ხელისუფლების გარიგება ბიზნესთან _ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შედის

საზოგადოება

ხელისუფლების გარიგება ბიზნესთან _ თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონში ცვლილებები შედის

2017 ივნ 29 11:24:32

თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ სკანდალურ ბრალდებას ავრცელებს. ორგანიზაციის განცხადებით, აღმასრულებელი ხელისუფლება თამბაქოს ინდუსტრიის ზეწოლით, თამბაქოს კონტროლის შესახებ ახლახან გამკაცრებული კანონის შეცვლას, მეტიც შერბილებას ითხოვს და პარლამენტს ცვლილების ახალ პროექტს სთავაზობს, რომლის მიხედვით საქართველოში თამბაქოს ნაწარმი სადა შეფუთვით რეალიზაციის 4 წლით გადავადებას ითხოვს. 

 „28 ივნისს, სანდო წყაროზე დაყრდნობით, გამოვააშკარავეთ თამბაქოს ინდუსტრიის მზაკვრული გეგმა, დაბლოკოს ახლად მიღებული თამბაქოს კონტროლის კანონის ერთ-ერთი მთავარი მუხლი, - თამბაქოს ნაწარმის შეფუთვის სტანდარტიზების შესახებ მუხლების ამოქმედების ვადად 2018 წლის 1 იანვრის ნაცვლა 2022 წლის 31 დეკემბერი შეიტანონ. აღნიშნული პროექტის დამუშავება კონფიდენციალურ გარემოში, ფინანსთა სამინისტროში, ყოველგვარი საჯარო განხილვის გარეშე მიმინარეობს დაილობენ, რომ მიმინარე კვირაში საქართველოს პარლამენტის ბოლო სესიაზე ან  სპეციალურად  დანიშნულ სესიაზე დაჩქარებული წესით მიიღონ. ყველაფერი კეთდება იმისათვის რომ არ მოეწყოს არავითარი საჯარო განხილვა, პროცესში არ ჩაერთონ თამბაქოს კონტროლის ექსპერტები და კანონის ავტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები, საზოგადოება, რათა არაფერმა შეუშალოს ხელი თამბაქოს ინდუსტრიის მზაკვრული გეგმის განხორციელებას.

როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტმა თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვის შესახებ გააწყვეტილება მოზართა აცვის მიზნით მიიღო. თამბაქოს კოლოფების დღევანდელი შეფუთვა უმძლავრესი იარაღია ბავშვების მწეველობაში ჩასათრევა. მოსალონელი გადავადებით კი ათასობით ჩვენი ახალგაზრდა კვლავაც დამოკიდებული იქნება ამ სასიკვილო პროდუქტზე და ეს ტრაგეია არ დასრულდება. ამასთან, თუ თამბაქოს ინუსტრიას აღნიშნული მცელობა გაუვა, შესაძლოა, გადავადებები კანონის ყველა სხვა მნიშვნელოვან მუხლსაც შეეხოს.

თამბაქოს კონტროლის ალიანსი ვარაუდით, საქმე გვაქვს ელიტარულ კორუფციასთან ან არაკომპეტენტურობასთან. ხელისუფლების იმ წარმომაგენლებს, რომელთაც ამ გადაწყვეტილების მიღება განუზრახავთ, შესაძლოა არ ესმით რამდენ მოზარს, ახალგაზრდას გაწირავენ სასიკვილო პროდუქტზე მიჯაჭვულობისათვის, რამდენად სამარცხვინო გამოჩნებიან არამხოლო საქართველოს მოსახლეობის თვალში. ასეთი მზაკვრული გააწყვეტილების მიღება საქართველოს ხელისუფლებას  დამამცირებელ მდგომარეობაში ჩააგდებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე, მსოფლიო ბანკში და უამრავ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მეზობელ და ევროკავშირის ქვეყნებთან.

მიმინარე წლის 17 მაისამე, ვირე თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონს მივიღებით, საქართველო თამბაქოს მოხმარების შეზღუვის მხრივ ჩამორჩენილ ქვეყნად ითვლებოდა. როგორც სჩანს, თამბაქოს ინდუსტრიამ ამ გადაწყვეტილების მიმღებთ, აგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ სამარცხვინო გარიგება შესთავაზა, ან საქმე გვაქვს სრულ არაკომპეტენტურობასთან, როგორც ხშირად მომხდარა, როესაც დახურულ კარს მიღმა  ისეთი საკითხები წყება, რომელზეც არჩევანი მოსახლეობის ინტერესებსა და კერძო ბიზნესის მომხვეჭელურ გეგმებს შორის უნ გაკეთეს. თამბაქოს ინუსტრიის აკვეთით მომზაებულ ცვლილებათა პროექტში შეუფარავად არის აღნიშნული, რომ ცვლილების მიზანია თამბაქოს მწარმოებლების და მისი მომხმარებლების უფლებების დაცვა.

კატეგორიულად მოვითხოვთ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის გიორგი  კვირიკაშვილისა საქართველოს პარლამენტისგან, გასაჯაროვდეს პროცესში ჩართული ყველა პირის ვინაობა, მათი კავშირები თამბაქოს ინდუსტრიასთან და საქართველოს პარლამენტმა არ დაუშვას ყოველგვარი განხილვის და მსჯელობის გარეშე თამბაქოს ინდუსტრიის მსგავსი გეგმის რეალიზაცია. როგორც ცნობილია, თამბაქოს კონტროლის ახალი კანონის ყველა მუხლი მომზადდა ამ საქმის უმაღლესი კვალიფიკაციის ექსპერტთა და საერთაშორისო ორგანიზაციების უშუალო ჩართულობით, საქართველოს მოსახლეობის ინფორმირების მაღალი დონით და ახლა, მასში უმნიშვნელოვანესი ცვლილებების შეტანაც კი, მით უფრო ცვლილებაში მონაწილე ყველა მხარის გვერდის ავლით, მალულად, მზაკვრულად, სრულია დაუშვებელი და მიუღებელია“, _ აღნიშნულია „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ განცხადებაში.

„გურია ნიუსთან“ საუბრისას კანონპროექტის ინიციატორი გუგული მაღრაძე გავრცელებულ ინფორმაციას ადასრურებს და ამბობს, რომ მოლაპარაკებები ამასთან დაკავშირებით, უკვე დაწყებულია. მაღრაძე არ გამორიცხავს, რომ ვადამ 2022 წლამდე მართლაც გადაიწიოს.

„შეფუთვის სადა სტანდარტზე ევროპის ქვეყნები 2020 წლიდან გადადიან. ჩვენ მოვინდომეთ რომ უფრო ადრე მოვინდომეთ ეს. ბიზნესწრეებმა და თამბაქოს კონტროლის გარკვეულმა წრეებმა ამას მხარი დაუჭირეს რომ უფრო ადრე ყოფილიყო, 2018 წლის 1 იანვრიდან და გვქონოდა სადა შეფუთვა. აღმოჩნდა, რომ მეტი დრო სჭირდება თამბაქოს ინდუსტრიას იმისთვის, რომ გადავიდეს სადა შეფუთვაზე. თან აქ ლაარაკია არა მარტო ქართულ წარმოებაზე, არამედ უცხოურ კომპანიებზეც, რომელსაც თავიანთი პროდუქტი შემოაქვთ. ლაპარაკია ვადის გადავადებაზე, დანარჩენი ყველაფერი რჩება. თავიდანვე ვფიქრობდი რომ ეს არარეალისტური ვადა იყო, მაგრამ მაინც თქვეს დავდოთ ეს ვადა და თუ დაჭირდებათ მეტი დრო მერე შევცვალოთო. ვადის გადაწევა პრინციპული საკითხი არ არის. არაფერი კანონპროექტში სხვა არ შეცვლილა ამ ვადის გარდა. სადა შეფუთვა შემოვა უფრო გვიან. აქ არის ვადის ამბავი და ჩვენ ანგარიშს ვუწევთ ამას. თავიდან თამბაქოს კონტროლის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი ეჭვობდნენ გავიდოდა თუ არა ასე სწრაფი ვადით ეს საკითხი. ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, მზადდება კანონპროექტი და შემდეგ შევათანხმებთ ვადებს. ჩვენს ევროპელ პარტნიორებსაც შევეკითხებით“, _ ამბობს მაღრაძე.

კითხვაზე: თუ ევროპის ქვეყნებში სადა შეფუთვა სავალდებულო 2020 წლიდან ხდება, მაშინ საქართველო რატომ წევს ამ ვადას 2022 წლამდე? _ მაღრაძე გვპასუხობს:

„ეგეც არის არგუმენტი. სიმართლე გითხრათ, ქართული თამბაქოს მწარმოებლებს უფრო სწრაფად უნდოდათ, რომ სადა შეფუთვა შემოეღოთ, ვიდრე უცხოურ მწარმოებლებს.  ამ შემთხვევაში მათ ორი სამუშაო აღარ ექნებოდათ შესასრულებელი, ჯერ პიქტოგრამების და შემდეგ სადა შეფუთვის, ბარემ ერთდროულად გააკეთებდნენ, მაგრამ რაკი იქ WTO-ა, უცხოური კომპანიებიც მოითხოვენ ამას, არ გამოდის სხვაგვარად. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ვადებზე შევიტანთ ცვლილებებს. არც ის არ გვინდა არბიტრაჟებში სიარულმა მოგვიწიოს იმის გამო, რომ არ მივეცით სათანადო ვადა. თავიდანაც ჩვენ ვამბობდით 2019 წელს, მერე მთავრობამ თქვა, რომ სწრაფად გავაკეთოთო. მაგრამ თუკი წინააღმდეგობაა ისეთი, რომ ამას ახლა ხომ არ გადავაყოლებთ ძირითად რამეებს... არა ზეწოლა კი არ არის, რაღაც ნაწილს აწყობდა, რაღაც ნაწილს არა ეს შეფუთვა. თუ ის ღაც ნაწილი არგუმენტირებულად ასაბუთებს რომ მათ მეტი დრო სჭირდებათ, უნდა მივცეთ. ხანდახან რაღაც რაღაცეებს ვთმობთ; ავარია, ძირითადი შევინარჩუნოთ“, _ ამბობს მაღრაძე.




 ახალი ამბები
  • დიღომში "თეგეტა მოტორსი" გაქურდესგამთენიისას დიღომში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „თეგეტა მოტორსის“ მაღაზია გაქურდეს. ქურდებმა ვიტრინა ჩაამსხვრიეს და ამ გზით შევიდნენ მაღაზიაში. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, სალაროდან წაღებულია ფული, თუმცა თანხის ზუსტი ოდენობა ჯერ-ჯერობით არ არის დაზუსტებული. როგორც „გურია ნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლით ... ...
  • საქართველოში 17 გრადუსამდე დათბება_ უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17-18 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, ხოლო 19-20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში  +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში  დღეს, 17 თებერვალს შესაძლოა მცირე ნაელქი აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა  +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 18-20 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი კი +12, +14 გრადუსამდე გათბება. ... ...
  • ჩაფიძის კლინიკაში ვეტერანებს უფასო კვლევები ჩაუტარდათმიმდინარე წლის 15 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა, კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევები (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ) ჩაატარეს. საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება გაეწია უწყების 150-მდე ბენეფიციარს. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ამურ რევიშვილი და ამავე დეპარტამენტის თანამშრომელი, ვაჟა დალაქიშვილი. ურთიერთთანამშრომლობა უწყებასა და ჩაფიძის გულის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში დაიწყო და პირველი მემორანდუმიც გაფორმდა, რომელიც მხარეთა შეთანხმებით, ყოველწლიურად გრძელდება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ჩაფიძის გულის ცენტრმა, თანამშრომლობის დაწყებიდან დღემდე, უწყების ბენეფიციარებისთვის, 120-მდე საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა და 10 000-ზე მეტ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანსა და მათი ოჯახის წევრებს გაუწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებაც, უწყების ბენეფიციარებს, ინფორმაცია წინასწარ მიეწოდებათ.  ... ...
  • ქურდობის ბრალდებით თბილისში 3 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1993 წელს დაბადებული ს.ი., 1996 წელს დაბადებული ა.ა. და 2000 წელს დაბადებული კ.გ. ქურდობის ბრალდებით,  თბილისში დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად ქირაობდნენ ავტომობილებს, შემდეგ ხსნიდნენ კატალიზატორებს, რომლებსაც სხვადასხვა ავტოსახელოსნოში აბარებდნენ. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ"  ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ ჩადენილ ქურდობას გულისხმობს. ... ...
  • კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებს სიცრუეს უწოდებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილისის პარკინგთან“ დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს სიცრუეს უწოდებს და განმარტავს, რომ მუნიციპალიტეტის მერიამ კომპანია „სითი პარკისგან“ ტექნიკასთნ ერთად, 50  ათასი მოქალაქის ჯარიმა გადაიბარა. როგორც მან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც 2007 წელს „სითი პარკს“ ხელშეკრულება გაუფორმა, საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებითაა დაკავებული. „მოვისმინე ოპოზიციის მიერ გაკეთებული განცხადებები. ბრიფინგს მართავდა ზუსტად ის პარტია, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი დაკავებულია 50 მლნ ლარის მითვისების ბრალდებით. სწორედ მისი მერობის პირობებში გაფორმდა კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება. როგორ ფიქრობთ, რამდენი გადაუხადეს თბილისის მერიას 2007 წელს, როდესაც პარკინგის თემა „სითი პარკს“ ჩააბარეს?! თბილისის მერიამ ნული ლარი მიიღო აღნიშნული ხელშეკრულებიდან, მაშინ, როდესაც დღეს, პარკირების ოპერირების უფლება მინიმუმ 15-20 მილიონად გაიყიდება. ამას ემატება ის შემოსავლები, რომელიც ოპერირების დროს უნდა გაიყოს“, _ განაცხადა თბილისის მერმა. მისი თქმით, „სითი პარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტასა და კომპანიის ბალანსზე არსებული ტექნიკის გადმობარებისთვის თანხა ბიუჯეტიდან არ დახარჯულა. „ჩვენ მოვისმინეთ ცრუ განცხადებები, თითქოს, ეს თანხები ბიუჯეტიდან წავიდა.  ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც არ დახარჯულა. ეს ზუსტად ის თანხები იყო, რომელიც კონკრეტულად იმ კომპანიის ჯიბეში უნდა წასულიყო. ჩვენ ორი წელია შევწყვიტეთ ეს ხელშეკრულება, რომელსაც ვადა 2025 წელს ეწურებოდა და იმ თანხით, რომელიც აღნიშნული კომპანიის მოგებაზე უნდა ასახულიყო, გარიგება მოგვიწია. ისინი რომ საარბიტრაჟო სასამართლოში წასულიყვნენ, არ აქვს მნიშვნელობა მოვიგებდით თუ წავაგებდით, ეს გარკვეულ თანხებთან იყო დაკავშირებული. 4 მილიონ 300 ათასი აშშ დოლარი იქნა გადახდილი კომანიასთან მორიგებისთვის. აღნიშნული თანხით ჩავიბარეთ ტექნიკა, რომელიც „სითი პარკს“ გააჩნდა. გარდა ამისა, გადმოვიბარეთ 50 ათასი მოქალაქის ვალი, იგივე ჯარიმა, რომელიც დღეს ჩვენი საკუთრებაა“,_ აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის განცხადებით, ორი წლის განმავლობაში, რაც ოპერირება „თბილისი პარკინგმა“ დაიწყო, დედაქალაქის მერიამ შემოსავლის სახით, დაახლოებით, 22 მილიონი ლარი მიიღო. „წლის განმავლობაში, „სითი პარკი“ მილიონ 200 ათას ჯარიმას წერდა. შესაბამისად, მოსახლეობის უკმაყოფილება შემთხვევითი არ ყოფილა. კომპანიის ძირითადი შემოსავლის წყარო მოქალაქეების დაჯარიმება იყო. მოსახლეობა აპროტესტებდა, რომ ისინი არასწორად ახორციელებდნენ თავიანთ უფლებამოსილებას და ამასთან დაკავშირებით, სასამართლოში უამრავი საჩივარი შედიოდა. ჩვენ სწორი, რაციონალური გადაწყვეტილება მივიღეთ, რომლითაც არც ბიუჯეტი და არც მოქალაქეები დაგვიზარალებია. დღეს პარკირებიდან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიღებული შემოსავლები ხმარდება გამწვანების სამუშაოებს, არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას და ა.შ“, _ განაცხადა კახა ... ...

არქივი

ზაფრანი

„წყალგარეული“ ღვინის მომავალი

სამხრეთ აფრიკელმა მეღვინეებმა ბევრი იფიქრეს,...

ჯონ ლენონის ნივთები დღესაც სარფიანად იყიდება

მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანელი...

ლუდი გონების სამსახურში

როგორც ამერიკელმა და ახალზელანდიელმა მეცნიერებმა...

ბრიტანელები ჰიტლერის ფოტოებით დაინტერესდნენ

ცოტა ხნის წინ, ამერიკის შეერთებულ...

საუკეთესო თეთრ ღვინოებს შორის

Chateau d'Yquem მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...