კორუფციის რისკები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში

საზოგადოება

კორუფციის რისკები საგანგებო მდგომარეობის პერიოდში განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში

7 ივლ. 2020, 13:05:11

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში (2020 წლის 21 მარტიდან 22 მაისამდე) განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვები შეისწავლა.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, კვლევის მიზანი იყო დაედგინა, „კორონავირუსით” გამოწვეულ ფორსმაჟორულ სიტუაციაში რამდენად მოიმატა კორუფციის რისკებმა და რა მიმართულებებზე დაიხარჯა მნიშვნელოვანი თანხები.

“საგანგებო მდგომარეობის პერიოდში სულ 557 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 1,495 ელექტრონული ტენდერი გამოცხადდა. შემდგარი ტენდერების ნახევარზე მეტში მხოლოდ ერთი მიმწოდებელი მონაწილეობდა. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გამოცხადებული ტენდერების რაოდენობა თითქმის განახევრდა, თუმცა შემცირდა კონკურენციაც.

ყველაზე მეტი - 460 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 266 ელექტრონული ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადდა.

საგანგებო მდგომარეობის პერიოდში გამარტივებული შესყიდვის გზით 127.2 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 11,316 კონტრაქტი გაფორმდა. აქედან 57 მლნ ლარი გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით, ხოლო 29.2 მლნ ლარი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით დაიხარჯა. შესყიდვის დაჩქარებისთვის აღნიშნული საფუძვლების გამოყენებას კანონი უშვებს, მაგრამ პრობლემას მათი ხშირად გამოყენება წარმოადგენს.

სხვადასხვა წლებში „ქართული ოცნების“ და სალომე ზურაბიშვილის შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა საგანგებო მდგომარეობის დროს პირდაპირი შესყიდვის გზით ჯამში 45 მლნ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, რაც აღნიშნულ პერიოდში პირდაპირი შესყიდვებით დახარჯული თანხის 35%-ია. მათ შორის:

შპს „ალფამ“ 2 808 400 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. ამ კომპანიას „ქართულ ოცნებისთვის“ 120 000 ლარი აქვს შეწირული

შპს „მზიურმა“ 1 424 400 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. მის დირექტორს შოთა ბასილაშვილს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრ დიმიტრი რამიშვილს „ქართული ოცნებისთვის“ 160 000 ლარი აქვთ შეწირული.

პაატა კოკაიას კუთვნილმა 4-მა სასტუმრომ (შპს „ბაკურიანი ინნ“, შპს „რენესანს კონსტრაქშენი“, შპს „სასტუმრო გუდაური ინნ“, შპს „სასტუმრო ივერია ინ“) ჯამში 3.8 მლნ ლარის კონტრაქტები მიიღო. მან „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს 55 000 ლარი შესწირა.

შპს „ეი-ბი ემ“-მა 3.1 მლნ ლარის 5 კონტრაქტი მიიღო. კომპანიის დირექტორს ალექსანდრე ხეთერელს „ქართულ ოცნებისთვის“ 60000 ლარი აქვს შეწირული.

შპს „Weekend“-მა 1 329 680 აშშ დოლარის კონტრაქტი მიიღო. კომპანიის მფლობელმა ბონდო გოლეთიანმა სალომე ზურაბიშვილს 25 000 ლარი შესწირა.

შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობამ“ 252 183 ლარის კონტარქტები მიიღო. კომპანიას და მის მფლობელს ზურაბ ჩხაიძეს „ქართული ოცნებისთვის“ და სალომე ზურაბიშვილისთვის 300 000 ლარი აქვთ შეწირული

კვლევაში განხილული 21 კონკრეტული შესყიდვა სახელისუფლებო პარტიის შემომწირველებსა და მოგებულ კონტრაქტებს შორის კავშირზე მიუთითებს. მათ შორის არის 2 ისეთი შესყიდვა, როდესაც კომპანიებს კონტრაქტი თანხის შეწირვიდან რამდენიმე დღეში გაუფორმეს. ეს კომპანიებია შპს „ყვარლის ედემი“ და შპს „კ და ქართული სპირტი“.

გამარტივებული შესყიდვის გზით ყველაზე მეტი თანხა დაიხარჯა: ჯანდაცვასთან დაკავშირებულ საქონელსა და მომსახურებაზე- 24.4 მლნ ლარი; სასტუმროების მომსახურების შეძენაზე - 23.6 მლნ ლარი; ტრანსპორტის შეკეთებაზე დ სათადარიგო ნაწილებზე - 17.9 მლნ ლარი.

მთავრობის ადმინისტრაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტრო (შსს) და შსს-ს დაქვემდებარებული ზოგიერთი უწყება გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს არ აქვეყნებენ. აქედან გამომდინარე, სავარაუდოდ, პირდაპირი შესყიდვით მეტი თანხა იხარჯება, მაგრამ მათ შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალე არ არის, რაც ართულებს ანალიზს და კორუფციული რისკების კონტროლს”,_ ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაცია კვლევიდან გამომდინარე შემდეგ რეკომენდაციებს გასცემს:

“სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მხრიდან კიდევ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ტენდერებში და გამარტივებულ შესყიდვებში გამარჯვებული კომპანიების მფლობელებისგან სახელისუფლებლო პარტიისადმი მაღალი რისკის მქონე შემოწირულობების იდენტიფიცირების საკითხს;

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების გამოქვეყნების საკითხს. სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული შესყიდვების გარდა, „დაფარული კონტრაქტები“ არ უნდა არსებობდეს;

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან გამარტივებულ შესყიდვებზე თანხმობის გაცემა მეტად უნდა გამკაცრდეს;

გამარტივებული შესყიდვის გამოყენებისას, შემსყიდველი ვალდებული უნდა იყოს, დაასაბუთოს და გაასაჯაროოს, თუ რის საფუძველზე შეარჩია მიმწოდებელი;

საეჭვო გარემოებების შემცველი სახელმწიფო შესყიდვებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი უნდა დაინტერესდეს”.




 ახალი ამბები
  • რატომ არ ფიქსირდება გეოგრაფიაში უმაღლესი ქულა?ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ქვეყნდება, სამტრედიელმა იოანე მახარაძემ გეოგრაფიაში ერთ-ერთი უმაღლესი შედეგი აჩვენა, ის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეა, რომელსაც საერთაშორისო ურთიერთობებზე სურს ჩაბარება. იოანე ოთხ საგანს აბარებს: ქართული ენა, ისტორია, გეოგრაფია და უცხოური ენა.  "გურია ნიუსი" დაუკავშირდა იოანე მახარაძეს- " გეოგრაფიაში 60-დან  50 ქულა დავაგროვე, ერთი შეხედვით, ეს ციფრი არ არის ძალიან მაღალი, თუმცა ერთიანი ეროვნული გამოცდების ისტორიაში გეოგრაფიაში მაქსიმალური ქულა არ დაფიქსირებულა, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველი არის ის, რომ ადამიანებს ჩამოუყალიბდათ სტერეოტიპი, თითქოს გეოგრაფია 1 თვეში მოსამზადებელი საგანია და მეორე ის, რომ ამ საგნის ტესტის სირთულე ძალიან მაღალია. ჩემი შედეგი ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში, ჩაბარება კი საერთაშორისო ურთიერთობებზე მსურს, სულ ოთხი საგანი ჩავაბარე, რომელთაგან ორის შედეგი უკვე ცნობილია, სიმართლე რომ ვთქვა, ველოდი ამ შედეგს, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო პედაგოგებს, დირექტორსა და ოჯახს, რომელთა დამსახურებითაც მე დღეს, 6 აგვისტოს, შევძელი მიმეღწია დასახული ... ...
  • "ჩვენს თვალწინ 12 წლის ბავშვი იხრჩობოდა" _ რა მოხდა გრიგოლეთშიცოტა ხნის წინ, "გურია ნიუსს" ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაუკავშირდა ფეისბუქმომხმარებელი თაკო შარუხია, რომელმაც ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალის წაშლა ითხოვა იმ მოტივით, რომ აღწერილი სიტუაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა. კონკრეტულად, საქმე ეხება სტატიას ("ლანჩხუთელმა მაშველებმა დილით ცოლი იხსნეს დახრჩობისგან, საღამოს _ ქმარი), რომელიც "გურია ნიუსმა" მაშველის მონათხრობზე დაყრდნობით გამოაქვეყნა. როგორც შარუხიამ მოგვწერა, საქმე სულ სხვაგვარად იყო, რაზეც აღნიშნულ სტატიაში საუბარი არაა. "რეალურად ის მოხდა, რომ მართლაც აფრთხილებდენ მაშველები ხალხს, არ შესულიყვნენ სიღრმეში, მაგრამ მაინც შედიოდნენ. წითელი ალამიც იყო აღმართული, _ ეს სიმართლეა, მაგრამ დილით ცოლი იხსნეს დახრჩობისგან და საღამოს _ ქმარი, ეს ტყუილია. ჩვენ 5 საათზე მივედით და უკვე წამოსვლას ვაპირებდით, რომ ჩვენს თვალწინ 12 წლის ბავშვი იხრჩობოდა. ჩემმა მეუღლემ მოახერხა ბავშვს დახმარებოდა, თითონ კი ვერ გამოდიოდა და მაშველებს ვთხოვე დახმარება. ეს იყო სიმართლე. მადლობის ნიშნად მივართვით ტორტი და სამახსოვრო ფოტოებიც გადავიღეთ (შარუხიამ აღნიშნული ფოტოებიც მოგვაწოდა) ეს იყო სიმართლე _ ჩემმა ქმარმა სხვისი სიცოცხლე იხსნა, თითონ კი ეწირებოდა", _ გვწერს თაკო ... ...
  • კოვიდგადატანილი უსიმპტომო პაციენტები _ საქართველოში მასშტაბური კვლევა დაიწყებასულ მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა საქართველოში, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც აქვს კოვიდი გადატანილი უსიმპტომო ფორმით, - ამის შესახებ განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, თუმცა სტაბილური, რადგან მისი მართვა ხდება. მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას დამყოლობისკენ. „ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მოქალაეებს დამყოლობაზე, რადგან ვიცით, კიდევ არის რეგიონები, სადაც მოქალაქეებთან თანამშრომლობა ძალიან რთულდება. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვნად აისახე ვირუსის გამოვლენაზე“, - განაცხადა ტიკარაძემ. მისივე თქმით, მაღალი დამყოლობის შედეგადა სწორედ საქართველოში დადებითი დინამიკა და მნიშვნელოვანია ამ კუთხით აქტივობების გაგრძელება. „ჩვენ დღესაც ვგეგმავთ შერჩევით ტესტირებას და სულ მალე დაიწყება მასშტაბური კვლევა საქართველოში, რათა გამოვლენილი იყოს ყველა ის შესაძლო პაციენტი, რომელსაც აქვს კოვიდი გადატანილი უსიმპტომო ფორმით“, - განაცახდა მინისტრმა. საქართველოში კორონავირუსის კიდევ 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 206 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 987-ს შეადგენს. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7071 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 294. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • ფეისბუქი პოლიტიკური რეკლამის რეგულირების სტანდარტებს აქვეყნებსფეისბუქი 32 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც საარჩევნო და პოლიტიკურ რეკლამაზე შეზღუდვების გამკაცრების შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის გავრცელების საშუალება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს შეეძლებათ. კერძოდ კი, აუცილებელი იქნება რეკლამის განმთავსებელმა მიუთითოს რომელი ორგანიზაცია ან პიროვნებაა პასუხისმგებელი კონრეტულ რეკლამაზე.  ამ მიმართულებით პირველი გადაწყვეტილება სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ 2019 წლის ივნისში მიიღო, როდესაც მან მსოფლიო მასშტაბით გამჭვირვალე გახადა სარეკლამო ინსტრუმენტები. ფეისბუქის ახალი შეზღუდვის თანახმად, პოლიტიკური რეკლამის ყველა განმთავსებელი ავტორიზებული უნდა იყოს იმ ქვეყანაში, სადაც მისი სამიზნე აუდიტორია ცხოვრობს. შეზღუდვა ეხება ნებისმიერ რეკლამას, რომელიც შექმნილია საჯარო სამსახურის წარმომადგენლის, პოლიტიკური ფიგურის, პარტიის, კომიტეტის ან მისი წარმომადგენლის სახელით და მიზნით, რომ შემდგომში რეკლამამ გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე ან პირის მოღვაწეობაზე საჯარო სამსახური. ასევე, რეკლამა ეხება ნებისმიერ არჩევნებს, რეფერენდუმს, კენჭისყრას, მოწოდებას "ხმა მიეცი" და საარჩევნო საინფორმაციო კამპანიას.  რეკლამის განმთავსებელმა მომხმარებელმა ავტორიზაცია პირადობის მოწმობით უნდა გაიაროს. ასევე, უნდა მიუთითოს, თუ ვინ არის პასუხისმგებელი რეკლამის ხარჯის ანაზღაურებაზე. აქ იგულისხმება საკუთარი თავი, გვერდი რომელსაც მართავს ან ორგანიზაცია, სადაც მუშაობს. ორგანიზაციის შემთხვევაში აუცილებელია ორგანიზაციის დამატებითი მონაცემების: მისამართის, ტელეფონის ნომერის, ელ ფოსტისა და ვებ გვერდის მითითებაც.  ამ პროცედურების გავლას შესაძლოა რამდენიმე დღე დაჭირდეს.  რეკლამის ავტორიზებულ განმთავსებლებს საკუთარი რეკლამისა და მასზე პასუხისმგებელი პირის ან ორგანიზაციის შესახებ ინფორმაციის შენახვა შვიდი წლის განმავლობაში შეეძლებათ.  აღსანიშნავია, რომ ფეისბუქის ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს მსოფლიო ქვეყნების საარჩევნო პროცესების დაცულობაზე. ამისთვის კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს საჯარო წვდომას სარეკლამო ბიბლიოთეკის აპლიკაციასთან Ad Library API, რომელსაც მალე საქართველოში განთავსებული რეკლამებიც დაემატება. ასევე, სარეკლამო ბიბლიოთეკის ანგარიშიდან Ad Library Report შესაძლებელი იქნება საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამების ... ...
  • "სოლიდური თანხის სანაცვლოდ ინფორმაცია მომაწოდონ" _ თამარ ბაჩალიაშვილის დედამ შიმშილობა დაიწყოგარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ შიმშილობა დაიწყო. ოჯახი გენერალურ პროკურატურასთან იმყოფება და მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. „ემიგრანტებმა მომწერეს, რომ ფულს აგროვებენ და სოლიდური გასამრჯელოს ფასად, ჩემი შვილის მკვლელობის შესახებ თუკი ვინმემ რამე იცის, ინფორმაცია მომაწოდონ. არ მჯერა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადების. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არიან მატყუარები დარბიან და, ალბათ, ღამე არ სძინავთ იმაზე ფიქრით, სად რა გამოთხარონ, რათა თვითმკვლელობის ვერსია გაამყარონ. თვითონ არიან გარეულები და გასვრილი აქვთ ხელი ჩემი შვილის მკვლელობაში. აქ იმიტომ მოვედი, რომ განვაცხადო, მივმართავ პროტესტის რადიკალურ ფორმას და ვიწყებ შიმშილობას“, _ განაცხადა ბაჩალიაშვილის ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...