კონფლიქტის კონსერვირების მცდელობა ადამიანის უფლებების უგულებელყოფის ხარჯზე _ რა ხდება მოხეში

საზოგადოება

კონფლიქტის კონსერვირების მცდელობა ადამიანის უფლებების უგულებელყოფის ხარჯზე _ რა ხდება მოხეში

2017 მაი 12 12:56:04

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ -EMC  ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში მდებარე, კლუბის სტატუსით რიცხულ, შენობასთან დაკავშირებით არსებული გარემოებების შემსწავლელი კომისიის  მიერ 2017 წლის 11 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

EMC მიიჩნევს, რომ კომისიის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების უგულებელყოფის ხარჯზე კონფლიქტის კონსერვირების მცდელობას წარმოადგენს და ის სამართლებრივი და სოციალური თვალსაზრისით პრობლემურია.

„გურია ნიუსი“ ორგანიზაციის პოზიციას უცვლელად გთავაზობთ:

„კომისიის გადაწყვეტილება, რომელიც რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარემ პრეს-კონფერენციაზე წარადგინა, რამდენიმე პირობას მოიცავდა, მათ შორის:  სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის  სოფელ მოხეში მდებარე 1400 (1)* კვ.მ მიწის ნაკვეთის ახალი მეჩეთის მშენებლობისთვის გადაცემას; სადავო  საკულტო ნაგებობის ამავე (სადავო) სტატუსით მუნიციპალიტეტის მიერ სახელმწიფოსთვის საკუთრებაში გადაცემას, ამასთან შენობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში შეტანას; ძეგლთა დაცვის სააგენტოსთვის ძეგლის დაცვის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ სამმართველოსთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობის პროცესის ხელშეწყობას. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების კოორდინაციის პასუხისმგებლობა იკისრა და ამავდროულად კომისია გაუქმებულად გამოაცხადა. ზაზა ვაშაყმაძემ ასევე მიუთითა, რომ მომავალში ანალოგიური წესით განხორციელდება სხვა მსგავსი შემთხვევების გადაწყვეტა. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს, არაფერი უთქვამს, სადავო შენობის ისტორიული და კონფესიური წარმომავლობის შესწავლის პროცესის შესახებ. თუმცა, მედიასთან ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებით, წარმომავლობის საკითხის შესწავლას სწორედ ძეგლთა დაცვის სააგენტო, და არა კომისია გააგრძელებს. კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება არსებითად იმეორებს 2016 წლის 3 ნოემბერს მის მიერ გამოქვეყნებულ რეკომენდაციებს. მოხის ადგილობრივი მუსლიმი თემი გამოეხმაურა კომისიის გადაწყვეტილებას და მიუთითა, რომ ის მთელი ამ დროის განმავლობაში და ეხლაც უნდობლობას უცხადებს კომისიას და არ აპირებს ღია ცის ქვეშ სადავო ისტორიული შენობის წინ ლოცვის შეწყვეტას.

EMC მიიჩნევს, რომ კომისიის გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების უგულებელყოფის ხარჯზე კონფლიქტის კონსერვირების მცდელობას წარმოადგენს და ის სამართლებრივი და სოციალური თვალსაზრისით პრობლემურია შემდეგი ძირითადი მოსაზრებების გამო:

– კომისიის გადაწყვეტილებით ნათელი გახდა, რომ სახელმწიფომ რეალურად ვერ მოახერხა სადავო ისტორიული შენობის ისტორიული და კონფესიური წარმომავლობის შესწავლა და მისი ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნების/რესტიტუციის პროცესის დაწყება. სახელმწიფომ  დავის გადაწყვეტა იმთავითვე გაიყვანა სამართლებრივი მოწესრიგების სფეროდან და პოლიტიკური მოლაპარაკებების საგნად აქცია, რაც წინააღმდეგობაში მოდის კანონის უზენაესობის პრინციპთან და ადამიანის უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების, რელიგიის თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების სავარაუდო დარღვევას წარმოადგენს. საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული სადავო საკულტო შენობა-ნაგებობის ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნების საკითხი სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი კანონმდებლობისა და სამართლებრივი მექანიზმების  შემუშავებას, მათ შორის, ამ მიმართულებით რესტიტუციის შესახებ კანონის მიღებას საჭიროებს. თუმცა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო ისტორიული შენობების დიდ ნაწილზე პრეტენზიას დომინანტი რელიგიური ეკლესია გამოთქვამს, სახელმწიფო წლების განმავლობაში ვერ ბედავს სეკულარული და თანასწორობის პრინციპებზე დაფუძნებული სისტემური პოლიტიკის განხორციელებას. იმ პირობებში, როდესაც სახელმწიფომ მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ უზრუნველყო საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების დაბრუნება, იგივე პოლიტიკის განუხორცილებლობა არადომინანტი რელიგიური ჯგუფების მიმართ სახელმწიფოს დისკრიმინაციულ პოლიტიკას უფრო თვალსაჩინოს ხდის. ცხადია, პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით, იმთავითვე არათანაბარ პირობებში მყოფ მხარეებს შორის კონსენსუსის პრინციპით საკითხის გადაწყვეტა დომინანტი რელიგიური ინსტიტუციის პრივილეგირების და  დისკრიმინაციის საფრთხეებს შეიცავს. მოხეს შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ გამოყენებული მიდგომა, ცალსახად აჩვენებს, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია პოლიტიკური ნება სადავო საკულტო ნაგებობების დაბრუნების საკითხი სისტემურად, სამართლებრივი საფუძვლებითა და პროცედურებით მოაწესრიგოს.

– რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს სააგენტოსა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლების გაცხადებების კონტრავერსიულობის გათვალისწინებით, ბუნდოვანია, საბოლოოდ სახელმწიფო გეგმავს თუ არა სადავო შენობის ისტორიული და კონფესიური წარმომავლობის საკითხის შესწავლას. ამის მიუხედავად, ცალსახაა, რომ სახელმწიფოს სადავო შენობის ისტორიული მესაკუთრისთვის გადაცემის მიზანი, ასეთი საკითხის დადგენის შემთხვევაშიც კი,  არ გააჩნია. სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსთვის მოხეში ახალი მიწის ნაკვეთის გადაცემისა და ახალი მეჩეთის მშენებლობის შესახებ შეთავაზებას, სახელმწიფომ სადავო საკულტო ნაგებობის ერთგვარ ალტერნატივად, კომპენსაციად აქცევს და ამ გზით ხელოვნურად, მუსლიმი თემის ინტერესებისა და მოთხოვნების საწინააღმდეგოდ ცდილობს ისტორიული შენობის დაბრუნების სამართლებრივი მოთხოვნის პროცესის შეჩერებას. აღსანიშნავია, რომ მუსლიმი თემისთვის ისტორიული შენობის დაბრუნებას საკუთარი კოლექტიური ისტორიული მეხსიერების შენარჩუნების, საკუთარი იდენტობისა და ღირსების აღიარების მნიშვნელობა ჰქონდა და ის არასდროს იყო მიმართული სოფელში ახალი მეჩეთის მშენებლობის მოთხოვნისკენ.

– რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია არ იყო სათანადოდ რეპრეზენტაციული და გამჭირვალე და ადგილობრივი მუსლიმი თემის ხმა და ინტერესები კომისიაში არ ისმოდა. კომისიაში მხოლოდ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები შედიოდნენ, რომელთა მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის ნდობა დაბალია, რასაც არა ერთი განცხადება აჩვენებს. მუსლიმი თემის არა ერთი მოთხოვნის მიუხედავად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ არ უზრუნველყო ადგილობრივი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი პირების შეყვანა კომისიაში. სწორედ ამ მიდგომით, სახელმწიფომ კიდევ უფო გააღრმავა ოფიციალურ რელიგიურ ინსტიტუციასა და მუსლიმ თემს შორის უნდობლობა და დღეს მუსლიმი თემის მიერ გაკეთებული განცხადების ფონზე, რომ ისინი უნდობლობას უცხადებენ კომისიის გადაწყვეტილებას, ცალსახაა რომ არსებული კონფლიქტი ჩიხში შევიდა და ის მეტი ესკალაციის რისკებს შეიცავს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მთელი ამ დროის განმავლობაში არაფერი გაუეკეთებია მოხეში ადგილობრივ თემებს შორის ნდობის აღდგენისა და შერიგების მიზნების მისაღწევად.

– რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ადამიანის უფლებების საწინააღმდეგო მიდგომებისა და დაბალი ნდობის პირობებში, ადგილობრივი მუსლიმი თემისა და სხვა ორგანიზაციების განცხადებები, რომ მოხეს საკითხის გადაწყვეტა მთავრობას, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს საქმიანობიდან გაეტანა და უფრო მაღალი პოლიტიკური მონაწილეობით დაეგეგმა პრობლემის მოგვარება, მთავრობამ არ გაიზიარა, რითაც მუსლიმი თემის უნდობლობა სახელმწიფო უწყებების მიმართ კიდევ უფრო გააღრმავა. ბოლო პერიოდში მუსლიმი თემის მიმართ გამოვლენილი დისკრიმინაციის ფაქტებისა (მათ შორის, 11 მაისს ბათუმის მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მიღებული უკანონო გადაწყვეტილების ფონზე) და სახელმწიფოს ცალსახად არაეფექტიანი პოლიტიკის გათვალისწინებით, თვალსაჩინო ხდება, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა მუსლიმი თემის მიმართ სისტემური დისკრიმინაციის ტენდეციას ატარებს და ის მუსლიმი თემის პოლიტიკურ და სოციალურ ექსკლუზიას უწყობს ხელს", _ აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

EMC აგრძელებს კომისის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების პროცესის მონიტორინგს და საჭიროების შემთხვევაშიმ მუსლიმ თემს შესაბამის სამართლებრივ დახმარებას აღმოუჩენს.

EMC სოლიდარობას უცხადებს მოხეს ადგილობრივ მუსლიმ თემს და ორგანიზაციის მანდატისა და მის ხელთ არსებული საშუალებებით ყველა სათანადო ზომას მიიღებს მუსლიმი თემის უფლებების სრულყოფილი რეალიზების ხელშეწყობისთვის.

 




 ახალი ამბები
  • კახეთში გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა დაიწვასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ  არსებობს. ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მიტოვებული შენობა-ნაგებობა დაიწვა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობაა. როგორც ცნობილია, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო შენობებზეც გავრცელდა. ... ...
  • მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდათბილისში, მთაწმინდის ფერდობზე,  პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა  მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა  მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღმოფხვრილია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ... ...
  • დაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლესდაწესებულებაში, სადაც, ქმარმა ცოლი მოკლა, ხელმძღვანელი გაათავისუფლეს. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, მანანა მსხილაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას. ,,ჩემო საყვარელო fb მეგობრებო, ახლობლებო, მოკეთეებო და მოყვარეებო! 27.02.2020 წლიდან შევუერთდი უმუშევართა ,,მცირერიცხოვან" არმიას. ვისაც გაქვთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ, არ დაგეზაროთ, მომწერეთ პირად მესენჯერში. პირადი პოზიციის და მომხდარი ფაქტის შესახებ არ მკითხოთ, რადგან პასუხით მაინც ვერაფერს მიხვდებით. წინასწარ მადლობა იმათ,  ვისაც გეწყინებათ ჩემი უმუშევრობა და უფრო მეტად მათ, ვისაც ძალიან გაგახარებთ",-სამტრედიელი საზოგადოებისათვის მოულოდნელად ასეთი მიმართვა გაავრცელა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე სამტრედიის სამოქალაქო რეესტრის აწ უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა. 44 წლის მანანა მსხილაძე ზემოაღნიშნულ თანამდებობას , დაახლოებით, 15 წელია იკავებდა და საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საკუთარ თანამშრომლებსა და იმ ადამიანებში, რომლებთანაც მას ყოველდღიურად უხდებოდა სამსახურეობრივი ურთიერთობა. ქალბატონი მანანა მარტოხელა დედაა და მას ერთადერთი, სტუდენტი შვილი ჰყავს. სამტრედიელებმა ეს ამბავი დღეს მანანა მსხილაძის ფეისბუქით შეიტყვეს, რაზეც უმრავლესობის რეაქცია უარყოფითი იყო.  სამტრედიელები მანანა მსხილაძის გათავისუფლებას 11დღის წინ, სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში მომხდარ მკვლელობას უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ სამტრედიის სამოქალაქო რეესტრში 11 დღის წინ საზარელი მკვლელობა მოხდა. სამოქალაქო რეესტრის მოქალაქეთა მისაღებში მამაკაცი მოულოდნელად დაესხა თავს ყოფილ მეუღლეს და იქ მყოფი ადამიანების თვალწინ დანის რამდენიმე დარტყმით სასიკვდილო ჭრილობები ... ...
  • ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგადი კრიტერიუმები2020 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციამდე აბიტურიენტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ. აბიტურიენტებისთვის საჭირო ინფორმაცია კი ეტაპობრივად ქვეყნდება. დღეს ცნობილი გახდა ის ზოგადი კრიტერიუმები, რომლითაც 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები და სტუდენტთა საგრანტო კონკურსი შეფასდება. იხილეთ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის შეფასების ზოგად კრიტერიუმები დოკუმენტში გაწერილია რა უნდა იცოდეს აპლიკანტმა გამოცდაზე გასვლისას და კონკრეტული ტესტური დავალების შეფასებისას რას მიექცევა ყურადღება. შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია მარტის პირველ ნახევარში დაიწყება და რამდენიმე კვირას გასტანს. წყარო: ... ...
  • ბორჯომის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავესსაზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით,  ბორჯომის  მერი  ლევან  ლიპარტია და  საკრებულოს  თავმჯდომარე  გიორგი გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, ლიპარტია და გოგიჩაიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. სუს-ში აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერ არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...