„ქაოსია მიწათსარგებლობის ირგვლივ“_ რეკომენდაციები მიწის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ

საზოგადოება

„ქაოსია მიწათსარგებლობის ირგვლივ“_ რეკომენდაციები მიწის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ

2019 აპრ 24 08:20:55

მიწის რესურსებისა და ნიადაგების დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა, დღესდღეობით ქვეყნისთვის მიწის საკითხებთან დაკავშირებული არაერთი პრობლემა არსებობს.

ჯერ კიდევ,  რამდენიმე წლის წინ გაერომ  გამოხატა თავისი გაკვირვება იმის გამო, რომ საქართველოში არ აღირიცხება მიწები და არ ხდება მიწის ბალანსის შედგენა.

თუმცა, ქვეყანაში მას შემდეგ ამ კუთხით ფაქტიურად არაფერი შეცვლილა და უფრო მეტიც, როგორც კომპეტენტური პირები ამბობენ, მიწათსარგებლობის საკითხებზე სრული ქაოსია შექმნილი.

საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა „დემოკრატიის მხარდაჭერის ნაციონალური ფონდის“ (NED) მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში შეიმუშავა სარეკომენდაციო წინადადება მიწის მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ, რომლის პროექტის განხილვაც დღეს თბილისში სასტუმრო „ქორთიართ მარიოტში“ შედ გა.

როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა ირინე ფხოველიშვილმა განაცხადა, კონფერენციის გამართვა 2004 წლის შემდეგ ქვეყანაში შექმნილმა მძიმე შედეგებმა გამოიწვია. ყველაზე მეტად დაზარალებული კი არსებული ვითარებით საქართველოს მოსახლეობაა.

„წლების განმავლობაში  ვმუშაობდით იმ საკითხებზე თუ რა შედეგი მივიღეთ 2004 წელს მიწის მართვის სახელმწიფო  დეპარტამენტის გაუქმების შემდეგ, რასაც 2006 წელს პირველი დონის საკრებულოების გაუქმება, ანუ სოფლებისთვის სტატუსების წართმევა მოყვა, რამაც აბსოლუტური წყვეტა გამოიწვია სოფლებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის და შეიქმნა  ქაოსი მიწათსარგებლობის ირგვლივ. აქ არის როგორც საკუთრებაში, ასევე მფლობელობაში არსებული მიწები. ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია რომ საქართველოში ადგილობრივ მოსახლეობას უარი გვეთქვა მიწის დამუშავებაზე და შესაძლებლობა ყოფილიყო ქართული მიწების უცხოელებზე გასხვისების. 2007 წლიდან ინტენსიურად დაიწყო უცხოელების შემოსვლა და მათ შორის პრეზიდენტის მოწოდება რომ ქართული მიწა ყველას შეუძლია იყიდოს. ფაქტობრივად ამ ქაოსით ყველაზე მეტად წაგებული დარჩა ადგილობრივი მოსახლეობა“,_ამბობს ფხოველიშვილი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიები საკმაოდ არის განვითარებული, რაც მიწის გაზომვის პროცესს ამარტივებს,  ქვეყანას მიწის ბალანსი  არ აქვს დაანგარიშებული.

„დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიებით ძალიან ადვილია ყველაფრის გაზომვა, სამწუხაროდ, არ გვაქვს მიწის ბალანსი.  არ ვიცით რამდენს ვფლობთ. ერთია, რომ თვალნათლივ ჩანს ის, რაც რუსეთის ოკუპაციის შედეგად დავკარგეთ, მაგრამ არ ჩანს მცოცავი ოკუპაციის შედეგად დაკარგული მიწები, არ ჩანს ჩუმად გადმოჩოჩებული საზღვრები, ეროზიის შედეგად დაკარგული მიწები, ყოვლად შეუძლებელია ამ სიტუაციაში ყოფნა“,_ამბობს ის.

საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტის განცხადებით, მიწას უნდა ყავდეს ერთი პატრონი. მნიშვნელოვანი კი მეურნეების ანუ გლეხების, მესაკუთრეების დაცვაა.

 „ვითხოვთ, რომ მიწას  ყავდეს ერთი რეალური პატრონი, რომლის გარეშეც არ შეიძლება მოხდეს მიწისთვის  კატეგორიის შეცვლა, ეკონომიკური დანიშნულების მინიჭება და ა.შ.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელიც არის პოლიტიკის გამტარებელი სოფლის მეურნეობის მიმართულებით,  უნდა ქონდეს გავლენა სასოფლო სამეურნეო მიწებზე მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არ იყოს დაცული მესაკუთრე, გლეხი, რომლის მხრებზეც დგას ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერე. სასურსათო უსაფრთხოება“, _ ამბობს ფხოველიშვილი და აღნიშნავს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ დიდ სამამულო ომის დროს, 45-იან წლებში როდესაც ქვეყანა იყო ნგრევის პირას მაშინ 900 000 აწარმოებდა საქართველო ხორბალს და მეზობელ სახელმწიფოებზეც ყიდიდა, დღეს კი 150 000 ტონას წარმოება ხდება დანარჩენი კი სხვა ქვეყნებიდან, უმეტესად რუსეთიდან შემოდის, რომელმაც ხორბალი რომ არ მოგვაწოდოს ქვეყანას 1 კვირის მარაგი არ აქვს თავის სარჩენად. როდესაც მოხდება ამ ერთიანი სისტემის, მარეგულირებელი კომისიის შექმნა, თუ რას დაუძახებენ არ აქვს მნიშვნელობა, რომელმაც უნდა დაიწყოს პასუხისმგებლობის აღება მიწის ბალანსის, კადასტრის, ეკონომიკური ბალანსის შესახებ,  ყველაფერზე, რომელიც მიწის ზემოთ და ქვემოთ არსებობს. იქამდე წინ ვერ წავალთ. ერთი რამ ფაქტია. არ შეიძლება გათვლები ვიქონიოთ მძიმე ინდუსტრიულ წარმოებებზე, უნდა ვიმუშაოთ აგროსექტორზე და ამ სექტორიდან მიღებული პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოების განვითარების ხელშეწყობაზე“.

ფხოველიშვილის თქმით, საზოგადოება მტკივნეულად განიცდის იმ ორგანული კანონის განხილვას, რომელიც დღეს პარლამენტში მიდის სასოფლო სამეურნეო მიწების საკუთრების შესახებ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ორგანულ კანონში არსებული ხარვეზები უნდა გამოსწორდეს. კერძოდ, საქმე ეხება მიწების გასხვისებას აკრძალულ ზოლებში, მათ შორის სასაზღვრო ზოლში, მთავრობის მიერ ნებადართული საერთაშორისო ორგანიზაციების მიწის საკუთრების არსებობასთან დაკავშირებით, რადგან კონსტიტუცია ცალსახად კრძალავს მიწების გასხვისებას უცხოელებზე და არ უნდა იყოს მის ქვემდებარე ორგანულ კანონში ისეთი რამ, რაც გახდება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრების საბაბი.

პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტის თანამშრომელი, წამყვანი სპეციალისტი თამარ ფხაკაძე კი „გურია ნიუსთან“ ამბობს, რომ ქვეყანაში მიწის მართვა პარალიზებულია. არ არსებობს მიწის კადასტრი, რომელზეც სოფლის მეურნეობის ზოგადად სტრატეგიული განვითარება არის დაყრდნობილი.

„მიწის საკითხი არის პრობლემა. ჩვენ შემთხვევაში მიწის კადასტრი მოწესრიგებული არა გვაქვს. კომისიები შეიქმნა, შემოვიდა კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ახალისებდა, რომელიც 2018 წლამდე უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ ვერ დამთავრდა. სრული სურათის შექმნა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს. ეს არის როგორც ეროვნულ დონეზე აყვანილი სიმდიდრე და უნდა შეეხედოს არა როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ როგორც ეროვნული სიმდიდრე, რომელმაც უნდა განსაზღვროს ქვეყნის სიმდიდრე“,_ამბობს ფხაკაძე.

მისივე თქმით, პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა მიწის ფონდის შექმნაა, რადგან ქვეყანაში მიწის ბალანსი აღწერილი უნდა იყოს.

„მიწის ბალანსი უნდა იყოს ქვეყანაში, რომ ნებისმიერი ცვლილება რა მოხდა, სტატუსის შეცვლის რომ დარეგულირდეს. ამ ეტაპზე მიწის ბალანსი არ არსებობს. 2004 წელს გაუქმნდა მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტი და მიწა სამართავად გადაეცა სხვადასხვა სამინისტროებს, მათ შორის იუსტიციის სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მაშინდელ გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ეს ქაოსი და გაბნეულობა ქმნის რომ სრულიად პარალიზებულია მიწის მართვა ჩვენს ქვეყანაში“,_ამბობს ის.

ფხაკაძე ასევე აღნიშნავს, რომ მიწას ყოველწლიურად უნდა შემოწმება. გაუდაბნოების პრობლემაც დადგება  და მიწას ფასი დაეკარგება. გარდა ამისა, „როცა ჩვენ კადასტრი არ გვაქვს და ვყიდით მიწას არ ვიცით რას ვყიდით, მოგვცემს იმ შედეგს რასაც ველოდებით“,_ამბობს ის.




 ახალი ამბები
  • შემთხვევა მყინვარწვერზე_ 4 000 მეტრის სიმაღლიდან კაცი ყინულის ნაპრალში ჩავარდამაშველებმა ყაზბეგში ლიეტუვას მოქალაქე გადაარჩინეს. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, მყინვარწვერზე მყოფი ტურისტთა ჯგუფიდან ერთ-ერთი, 53 წლის მამაკაცი.  სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. მამაკაცი მაშველებმა ამოიყვანეს და თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. ამ დროისთვის ლიეტუვის მოქალაქეს შესაბამისი მკურნალობა ... ...
  • აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს ბანკთან პარტნიორობით ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა (R)საქართველოს ბანკის ჩართულობით და „გალტ ენდ თაგარტთან“ პარტნიორობით აზიის განვითარების ბანკმა ლარის ობლიგაციების მასშტაბური განთავსება განახორციელა და 60 მილიონი ლარი მოიზიდა. საქართველოს ბანკი ობლიგაციების მასშტაბურ განთავსებაში ჩართული იყო როგორც  ანგარიშსწორების ბანკი, და ასევე იქნება ამ ობლიგაციებისთვის კალკულაციისა და  საგადამხდელო აგენტი. ფასიანი ქაღალდების საჯარო განთავსება კი „გალტ ენდ თაგარტმა“ უზრუნველყო. ADB-ის მიერ მსგავსი ორტრანშიანი ფასიანი ქაღალდების გამოცემა საქართველოს კაპიტალურ ბაზარზე 2015 წლის შემდეგ მესამედ განხორციელდა. ობლიგაციების გამოშვება ორ ტრანშად მოხდა. მათგან პირველის ვადიანობა - 3 წელი, მეორე ტრანშის ვადიანობა კი 5 წელია. ობლიგაციის განაკვეთი არის ცვლადი და ის საქართველოს ეროვნული ბანკის 3-თვიანი დეპოზიტის განაკვეთთან არის ინდექსირებული. ADB პირველი ორგანიზაციაა, რომელმაც ობლიგაციები საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებულ სისტემაში გამოუშვა და განათავსა საჯარო აუქციონის გზით. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებული სისტემა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2018 წლის დეკემბერში დაინერგა და ცენტრალური ბანკის სახსრებით ურისკო, სწრაფი და უსაფრთხო ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა, რისთვისაც დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემას იყენებს. ADB-ის ფასიანი ქაღალდები ასევე განთავსებულია საქართველოს საფონდო ბირჟაზე. ფასიანი ქაღალდების მფლობელები ქართული ინსტიტუციური ინვესტორები გახდნენ. „ADB ძალისხმევას არ იშურებს, რათა განვითარდეს ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების ბაზრები. ამ ფასიანი ქაღალდების გამოშვებით ეროვნულ ვალუტაში გაიცემა თანხები არა მხოლოდ ADB-ის კერძო სექტორის ოპერაციების განსახორციელებლად, არამედ ამით ხელს ვუწყობთ განვითარებას, რაც საქართველოს მოწინავე ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშეწყობით გამოიხატება“,- განაცხადა „ADB“-ის ხაზინის უფროსმა პიერ ვან პეტეგემმა. „მოხარული ვართ, რომ აზიის განვითარების ბანკმა ობლიგაციების მასშტაბური განთავსებისთვის პარტნიორად სწორედ საქართველოს ბანკი აირჩია. საქართველოს ბანკი შეასრულებს კალკულაციისა და საგადამხდელო აგენტის როლს და 60-მილიონიან ტრანზაქციაში წარმოადგენს ანგარიშსწორების ბანკს. საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარი განვითარებისკენ შესამჩნევ ნაბიჯებს დგამს და საქართველოს ბანკი ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ. „მოხარული ვარ, აღვნიშნო „გალტ ენდ თაგარტის“ როლი ამ მნიშვნელოვან გარიგებაში. ჩვენ ვცდილობთ, ვიყოთ პარტნიორი მსგავსი ტრანზაქციების განხორციელებაში არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისთვის, არამედ იმ მზარდი ქართული კომპანიებისთვის, რომლებიც ცდილობენ,  მოიპოვონ კაპიტალის დამატებითი წყაროები.  მსურს, მივულოცო მთელ გუნდს, რომელიც მუშაობდა ამ მნიშვნელოვან გარიგებაზე“, - განაცხადა „გალტ ენდ თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ. ... ...
  • „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ - რუსი ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენსაქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები და ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ. საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები მოგზაურობას უსაფრთხოდ განაგრძობენ და აცხადებენ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. 2008 წლის აგვისტოს ომი კი რუსეთის ამბიციის შედეგია. წყარო: ... ...
  • ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდებაქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. ახალი ორი ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, აღნიშნული გზის მშენებლობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარს ... ...
  • ყვითელი მიკროავტობუსები ახლებით უნდა შეიცვალოს„ყვითელი მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და ისინი ახლებით უნდა ჩანაცვლდეს“, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 16 ივლისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიკროავტობუსებმა, რომლებიც თბილისში 2011 წელს არის შემოყვანილი და მას შემდეგ ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, ყველანაირი რესურსი ამოწურა: „ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას კომპანიასთან, რომ ძველი მიკროავტობუსები ახლებით ჩანაცვლდეს“, - ამბობს კახა კალაძე. თბილისის მერმა ისიც თქვა, რომ მიკროავტობუსები ივლის მხოლოდ და მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც 8 და 10 მეტრიანი ავტობუსენი ფიზიკურად ვერ შეძლებენ გადაადგილებას. და რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში იმოძრავებს. „ჩვენ არასდროს დაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ უბნებად და გარეუბნებად, ეს მიდგომა ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიურებელია“, _ განაცხადა თბილისის ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...