კანონს დაუმორჩილებელი წარწერები ურეკში

საზოგადოება

კანონს დაუმორჩილებელი წარწერები ურეკში

2018 ივლ 30 20:53:49

ურეკში, “იმედის ქალაქის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ხილ-ბოსტნეულის ბაზარი არის გახსნილი, ქართულ წარწერებს იშვითად ნახავთ.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსი შალვა გაბრიჩიძე ამბობს, რომ გარე რეკლამებზე ქართულენოვანი  წარწერის ქონაზე აქტიურად მუშაობენ.

მე რამდენჯერაც ჩავდივარ ურეკში, მაგაზე ბრძოლა მაქვს გამოცხადებული. ხეებზე იყო გაკრული გარე რეკლამები და არსად აღარ არის, ყველა ჩამოღებულია. აუცილებლად ვითხოვდით, რომ ქართული წარწერები უნდა ყოფილიყო. ორი დღე არ ვყოფილვარ და აუცილებლად მოვიკითხავ მაგ ამბავს“,  - თქვა გაბრიჩიძემ.

ამ დროისთვის გარესარეკლამოდ არაქართულენოვანი წარწერისთვის არავინ დაჯარიმებულა.

ჩვენ ორდღიან მითეთებებს ვაძლევთ და ამ ხნის განმავლობაში უნდა მოიქცენ კანონის შესაბამისად“, _ ამბობს შალვა გაბრიჩიძე.

ახალგაზრდა  ადვოკატების“ იურისტი ია გოგნაძე ამბობს, რომ ქართული ენა საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობაა და ის  სახელმწიფოებრიობის აუცილებელი პირობაა.

სახელმწიფო ენობრივი პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს საქართველოს პარლამენტი.

 საქართველოს კანონი  „სახელმწიფო ენის შესახებ“  განამტკიცებს სახელმწიფო ენის კონსტიტუციურ სტატუსს, ადგენს მისი გამოყენებისა და დაცვის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს სახელმწიფო და არასახელმწიფო ენების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით დადგენილ ფარგლებში სახელმწიფო ენის კონსტიტუციური სტატუსის დაცვასა და პოპულარიზაციას, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დადგენასა და დამკვიდრებას უზრუნველყოფს სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. რომელიც  საჯარო სამართლის იურიდიული პირია.

საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით ტურისტულ ზონებში ხშირად გვხვდება მხოლოდ არაქართულენოვანი რეკლამები და აბრები, რომლებიც  გამოიყენება გარკვეული პროდუქცისა თუ დაწესებულების რეკლამირებისთვის.

პლაკატის, აბრის, აფიშის, რეკლამის, სხვა ვიზუალური ინფორმაციის ტექსტი სახელმწიფო ენაზე  უნდა შესრულდეს. საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია შეიძლება მიეთითოს არასახელმწიფო ენაზედაც, ხოლო იმ მუნიციპალიტეტში, სადაც ეროვნული უმცირესობის წარმომადგენლები კომპაქტურად ცხოვრობენ,  აგრეთვე ამ  ეროვნული უმცირესობის ენაზე.

რეკლამის წარმოების, განთავსებისა და გავრცელების დროს წარმოქმნილ სამართლებრივ ურთიერთობებს აწესრიგებს საქართველოს კანონი „რეკლამის შესახებ“, რომლის მე-4 მუხლის  მიხედვით რეკლამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უნდა გავრცელდეს სახელმწიფო ენაზე.

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით  მხოლოდ უცხოურენოვანი წარწერის განთავსება კანონდარღვევაა, რომელზეც რეაგირება უნდა მოახდინოს  სახელმწიფო ენის დეპარტამენტმა და ზედამხედველობის სამსახურმა. სახელმწიფო ენის დეპარტამენტის მოვალეობაა კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში მიმართოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებებს დამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების მოთხოვნით.

ამასთან,უშუალოდ მუნიციპალიტეტისა თუ საქალაქო ზედამხედველობის სამსახურს  გააჩნია უფლებამოსილება კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევის  შემთხვევაში დააჯარიმოს კანონდამრღვევი.

ჯარიმის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი“, რომლის 159-მუხლის მიხედვით: 

რეკლამის დაკვეთის, წარმოებისა და გავრცელებისათვის დადგენილი წესების დარღვევა, –გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის, დაწესებულების, ორგანიზაციის დაჯარიმებას – 3000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი იმ პირის მიერ, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ასეთი ქმედებისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი, გამოიწვევს დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.

აბრის დაკვეთისა და განთავსებისათვის დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური და იურიდიული პირების გაფრთხილებას.  1 თვის ვადაში გაფრთხილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისას − 300 ლარის ოდენობით“, _ განმარტა ჩვენთან საუბრის დროს ია გოგნაძემ.

 




 ახალი ამბები
  • რას ამბობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ზურაბიშვილის განცხადებაზე„საქართველოს პრეზიდენტის სიტყვა კიდევ ერთხელ დამახინჯდა და კონტექსტიდან ამოვარდნილი სხვა ინტერპრეტაციით გავრცელდა“,_ აღნიშნული ტექსტი პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში წერია. „პრეზიდენტის გამოსვლა ღონისძიებაზე ეძღვნებოდა საქართველოს ეროვნულ იდეოლოგიას, კულტურას, მეცნიერების გაძლიერებას და გულისხმობდა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას. სწორედ ამ გაგებით ჩვენ მსოფლიო შეგვიძლია დავიპყროთ კულტურით. პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არანაირად არ ეხებოდა საქართველოს თავდაცვის ძალებს და მათი ღირსების დაკნინებას. ასეთი ყალბი ინტერპრეტაციის გავრცელება არა მხოლოდ პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობა და ბულინგია, არამედ ეს უპირველესად აზიანებს ქვეყნის ინტერესებს და უსაფრთხოებას“,_ წერია გავრცელებულ ... ...
  • გენერალ-ლეიტენანტი: "თავდაცვის ძალები არის ერთ-ერთი სერიოზული ძალა რეგიონში"საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას არ ეთანხმება გენერალ-ლეიტენანტი, ვლადიმერ ჩაჩიბაია. ჩაჩიბაიას განმარტებით, რეგიონში საქართველოს თავდაცვის ძალები შეიარაღებითა და მოდერნიზაციით ერთ-ერთი სერიოზული ძალაა, პრეზიდენტმა კი გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება უნდა გააკეთოს. „რა იგულისხმა პრეზიდენტმა თავის განცხადებაში, ამაზე ვფიქრობ, თვითონ გააკეთებს განცხადებას. თავდაცვის ძალები არის ერთ-ერთი სერიოზული შეიარაღებით და მოდერნიზაციით რეგიონში, მინდა ავღნიშნო, რომ მოდერნიზაციის პროცესი მიმდინარეობს. ამის ნათელი მაგალითია, თუნდაც, ის,  რომ უახლოეს წარსულში შევიძინეთ ჯავანის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები. უახლოეს მომავალში კიდევ ახალ ამბებს გავიგებთ, რომელიც დაკავშირებულია ჩვენი ჯარის გადაიარაღებასა და შეიარაღებასთან“,_ განაცხადა ... ...
  • ღარიბაშვილი: "მიუღებელია მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი განცხადება"საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, კატეგორიულად მიუღებელს უწოდებს. „ქართული ჯარი არის ძლიერი და ჩვენ გვყავს გმირი სამხედროები- ეს მინდა ვუთხრა საქართველოს პრეზიდენტს. ყოვლად მიუღებელია საქართველოს მთავარსარდლის მხრიდან მსგავსი განცხადების გაკეთება. არ ვიცი რას გულისხმობდა პრეზიდენტი, ალბათ, საჭიროებს მეტ კონკრეტიკას და ახსნა-განმარტებას. როგორც თავდაცვის მინისტრი გავაკეთებ ყველაფერს, რომ ქართული ჯარი კიდევ უფრო გაძლიერდეს“,_განაცხადა ... ...
  • 20 წლის წინ საზოგადო მოღვაწე აკაკი ბაქრაძე დაკრძალესქართველი კრიტიკოსი, ხელოვნებათმცოდნე, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე აკაკი ბაქრაძე1999 წლის 11 დეკემბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. ოზურგეთელი ნინო კუკულაძე, რომელიც ახლოს იცნობდა აკაკი ბაქრაძეს საინტერესო ამბავს წერს სოციალურ ქსელში.  “12 დეკემბერს, დილით, პანთეონში მისულ ჭირისუფალს აკაკი ბაქრაძის საფლავი ყვავილებით დეკორატიულად მორთული დაგვხვდა. მესაფლავეებმა გვაუწყეს, რომ ეს ვიღაც ქალბატონმა გააკეთა, რომლისთვისაც ვინაობა მათ არ უკითხავთ. სამი თვის შემდეგ შემთხვევით შევიტყვეთ, რომ ეს ქალბატონი ნანა კაჩუხაშვილი ყოფილა, რომელმაც აგვიხსნა, რომ ეს ყოველივე დიდი მწერლის სიყვარულითა და მადლიერების ნიშნად გააკეთა. მოგვიანებით აკაკი ბაქრაძის საფლავზე მარმარილოს დიდი თეთრი წიგნი დაიდგა (არქიტექტორი - ილო ყავლაშვილი, მოქანდაკე - ზაურ ჯოხაძე), რომლიდანაც მზის სხივები შავი მარმარილოს ორნამენტების მეშვეობით იშლება. მარმარილოს დიდ თეთრ წიგნს აკაკისეული წარწერა ამშვენებს : " მე იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, ვისაც სწამს სულის უკვდავება და მტკიცედ მჯერა, რომ ჩვენი შეხვედრა ისევ მოხდება". აკაკი ბაქრაძე 6 დეკემბერს დილის 7 საათსა და 45 წუთზე გარდაიცვალა. სიკვდილამდე მან რამდენჯერმე მთაწმინდის წყალი მოითხოვა და სულმობრძავმა სიამოვნებით დალია. მე ვფიქრობ, რომ აკაკი ბაქრაძის სამუდამო განსასვენებელი მაინც მთაწმინდის პანთეონში უნდა იყოს... “- წერს ნინო ... ...
  • ძველი ქვევრები სოფელ ზემოხეთშისოციალურ ქსელში ლექსო ნასუაშვილმა გამოაქვეყნა ძველი ქვევრების ფოტოები, რომელიც სოფელ ზემოხეთში არის ... ...

არქივი

ზაფრანი

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...

იცით თუ არა, რომ...

ადამიანები, რომლებიც დიდი რაოდენობით ტესტოსტერონს...

რა გავლენას ახდენს მოწევა ტვინზე

მოწევა არა მხოლოდ ფილტვებს, არამედ...

რატომ უნდა მიირთვათ ვაშლი ყოველდღე

ვაშლი დაბერებას აფერხებს; ვაშლი უჯრედისით...

შეიძლება თუ არა სველი თმით დაძინება

სახლში სამსახურიდან დაქანცული ბრუნდებით, აბაზანას...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს