ხელოვნების ამაგდარი, ლია ბიბილეიშვილი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს
დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ხელმძღვანელი, ლია ბიბილეიშვილი.
65 წლის ქალბატონი გუშინ, სამტრედიის სამედიცინო ცენტრში, რომელიც კოვიდკლინაკად არის გადაკეთებული, გარდაიცვალა.
ლია ბიბილეიშვილი ექვსი დღის წინ მოათავსეს კლინიკაში, სადაც ინფიცირებულებული ქალბატონის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდაცვლილი დღეს საგვარეულო სასაფლაოზე მიიყვანეს, სადაც მასთან გამოსამშვიდობებლად ოჯახის ახლობლები, მეგობრები და კოლეგები მივიდნენ.
ლია ბიბილეიშვილი დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს 25 წელია ხელმძღვანელობდა.