,,კუალად ფოთს სამხრით, ზღვის კიდეზე, არს ტბა" _ მდინარეები და ტბები ლანჩხუთში

საზოგადოება

,,კუალად ფოთს სამხრით, ზღვის კიდეზე, არს ტბა" _ მდინარეები და ტბები ლანჩხუთში

2018 ნოე 12 16:11:03

ლანჩხუთის რაიონის მდინარეების უმეტესობა ეკუთვნის ორ აუზს – მდინარე სუფსასა და იმნათის ტბის აუზებს.

სუფსა უდიდესი მდინარეა, ის სათავეს იღებს აჭარა-გურიის ქედის მწვერვალის მეფისწყაროს მახლობლად და სოფელ გრიგოლეთში უერთდება შავ ზღვას.Mმისი სიგრძე 117 კმ-ია, მისი უდიდესი ნაწილი მიედინება ჩოხატაურის რაიონის ტერიტორიაზე. სუფსას მარჯვენა მხრიდან ლანჩხუთის რაიონის ტერიტორიაზე უერთდება მდინარეები – აცაურა და შუთი (მდინარე აცაურაზე ხალხური თქმულება ამბობს: ,,ყველა წყალი დაბლა მიდის, აცაურა კი აღმაო” ).

,,გურია არ ეწევა ნაოსნობას და ამიტომ არ აქვს ნავსადგურები. წმ. ნიკოლაის ციხესთან გემები ნაპირიდან 4 ვერსის სიღრმეზე უშვებენ ღუზას. მხოლოდ სუფსაა გამოსადეგი პატარა გემებისთვის სანაოსნოდ; სავაჭრო ხომალდები კი მისი შესართავიდან ერთ ვერსზე ჩერდებიან. გურია ძალზე მთიანია, სანაპიროზე კი ვაკე და ჭაობიანია”, _ წერდა გერმანელი მოგზაური ედუარდ აიხვალდი.

სუფსის შემდეგ მეორე მნიშვნელოვანი მდინარეა ფიჩორი, იგი სათავეს იღებს სოფელ ქვიანში და პალიასტომის ტბას უერთდება.
იმნათი ტბის აუზის მდინარეები ნიგოითის ქედის ჩრდილო კალთებიდან იღებენ სათავეს. ზემო წელში მათ ღრმა კალაპოტი აქვთ და ზოგი მათგანი იქ ჩანჩქერს აჩენს. დაბლობში კი თითქმის სანაპიროებს უსწორდებიან და ჭაობებში იფანტებიან. ამ ტბის აუზის მდინარეებიდან აღსანიშნავია წყალწითელა, ღველისწყალი, ლესისწყალი და ოსკუპანი.
,,კუალად ფოთს სამხრით, ზღვის კიდეზე, არს ტბა პალიასტომისა, დიდი. ამ ტბიდამ შესდის ზღუას მდინარე ამისივე. აქიდამ შემოვლენან ნავნი და დგებიან ტბასა შინა განსუენებისათვის. იპყრობის თევზნი სხუადასხუანი მას შინა ურიცხუნი. ამას იტყვიან ნაქალაქევს და შემდგომად მოცულსა წყლისაგან. კუალად ამ ტბისა და ჯუმათის მთის სამხრით დის მდინარე სუფსეი, გამომდინარე სამცხე-გურიის შუას მთისა, მომდინარე ბახვისწყლამდე ჩდილოს-დასავლეთს შუა, ბახვის წყლიდამ ზღუამდე აღმოსავლიდამ დასავლეთად და მიერთვის ზღუას აღმოსავლიდამ” (ქართლის ცხოვრება).

რაიონს ჩრდილო-დასავლეთით აკრავს პალიასტომის ტბა. ეგნატე ნინოშვილის მიხედვით: ,,პალიასტომის შესახებ გურიაში არსებობს ერთი ლეგენდა: ეხლა რომ ტბაა, იმ ადგილას უწინ, თურმე, ხმელეთი იყო, ზედ ხალხი იდგა და ამ ხალხს ,,პავლიას ტომს” ეძახდენ. ერთ დღეს ხმელეთმა ძირს დაიწია, ერთ ადგილას მიწა გაირღვა, უცბად წყალი ამოვარდა დედამიწიდან და მთელი სოფელი დაფარა. აქაური ხალხიც და ყოველივე სულდგმული დაირჩო, მხოლოდ ერთმა დიაკვანმა მოასწრო, გაიტაცა მთავარანგელოზის ხატი, აიტანა ჯუმათის მთაზე და იქ შემდეგ ამ ხატს ეკლესია აუშენეს. ეს დიაკვანიც, გვარად დარჩია, დეკანოზად დააყენესო. ჯუმათის მთაზე ეკლესია (მონასტერი) დღესაც არსებობს. ხალხი, გვარად დარჩია, დღესაც ცხოვრობს სოფელ ჯუმათში და ბევრი მათგანი სასულიერო წოდებისაა, მაგრამ ლეგენდაში მოყვანილი ამბავი რამდენად მართალია, ამისი კი რა მოგახსენოთ. პალიასტომის ტბა უფრო მის მახლობლად მდებარე მთებიდან მონაწრეტსა და დაბლობში შეგროვებულ წყალსა ჰგავს, მინამ მიწისძვრისაგან ამონახეთქსა, თუმცაღა შეუძლებელი კი არც ამ უკანასკნელშია რამე.” ფრანგი მოგზაური ჟაკ ფრანსუა გამბა პალიასტომს ვრცელ და მშვენიერ ტბას უწოდებდა, სადაც უამრავი თევზია. ისტორიკოსი ჩუდინოვი თქმით კი, ეს ტბა იმით არის გამორჩეული, რომ მიუხედავად მტკნარი წყლისა, მასში მრავლად მოიძებნება ზღვის ბინადრები. რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ტბები – იმნათი, ჭოლიფა, ჯაპანა და ჯიკი შავი ზღვის და მდინარე რიონის რელიქტებია.
იმნათის ტბა მდებარეობს რაიონის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პალიასტომის ტბის აღმოსავლეთით, მისგან 3 კილომეტრზე დაშორებით. იგი, ისევე, როგორც პალიასტომის ტბა, შავი ზღვის უბის ნაშთია. შორეულ გეოლოგიურ წარსულში ამ ტბების ადგილას ყოფილა შავი ზღვის უბე, რომელიც თანდათან გამოეყო ზღვას და ტბებად გადაიქცა, სხვა ნაწილები კი ხმელეთად. ტბის ფართობი 0,27 კვ კმ-ია, იგი ძალზე თხელია, მისი უღრმესი ადგილი 1,22 მეტრია, ტბის საშუალი სიღრმე 0,83 მეტრს აღწევს.

სადგურ ლანჩხუთიდან ჩრდილი აღმოსავლეთით 3 კმ-ზე მდებარეობს ტბა ჭოლიფა. მის წარმოშობაში მდინარე რიონს დიდი როლი უთამაშია. ეს ტბა გვალვების პერიოდში მთლიანად შრება. წინათ ის მუდმივი ყოფილა, მაშინ მისი სანაპიროები ტყით, წყალმცენარეებით და ჭილოფნარით იყო დაფარული, მდინარე რიონი წყალდიდობის პერიოდში მთლიანად ფარავდა ტბას, მაგრამ მას შემდეგ, ტბაში წყლის დონე ძალიან დაეცა. ტბას წყლით კვებავდა და მის მუდმივობას ხელს უწყობდა აგრეთვე მრავალი პატარ-პატარა მდინარეები.
ტბა ჯაპანა მდებარეობს სადგურ ჯაპანას აღმოსავლეთით ლანჩხუთსა და სამტრედიის რაიონის საზღვარზე. მას ნალისებრი მოხაზულობა აქვს. ამ ტბის ფართობი 1,8 კვადრატული კმ-ია, საშუალო სიღრმე 75 სმ, უღრმესი ადგილი 2,8 მ. ტბა მუდმივია, რადგან მას კვებავს მდინარე ხევისწყალა. მის ბაზაზე შექმნილი იყო თევზის მეურნეობა, სადაც ეწეოდნენ თევზის მოშენებას (ის ამჟამად გაუქმებულია).

,,სადგურ სუფსის გარშემო მიდამოები საკმაოთ დაესახლა ამ რამდენიმე წლის განმავლობაში. ასამდე სავაჭრო სახლები და თითქმის ორი ამდენი კომლი მოსახლე იქნება იმ ადგილებზე, სადაც 15-18 წლის წინეთ გაუმშრალებელი ჭაობიანი ტყე იყო. 1882 წლიდან, ბათომის რკინის გზის გაყვანის შემდეგ, გაიკაფა აქაური ტყე, გააშრეს ჭაობები და ნელ-ნელა ჩამოესახლენ გურიის სხვა და სხვა კუთხის სოფლებიდან.

დღეს აქ არსებობს: ეკკლესია, სამრევლო სკოლა, სამკითხველო და სააფთიაქო განყოფილება...
აქ შეხვდებით ზოგიერთ დუქნებში მოვაჭრე ქალებსაც; ჩამდგარან დახლში, ხელში არშინით, მასთან ერთათ დაუდგამთ საკერავი მანქანა და როცა მუშტარს გაისტუმრებენ ხელსაქმეს მოჰკიდებენ ხელს.

რას იტყოდა ოცის წლის წინეთ ჩოჩხანელი, ჯუმათური და გურიანთელი კერძოთ და გურული კაცი საერთოთ, რომ თავისი ქალ-რძალი სავაჭრო სახლში დაენახა?!. – დედავ წაგვპილწა, მაგ ოროსპმა, მაგასთან პური აღარ იჭმევაო – იტყოდა., ახლა კი სულ სხვასა ვხედავთ. დღეს ყველა გრძნობს მოქალაქეობრივ ნათელ ცხოვრების მნიშვნელობას და უარჰყოფს ძველ პატრიარქალურ კარჩაკეტილობას,” გაზეთი ,,კვალი” (9 ივლისი, #28, 1900).

წინათ რაიონის დაბლობის უზარმაზარი ნაწილი ტყეებსა და ჭაობებს ეკავა. დაჭაობებას აქ ხელს უწყობდა უხვი ატმოსფერული ნალექები, დაბლობის მცირე დაქანება, ნადაგის სტრუქტურული შემადგენლობა – მძიმე თიხნარი ფენები. ინტენსიურ დაჭაობებას ასევე ხელს უწყობდა მდინარე რიონი და ნიგოითის ქედიდან გამომდინარე მდინარეები, რომლებიც წყალდიდობის დროს გამოდიოდნენ ნაპირებიდან და დაბლობში იფანტებოდნენ.

,,პალიასტომსა და გურიის სოფლებს შუა, რიგ-რიგად, უშველებელი ზოლებივით მდებარეობს ჯერ სოფლების ბოლოს, საყანე და საბალახო ადგილები, მერე დიდი, თუმცაღა ჭაობიანი, მაგრამ სხვადასხვა ხეებით მდიდარი ტყე და უკანასკნელ ისლით და ჩალით დამოსილი ადგილი, რომელსაც გურულები ეწერს ეძახიან. კარგი სანახავია ეს ეწერი, გაზაფხულზედაც თვალის წარმტაცის სიმწვანით და შემოდგომაზედაც ჩალისფერი სიყვითლით; თვალს იტაცებს, მაგრამ კიდეც ატყუებს: იქ, სადაც თვალს ხავერდით მოფენილი ჰგონია არე-მარე, ჭაობსა და დამპალს წყალში გეფლება ფეხები. კარგი რამ არის ეს ეწერი მონადირისათვის მაშინ, როცა დასთოვს და გაჰყინავს: ვეღარსად ემალება მონადირის ძაღლებს აქ გამოდევნილი ღორი ან შველი. ტყესა და ეწერს ხაზავს აუარებელი პატარა მდინარეები (გურულად ნოყო), რომლებისგანაც შესდგება ორი სანავო და სატივო მდინარე. ეს სანავო მდინარეები იწყება სოფლების ბოლოდან და ჩაერთვის პალიასტომს”, – გვამცნობს ეგნატე ნინოშვილი.

საქართველოში საბჭოთა წესწყობილების დამყარების შემდეგ დაიწყო კოლხეთის დაბლობის ჭაობების დაშრობა, მის ადგილას კი გაშენდა ჩაის და ციტრუსების პლანტაციები, ბაღ-ვენახები, სახნავ-სათესი ფართობები და საძოვრები.

,,კოლხიდის ჭაობის ამოშრობას... – წერდა ტიციან ტაბიძე, - შეუძლია მისცეს დასავლეთ საქართველოს 200 ათას ჰექტრამდე ახალი მიწა, რომელიც წინათ გამოუყენებელი იყო და მხოლოდ ჰაერს ალპობდა, ამას ისიც უნდა მიემატოს, რომ ეს მიწა გამოსაყენებელია, როგორც სუბტროპიკების ზონა, ტექნიკურ კულტურათა განვითარებისათვის. ამიტომაც კოლხიდის ჭაობის ამოშრობის მნისვნელობა ბევრად მეტია, ვიდრე მხოლოდ დასამუშავებელი მიწის მომატება. უმთავრესად ეს უდევს საფუძვლად კოლხიდის აღორძინებას”.

ჩაის კულტურამ, რომელიც გურიაში ჯერ კიდევ XIX საუკუნის 40-იან წლებში იყო შემოტანილი, ერთი მხრივ, ეკონომიური თვალსაზრისით მოსახლეობისათვის დადებითი როლი შეასრულა, მეორეს მხრივ კი მან ეკოლოგიური დისონანსი შეიტანა აქაურ ბუნებაში. ჩაის კულტურის გასაშენებლად გაიჩეხა უძველესი ტყის დიდი ფართობები, რამაც გამოიწვია ნიადაგის ეროზია და პატარა მდინარეთა მკვებავი უხვი წყაროების დაშრობა. ამასთან ერთად ჩაიმ ,,ულმობელი სისასტიკით გაანადგურა მშვიდად მთვლემარე ნანგრევები”.

ამონარიდი წიგნიდან ლანჩხუთის შესახებ. ავტორები: ირაკლი მახარაძე, ნონა იმნაძე და ლანჩხუთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლები




 ახალი ამბები
  • "რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვს" _ ვოლსკი ოპოზიციასადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყამ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის, – ამ სიტყვებით მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციას მიმართა. “მე ვერ გავიგე ადამიანები, რომლებიც თავის კოლეგას მანდილოსანს მიმართავენ, გაგანადგურებ, ყველაზე სუსტ ადგილში დაგარტყავ, ეს მაზოხიზმია თუ სადიზმია, არ მესმის. იმიტომ, რომ ზუსტად იცის, რომ პასუხი შეუბრუნდება. სადიზმის თემაც არ მესმის, იმიტომ, რომ ის კბილები, რაც ვამპირის კბილები ჰქონდათ, დააძრეს, უკვე აღარ აქვთ და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ახალი ამოუვიდეს”, – განაცხადა ვოლსკიმ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე პლენარულ სხდომაზე რუსეთის თემასაც გამოეხმაურა. “რაც შეეხება რუსეთის თემას, იქ პარტიის ცეკას ინსტრუქტორი და აქ კარიკატურების გამოქვეყნება არ შველის იმ რეალობას, რასაც ჰქვია რუსეთის ხელშეწყობა და სერიოზულად: რუსეთის თემის ექსპლოატაცია საერთოდ მოდაშია, ადვილია სალაპარაკოდ, ცოტა ძნელია სალაპარაკოდ ვთქვათ ციფრები. არის საკითხები რაზედაც შეიძლება კამათი, შეიძლება კონსტრუქციული კამათიც, მაგრამ ეს თემა არ არის, კამათს არ ექვემდებარება. მოხდა ის, რაც მოხდა. რეალურად მოხდა ის, რომ ყველანაირი შეთავაზება, ყველანაირი სტრატეგიული გეგმა, რომელიც ჰქონდა ამერიკის შეერთებულ შტატებს და ევროკავშირს ჩვენთან ერთად შემუშავებული, დაირღვა. რეალობაა ხალხო ეს. მე განსაკუთრებით ახალგაზრდებს მივმართავ იმიტომ, რომ სწორედ თქვენი ტვინის გამორეცხვისათვის არის მიმართული ყველა განცხადება და პროპაგანდისტული ნაბიჯი იმიტომ, რომ ის ემოცია არა გაქვთ, რაც 2008-ში იყო, 11-ში იყო, ბევრმა საკითხმა ისე ჩაიარა, რომ წლებმა გარკვეული მოშუშება უზრუნველყო ადამიანის გულებში და მახსოვრობაში, მაგრამ არის ათასობით ადამიანი, ვისაც ეს კარგად ახსოვს. მე ახალ პოლიტიკურ თემაზე მაქვს ყურადღება გამახვილებული. რაც შეეხება იმ უმტკივნეულო რეზოლუციას, ჯერ ეს ერთი უმტკივნეულო რეზოლუციები რატომ შემოგაქვთ, თუ არაფერს არ ნიშნავს და ნაჭუჭია კვერცხის, მაშინ ნუ შემოგაქვთ, ეს ერთი, მაგრამ არ არის უმტკივნეულო – ეს არის გათვლილი, საკმაოდ მზაკვრული გეგმა რომ ადრე თუ ხელი შეუწყვეს სამხედრო ინტერვენციას, ეხლა ეკონომიკური ინტერვენცია გაძლიერდეს და გამაგრდეს. წინა ხაზზე გაგიყვანონ მაშინ, როდესაც ხელში იარაღი არ გიკავია და იცი ზუსტად, რომ მტერი გაცილებით უფრო ეფექტური იარაღით დაგარტყამს. ეს იყო მიზანი, მთავარი მიზანი. რაც შეეხება საკითხებს, რომელიც ეხება განათლებას, სპორტს, ამ თემებთან დაკავშირებით ვიკამათოთ კი ბატონო, სახელმწიფოს დამსახურებაა თუ არა, რომ ბიუჯეტი იზრდება, ვთქვათ სპორტში. სახელმწიფოს დამსახურება თურმე არ ყოფილა ის, რომ, არ ყოფილა კი არა, თურმე მავნებლობა ყოფილა ის, რომ დედაენა დაბრუნდა სკოლაში. ეს ხომ ფაქტია და ამ ფასეულობებით ვეჯიბრებით ერთმანეთს და საზოგადოებამ ამ ფასეულობების აწონვით უნდა მოგვიჩინოს ის ადგილი პოლიტიკურ ასპარეზზე, რაც კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებს, რისი პრეტენზიაც აქვს. აქედან გამომდინარეობს მთავარი თემა – დაველოდოთ არჩევნებს და გავაკეთოთ ყველაფერი, განსაკუთრებით მთავრობის მხარეს მოვუწოდებ, რათა საკითხი არ დარჩეს კითხვის ნიშნის გარეშე, რათა საკითხი არ დარჩეს პასუხგაუცემელი, თუნდაც თითოეული ადამიანის, კონკრეტული ადამიანის გაჭირვების თემას ეხებოდეს”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ ... ...
  • ჯურუყვეთელ პედაგოგს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭალანჩხუთის მუნიციპალიტეტის ჯურუყვეთის #1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის ღვაწლმოსილ  პედაგოგს, მიმოზა ბარამიძეს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის  წოდება მიენიჭა.  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის სიგელი დამსახურებულ პედაგოგს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ჩიტაძემ ახალი სასწავლო წლის პირველ დღეს ... ...
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კინოლოგიური სამსახურის განახლებას იწყებსსაქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება. საერთაშორისო შემფასებლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  კინოლოგიის სამსახურის მომზადების დონეს შეამოწმებენ და ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის შემუშავებაში  დაეხმარებიან _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამახური ავრცელებს. უწყების ცნობით, THW-ის  წარმომადგენლები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძიება-გადარჩენის კინოლოგიური ოპერაციების იმიტაცია მოეწყო. გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური INSARAG -ის კვალიფიკაციის მიღების პროცესში ქართული მხარის მენტორი ქვეყანაა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება. საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის გაწვრთნილი ძაღლები მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს სამსახურის ეფექტურობას  საძიებო სამუშაოების  დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძაღლების გადამზადებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კინოლოგიური სამსახურის გაძლიერება ახალი ცხოველებით. მოეწყობა და განახლდება ვოლიერები, გაუმჯობესდება მათი საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობები. გერმანულ მხარესთან კინოლოგიური სამსახურის  განვითარების კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც ... ...
  • ოზურგეთში საპენსიო ჯილდოზე 174 პედაგოგი გავიდა“174 პედაგოგი გავიდა საპენსიო ჯილდოზე და 105 ახალი პედაგოგი მივიღეთ საჯარო სკოლაში“, _ ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა მიაწოდა. 2019 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.  ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი  (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების ... ...
  • რამდენი პირველი კლასელია ოზურგეთშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის 42 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოზურგეთში წელს 683 პირველ კლასელმა დაიწყო სწავლა. “გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა, პირველ კლასში დაფიქსირდა თუ არა ერთი ან ორი მოსწავლე. ლელა იმედაშვილის თქმით, ასეთი შემთხვევა მხოლოდ გომის საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, სადაც ორი ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...