კარიერზე კვლავ დაპირისპირებაა: "არავის შემოგიშვებთ" და პასუხი: "ჩვენს უფლებებს თქვენ არღვევთ!"

საზოგადოება

კარიერზე კვლავ დაპირისპირებაა: "არავის შემოგიშვებთ" და პასუხი: "ჩვენს უფლებებს თქვენ არღვევთ!"

2019 ივლ 22 14:43:57

ოზურგეთში, სოფელ კვირიკეთის სიახლოვეს, მდინარე ბჟუჟის სანაპიროზე ქვა-ღორღის მოპოვების საწინააღმდეგო აქცია კიდევ ერთხელ, ამჯერად მწვავე დაპირისპირების ფონზე გაიმართა.

როგორც აქაურები ამბობენ, 13 ივლისს, გაურკვეველი პირები მალულად შეიპარნენ კვირიკეთთან, ბჟუჟის ნაპირთან არსებულ კარიერზე და მოიყვანეს მძიმე ტექნიკა. მოსახლეობამ მაშინვე აცნობა ადგილობრივ ხელისუფლებას, პოლიციას, მოძრაობა "გადავარჩინოთ გურიის მდინარეების" წარმომადგენლებს.

_ რა აზრი აქვს ამათთან ბრძოლას?! არაფერი ესმით! ნადგურდება მდინარის ხეობა, სასმელი წყლის გარეშე ვართ დარჩენილი. სანამ არ მოწესრიგდება ლიცენზიის საკითხი, სანამ კანონი არ შეიცვლება სასიკეთოდ და შესაბამისი რეგულაციები არ დაწესდება, სულ წინააღმდეგობას გავუწევთ და არ შემოვუშვებთ აქ. ერთ ტომარა ქვიშას ვერ ამოიღებ, დაგაჯარიმებენ, მათთვის ყველაფერი ნებადართულია, ესაა სამართალი? _ გვეუბნებიან კვირიკეთის მცხოვრებლები.

13 ივლისს მოსახლეობის წარმომადგენლები და ქვა-ღორღის მომპოვებლები, რომლებსაც ლიცენზიის კანონიერებას თხოვდნენ, შეთანხმდნენ, რომ დაიშლებოდნენ და მეორე დღე დათქმულ დროს წარმოადგენდნენ დოკუმენტაციას.

_ დავიშალეთ, თუმცა, მათ სიტყვა გატეხეს. სიტყვის გატეხვა კი არა,  უსირცხვილო საქციელი ჰქვია ამას. ერთი საათიც არ დაუგვიანიათ _ მობრუნდნენ ქურდულად, სასწრაფოდ ამოიღეს ქვა-ღორღი და მოასწრეს ერთი მანქანის გატანა. მოსახლეობა კვლავ გადაუდგა მათ წინ და ამჯერად უკან აღარ მობრუნებულან. როცა ასე იქცევიან, ერთი სიტყვაც კი არის სანდო მათი მხრიდან? _ გვეუბნება "გადავარჩინოთ გურიის მდინარეების" ერთ-ერთი დამფუძნებელი ირმა გორდელაძე.

კვირიკეთში კარიერზე მისულ პირთაგან, ერთ-ერთი, რომელიც აცხადებდა, რომ ის არის მეპატრონე და ლიცენზიანტთან ხელშეკრულება აქვს დადებული, ოზურგეთელი შოთა კიღურაძე აღმოჩნდა.

"გურია ნიუსი" კიღურაძეს დაუკავშირდა და სთხოვა, ესაუბრა, რამდენად კანონიერად ფლობს კარიერს, ფიქტიური ხომ არ არის მისი ლიცენზია, როგორ შეძლებს მოსახლეობის პროტესტის წინააღმდეგ წასვლას და მათ დარწმუნებას საკუთარი ქმედების კანონიერებაში.

_ მე დასამალი არაფერი მაქვს, ვარ კანონიერი მფლობელი, დადებული მაქვს ხელშეკრულება. ოზურგეთს საკრებულოში კარგა ხანია, გაგზავნილია და ადგილზე დევს დასკვნა, რომ ჩვენ გვაქვს კარიერზე მუშაობის უფლება, უკანონოდ არაფერი გაგვაქვს. ხვალ (საუბარი შედგა 16 ივლისს. ავტ.), ჩვენ მივალთ გუბერნიაში, შევხვდებით ყველას, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს.

_ კვირიკეთელები ბრაზობენ, რომ თქვენ აქციის დროს დათქმული დაპირება დაარღვიეთ და კვლავ შეიპარეთ კარიერზე, დატვირთეთ მანქანა და გაიქეცით...

_ შესაპარი რა მჭირდა? კანონიერი დოკუმენტი მაქვს და კანონიერად ვმუშაობ. ყველა კითხვას პასუხს გავცემ.

_ მოსახლეობა არ აპირებს ვინმე შეუშვას კარიერზე, არავის ენდობიან. დარწმუნებული ხართ, მაინც იმუშავებთ და გაიტანთ ქვა-ღორღს?

_ მე უკანონოდ არაფერს ვაკეთებ. ვინ არ მანებებს? ერთი ის უნდა გავარკვიო, რა ორგანიზაციაა ის, ვინც გვეწინააღმდეგება და აქეთ არღვევს ჩვენს უფლებებს.

_ ეს არის მოძრაობა "გადავარჩინოთ გურიის მდინარეები". მასში საზოგადოების აქტიური წარმომადგენლები გაერთიანდნენ...

_ მაინტერესებს, რა ორგანიზაციაა. ჩვენი სამუშაოები ყველგან ნორმალურად არის შესრულებული. არსად არაფერი დაგვიშავებია. გვაქვს ლიცენზია. არის ნატანი, რომელიც უნდა ამოვიღოთ. მერე კი მანდ ლიცენზია არ გაიცემა.

_ ანუ, თქვენ კანონიერად გაგაქვთ და სხვაზე თუ გაიცა, უკანონო ქმედებაა?

_ სხვა არ ვიცი, ჩვენ ყველაფერი კანონიერად გვაქვს და ვიმეორებ, არსად არაფერი ჩაგვიდენია ისეთი, რომ შენიშვნასაც ვიმსახურებდეთ.

_ აბა, რატომ გედავებიან?

 _ მათ ჰკითხეთ.

_ ვინ არის ლიცენზიანტი, ვისთანაც ხელშეკრულება გაქვთ დადებული და ვისი სახელითაც საუბრობთ?

_ ეს არის კომპანია "ჯორჯიან მინერალს".

_ დარწმუნებული ხართ, გუბერნიაში შეხვედრის შემდეგ, თქვენ გააგრძელებთ კარიერზე მუშაობას და ქვა-ღორღის გატანას?

_ დიახ, იმიტომ, რომ კანონიერად ვმოქმედებთ. პირიქით, ჩვენს უფლებას არღვევენ ზოგიერთები.

_ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს შეხვედრა დახურული იქნება. თუმცა, მაინც მოვალთ. გაგვაცნობთ თუ არა შეხვედრის დეტალებს?

_ მობრძანდით, დასამალი ჩვენ არაფერი გვაქვს. აუცილებლად გეტყვით, _ გვითხრა კიღურაძემ.

"გურია ნიუსი" მოძრაობა "დავიცვათ გურიის მდინარეების" წევრს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს ლევან მგელაძეს ესაუბრა:

"პირველ რიგში, გეტყვით, რომ ჩვენ, მოძრაობის წევრები და მოსახლეობა წინააღმდეგი არ ვართ ქვიშა-ხრეშის მოპოვების. თუმცა, ეს უნდა ხდებოდეს კანონის ფარგლებში და, ერთხელ და სამუდამოდ, კანონმდებლობაში კარგად უნდა გაიწეროს. სინამდვილეში ყველაფერი კანონსაწინააღმდეგოდ ხდება. რად უნდა განმარტება? მიხვალ ადგილზე და ნახავ _ აოხრებულია მდინარეთა კალაპოტები. ჩვენ ვდგავართ მოსახლეობის გვერდით. მათ არაფერი ეშლებათ. გურიის მდინარეებს ეკოკატასტროფა ემუქრება.

ადრე გარემოს დაცვის სამინისტროში არსებობდა ცალკე სამსახური, რომელიც ამ საქმეს ასე თუ ისე კონტროლს უწევდა, საქმე კეთდებოდა. ორი სამინისტროს გაერთიანების შემდეგ ყველაფერი აირია, კონტროლი მოიშალა და ეს სამსახურიც აღარ არსებობს. ჩვენ შევისწავლით ამ ყველაფერს და გარემოს დაცვის სამინისტროს ვთხოვთ, რომ დაგვრთონ ნება, კონტროლი გავუწიოთ კარიერებზე მიმდინარე მოვლენებს.

აოხრებულია გარემო, ჭებში წყალი დაშრა, ხალხს მიწის ნაკვეთები წაართვა კალაპოტდარღვეულმა მდინარეებმა, ნადგურდება საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელი ერთი ჩამოვთვალო?" _ გვითხრა ლევან მგელაძემ.




 ახალი ამბები
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...
  • მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება და მაღალი ტემპერატურა _ გარემოს ეროვნული სააგენტო 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს., _ აღნიშნულ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის ... ...
  • მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. შეხვედრის შემდეგ მამუკა ბახტაძე და სერგეი რუმასი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...