახმარებით. კონკრეტული ინფორმაცია მივაწოდეთ ადამიანებს - რომელ სოფელში, როდის იმართებოდა შეხვედრა. თავიდან ეს პროცესი პასიურად  მიმდინარეობდა, ხალხი არ აქტიურობდა. დეპუტატები მეტ-ნაკლებად ჩართულები იყვნენ ვალდებულების შესრულების კუთხით. თუმცა, როდესაც სრული ინფორმირება მოხდა მოსახლეობის, ძალიან გაიზარდა მათი რიცხვი შეხვედრებზე. შესაბამისად გაიზარდა საკრებულოს წევრების პასუხისმგებლობა, ვალდებულების ნაწილში. ეს პროექტი 2011 წელს გვქონდა, რომლის მედია პარტნიორი მედიასახლი “გურია ნიუსი“ იყო“, _ ამბობს, “საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ აღმასრულებელი დირექტორი.

მოსახლეობის ჩართულობა და მოლოდინები

ის, რომ ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა, ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტებია, საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს და პრაქტიკაც. მათი გამორიცხვა, რომ ზეგავლენას ახდენს თვითმმართველობის მუშაობაში საზოგადოების მონაწილეობაზე, არც ესაა უცხო. უფრო მეტიც,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ნანა თავდუმაძე გვეუბნება, რომ   გამჭვირვალობის დაბალი ხარისხი,   საზოგადოების გაუცხოებასა და მოსახლეობაში სკეპტიკური დამოკიდებულებების გაღვივებას  უწყობს ხელს.

„დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპი ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობაა, _ ამიტომ დემოკრატიის ხელშეწყობისათვის უმნიშვნელოვანესია ასეთი პროექტების განხორციელება. გონივრული გადაწყვეტილება იყო საკრებულოს ინიციატივა- "თვითმართველობა განათლებისთვის". ეს გახლდათ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომელმაც მთელი მუნიციპალიტეტი მოიცვა. კამპანია თანამონაწილეობით და პირდაპირი ტრანსლაციით მიმდინარეობდა. მოსახლეობას გავაცანით ჩართულობის ინსტრუმენტები“, _ ამბობს, ნანა თავდუმაძე.

“ელექტრონული პეტიციების პორტალი, ელექტრონული პეტიციის მომართვის შედეგად შეიქმნა. ერთი სიტყვით, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის მიერ შემოტანილი ელექტრონული პეტიციის შედეგია, "პროგრესის სახლის მიერ" შექმნილი და საკრებულოს მიერ დანერგილი ახალი პლატფორმა. ამჟამად 8 პეტიციაზე მიმდინარეობს წარმოება. ეს უპრეცედენტოო რაოდენობაა.  საინტერესო გამოცდილება მივიღეთ. წარმოიდგინეთ სამი საზოგადოებრივი ორგანიზაცია: “პროგრესის სახლი“, “გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“,“საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის“ და ორი საჯარო უწყება - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი  (მერია და საკრებულო), საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გაერთიანდა იმისთვის, რომ გააძლიერონ, გააღრმავონ დემოკრატიული პროცესები და ერთად შეასრულონ OGP-ს ვალდებულებები გამჭვირვალობისა და ჩართულობის კუთხით“, _ გვეუბნება, ნანა თავდუმაძე. ის იმედს არ კარგავს, რომ მოსახლეობა უფრო გააქტიურდება, რაშიც პეტიციების დადებითი  შედეგი, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.




 ახალი ამბები
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდათბილისის დროით 22:00 საათზე საქართველოში 4.0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.  დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრი ქალაქ ონიდან 1 კილომეტრში მდებარე სოფელ ჟაშქვაში იყო. ნგრევის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ... ...
  • "ქურდული სხადნიაკის" მოწყობა - კიევში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი "გალსკი" დააკავესკიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ნუკრი დოჩია, იგივე, გალსკი დააკავეს. კიევის პოლიციის უფროსის, ანდრეი კრიშჩენკოს თქმით, გალსკი კიევში არალეგალურად იმყოფებოდა და „კრიმინალური ავტორიტეტების“ „სხადნიაკის“ ორგანიზებით იყო დაკავებული. ნუკრი გალსკის 2018 წლის დეკემბერში​ უკრაინაში სამი წლით აეკრძალა შესვლა, შესაბამისად, მან სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.1987 წელს დაბადებული ნუკრი გალსკი არაერთხელ იყო ნასამართლევი მძიმე ... ...
  • საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილებას უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო (R)საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით უზბეკეთის დელეგაცია ეწვია. პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა სტუმრებს საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება და სამომავლო გეგმები გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრი პირველი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც საჯარო სერვისებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციები კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭირვალე გახდა. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ სხვა წარმატებულ რეფორმებსაც გაეცნენ. უზბეკეთის დელეგაციის შემადგენლობაში გენერალური პროკურატურის, ფინანსთა და შრომის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ. ... ...
  • ფოთში ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა (R)მიმდინარე წლის 20-21 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის’’ ორგანიზებით და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიასა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი ‘’ვივამედი’’, დავით გაგუას კლინიკა, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა ‘’გიდმედი’’, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 33-მა წამყვანმა ექიმმა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაუწია 800-მდე ბენეფიციარს. მათ, ასევე, უფასოდ გადაეცათ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია, სამსახურის წარმომადგენლები ფოთში, დავით კვარაცხელია და მერაბ კორშია,  ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია, ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის’’პრეზიდენტი, ქეთი ბარათელი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. ... ...
  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინასაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.8845 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0014-ით გამყარდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2357 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2410 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0053-ით გამყარდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5955 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6177 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0222 -ით გამყარდა. თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5077 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5109 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0032-ით ... ...

არქივი

ზაფრანი

ვაზელინი - ჯენიფერ ენისტონის სილამაზის საიდუმლო

50 წლის ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ...

ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცები

ამ მამაკაცებზე ოცნებობს მილიონობით ქალი,...

კაცმა ტატუ თვალში გაიკეთა

ბოლო დროს თვალის ტატუ ხელოვნების...

როგორი სიმთვრალე აქვს რიანას

საუბარი რიანას შემოქმედებაზე და მის...

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერალია

ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების...

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...