"ქართუ" "უკანასკნელი დღეების აურზაურის" მიზეზებს განმარტავს _ "ივანიშვილი საქმის კურსში არ ჩაგვიყენებია"

საზოგადოება

"ქართუ" "უკანასკნელი დღეების აურზაურის" მიზეზებს განმარტავს _ "ივანიშვილი საქმის კურსში არ ჩაგვიყენებია"

2018 ივნ 24 12:38:32

"გიორგი შენგელაიას საქველმოქმედო დახმარება არ მოხსნია. ის კვლავაც იღებს ფონდი „ქართუს“ დახმარებას თვეში 3000 ლარის ოდენობით", _ აღნიშნულია საქველმოქმედო ორგანიზაცია "ქართუს" განცხადებაში, რომელიც ფონდმა რეჟისორის ბრალდებების საპასუხოდ გაავრცელა.

"ოლო დროს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია რეჟისორ გიორგი შენგელაიასთვის ფონდი „ქართუს“ ფულადი დახმარების შეწყვეტის თაობაზე. ამ საკითხისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო, ფონდის ადმინისტრაცია საჭიროდ თვლის გააკეთოს კომენტარი.

პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. გ. შენგელაიას საქველმოქმედო დახმარება არ მოხსნია. ის კვლავაც იღებს ფონდი „ქართუს“ დახმარებას თვეში 3000 ლარის ოდენობით. გ. შენგელაია არის ფონდის ერთ-ერთი უძველესი ბენეფიციარი, ფულად დახმარებას ის იღებს თითქმის 20 წლის განმავლობაში.

ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ გარდა ყოველთვიური სტიპენდიისა, ფონდმა დააფინანსა მისი მხატვრული ფილმის „მიდიოდა მატარებლის“ გადაღება. ფონდი „ქართუ“ ერთ-ერთი უძველესი და უდაოდ ყველაზე მსხვილი საქველმოქმედო ორგანიზაციაა საქართველოში. თავისი არსებობის 23 წლის განმავლობაში ფონდმა დახმარება გაუწია ათასობით ხელოვანს, მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს.

ამავე დროს, ფონდის ისტორიაში არ არსებობს არცერთი პრეცედენტი, რომ ფონდს შეეწყვიტა ფულადი დახმარების გაცემა ბენეფიციარისთვის მისი პოლიტილური ან მსოფლმხედველობითი შეხედულებების გამო.

თუმცა, 2012 წელს ფონდის ზოგიერთმა ბენეფიციარმა, თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, თავად თქვა უარი ფონდის დახმარებაზე. მაგალითისთვის შეიძლება ისეთი პირების დასახელება, როგორიც არიან: მწერალი გურამ დოჩანაშვილი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე, არტისტი ვახტანგ კიკაბიძე, სპორტსმენი ნანა ალექსანდრია და სხვა. რიგ შემთხვევაში, იმავე პოლიტიკური მოტივით ფონდის დახმარებაზე უარის თქმა მოხდა კოლექტიურადაც, კერძოდ კახიძის მუსიკალური ცენტრის, მუსკომედიის თეატრისა და სხვა დასების მხრიდან. მოგეხსენებათ, რომ ფონდი „ქართუს“ ერთადერთ დონორს წარმოადგენს ივანიშვილების ოჯახი.

ვინაიდან გიორგი შენგელაიამ არაერთგზის საჯაროდ გააკრიტიკა ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი და გამოხატა თუ რაოდენ მიუღებელია მისთვის ბ. ივანიშვილის პიროვნება, ჩვენ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ მისი ამჟამინდელი პოზიცია განპირობებებულია პოლიტიკური შეუთავსებლობით.

ფონდის გამგეობა დაინტერესდა, ხომ არ ჰქონდა ბ-ნ გიორგის სურვილი, სხვების მსგავსად, თავისი ინიციატივით უარი ეთქვა ფონდის დახმარებაზე. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ დავუკავშირდით რეჟისორს. პასუხად შევიტყვეთ, რომ გ. შენგელაიას ივანიშვილისადმი ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, არა თუ არ სურს მის ფულზე უარის თქმა, არამედ სასამართლოშიც კი უჩივლებს ფონდს, თუ მას ამ დახმარებას შეუწყვეტენ. გ. შენგელაიას პასუხის შემდეგ ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ მისი ბოლოდროინდელი საჯარო აქტიურობის მამოძრავებელ მოტივს არა პოლიტიკური, არამედ პირადი ხასიათის სარჩული გააჩნდეს.

წლების განმავლობაში გ. შენგელაია უკმაყოფილო იყო მისი სტიპენდიის ოდენობით და თვლიდა, რომ მას სხვა ბენეფიციარების მსგავსად უფრო მაღალი ფულადი დახმარება უნდა მიეღო. წლების განმავლობაში ის ითხოვდა ყოველთვიური დახმარების 5000 ლარამდე გაზრდას.

ამ საკითხის განხილვისას ფონდის ადმინისტრაცია ითვალისწინებდა იმ გარემოებას, რომ გ. შენგელაიასთან ერთად ფონდის დახმარებას მისი ოჯახის სხვა წევრიც იღებს და ამიტომაც არ თვლიდა მიზანშეწონილად მისი სტიპენდიის დამატებით გაზრდას. ჩვენთვის ცნობილია, რომ ფონდის გამგეობის აღნიშნული პოზიცია გ. შენგელაიას გაღიზიანებას იწვევდა. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ვფიქრობთ რომ უკანასკნელი დღეების აურზაურის მიზეზს შესაძლოა სწორედ ეს გარემოება ედოს საფუძვლად.

ბოლოს ცალსახად უნდა ითქვას, რომ მსგავსი თემების შესწავლა და განხილვა ფონდის გამგეობის პრეროგატივა და ვალდებულებაა. შესაბამისად, ფონდის გამგეობას საქმის კურსშიც კი არ ჩაუყენებია ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით," _ აღნიშნულია საქველმოქმედო ფონდი „ქართუს“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შენგელაიას განცხადბით, მას  "ქართუ ჯგუფმა" სტიპენდია გაუუქმა. რეჟისორმა ეს  მის მიერ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას დაუკავშირა,  სადაც მან ბიძინა ივანიშვილს "გაუნათლებელი კაცი" უწოდა. შენგელაიამ მედიასთან საუბრისას თქვა, რომ დაურეკეს ფონდიდან და პირდაპირ უთხრეს, რომ ტელეთერით გაკეთებული მისი განცხადება მიუღებელი იყო.

"ჩემი გამოსვლის მერე, სადაც მე ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილი უკითხავი კაცია მეთქი, სხვა არაფერი სალანძღავი სიტყვა არ გამომიყენებია, დამირეკა ვინმე ჩხეტიანმა, ეს არის "ქართუს ფონდის" მმართველი თუ თავმჯდომარე და მითხრა ეგეთი რამე - ბატონო გიორგი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგხსნათ სტიპენდიიდან, პირდაპირ თქვა ჩხეტიანმა, რომ რაც დაწერეთ, ეს ჩვენთვის მიუღებელიაო. მე ვუთხარი, რომ ამას მივიღებ მხოლოდ იმის მერე, რაც ოფიციალურ წერილს გამომიგზავნით-მეთქი. ჯერჯერობით წერილი არ მოსულა.

შეიძლება გადაიფიქრეს, რაც მეეჭვება იმიტომ, რომ ის საშინელი ჯიუტი კაცია. თუ რამეს უბრძანებს ვინმეს, შემსრულებლები გააკეთებენ.

ყოველ შემთხვევაში, ამ წლის კონტრაქტს ვერ გამიუქმებს. ეს არის ყოველწლიური ხელშეკრულება, ყოველ წელს აგრძელებენ და ამას ვერ გამიუქმებს. ივანიშვილი ჩემს ღვაწლს ვერ წაშლის, ამაშია მთელი საქმე. მე ყველას ვუყვარვარ", _ აცხადებდა შენგელაია, თუმცა, როგორც "ქართუს" განცხადებიდან გაირკვა, მისთვის სტიპენდია არ შეუწყვეტიათ.




 ახალი ამბები
  • ოჯახი და პოლიცია 45 წლის მამაკაცს ეძებსოჯახი 45 წლის ლაშა ხვინგიას ეძებს. ახალგაზრდა მამაკაცი თბილისში ცხოვრობს. ის სახლიდან 30 ოქტომბერს გავიდა და მას შემდეგ მის შესახებ არავინ არაფერი იცის. ნათესავების ინფორმაციით, ის ბოლოს საავადმყოფოში გამოკვლევების ჩასატარებლად წავიდა. პოლიციამ ოფიციალურად გამოაცხადა მასზე ძებნა, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ. წყარო: ... ...
  • საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი, სავარაუდოდ, დღეს დასახელდებასაქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს, 13:00 საათზე სხდომა გაიმართება, რომელზეც ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღზე შეჯერებაა. ამის შესახებ ინფორმაცია ცეკოს ვებგვერდზეა განთავსებული. დღის წესრიგის მიხედვით, სხდომაზე შეჯამდება საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების პირველი ტურის შედეგები. ასევე იმსჯელებენ 28 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე. ცესკომ განაცხადა, რომ კანონდარღვევა არ იქნება თუ მეორე ტური სამუშაო დღეს ... ...
  • ქმარმა ცოლი საჭმლის დროულად არ მიტანის გამო გაკოჭა, სცემა და დანით დაჭრა14 თებერვალს, მარნეულის რაიონში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა კაცმა მის გამო, რომ მეუღლემ დროულად არ მიუტანა საჭმელი, სასტიკად სცემა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მტავარი პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავარი პროკურატურა ავრცელებს. როდესაც დაზარალებული  წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, იატაკზე წააქცია და ხელ-ფეხი პლასტმასის ე.წ. ხამუთებით შეუბოჭა, რა დროსაც ცოლის წინააღმდეგობის დასაძლევად ფეხში დანა ჩაარტყა. ქალი შებოჭილი, დაახლოებით, 4 საათის განმავლობაში იყო და ამ დროის განმავლობაში ქმარი მას ფიზიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის მისაყენებლად ფეხებით და ხელებით სცემდა. სამართალდამცველებმა გ.გ. 2018 წლის 17 თებერვალს დააკავეს. მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ მას ბრალდება სსკ-ის 111,143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ) და 111,1441 მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ, ოჯახის სხვა წევრის მიმართ წამება) წარუდგინა. ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ კაცი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ... ...
  • ახალციხეში გარყვნილი ქმედებისთვის პაკისტანის მოქალაქე დააკავესახალციხეში 7 არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით ქმედების  პაკისტანის მოქალაქე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ახალციხის სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით ... ...
  • გზავნილებიდან მიღებული შემოსავალი სესხის გაცემისას დამაბრკოლებელი ფაქტორი აღარ იქნება„მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის რეგულაციების ვადა არ იცვვლება და ძალაში შედის 2019 წლის 1-ლი იანვრიდან. კარგია ის, რომ ინდუსტრია და მარეგულირებელი ისეთ კონფიგურაციაზე შეთანხმდნენ, რომელიც მისი ეტაპობრივი დანერგვის საშუალებას იძლევა“, -ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს” მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალის“ დამფუძნებელმა განუცხადა. მისი განმარტებით, ეროვნულ ბანკთან მოლაპარაკებების შედეგად, სესხის გაცემისას მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შემთხვევაში, დაუსაბუთებელი შემოსავლების გათვალისწინებაც მოხდება. „რეგულაციების შესახებ არსებული დოკუმენტი მნიშვნელოვნად შეიცვალა მას შემდეგ, რაც პირველი ვერსია გამოვიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სექტორისთვის, შემოსავლები, რომლებიც დოკუმენტებით არ არის დადასტურებული, კვლავ იქნება მიჩნეული შემოსავლად და მისი დადგენის სექტორში არსებული პრაქტიკა იქნება გათვალისწინებული. ასევე ჩვენთვის პრაქტიკულად არაფერი არ იცვლება ბიზნესის დაფინანსების კუთხით. გარკვეულწილად შეიზღუდება სამომხმარებლო დაკრედიტება და მოექცევა პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩოში. საქართველოში მთელი ჯამური შემოსავლის მხოლოდ 45%-ია ხელფასის სახით არსებული შემოსავალი. დანარჩენი ფრაგმენტული, სეზონური და არარეგულარული ბიზნესშემოსავლებია. ასევე ჩვენი კლიენტების შემთხვევაში, დიდი წილი უჭირავს უცხოეთიდან განხორციელებულ გზავნილებს. სწორედ ამ რეალობის გათვალისწინება მოხდა რეგულაციებში. შესაბამისად, საბოლოო ჯამში, რეგულაციებმა სწორი სახე მიიღო. ჩვენ გავაგრძელებთ ბიზნესის დაფინანსებას და ასევე კლიენტების სამომხმარებლო საჭიროებების დაკრედიტებას, მაგრამ არა იმ დოზით, რომ ამ ოჯახების ფინანსური პრობლემები წარმოიშვას,“- განაცხადა არჩილ ბაკურაძემ. „კრისტალის“ დამფუძნებლის პროგნოზით, რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, ფინანსური სექტორი ზრდას განაგრძობს, მაგრამ ტემპი შენელდება. შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის დადგენილებით, „ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის შესახებ“ ახალი რეგულაციები საბანკო სექტორზე 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა აღნიშნულმა ვადამ 15 ნოემბრამდე გადაიწია. დანარჩენ საფინანსო სექტორზე კი რეგულაციების გავრცელება 2019 წლის იანვრიდან ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვუმკურნალოთ სახლის პირობებში ხველას

ექიმები გვაძლევენ რამდენიმე რჩევას, რომელიც...

ზოდიაქოს რომელი ნიშნები დაწყვილდებიან 2019 წელს?

ვერძი და მშვილდოსანი _ ვერძსა...

„შერიგებული“ ვარსკვლავები

ერთხელ მაინც გაიგებდით ისტორიას იმის...

როგორ ავიცილოთ თავი რთული სიტუაციებიდან

თუ თქვენ ვინმე გიყვირით, შეინარჩუნეთ...

წიწიბურის დიეტა

წიწიბურას სასარგებლო თვისებების წყალობით შესაძლებელია...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?