ქართული საახალწლო კურიოზები

საზოგადოება

ქართული საახალწლო კურიოზები

2019 იან 12 12:43:57

დღეს საახალწლო-სახალისო დაიჯესტს შემოგთავაზებთ, რომელსაც პირობითად „ხალხის ხმას“ ვუწოდებდი.

ჩემს ერთ ნაცნობს ახალი წლის ღამეს მართლაც „ორიგინალური“ შემთხვევა გადახდა თავს. მის ვინაობას მისივე თხოვნით არ ვასახელებ.

„არ ვიცი, იმას, რაც მე წლების წინ ზუსტად ახალი წლის ღამეს შემემთხვა, კურიოზი ჰქვია თუ სასწაული. ალბათ, ორივე ერთად.

ცოტა შორიდან დავიწყებ.

ახალგაზრდა რომ ვიყავი, მიყვარდა გოგონა, რომელმაც ერთ დღეს გამომიცხადა, ორსულად ვარო. ამ ფაქტმა ისე დამაფრთხო, რომ რაღაც სისულელე მოვიმიზეზე და ვითომ ერთი თვით წავედი რუსეთში, მაგრამ, ეს ერთი თვე თითქმის ხუთ წელიწადს გაგრძელდა და მთელი ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ დამირეკავს ეკასთვის. იქ რაღაც სამსახური ვიშოვე და იმდენი კი მქონდა, რომ თავი გამენებივრებინა. სიმართლე გითხრათ, უკან ჩამოსვლას აღარც კი ვგეგმავდი, მაგრამ, მამა გარდამეცვალა და იძულებული გავხდი, თბილისში დავბრუნებულიყავი. მამის დაკრძალვიდან ერთი თვის შემდეგ გამახსენდა ეკა და დავინტერესდი, ნეტავი, ბავშვი თუ გააჩინა-მეთქი და გადავწყვიტე, ეს ამბავი გამერკვია, თუმცა, ვერაფერი გავიგე. ერთ დღესაც, ვაიძულე თავი და დავურეკე, მაგრამ, მიპასუხეს, უკვე სამი წელია, აქ აღარ ცხოვრობენ და სად გადავიდნენ, არ ვიცითო. რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ შვილი მყავდა და ძალიან მინდოდა მისი ნახვა, მაგრამ, არ ვიცოდი, როგორ მეპოვა. თან, ჯერ სამსახურიც არ მქონდა ნაშოვნი და მთელი დღეები უსაქმოდ დავყიალობდი. ჩემი ძმაკაცები ათას ღობე-ყორეს ედებოდნენ, არანაირ სამუშაოს არ თაკილობდნენ, რომ ორი კაპიკი ეშოვათ, მე კი ყველა შემოთავაზებაზე ტუჩს ვიბზუებდი – არ ვკადრულობდი.

ახალ წლამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი. ჩემი ერთ-ერთი ძმაკაცი თოვლის ბაბუად მუშაობდა (მაშინ თბილისში ეს საქმე „ახალი ხილი“ იყო), მაგრამ, ზუსტად 29 დეკემბერს ფეხი მოიტეხა და, რადგან ყავარჯნებით ვერ ივლიდა კარდაკარ, მთხოვა, 31 დეკემბრის ღამის გამოძახებებზე შენ წადი ჩემ მაგივრადო. ჯერ კინაღამ გადავირიე, მაგრამ, ძალიან უფულოდ ვიყავი და, რადგან იმ გამოძახებების ფული მე უნდა ამეღო, დავთანხმდი.

დადგა 31 დეკემბერი. მივედი ოფისში, ჩამილაგეს საჩუქრები და მომცეს მისამართებისა და ბავშვების სახელების სია, ვისთანაც უნდა მივსულიყავი. სულ ცხრა მისამართი მქონდა. მესამე ოჯახიდან უკვე ბანცალ-ბანცალით გამოვედი. ჩავსხედით მე და ჩემი ფიფქია ჩვენს მანქანაში და ვაჟა-ფშაველასკენ გავემართეთ (საჭეს ფიფქია მიუჯდა). ჯერ კვარტალს ძლივს მივაგენით, მერე – კორპუსს. მივადექით ლიფტს და – არ მუშაობს. არადა, მეთერთმეტე სართულზე უნდა ავიდეთ. ავყევით კიბეებს ხვნეშა-ხვნეშით და, ბოლო სართულს რომ მივაღწიეთ, აღმოჩნდა, რომ კორპუსი ცხრასართულიანი იყო. ალბათ, მისამართი არასწორად ჩამიწერეს-მეთქი, ვიფიქრე, მაგრამ, ისე ვიყავი გასავათებული, უკან რაღა დამაბრუნებდა. ბინის ნომერზე არც კი შემიხედავს, ისე დავაჭირე ზარს თითი, თან ჩემი მისასალმებელი ტექსტი გავიმეორე გუნებაში. ვდგავართ, ველით, მაგრამ, კარს არავინ გვიღებს. საათს დავხედე – ორის ნახევარია. მივაჭირე თითი ზარის ღილაკს და აღარ ავუშვი. რამდენიმე წუთის შემდეგ ფეხის ხმა მომესმა და ნამძინარევმა ხმამ იკითხა, ვინ არისო. მე ჩემი მისასალმებელი ლექსის პირველი სტროფი მივაგებე. ძლივს გავაგებინეთ, ვინც ვიყავით, მაგრამ, კარს იქიდან გვიპასუხეს, თოვლის ბაბუა ჩვენ არ გამოგვიძახიაო. ბოლოს, როგორც იქნა, მაინც, გაიღო კარი, მაგრამ, ნამძინარევ დიასახლისს რომ შევხედე, მომენტალურად გამოვფხიზლდი და მთელი ხმით შევყვირე, ვაი-მეთქი – ჩემ წინ გაოცებული ეკა იდგა. გული რომ არ წამსვლოდა, კედელს მივეყრდენი და ფიფქიას ვანიშნე, საქმისთვის მიეხედა, მაგრამ, ამ დროს ოთახიდან გამობაჯბაჯდა ღამის პიჟამაში გამოწყობილი პატარა არსება, რომელიც პირდაპირ მე მომადგა, ცნობისმოყვარედ ამომხედა და მკითხა: „შენ ჩემი მამიკო ხარ? დედიკომ მითხრა, მამა ახალ წელს მოვაო“... ამას კი ვეღარ გაუძლო ჩემმა გულმა, რადგან, ჩემ წინ მართლაც ჩემი შვილი იდგა – ჩემი ასლი, ჩემი ალი და კვალი – და, იატაკზე მოვადინე ბრახვანი.

მართალია, მთელი ერთი კვირა რეანიმაციაში ვიწექი გულის მიოკარდიული შეტევის გამო და კინაღამ წერილიც წავიღე, მაგრამ, მაინც გადავრჩი – ეტყობა, ღმერთს უნდოდა, რომ ჩემი ბიჭი უმამოდ არ გაზრდილიყო და მე და ეკას კიდევ ორი შვილი გაგვეჩინა.

ჩვენი სამი ვაჟკაცი უკვე დიდები არიან და იმ სასწაულს ზღაპარივით უყვებიან თავიანთ მეგობრებს.

მე რომ არ დავმთვრალიყავი და მისამართი არ ამრეოდა, ვინ იცის, ახლა სად ვიქნებოდი. ასე რომ, ზოგჯერ დათრობასაც აქვს გამართლება“.

ნება მომეცით კიდევ ერთი „საახალწლო ისტორია“ წარმოგიდგინოთ.

გორის რაიონში ორი ძმაკაცი ცხოვრობდა. ერთად გაიზარდნენ და სკოლაც ერთად დაამთავრეს. გაჭირვების წლები რომ დადგა, ორივემ ტაქსის მძღოლად დაიწყო მუშაობა და შორ მანძილებზე, რაიონიდან რაიონში ან რაიონიდან თბილისამდე დაჰყავდათ მგზავრები. ერთი ძმაკაცი პატარაობიდან გამხდარი, შავი და მაკვარანცხი იყო და თანასოფლელებმა „ეშმაკა“ შეარქვეს, მეორე კი დინჯი, სერიოზული ბავშვი იყო და, ყოველთვის, როცა რამე გაუკვირდებოდა, „ღმერთო ჩემოო“, _ ამბობდა. ამის გამო მეზობლის ბიჭებმა „ღმერთო“ შეარქვეს და ამ მეტსახელებით იცნობდა მათ ყველა.

ეს ამბავი აგვისტოს ომიდან რამდენიმე თვის შემდეგ მოხდა. ზამთარია, შობის ღამე დგება და უმოწყალოდ ბარდნის. ეშმაკამ მგზავრები კასპში ჩაიყვანა და უკან ბრუნდება.

უცებ ვიღაც კაცმა აუწია ხელი. ისეთი მთვრალია, ფეხზე ძლივს დგას. გააჩერა ტაქსი და მძღოლს ეუბნება, ოღონდ უარი არ მითხრა და ას დოლარს მოგცემ ჩემს სოფლამდე თუ მიმიყვანო და ცხინვალის რაიონის ერთ-ერთი სოფელი დაუსახელა. ეშმაკას გაუხარდა: მაინც იქით მივდივარ და ასი დოლარი ნამდვილად არ მაწყენსო, _ გაიფიქრა. ჩაუჯდა მთვრალი კაცი და წავიდნენ. ცოტა ხნის შემდეგ მგზავრი ეუბნება, გავიცნოთ ერთმანეთი, ამაღამ შობაა და, ეტყობა, ღმერთმა შეგვახვედრა, მე ნოდარი მქვიაო. მე კი ეშმაკაო, _ უპასუხა მძღოლმა. მგზავრს, ცოტა არ იყოს, არ ესიამოვნა ამის გაგონება, მაგრამ, ზრდილობის გამო უთხრა, სასიამოვნოაო. მერე კი, როგორც ხდება ხოლმე, ამინდით დაიწყეს, სპორტზე გადავიდნენ და, ის იყო, პოლიტიკასაც შეეხო მათი საუბარი, რომ მანქანა გაჩერდა. საწვავი გამითავდაო, - თქვა ეშმაკამ და გაბრაზებულმა ხელი დაჰკრა საჭეს, მაგრამ, მგზავრი გაამხნევა, - ჩემს სოფელთან ვართ გაჩერებული და რამეს მოვიფიქრებო. მგზავრი შეშინდა - ეს მძღოლი მართლა ეშმაკს ჰგავს და რამე არ მიქნასო. მერე უკანასკნელი ძალები მოიკრიბა და სთხოვა: იქნებ რამე მოიფიქრო, სახლში ხალხი მელოდება და შობის დადგომამდე როგორმე იქ უნდა ვიყო, თორემ, ძებნას დამიწყებენ და, მიწაში რომ ჩავძვრე, მაინც მიპოვიან, მაგრამ, არ მინდა, შევაწუხო, დიდი კაცები არიან და უხერხულიაო, - მგზავრმა, თავისი ჭკუით, მძღოლი შეაშინა.

- ახლა ნახე, რა სასწაული მოვახდინო! - თქვა ეშმაკამ, მერე აიღო მობილური, აკრიფა ნომერი და ძალიან მოწიწებით წარმოთქვა: - ღმერთო, ბენზინი გამითავდა და შენგან ას მეტრში ვარ, მანქანაში კი მგზავრი მიზის, რომელიც სახლამდე უნდა მივიყვანო. გევედრები, მიშველე!

ამ მონოლოგს გამოფხიზლებული კაცი შიშით უგდებდა ყურს, მაგრამ, მისმა შიშმა ზენიტს მაშინ მიაღწია, როცა გაიგონა, როგორ ბუყბუყით ივსებოდა ტაქსის ავზი. გულგახეთქილმა მინა ჩამოსწია და დაინახა, თეთრებში შემოსილი კაცი (უცნობის ლაბადა ფანტელებით იყო დაფიფქული და მგზავრს თეთრ მოსასხამად მოეჩვენა), როგორ „მიცურავდა“ უზარმაზარ ფიფქებში.

- ვაიმე, მართლა ღმერთმა გვიშველაო, - აღმოხდა მგზავრს და გული წაუვიდა.

დიდხანს უმტკიცებდა რის ვაივაგლახით მოსულიერებულ მგზავრს ეშმაკა, ღმერთს როგორ დავურეკავდი, ჩემს ძმაკაცს ჰქვია „ღმერთო“ და იმან ჩაგვისხა ბენზინიო, მაგრამ, ვერაფრით ვერ დაარწმუნა. ის კაცი კი, დღემდე, სადაც მიდის, ყველგან ყვება, როგორ გადაარჩინა თეთრებში შემოსილმა ღმერთმა გზაში გაყინვას“.




 ახალი ამბები
  • მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესმაყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. მთაწმინდაზე სამართალდამცველებმა გარდაცვლილის ცხედარი  დღეს დილით ნახეს. ცხედარს ამ წუთებში, ექსპერტიზა უტარდება. გამოძიება ადგენს, რა გახდა ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით ... ...
  • "200 განცხადება დავწერე, მაგრამ არავინ მაქცევს ყურადღებას"ლანჩხუთში, ბარათაშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთ ეზოში, ნასახლარზე, ხანძარს გადარჩენილი რკინის საქანელებია შემორჩენილი, თითქოს ერთ დროს ძლიერი ოჯახის სიმბოლოდ. ახლა ამ ეზოში პატარა სახლი დგას, რომლის დიასახლისი, თამარ შანიძე უმძიმეს მდგომარეობაში ცხოვრობს. მისი თქმით, სახლში წყალი ჩამოდის და ჯერჯერობით, დამხმარეც არავინ ჩანს. შანიძეების ოჯახის ტრაგედია 25 წლის წინ დაიწყო. "სახლი 1993 წელს დაგვეწვა, მაშინ არც საწვავი იყო, არც ტრანსპორტი და სახანძროს მოსვლამდე ჩვენი სახლი მთლიანად დაიწვა. აგურით ნაშენები სახლი იყო, მაგრამ შიგნითა ნაწილი მთლიანად _ ხის. ამით არ დასრულებულა ჩემი ოჯახის უბედურება _ ორი წლის შემდეგ დაიწყო ის, რაც ბევრად მეტია სახლის დაწვაზე. ამ ტრაგედიამ გაანადგურა ჩვენი ოჯახი _ ჩვენს ავტომობილს მანქანა დაეჯახა. მძღოლი ადგილზე დაიღუპა, ხოლო ჩემი შვილები _ 19 წლის შაკო და 20 წლის ალეკო უმძიმესი მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს... შაკო 13 დღე იბრძოდა სიცოცხლისთვის, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", _ გვიყვება თამარ შანიძე, რომელიც საუბრისას ცრემლებს ვერ იკავებს. შვილის დაკრძალვიდან მეორე დღეს დედამ რკინის ქალამნები ჩაიცვა მეორე შვილის სიცოცხლის გადასარჩენად. მოახერხა კიდეც, თუმცა, სამი წლის შემდეგ მეორე შვილი მოუკლეს... ამ ტრაგიკული ბედის ქალბატონს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს, ძალიან უმძიმს საკუთარ პრობლემებზე საუბარი, მით უმეტეს, დახმარების თხოვნა, თუმცა, სხვა გამოსავალიც აღარ დარჩა. სახლი, რომელშიც ქალბატონი თამარი ცხოვრობს, ორი ოთახისგან შედგება. სახურავი მთლიანად უვარგისია, რის გამოც ჭერზე აკრული ხის მასალა დამპალია. დამპალია ფანჯრებიც, რომლის ნაწილზე პოლიეთილენის პარკებია მიმაგრებული: "ფაქტობრივად, ტყუილად ახურავს შიფერი, წვიმაში წყალს ვერ იკავებს, რის გამოც ყველგან წყალი ჩამოდის. შუა ღამით რაღაც ბრახუნმა გამაღვიძა, თავიდან ყაჩაღები მეგონა. ჩემგან რა უნდა წაეღოთ, მაგრამ მაინც ძალიან შემეშინდა. თურმე, ჭერზე აკრული "ლამინატი" ჩამოვარდნილა. საწოლი სამზარეულოში გამოვიტანე, ზემოთ ბეტონია და წვიმა მარტო აქ არ ჩამოდის. არც გათბობა მაქვს, შეშის მოტანა მე არ შემიძლია. გაზქურას ვანთებ ხოლმე, გავთბები და მალევე ვრთავ, ბევრი რომ არ დამიწვას. შევწვები საწოლში და ვარ ასე. კედელზეც "ადეალა" მაქვს მიფარებული, რომ არ გავიყინო", _ საკუთარი გასაჭირის მოყოლისას ოჯახის დიასახლისს თვალებზე ცრემლები ღაპაღუპით ჩამოდის. თამარ შანიძის თქმით, სოციალური დახმარება გადამოწმების მიზნით შეუჩერეს, რის შემდეგაც მაღალი ქულა დაუფიქსირდა: "ერთი ქათამიც არ დადის ჩემს ეზოში, მეზობლის ხბოს თუ ჩემად ასაღებენ, არ ვიცი, აბა, ამ პირობებში როგორ მომცეს 77 ათასი ქულა?!" თამარის თქმით, როცა ბოლო სტიქიის დროს ლანჩხუთში სახლები გადახურეს, ის ადგილზე არ იმყოფებოდა, თუმცა, მის სახლში წყალი სტიქიამდეც ჩამოდიოდა და ყურადღება არავის მიუქცევია: "ამ სტიქიამდეც რომ ჩამომდიოდა სახლში წყალი, მომხედა ვინმემ?! შვილიშვილი რომ მოვა, სად უნდა დავაწვინო?! დავატარებ საწოლს იქეთ-აქეთ. ოთხი წლის პენსია მაქვს წინასწარ გამოტანილი, ყოველდღე გამაყუჩებელ წამალს ვსვამ. თავზე მაწვიმს. 200 განცხადება დავწერე, მაგრამ არავინ მაქცევს ყურადღებას", _ ამბობს ქალბატონი თამარი, რომლის სახლშიც მიუხედავად მძიმე ყოფითი პირობებისა საოცარი სისუფთავე სუფევს. "გურია ნიუსი" თამარ შანიძის მდგომარეობასთან დაკავშირებით ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს კახა კვიტაიშვილს დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, მუნიციპალიტეტი შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს ქალბატონს: "ვიმყოფებოდით კიდეც ამ ქალბატონის ოჯახში, მერიც ინფორმირებულია ამ საკითხთან დაკავშირებით და ვაპირებთ, შესაძლებლობის ფარგლებში დახმარება გავუწიოთ მას", _ გვითხრა ... ...
  • სამი სოფელი და ერთი დაბა _ ოზურგეთის მერს წარმომადგენელი ჯერ არ ჰყავს2017 წლის ნოემბრიდან დღემდე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში (ბახვი, ძიმითი, დვაბზუ) და ერთ დაბაში (ლაითური) მერს თავისი წარმომადგენელი არ ჰყავს. ამ ადგილებზე ორჯერ იყო გამოცხადებული ვაკანსია, მაგრამ უშედეგოდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფის და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ლაშა თავაძის თქმით, გამოცხადებული იყო ღია კონკურსი, მაგრამ საკონკურსო კომისიამ ვერ შეარჩია სათანადო კანდიდატი. მისივე თქმით, კონკურსში მონაწილე პირებმა ბარიერი ვერ გადალახეს: _ ამ დრომდე კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილეს იმ პირებმა, რომლებიც აპირებდნენ ბახვში, დვაბზუში, ძიმითსა და დაბა ლაითურში დაეკავებინათ მერის წარმომადგენლის პოსტები, _ გვითხრა ლაშა თავაძემ. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, სოფელ ბახვში მერის წარმომადგენლის თანაშემწის ვაკანსიაზე განაცხადი ჰქონდა შეტანილი გოჩა შარაშენიძეს. შარაშენიძე "ნაცმოძრაობის" მმართველობის დროს ბახვის რწმუნებული იყო, ეს ადგილი შეინარჩუნა მან "ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგაც, თუმცა, დიდხანს ვერა _ მაშინდელმა გამგებელმა კონსტანტინე შარაშენიძემ იგი გაათავისუფლა. გოჩა შარაშენიძემ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტების დახმარებით კონსტანტინე შარაშენიძეს სასამართლო პროცესი მოუგო. შემდეგ მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე გახდა და შარაშენიძე მის წარმომადგენლად დანიშნა სოფელ ბახვში. 2017 წელს ამ პოსტზე გოჩა შარაშენიძის ხელშეკრულებას ვადა გაუვიდა. იმავე წელს არჩეულმა მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ სოფლებში წარმომადგენლების დანიშვნა კონკურსის წესით განახორციელა, თუმცა, გოჩა შარაშენიძეს ამ კონკურსში მონაწილეობა აღარ მიუღია. გოჩა შარაშენიძე საპრეზიდენტო არჩევნების დროს "თავისუფალი ზონის" დამკვირვებელი იყო. _ მერის წარმომადგენლის ვაკანსიაზე აღარ შევიტანე განაცხადი, რადგან აზრი არ ჰქონდა", _ გვითხრა გოჩა შარაშენიძემ. _ რატომ არ ჰქონდა აზრი? _ ადამიანს როცა არ უნდა დანიშვნა, რა აზრი აქვს იმ კონკურსში მონაწილეობას? საერთოდ, დღევანდელ ქვეყანაში რამეს აქვს აზრი? არ აქვს და მეც აღარ ვაპირებ ბრძოლის გაგრძელებას". შარაშენიძე ამბობს, რომ მერთან აღარ აქვს პრობლემა და ისინი შერიგდნენ. _ დაპირისპირების ამბავი არ არის. ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა რომც შემომთავაზონ ვაკანტური ადგილის დაკავება, მე მაინც არ ვაპირებ მაგათთან მუშაობას. ისინი ანგრევენ ამ ქვეყანას და ამ დანგრევაში მონაწილეობას არ ვაპირებ! _ გვითხრა გოჩა შარაშენიძემ. ლაშა თავაძის თქმით, გოჩა შარაშენიძეს და ირაკლი ცქვიტინიძეს განაცხადი ჰქონდათ შეტანილი მერის წარმომადგენლის თანაშემწის ვაკანსიაზე. კომისიის წევრებმა ყველაზე მეტი ქულა ირაკლი ცქვიტინიძეს დაუწერეს. საკრებულოს წევრი დაბა ლაითურიდან გია ჩაგანავა ამბობს, რომ ორჯერ იყო კონკურსი გამოცხადებული, მაგრამ ამ დრომდე დაბა ლაითურს არ ჰყავს მერის წარმომადგენელი. "ზუსტად ამ საკითხით არ ვარ დაინტერესებული. ჯერჯერობით, ვაკანტურია ეს ადგილი და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები", _ ამბობს ჩაგანავა. ჯერჯერობით, უცნობია, როდის გამოცხადდება კონკურსი ... ...
  • ფანჩატურში ახალი სკამი გაჩნდაქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს _  ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსმა“ ამ კვირის დასაწყისში გაავრცელა. ხუთშაბათს ფანჩატურში ერთი სკამი გამოჩნდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სკამი ე.წ. ჭადრების ბაღიდან მოიტანეს ბავშვებმა. ამ ეტაპზე მარტო ერთი სკამია მოტანილი. სკამები და მაგიდა ადგილობრივებმა აიღეს.  “მოსვენება არ გვქონდა, დავისვენეთ, რაც ეს სკამები და მაგიდა ავიღეთ. დროებით შევინახეთ და გაზაფხულზე დავდგამთ. ის, რაც ხდებოდა ფაჩანტურში, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი. დაღამებამდე თამაშობდნენ ჩვენთვის უცნობი ბავშვები კარტს, იყო ყვირილი, ხმაური. ამასწინათ მაგიდას ცეცხლიც კი გაუკიდეს, რატომ და რისთვის, ვერ გავიგეთ. დილიდან საღამომდე აქ იყვნენ. სანაგვედ აქციეს ყველაფერი, შეგიძლიათ თქვენ თვითონაც ნახოთ და დარწმუნდეთ ჩვენს ნათქვამში“, _ გვითხრეს ადგილობრივებმა ... ...
  • გაერთიანებული წყალმომარაგების გურიის სერვისცენტრს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება"გურია ნიუსის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციის თანახმად, გაერთიანებული წყალმომარაგების გურიის სერვისცენტრს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება. ჩვენი ინფორმაციით, ამ პოსტზე, გიორგი ჩხაიძეს დავით ცერვაძე ჩაანაცვლებს. ცერცვაძე გაერთიანებული წყალმომარაგების გურიის სერვისცენტრს წლების წინ ხელმძღვანელობდა. 2014 წლიდან დღემდე კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შპს "სატისის" დირექტორია. ცერვაძის დანიშვნის შესახებ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია "გურია ნიუსთან" საუბრისას გაერთიანებული წყალმომარაგების სერვისცენტრის გენერალურმა დირექტორმა ეკა გალდავამც დაუდასტურა. გალდავამ, ასევე, დაგვიდასტურა ინფორმაცია, რომ კომპანიის გურიის სერვისცენტრში სხვა სტრუქტურული ცვლილებებიც ... ...

არქივი

ზაფრანი

ჰეგემონი ციფრები

ბედის ციფრის გამოთვლის ტექნიკა ჩვენი...

რატომ ეჩვენებათ მთვრალ მამაკაცებს ყველა ქალი ლამაზი

არსებობს ცნობილი რუსული გამოთქმა: ულამაზო...

დედამიწაზე ყველა ცოცხალი არსება გონიერი რომ გახდეს

ერთ მშვენიერ დღეს დედამიწაზე ყველა...

"ტატუ" იმუნურ სისტემას აუმჯობესებს

აქამდე ტატუს (სვირინგი) დანიშნულება, მხოლოდ...

როგორ გამოვიცნოთ პატიოსანი ადამიანი

ყველასთვის ცნობილია, რომ ბილწსიტყვაობა და...

როგორი მამაკაცი გჭირდებათ?

ქალების უმეტესობას მიაჩნია, რომ მამაკაცი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ უნდა იცხოვროთ ისე, რომ სიმსივნით არ დაავადდეთ

ადამიანები, რომლებიც სიმსივნით იტანჯებიან და...

ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება

ბიოაქტიური ნივთიერება, რომელსაც შეიცავს ოხრახუში,...

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...