ქალები მოძალადესთან არ უნდა ბრუნდებოდნენ

საზოგადოება

ქალები მოძალადესთან არ უნდა ბრუნდებოდნენ

8 მარ. 2019, 11:03:01

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სერვისის დატოვების შემდეგ ადამიანებმა შეძლონ ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელება, რათა თავიდან აიცილონ განმეორებითი ძალადობა. სხვა შემთხვევაში ვიღებთ ჩაკეტილ წრეს, მსხვერპლი დროებით აღწევს თავს ძალადობრივ გარემოს, იწყებს რეაბილიტაციას და ვადების სიმცირის გამო ისევ ბრუნდება უკან, რადგან სხვა ალტერნატივა არ აქვს”, _ ვკითხულობთ სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში, რომელიც ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრებში სახელმწიფო სერვისების მონიტორინგისისას გამოვლენილ პრობლემებს ასახავს.

თუ რამდენი ქალი ბრუნდება მოძალადესთან და რამდენი მათგანი ხდება განმეორებითი ძალადობის მსხვერპლი, სახელმწიფო ამ მიმართულებით სტატისტიკას არ აწარმოებს. თუმცა, ამავე კვლევაში მონაწილე ის ძალადობაგამოვლილი ქალები, რომლებმაც სახელმწიფო თავშესაფრის მომსახურებით ისარგებლეს, აღნიშნავენ, რომ „რთული სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო კონფლიქტურ სიტუაციაში დაბრუნება უწევთ, რადგან, თავშესაფარში ყოფნის ვადის ამოწურვის გამო მათ არჩევანი უბრალოდ აღარ აქვთ. ანალოგიური ვითარებაა, როდესაც სწორედ აღნიშნული მიზეზით, ისინი უარს ამბობენ გაერიდონ ძალადობრივ გარემოს და მოძალადესთან სახლში რჩებიან“.

სწორედ ამ მიზეზის გამო, ნათია წლების განმავლობაში ცხოვრობდა მოძალადის გვერდით. სახლიდან რამდენჯერმე წამოვიდა, მაგრამ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კვლავ ბრუნდებოდა მოძალადესთან. ნათია 33 წლის ქალია, რომელსაც მეუღლესთან 13-წლიანი თანაცხოვრებისას სამი შვილი შეეძინა. როგორც თვითონ ყვება, ყოფილი მეუღლისგან სხვადასხვა ფორმით განიცდიდა ძალადობას. 9 თვის წინ მოძალადისგან წამოსვლა ბოლოჯერ სცადა და „ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალური რეინტეგრაციის პროგრამაში“ ჩაერთო, რომელსაც „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი“ ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს. პროგრამაში ჩართვამ ნათიას შესაძლებლობა მისცა, ესარგებლა დროებითი თავშესაფრით, მას და მის შვილებს მიეღოთ ფსიქოლოგის მომსახურება და ამავდროულად, განევითარებინა თავისი უნარები, რაც შემდგომში მას დამოუკიდებლად ცხოვრებაში დაეხმარებოდა.

ნათია გიგილაშვილი

 „თავშესაფარში მოსვლის შემდეგ მკითხეს, რა მაინტერესებდა, რა მიყვარდა და რისი კეთება მინდოდა მომავალში. მე ვუპასუხე, რომ ჩემი ოცნება იყო, კულინარი გავმხდარიყავი. პროგრამის დახმარებით, დამიფინანსეს კულინარიის სამთვიანი კურსი, რომელიც ერთ-ერთ საუკეთესო აკადემიაში წარმატებით გავიარე. ყველაფერი მალევე ავითვისე. კურსის დასრულების შემდეგ გავიარე სტაჟირებაც, რის შემდეგაც ჩეთვის პირველი სამსახურის პოვნაში დამეხმარნენ და მუშაობა დავიწყე. დავრეგისტრირდი ინდ. მეწარმედ და დღეს უკვე ჩემი საქმე მაქვს. შვილებთან ერთად გადავედი ცალკე ბინაში საცხოვრებლად და ჩემს სამუშაოსაც სახლში ვასრულებ. ვამზადებ საჭმელს და ხელშეკრულებით ვამარაგებ დაწესებულებას. ჯერ კიდევ ვიღებ დახმარებას სოციალური ინტეგრაციის პროგრამიდან. მიხდიან საცხოვრებლის ყოველთვიურ გადასახადს, თუმცა იმედი მაქვს, რომ მალე ამ დახმარების გარეშეც, დამოუკიდებლადაც შევძლებ ცხოვრებას“.

 ეს ნათიას ისტორიაა, თუ როგორ დააღწია თავი მოძალადეს და როგორ შეძლო „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ პროექტის საშუალებით გაძლიერება. თუმცა, ნათია ერთადერთი არ არის, რომელიც დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის ემზადება.

ქვემო ქართლში მდებარე ოჯახური ტიპის თავშესაფარში ამ დრომდე 10-მდე ძალადობაგამოვლილი ქალი შვილებთან ერთად ცხოვრობს. როგორც პროგრამის მენეჯერი ნატო გაგნიძე ამბობს, თავშესაფარში განსაზღვრულია ყველა ის როლი, რომელიც მნიშვნელოვანია იქ მაცხოვრებელთა შესაბამისი სერვისებით უზრუნველსაყოფად _ „იმისათვის, რომ ვთქვათ, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალებს ვეხმარებით, საჭიროა მათი გაძლიერება. პროექტი კი ამისათვის ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერას, მათ აღჭურვას იმ საჭირო უნარებით და ცოდნით, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, თავი დააღწიონ ძალადობრივ გარემოს, ღირსეულად განაგრძონ ცხოვრება და უზრუნველჰყონ, როგორც თავისი, ასევე მათზე დამოკიდებული პირების_- შვილების მომავალი“.

 ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდაჭერა და გაძლიერება პროექტულად რამდენიმე ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, პროექტის მულტიფუნქციური ჯგუფი ცდილობს, შეისწავლოს ქალების ისტორიები და ინტერესები, გამოკვეთოს მათი უნარები და პრაქტიკულად განხორციელების საშუალება მისცეს. მეორე ეტაპი ორიენტირებულია განვითარებაზე, შესაბამისი საგანმანათლებლო სერვისების მიწოდებაზე, რეალიზებასა და დასაქმებაში ხელშეწყობას ითვალისწინებს; რის შემდეგაც მესამე ეტაპისთვის იწყება მათი მომზადება, რაც დამოუკიდებლად ცხოვრების ხელშეწყობას გულისხმობს.

კიდევ ერთი გოგონა, რომელიც „ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების სოციალური რეინტეგრაციის პროგრამაშია“ ჩართული - 18 წლის აზერბაიჯანელი გოგონა ჩინარაა, რომელსაც 18 წელი თავშესაფარში შეუსრულდა.

ჩინარა კოჯაევა

ჩინარა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი მამის მხრიდან გახდა, რომელიც ქორწინებას აიძულებდა. როგორც თვითონ ყვება, გათხოვება არ უნდოდა და დახმარებას სთხოვდა ყველას, ვისთანაც ხმა მიუწვდებოდა: „როცა ნიშნობა გაიმართა, 15 წლის ვიყავი. მასწავლებელს მოვუყევი, რომ გათხოვება არ მინდოდა. მინდოდა მესწავლა და მერე გავთხოვილიყავი ისეთ ადამიანზე, რომელიც შემიყვარდებოდა. როდესაც ამის შესახებ პოლიციამ გაიგო, მამაჩემს ხელწერილი დააწერინეს, რომ არ გამათხოვებდა. 17 წლის რომ ვიყავი, ქორწილის თარიღი დანიშნეს და ჩვენს რაიონში მომუშავე ჟურნალისტს ვთხოვე, დახმარება. რის შემდეგაც სახალხო დამცველის აპარატიდან დამირეკეს და მითხრეს, არ შემშინებოდა. ქორწილამდე რამდენიმე დღით ადრე სახლიდან მათი დახმარებით წამოვედი“.

პროექტის მენეჯერი, ნატო გაგნიძე აღნიშნავს, რომ თავშესაფრის გუნდის დიდი ძალისხმევით და ჩინარასთან აქტიური მუშაობით მოხერხდა მისი დაყოლიება, რომ თავშესაფარში დარჩენილიყო: „ის ძალიან ნერვიულობდა მშობლებზე. უკან დაბრუნების შიშის მიუხედავად, უნდოდა მათი ნახვა და სახლში დაბრუნება. დღეს, ჩინარა იმყოფება თავშესაფარში, გადის სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის პირველ ეტაპს _ მასთან მუშაობით მოხდა მისი ინტერესთა სფეროების იდენტიფიცირება და შესაბამისად, სწავლობს ქართულს, გადის ვიზაჟის კურსებს და დადის ბოქსზე“.

„თავშესაფარში რომ მოვედი, ქართულად ლაპარაკი ძალიან მიჭირდა. დღეს უკვე, კარგად შემიძლია ლაპარაკიც, წერაც, კითხვაც. ინგლისურზეც დავდივარ. სკოლაში მხოლოდ 9 კლასი დავასრულე, მაგრამ სწავლის გაგრძელება ძალიან მინდა. ჩემი ოცნებაა, პოლიციელი ან უფლებადამცველი გავხდე. მინდა ჩემნაირ გოგონებს ვეხმარებოდე. თავშესაფარში ყველაფერში მხარს მიჭერენ. ვემზადები სწავლის გასაგრძელებლად და დავდივარ ბოქსზე, სიგელიც მოვიპოვე. ძალიან მომწონს მაკიაჟის გაკეთება და ვიზაჟის კურსებიც გავიარე. ახლა კი, როცა მზად ვიქნები, თავშესაფარში დამეხმარებიან, კოლეჯში გავაგრძელო სწავლა. არ მინდა ვიფიქრო იმაზე, რა მოხდებოდა, ამ ადგილას რომ არ მოვხვედრილიყავი. მე ძალიან გამიმართლა“, _ ამბობს ჩინარა.

იანა 43 წლის ძალადობაგამოვლილი ქალია, რომელიც თავშესაფარში ძალადობის მძიმე ისტორიით აღმოჩნდა. ყოფილი მეუღლე მასზე 11 წლის მანძილზე სხვადასხვა ფორმით ძალადობდა. თავშესაფარში სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს; მათთან ამ ეტაპზე თავშესაფრის მულტიფუნქციური ჯგუფი მუშაობს.

იანა წკარაშვილი

მიზეზი, თუ რატომ რჩებოდა მოძალადესთან იანა, სწორედ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებია: „წასასვლელი არსად მქონდა. პოლიცია რამდენჯერმე გამოვიძახე თავი რომ დამეცვა, მაგრამ პოლიცია რომ მოვიდოდა ხოლმე, ვფიქრობდი და ვხვდებოდი, რომ არ ვიცოდი სად წავსულიყავი, ან რომ წავიდოდი, რა უნდა მეკეთებინა, ამიტომ ისევ იქ ვრჩებოდი“, _ ყვება იანა.

სოციალური რეინტეგრაციის პროგრამაში 6 თვის წინ ჩაერთო და ახლა პროგრამის პირველ ეტაპზე იმყოფება. იანა მუსიკოსია. ინსტრუმენტზე 2 წლიდან უკრავს, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა საუბარი არ შეეძლო. განათლება კონსერვატორიაში მიიღო და ოჯახის შექმნამდე სიმფონიურ ორკესტრში უკრავდა. იქიდან გამომდინარე, რომ ყოფილი მეუღლე დაკვრას უკრძალავდა, დაქორწინების შემდეგ ორკესტრიდან წამოვიდა და მას შემდეგ აღარ უმუშავია: „ვერ იტანდა, როცა ვუკრავდი. ერთხელაც, ჩემი ვიოლინო აიღო, მოისროლა და გამიტეხა. იმდენად იყო დაზიანებული, დაკვრა აღარ შეიძლებოდა. თავშესაფარში მოსვლის შემდეგ რომ იკითხეს, რითი შეეძლოთ ჩემი დახმარება, პირველი რაც ვითხოვე, ვიოლინოს შეკეთება იყო და პროექტის ფარგლებში ეს თხოვნა შემისრულეს. მუსიკა მთელი ჩემი ცხოვრებაა. არ ვიცი, სხვა რა უნდა ვაკეთო, ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი სხვა სფეროში“, _ ამბობს იანა.

სწორედ მისი ინტერესიდან გამომდინარე, პროექტის გუნდმა მისი პროფესიული უნარების აღდგენა-გაუმჯობესებაზე დაიწყო ზრუნვა, რაშიც პედაგოგი ჩაერთო. ამ ეტაპზე კი, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ბარ-რესტორნების მფლობელებთან, მათთან შეთანხმების შემდეგ იანას იმედი აქვს, რომ სცენაზე კიდევ დაუკრავს. სამომავლოდ კი, თავად გეგმავს მუსიკა შეასწავლოს სხვებს, რაც მისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება.

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალები, რომლებიც სოციალური რეინტეგრაციის პროგრამაში არიან ჩართულები, ცდილობენ გაძლიერებას, პროექტის დახმარებით სწავლობენ, ინვითარებენ პროფესიულ უნარ-ჩვევებს და დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის ემზადებიან. ისინი თვლიან, რომ მოძალადესთან აღარ დაბრუნდებიან, რადგან ქალები მოძალადესთან არ უნდა ბრუნდებოდნენ.

სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში.
სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.




 ახალი ამბები
  • რა იწვოდა ჩოხატაურშიცოტა ხნის წინ ხანძარი იყო ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია. "ცეცხლი ეკიდა ბალახს, რომელიც ამჟამად ლოკალიზებულია", _ გვითხრეს  პრესსამსახურში. როგორ ჩვენთვის გახდა ცნობილი ხანძარი ადამიანთა დაუდევრობამ ... ...
  • რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებაზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება, _ ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადების კვლევებით დამტკიცებული არ არის, ამიტომ დამსვენებლებს მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. „ვარაუდობენ, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. მაგრამ ვინაიდან გამოცდილება მცირეა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ წყლით გადასვლის რისკი ძალიან დაბალია. იქაც, იმ ტურისტული სეზონის და ზღვაზე დასასვენებლად გასვლის დროს წამყვან რისკ-ფაქტორად დარჩება მაინც საზოგადოებრივი თავშეყრები“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისი თქმით, რისკებს ივლისიდან უცხოელი ტურისტების შემოსვლაც ზრდის, ამიტომ დამსვენებლებმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და საჯარო სივრცეებში პირბადე ატარონ. საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს, შიდა ტურიზმი კი ქვეყანაში 15 ივნისიდან ... ...
  • სფფ-ის მაღალჩინოსნები გვიმბალაურში იმყოფებოდნენსფფ-ის მაღალჩინოსნებმა ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში გურიის საფეხბურთო აკადემიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა კახა ჭუმბურიძემ და ნიკოლოზ ჯღარკავამ ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესა და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან ერთად გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. გურიის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე რეგიონში უკვე გვაქვს აკადემია.მოკლე პერიოდში მათ რიცხვს ეს აკადემიაც შეემატება, რომელიც გურიისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. 13-დან 14 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ ივარჯონ და ისწავლონ. ჩვენ მათ ყველა პირობას შევუქმნით იმისთვის, რომ განვითარდნენ" - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს სამუშაოები. დაწყებულია ეზოს კეთილმოწყობა და გარეგანათების პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ბევრი ბავშვისთვის ეს მოტივაციას გაზრდის. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. აკადემიის გუნდებთან ერთად საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ. წყარო: "გურია ... ...
  • „სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური" _ კალაძე სამოქალაქო აქტივისტის ბრალდებაზესავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინდელ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ კალაძემ მას მაისური შემოახია. კალაძის თქმით, ორ ადამიანს სურდა არეულობის შეტანა და თუმცა ეს არ გამოუვიდათ. „არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გუშინ ვთქვი. ძალიან კარგად ვიცი, რა ჩანს კადრებში, თქვენც და მეც მაქვს ორი თვალი, შესაბამისად, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ არ მიეცათ პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა და ეს ადამიანები გაიყვანეს ტერიტორიიდან“. კალაძის განცხადებით, თუ შსს-ს ჩათვლის რომ იყო ძალადობრივი ქმედება, გამოძიება უნდა დაიწყოს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა. ორი გვაქვს ასეთი - ერთს „მთავარ არხს” გადავცემთ და მეორეს - მაგ პიროვნებას”, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც ... ...
  • საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებასრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ში ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ ასადოვის გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს. 30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  „ეს პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით. პირთა ჯგუფი ამ მიმართულებით არასწორი და აგრესიული მოწოდებების გავრცელების გზით, ცდილობს რეგიონის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რასაც ორივე მხრიდან მოყვება ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები, ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ განხორციელდება ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების უკანონოდ ხელყოფა. პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, რაც გულისხმობს ქმედებას, ჩადენილს ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილს პირთა ჯგუფის მიერ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - აღნიშნულია სუს-ს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

გურული კერძი ხობოკვერა _ “გამორჩეული მარგალიტი“

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და გიდი...

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?