ქაოსი ქალაქის ცენტრში და მერიის პირობა

საზოგადოება

ქაოსი ქალაქის ცენტრში და მერიის პირობა

2018 ოქტ 1 10:10:31

წლებია, რაც ლანჩხუთში, ქალაქის ცენტრში, ყოფილ სასტუმროსა და ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს შორის მდებარე ტერიტორიაზე სრული ქაოსი სუფევს, რაც აქ არსებული სხვადასხვა სავაჭრო ობიექტის მეპატრონეების უკმაყოფილებას იწვევს.

აქ შექმნილი მდგომარეობის გამო, "გურია ნიუსს" დახმარების თხოვნით ყოფილი სასტუმროს შენობის პირველ სართულზე განთავსებული კომერციული ფართის მფლობელებმა მომართეს, რომლებიც ადგილობრივი ხელისუფლებისგან გარემოვაჭრეთა საკითხის დროულ მოგვარებას ითხოვენ.

"ათასობით ლარი შეაქვს თითოეულ ჩვენგანს ბიუჯეტში და გამოდის, რომ ჩვენი უფლება მცირედითაც არაა დაცული. არ ვამბობთ, რომ უკეთესები ვართ გარემოვაჭრეებზე და მათთან შედარებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში უნდა ვიყოთ, მაგრამ არც ისე შეიძლება, რომ ჩვენი უგულებელყოფის ხარჯზე ისინი იყვნენ მომგებიან მდგომარეობაში.

როცა ამხელა გადასახადებს ვიხდით, თანაბარი უფლებები და პირობები მაინც ხომ უნდა გვქონდეს?! გამოუყონ ამ ადამიანებს სადმე ადგილი, რომ მათაც ივაჭრონ და ჩვენც არ შეგვეშალოს ხელი გამართულად მუშაობაში.

არ უნდა დიდი დაკვირვება და ანალიზი _ კარგად ჩანს, რაც ხდება გარშემო და რა მდგომარეობაცაა აქ. მთლიანად ჩახერგილია აქაურობა ტომრებითა და გაფუჭებული მანქანებით, რის გამოც მომხმარებელს არ აქვს საშუალება, ჩვენამდე მოვიდეს. ზოგ მოვაჭრეს დღე და ღამე აქ უდგას მანქანა, ვითომ გაფუჭებულია. ბევრმა, ვისაც აქ ფართი ჰქონდა დაქირავებული, დაკეტა ობიექტი და წავიდა _ რა უნდა ექნა, ვერ იმუშავა. ცემენტს რომ ყიდი მაღაზიაში, ხომ უნდა იყოს იმის საშუალება, რომ მომხმარებელმა მანქანის მოყვანა შეძლოს და შიგ ტვირთის ჩადოს?! აბა, ხელით ხომ ვერ ათრევს ტომრებს?! ამიტომაც იძულებული გახდა, დაეკეტა ობიექტი. თუ ასე გაგრძელდა და დროულად არ მოგვარდა ეს პრობლემა, მოგვიწევს ჩვენც დავკეტოთ ჩვენი მაღაზიები. თუ ვაჭრობის საშუალება არ მოგვეცა, ტყუილად რა გვინდა აქ?! გადასახადების გარდა, ნაწილს ფართის ქირაც გვაქვს გასასტუმრებელი და აბა, როგორ? მანქანით კი არა, ფეხით მოსვლასაც ვერ ახერხებენ ჩვენამდე", _ ამბობენ სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები.

ამ ტერიტორიაზე შექმნილი ქაოსური მდგომარეობის გამო უკმაყოფილებას, გარდა სავაჭრო ობიექტების მეპატრონეებისა, მიმდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მობინადრეები და ამ ტერიტორიით მოსარგებლე რიგითი ლანჩხუთელებიც გამოთქვამენ.

"აქაურობა მაღალი რისკის ზონაა და უნდა ვილოცოთ, რომ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს, რადგან ბავშვებთან გვაქვს საქმე. წლებია უკვე, აუტანელი მდგომარეობაა ამ ტერიტორიაზე _ გარემოვაჭრეებით, სამარშრუტო ტაქსებით, კერძო მფლობელობაში მყოფი ავტომობილებითაა გადატვირთული აქაურობა. ლამის კიბეებზე ამოვიდნენ. სხვაგან რომ ვერ ნახეს ადგილი, ჩვენ ეზოში აჩერებენ მანქანებს. გვიჭირს ბავშვების ეზოში თავისუფლად გამოშვება. თან აქვე, საცურაო აუზთან მოზარდებისთვის ტრენაჟორებიცაა დამონტაჟებული და სანამ რამე უბედურება მომხდარა, მანამდე უნდა ყურადღების მიქცევა აქაურობას. ბავშვებს კი არა, დიდებს გვიჭირს გზის გაკვლევა _ რომელი მანქანა საით მიდის, ვერ გაიგებ, თან ზოგიერთი მძღოლი მაინც ახერხებს მაღალი სიჩქარით აქ გავლას.

ეს პრობლემა, რაც შეიძლება დროულად მოსაგვარებელია, რომ ერთხელ და სამუდამოდ წესრიგი დამყარდეს, აქაურობა ანტისანიტარიის და ქაოსის ადგილი რომ არ იყოს. აყალმაყალი და ჩხუბიც არაა უცხო აქაურობისთვის, წინა პლანზე დგომისთვის ხშირად ჩხუბობენ ერთმანეთში გარემოვაჭრეები", _ ამბობენ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შექმნილი ქაოსური მდგომარეობით შეწუხებული ლანჩხუთელები.

ქალაქის ცენტრში, ყოფილ სასტუმროსა და ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლს შორის მდებარე ტერიტორიის განტვირთვა და აქაურობის კეთილმოწყობა რომ მოხდეს, როგორც ირკვევა, მერიას ალტერნატიული ფართიც შერჩეული აქვს და შესაბამისი პროექტიც თვეებია მზადაა. როგორც მერიაში ამბობენ, პროექტის გახორციელება მოკლე ხანში იგეგმება. ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ლევან ჩხაიძის თქმით, "სამუშაოების შესასრულებლად ტენდერი უკვე დასრულებულია და დაახლოებით, 10 დღეში დაიწყება აღნიშნული ტერიტორიის კეთილმოწყობა".




 ახალი ამბები
  • "ქურდული სხადნიაკის" მოწყობა - კიევში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი "გალსკი" დააკავესკიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ ნუკრი დოჩია, იგივე, გალსკი დააკავეს. კიევის პოლიციის უფროსის, ანდრეი კრიშჩენკოს თქმით, გალსკი კიევში არალეგალურად იმყოფებოდა და „კრიმინალური ავტორიტეტების“ „სხადნიაკის“ ორგანიზებით იყო დაკავებული. ნუკრი გალსკის 2018 წლის დეკემბერში​ უკრაინაში სამი წლით აეკრძალა შესვლა, შესაბამისად, მან სახელმწიფო საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.1987 წელს დაბადებული ნუკრი გალსკი არაერთხელ იყო ნასამართლევი მძიმე ... ...
  • საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის გამოყენების გამოცდილებას უზბეკეთის დელეგაცია გაეცნო (R)საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სასწავლო ვიზიტით უზბეკეთის დელეგაცია ეწვია. პროექტების მართვისა და გაყიდვების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ტურაშვილმა სტუმრებს საჯარო რეესტრის მიერ უძრავი ქონების რეგისტრაციაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენების გამოცდილება და სამომავლო გეგმები გააცნო. სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საჯარო რეესტრი პირველი ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელმაც საჯარო სერვისებში ბლოკჩეინ ტექნოლოგიის გამოყენება დაიწყო. ბლოკჩეინში ინტეგრირებით უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სარეგისტრაციო ტრანზაქციები კიდევ უფრო მეტად დაცული, მსოფლიო მასშტაბით ხელმისაწვდომი და გამჭირვალე გახდა. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებულ სხვა წარმატებულ რეფორმებსაც გაეცნენ. უზბეკეთის დელეგაციის შემადგენლობაში გენერალური პროკურატურის, ფინანსთა და შრომის სამინისტროს წარმომადგენლები შედიოდნენ. ... ...
  • ფოთში ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა (R)მიმდინარე წლის 20-21 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ "ქართული ოცნება-ჯანმრთელი მომავლის’’ ორგანიზებით და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიასა და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ფოთში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მათი ოჯახის წევრებისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა. საქველმოქმედო სამედიცინო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი კლინიკები: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა, სამედიცინო ცენტრი ‘’ვივამედი’’, დავით გაგუას კლინიკა, ისრაელი-საქართველოს ერთობლივი კლინიკა ‘’გიდმედი’’, ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკა. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, 33-მა წამყვანმა ექიმმა, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაუწია 800-მდე ბენეფიციარს. მათ, ასევე, უფასოდ გადაეცათ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები. სამედიცინო აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი, უფროსი სპეციალისტი, ვაჟა დალაქიშვილი, უწყების რეგიონული მართვის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსი, რევაზ გაბუნია, სამსახურის წარმომადგენლები ფოთში, დავით კვარაცხელია და მერაბ კორშია,  ფოთის მუნიციპალიტეტის მერი, გოჩა კურდღელია, ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის’’პრეზიდენტი, ქეთი ბარათელი. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ " ქართული ოცნება - ჯანმრთელ მომავალს" შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, მიმდინარე წლის 25 იანვარს გაფორმდა და 2019 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ვეტერანებისთვის სათანადო ცხოვრების პირობების შექმნის უზრუნველყოფას და მათი სოციალური და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას. ... ...
  • ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინასაქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 23 ივლისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8831 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.8845 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0014-ით გამყარდა. ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.2357 ლარი შეადგინა, გუშინ მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.2410 ლარი იყო. ლარის კურსი ევროსთან 0.0053-ით გამყარდა. ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5955 ლარია, აქამდე მოქმედი კურსი 3.6177 ლარი იყო. ლარის კურსი სტერლინგთან მიმართებაში 0.0222 -ით გამყარდა. თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.5077 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.5109 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0032-ით ... ...
  • საჯარო რეესტრმა ამზომველებისთვის „სახელმძღვანელო საკადასტრო სამუშაოებისთვის" მოამზადა (R)საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შემსრულებელი პირებისთვის „სახელმძღვანელო საკადასტრო სამუშაოებისთვის" მოამზადა. სახელმძღვანელო სარეკომენდაციო-საინფორმაციო ხასიათისაა და ამზომველებსსაკადასტრო სამუშაოების მაღალი სიზუსტითა და დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შესრულებაში დაეხმარება. სახელმძღვანელოში მოცემულია ინფორმაცია დამკვეთსა და ამზომველს შორის განსაზღვრული ვალდებულებების, აზომვითი სამუშაოების განსახორციელებლად საჭირო ხელსაწყოების, მეთოდებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესახებ. მოცემული რეკომენდაციებისმიხედვით ამზომველის მიერ კვალიფიციურად შესრულებული სამუშაო უფრო მეტად დაცულს ხდის როგორც მიწის მესაკუთრეების, ასევე ამზომველის უფლებებს, აღმოფხვრის გადაფარვებს და მინიმუმამდე დაიყვანს მესაკუთრეებს შორის სამომავლო დავებისწარმოშობის რისკს. ... ...

არქივი

ზაფრანი

ვაზელინი - ჯენიფერ ენისტონის სილამაზის საიდუმლო

50 წლის ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ...

ჰოლივუდის ყველაზე შესაშური მამაკაცები

ამ მამაკაცებზე ოცნებობს მილიონობით ქალი,...

კაცმა ტატუ თვალში გაიკეთა

ბოლო დროს თვალის ტატუ ხელოვნების...

როგორი სიმთვრალე აქვს რიანას

საუბარი რიანას შემოქმედებაზე და მის...

შაკირა ყველა დროის სექსუალური მომღერალია

ყველა დროის ყველაზე სექსუალური მომღერლების...

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...